понедельник, 3 января 2022 г.

კანადა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           კანადა

                             

 (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.

კანადის დედაქალაქი - ოტოვა,  უდიდესი ქალაქი - ტორონტო - ოფიციალური ენა - ინგლისური და გრანგული, 

კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენებიXV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლა ჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.

კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატოდიდი რვიანიდიდი ოციანიOECDმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაOASაზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაეროადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.

იხ. ვიდეო კანადაზე საინტერესო ფაქტები


კანადის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, კანადაში მცხოვრებ ინდიელებში უძველესი დროიდან არსებობდა მითები სამყაროს შექმნის შესახებ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კანადაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები, თარიღდება 26,500 წლით ჩვენს ერამდე. ადამიანის უძველესი ნასახლარები იყო იუკონის შტატში, ჩრდილოეთ კანადასა და ონტარიოს შტატში. სავარაუდოდ ამ ტერიტორიებზე დასახლება უნდა დაწყებულიყო 200,000 წლის წინ, მაშინ როდესაც აზიის და ამერიკის კონტინენტები ერთმანეთს დაუკავშირდნენ სახმელეთო ხიდით. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ სწორედ ამიტომაც უძველესი დროიდან კანადაში ცხოვრობდნენ ევრაზიელი ხალხი. მას შემდეგ რაც ეს ორი კონტინენტი ერთმანეთს დასცილდა, შეწყდა კონტაქტები აზიასთან.

                                            ევროპული კოლონიზაცია

ევროპელებიდან პირველად კანადა ვიკინგებმა აღმოაჩინეს, მათ თავდაპირველად აღმოაჩინეს ნიუფაუნდლენდი (1000 წელს). ამის შემდეგ კანადა და საერთოდ ამერიკა ევროპელებს აღარ აინტერესებდათ. დიდი აღმოჩენების პერიოდში უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის დაკავება უპირატესი გახადა. ეს ტერიტორიები უნდოდათ, როგორც ინგლისელებს, ასევე ფრანგებსა და ესპანელებს. თავდაპირველად კანადის სამხრეთი ტერიტორიები დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა1534 წელს, კანადის ტერიტორიების დაკავება დაიწყეს ფრანგებმა, ჟაკ კარტიე იყო პირველი ფრანგი, რომელმაც გაცურა წმ. ლავრენტის მდინარე, მან საფუძველი დაუდო ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულ კოლონიზაციას.

ბენჯამინ ვესტი გენერალ ვოლფის სიკვდილი (1771) წლის კვებეკის ბრძოლა. შვიდწლიანი ონის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კანადაში

ფრანგების კოლონიიდან შეიქმნა სახელმწიფო ახალი საფრანგეთი, ეს ტერიტორიები საფრანგეთის კოლონიური იმპერიის დასაყრდენი პუნქტი იყო მთელს ამერიკაში. კანადის ტერიტორიაზე ანალოგიურად ახორციელებდნენ დასახლებებს ინგლისელებიც 1603 წელს მათ, კუნძულ ნიუფაუნდლენდზე შექმნეს ქალაქი პორტ-როიალი, ამ ქალაქს უდიდესი ფუნქციები ჰქონდა მოგვიანებით დაწყებულ ომებში. 1608 წელს შეიქმნა ინგლისური მორიგი ქალაქი კვებეკი. ფრანგებსა და ინგლისელებს შორის, კოლონირი ტერიტორიების მიტაცებისთვის და ამერიკაში ჰეგემონობისათვის დაიწყო ბრძოლები და დაპირისპირებები.

ინგლისელებმა კუნძულ ნიუფაუნდლენდზე დააარსეს, პირველი საზღვაო ავანპოსტები. 1610 წლისათვის კი მათ ემორჩილებოდათ აშშ-ის ცამეტი კოლონია. ამ პერიოდში საფრანგეთი მთელ რიგ ბრძოლებს მართავადა კანადის ადგილობრივ ინდიელებთან, მიწების მიტაცების მიზნით, 1689 და 1763 წლებში. ინგლისელებიც ანალოგიურად მოქმედებდნენ, მათ უკვე დაიკავაეს ფრანგული კოლონია ახალი შოტლანდია, ეს ტერიტორიები მათ უტრეხტის ხელშეკრულებით დაისაკუთრეს (1763). ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა ამერიკის კონტინენტზე გადმოინაცვლა, აქ ერთმანეთს ახალი საფრანგეთი და ბრიტანეთის იმპერია ეომებოდნენ.

