четверг, 13 января 2022 г.

გურამ დოჩანაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    გურამ დოჩანაშვილი



 (დ. 26 მარტი1939თბილისისაქართველოს სსრ — გ. 3 აპრილი2021, თბილისი, საქართველო)  — ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

გურამ დოჩანაშვილის მამა, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა, გულნარა ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი. ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი თბილისის სხვადასხვა უბანში იზრდებოდა, რაც მომავალში მისი ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა. სკოლაში სწავლასთან ერთად, სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა.

ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „მთის გადაღმა“ 1966 წელს გამოიცა. ამავე წელს, მას და მის მეუღლეს — ნათელა სეფიაშვილს — პირველი შვილი შეეძინათ. დოჩანაშვილის მეორე შვილი — ირაკლი — 1968 წელს დაიბადა. 1990 წელს, 22 წლის ასაკში, ირაკლი დოჩანაშვილი აივნიდან გადავარდნით ტრაგიკულად დაიღუპა.

მისი ერთ-ერთ ყვლეაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან ექვსი წლის შემდეგ დოჩანაშვილმა ნოველა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. 1989 წელს რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი „ბესამე“, რომლის სცენარის ავტორი თავად დოჩანაშვილი იყო. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ შესულია სასკოლო პროგრამაში.

გურამ დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე , დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ (ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის) და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემიით „საბა“.

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი — დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკსა და ვერაზე. მწერლის ბებია იყო მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან).

1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.

1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. 

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია — „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში — „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“

პრეზენტაცია „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“

2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ პრეზენტაცია გაიმართა. რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერი გიგი უგულავა, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ მკითხველს გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის გამოცემა მიულოცეს. 

განათლება

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროფესიული გამოცდილება

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

გარდაცვალება

2021 წლის მარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი თბილისის საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. გარდაიცვალა 2021 წლის 3 აპრილს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით, საკუთარი ანდერძის თანახმად.

გამოცემული წიგნები

  • მთის გადაღმა, მოთხრობები. თბ., „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966
  • ნაბიჯი, მოთხრობები. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1969
  • ათასი წვრილმანი, თბ., „ნაკადული“, 1972
  • მხიარული ბორცვი, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1971
  • სამოსელი პირველი, რომანი, წიგნები 1-4, თბ. გამომცემლობა ნაკადული, 1975-1990
  • საქმე, მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1974
  • მოთხრობები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1976
  • ყველაზე კარგი პაპა, ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. თბ., საქ. კპცკ-ს გამ-ბა, 1976
  • ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე, 1978
  • განმსდგომი შუაკაცი, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1983
  • ორი მოთხრობა, თბ., „მერანი“, 1984
  • ბაქანი, მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1988
  • იქამდე, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1991
  • ოთხი მოთხრობა, თბ., „მერანი“. 1991
  • კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, მოთხრობები. თბ., „საარი“, 2001
  • ხუთი მოთხრობა, თბ., „საარი“, 2002
  • ძმისავ, მოთხრობა. თბ., „მარსი“, 2002
  • ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები, ფანტასტიკური მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002
  • მხოლოდ ერთი კაცი, მოთხრობები, თბ., „მარსი“, 2002
  • დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც, თბ., „მარსი“, 2002
  • ძნელი, მოთხრობები. თბ., „მარსი“, 2002
  • ლოდი ნასაყდრალი, რომანი. თბ., „მარსი“.2002
  • ხორუმი ქართული ცეკვაა, პიესა. თბ., „მარსი“, 2003
  • თხზულებები, ოთხტომეული. თბ., 2003
  • კეჟერაძეები, ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა“, 2005
  • ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი, ახალი რომანი, „აისი“, 2005
  • არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც, თბ., „საარი“, 2009
  • რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება, თბილისი, 2010
  • ბრმადყოფილზე. და..., 2015
იხ. ვიდეო გურამ დოჩანაშვილი - უჩვეულო სტუმრობა - რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - იური ნუცუბიძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლია წკეპლაძე
რედაქტორი - კაპიტონ გაწერელია

მონაწილეობენ: ეროსი მანჯგალაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, გიზო სიხარულიძე.

ჩაწერილია 1975 წელს (რადიოდადგმა აღდგენილია 2007 წელს. აღდგენაზე მუშაობდნენ: ზურაბ კანდელაკი და ბაკო ხვიჩია)



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...