შვიდწლიან ომში, ინგლისელების მხარეს აშშ-ის ცამეტი კოლონია იბრძოდა. აშშ-ის ბრძოლამ მნიშვნელოვნად განაპირობა დიდი ბრიტანეთის გამარჯვება. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა საფრანგეთის მნიშვნელოვანი კოლონია კვებეკის პროვინცია და კეიპ-ბრეტონის კუნძულები. დიდი ბრიტანეთი ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს საფრანგეთზე ტერიტორიების წართმევას 1769 წელს მან შეიერთა პრინც-ედუარდის კუნძული. 1774 წლისათვის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს საზღვარმა, ამერიკაში დიდ ტბებამდე და მდინარე ოჰაიომდე გადმოიწია. ამის შემდეგ მკვეთრად იძაბება ვითარება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს ცამეტ კოლონიას შორის, რაც ამერიკის რევოლუციით დასრულდა.

კოლონიასა და აშშ-ს შორის დაწყებულ დამოუკიდებლობის ომში, ჩაერთო საფრანგეთი, ამერიკის მხარეს. ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა აშშ-ს და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დიდი ბრიტანეთის დამარცხევაში. 1783 წელს დაიდო პარიზის ზავი, ამ ზავით დიდმა ბრიტანეთმა სცნო, ახალი სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთ ამერიკაში. ამის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა კოლონიზატორთა პოზიციები ამერიკის კონტინენტზე, მიუხედავად ამის დიდი ბრიტანეთის მმართველობა კანადაში კვლავ გრძელდებოდა. კვებეკმა ინგლისელებისგან მოიპოვა ფორმალური დამოუკიდებლობა, ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ქვემო კანადის და აღმოსავლეთი კანადის სახელმწიფოები.

კანადის (ქვემო და აღმოსავლეთი) შეერთების სურვილი გაუჩნდა, ახლად შექმნილ და გაძლიერებულ სახელმწიფოს აშშ-ს. ამის გამო 1812-1814 წლებში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორი მიმდინარეობდა ომი, ამ ომში გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. კანადა კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩებოდა, მიუხედავად ამის აშშ-სა და დიდ ბრიატნეთს შორის ომები, მნიშვნელოვნად ასუსტებდა კოლონიის პოზიციებს ამ ქვეყანაში.

კანადა უკვე სულ ნაკლებად ერორჩილებოდა იმპერიას, მისი დამოუკიდებლობა უკვე მხოლოდ დროებით საკითხს წარმოადგენდ, ამის გამო დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავა 1867 წელს კანადამ დომინიონის სტატუსი მიიღო.

1867 წელს ბრიტანეთის დომინიონის სტატუსი მიიღო. 1931 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1949 წელს მიუერთდა ნიუფაუნდლენდი1982 წლის კანადის აქტით ქვეყნის უფლებამოსილებები გაფართოვდა. თავისუფალის ვაჭრობის შესახებ, რომელიც მან გააფორმა აშშ-სა და მექსიკასთან, განაპირობა საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა. კანადის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა რჩება ფრანგულენოვანი კვებეკის სეპარატისტული განწყობილებანი. 1995 წელს ამ პროვინციაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამოკიდებლობის მომხრეებმა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ხმა მიიღეს.

 კანადის გეოგრაფია.

კანადის სატელიტური ფოტო

კანადა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ის ფართობით მთელს კონტინენტზე ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მსოფლიოში კი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. კანადის ერთადერთი სახმელეთო მეზობელია აშშ. კანადის ჩრდილოეთში მდებარეობს არქტიკა, ეს უზარმაზარი ტერიტორიები გამოუყენებელია საცხოვრებლად. აქ მდებარეობს მცირე სიმაღლის ვაკეები, ყინულის უზარმაზარი უდაბნოები და ტუნდრის უსასრულო სივრცეები. აქ მცხოვრები ადამიანებიდან აღსანიშნავია ესკიმოსთა მცირე ჯგუფი. კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს უამრავი დიდი და მცირე ზომის კუნძული, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ბაფინის მიწავიქტორიაბანქსი და დედოფალ ელისაბედის კუნძულები.

ადამიანთა საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობები, ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. სამხრეთის მიმართულებით ჰავა თანდათანობით, თბილი და ტენიანია. სამხრეთში ტაიგა ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულია, რომელიც გარეგნულად აზიის ტაიგას ჰგავს. აქ ხარობს ამერიკული ჯიშის ნაძვილარიქსიფიჭვის სახეობები. წიწვიანი ტყეების მდიდარია, ძვირფასბეწვიანი ცხოველებით. პრერიების შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე ხორბლისქერის და შვრიის ნათესებია გადაჭიმული. მსოფლიოში ცნობილია კანადური ხორბალი, ხორბალი ძირითადად მოჰყავთ დიდი ტბების ჩრდილოეთ მხარეში.

ქვეყნის დასავლეთი ნაწილი კორდილიერების მთათა სისტემას უკავია, მთები აქ 5 000 მეტრამე აღწევს, ეს მთები მუდმივი თოვლითაა დაფარული. მყინვარებიდან მრავალრივხოვანი სწრაფი მდინარეები მოედინება, მთების კალთები წიწვიანი ტყეებითაა დაფარული. კანადის ყველაზე მაღალი მთა ლოგანია 5.951 მეტრი სიმაღლით. კანადის წიაღი საკმაოდ მდიდარია, განსაკუთრებით ბევრია ნიკელისსპილენძისთუთიისრკინის და კეთილშობილი ლითონების საბადოები, მათგან აღსანიშნავია ოქრო და პლატინა. მოიპოვება ასევე რადიოაქტიული ლითონებიც, აღმოჩენილია ნავთობის და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი საბადოები. ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებით კანადას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი ნიაგარა.

კანადა მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით. მდინარეებზე აგებულია დიდი ჰიდროელექტროსადგურები. ქვეყანა არის ძალიან ბევრი მდინარეები და ტბები. ქვეყანაში მიედინება კონტინენტის დიდი მდინარეები: მაკენზი (4.241 კმ), წმ. ლავრენტი (3.058 კმ), ნელსონი (2.575 კმ), ჩერჩილი (1.609 კმ). ტბებიდან აღსანიშნავია ჰურონი 36.000 (სულ 59.600), დიდი დათვის 31.328, სუპერიორი 28.700 (სულ 82.100), დიდი მონების 28.568, უინიპეგი 24.387, ერი 12.800 (სულ 25.700), ონტარიო 10.000 (სულ 18.960). ქვეყანას ესაზღვრება მსოფლიოს სამი ოკეანე. ჩრდილოეთიდან - ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთიდან - წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან - ატლანტის ოკეანე. მნიშვნელოვნად დაბინძურებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროები. ურბანიზებულ რაიონებში, ანუ ქვეყნის სამხრეთით, მნიშვნელოვნდაა შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.

კანადაში მდებარეობს ჩრდილოეთ ამეერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი ნიაგარა, ნიაგარა ორი ქვეყნის აშშ-ს და კანდის ტერიტორიაზე მდებარეობს, ჩანჩქერი წარმოიქმნება მდინარე ნიაგარაზე და ჩანჩქერიდან ვარდნილი წყანი ჩაედინება ეირის ტბაში.

კანადის ბუნება ადამიანის ზემოქმედებით, ჯერჯერობით მცირედ არის შეცვლილი, მაგრამ სამხრეთით სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ქალაქების დიდი რაოდენობაა, ბუნებაც ძლიერადაა შეცვლილი. მთებსა და ვაკეებში ბუნებრივი კომფლექსების დასაცავად შექმნილია ეროვნული პარკები და ნაკრძალები. მათ შორის ყველაზე დიდი ნაკრძალი არა მარტო კანადაში არამედ მთელს ამერიკაში, არის ვუდ-ბაფალო, მისი ფართობია 4,5 მლნ. ჰა. პარკი შეიქმნა 1927 წელს. აქ დაცულია, როგორც ტყის, ისე სტეპური ლანდშაფტი.

                                       ფაუნა

კანადის ბუნებრივი მრავალფეროვნება ცხოველთა სამყაროს სიმდიდრეს განაპირობებს. ტუნდრისათვის დამახასიათებელია ხარვერძიჩრდილოეთის ირემი, პოლარული მგელიდედოფალაყარსაღიტაიგის ცხოველთა შორისაა: ტყის ბიზონი, რომელიც ტერიტორიის დიდ ნაწილზე განადგურდა და მხოლოდ ვუდ-ბაფალოს ეროვნულ პარკშია შემორჩენილი, ლოსიჩრდილოამერიკული მაჩვზღარბა; სარეწაო მნიშვნელობა აქვს მყრალასამერიკულ კვერნასონდატრას და სხვ. სტეპებში ყველაზე მრავალრიცხოვანია მღრღნელებითრია, ჩრდილოეთ ამერიკისათვის ენდემური მდელოს ძაღლიგოფერისებრნი და სხვ. სტეპის ჩლიქოსანი სახეობების — რქაფიწალა ანტილოპისა და შავკუდა ირმის არეალი შემცირებულია ჩრდილოეთის სტეპების სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის აქტიურად ათვისების გამო. კანადის მთიანი დასავლეთი ცხოველთა სამყაროს მხრივ ახლოს დგას აღმოსავლეთ ნაწილის ვაკე ტერიტორიებთან. საკუთრივ მთის ცხოველთა შორისაა ალპების მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი თოვლა ცხვარი და თოვლა თხა, და მთის ტყეების ყველაზე რთულადმისაწვდომ მონაკვეთებში გავრცელებული მსხვილი მტაცებლები — პუმა და გადაშენების ზღვარზე მყოფი კანადური გრიზლი. საერთო ჯამში, კანადის ფაუნა აერთიანებს 200-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარს, 470-ზე მეტი სახეობის ფრინველს, დაახლ. 40 სახეობის ქვეწარმავალს. კოლონიზაციის დროს კანადის ტერიტორიიდან გაქრა ნიუფაუნდლენდური მგელიზღვის წაულაკალანიამერიკული ქრცვინილაბრადორული სუსხურიგარეული ინდაურიმოგზაური მტრედი და სხვ. შემცირდა ზღვის ფრინველთა რიცხვი, კანადური თახვისსამურავისთეთრკუდა ირმის, რიგი მსხვილი მტაცებლების პოპულაცია. დღეისათვის გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება ძუძუმწოვრების 14, ფრინველების 13 და ქვეწარმავლების 2 სახეობა.

                                                                  სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).

                                         ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 10 პროვინცია (province) და 3 ტერიტორია (territory; territoire).

ალბერტა – ახალი შოტლანდია – ბრიტანეთის კოლუმბია – იუკონი – კვებეკი – მანიტობა – ნიუ-ბრანსუიკი – ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი – ნუნავუტი – ონტარიო – პრინს-ედუარდის კუნძული – სასკაჩევანი – ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები
კანადის პარლამენტის შენობა

თუ კანადა ტერიტორიის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იგი არ შედის მსოფლიოს პირველ ოცდახუთეულ სახელმწიფოთა შორის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ანგლო და ფრანკოკანადელები. მკვიდრი მოსახლეობიდან აღსანიშნავია, ინდიელები და ესკიმოსები. მოსახლეობის 80% ცხოვრობს აშშ-ის საზღვრიდან 320 კილომეტრიან ზონის ფარგლებში. საშუალო სიმჭიდროვე მაღალია ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით. ჩრდილოეთ ტერიტორიაზე რომელიც მთელი სახელმწიფოს 70% შეადგენს, ცხოვრობს მოსახლეობის 1,5%. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია არა მარტო ჩრდილოეთ რაიონების მკაცრი ბუნებით, არამედ ისტორიული წარსულითაც. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, გამოირჩევა სამი ურბანიზებული ზონა: დიდი ტბების სანაპირო ზოლი (ჰამილტონიტორონტოოტავა). კვებეკის პროვინცია (მონრეალიტრუარივერიკვებეკი). წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლი (ვანკუვერივიქტორია).

კანადელთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს ევროპული წარმოშობის მოსახლეობა, 2006 წლის აღწერის შედეგად კანადაში ცხოვრობს: ინგლისელები (21%), ფრანგები (15.8%), შოტლანდიელები (15.2%), ირლანდიელები (13.9%), გერმანელები (10.2%), იტალიელები (5%), ჩინელები (3.9%), უკრაინელები (3.6%) და ინდიელები (3.5%). დაახლოებით ერთი მესამდი რესპოდენტებისა თავის თავს უწოდებს "კანადელს".

კანადის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიის წარმომადგენელი სახლობს. აქ გავრცელებულია სხვადასხვა კონფესიები. 2000 წლის აღწერის შედეგად კანადის მოსახლეობის 77.1% აღიარებს ქრისტიანობას; აქედან მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკობის მიმდევარია (43.6% კანადელი). მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტანტიზმის მიმდევარია (9.5%), ნაწილი აღიარებს ანგლიკანობას (6.8%), ბაპტისტობას (2.4%), ლუთერანობას (2%), და სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს (4.4%). გარდა ქრისტიანობისა მოსახლეობის 2.0 % ისლამის მიმდევარია, კანადის მოსახლეობის 1.1%-სათვის მშობლიური რელიგია იუდაიზმია.

უდიდესი მეტროპოლიტებიკანადაში მოსახლეობის მხრივ (2006 აღწერით)
სახელიპროვინციამოს.სახელიპროვინციამოს.
ტორონტოონტარიო5,583,064კიტჩენერ-ვატერლოოონტარიო474,786
მონრეალიკვებეკი3,824,221სენტ-კატარინსი–ნიაგარაონტარიო392,184
ვანკუვერიბრიტანეთის კოლუმბია2,313,328ჰალიფაქსიახალი შოტლანდია390,328
ოტავა–გატინოონტარიო-კვებეკი1,236,324ოშავაონტარიო356,177
კალგარიალბერტა1,214,839ვიქტორიაბრიტანეთის კოლუმბია344,615
ედმონტონიალბერტა1,034,945უინძორიონტარიო323,342
კვებეკიკვებეკი715,515სასკატუნისასკაჩევანი233,923
ვინიპეგიმანიტობა730,018რეჯაინასასკაჩევანი210,556
ჰამილტონიონტარიო721,053შერბრუკიკვებეკი201,890
ლონდონიონტარიო457,720სენტ-ჯონზინიუფაუნდლენდი და ლაბრადორი181,113

  • ეროვნული პროდუქტიმოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.
  • ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.
  • ვალუტაკანადური დოლარი (CAD).

მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა. მშპ-ს უდიდეს ნაწილს ქმნის მომსახურების სფეროს დარგები. ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვაბ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია: მდიდარი ბუნებრივი რესურსები, დემოგრაფიული ფაქტორი და უცხოური კაპიტალის როლი, სადაც განსაკუთრებულია აშშ-ს პოზიციები. ეკონომიკა ხასიათდება კაპიტალის კონკურენციის მაღალი დონით. მრეწველობის პროფილს განსაზღვრავს ახალი და უახლესი დარგები, ხოლო აგრობიზნესი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.

კანადის, მექსიკის და აშშ-ს წარმომადგენელი მთავრობები. ხელისმოწერა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. 1992 წელი.

მომსახურების ფეროს დარგებიდან განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება სატელეკომუნიკაციო სფერო, ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება, ტურიზმი და ა.შ. ქვეყნის სატრანსპორტო მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებულია მსოფლიოში. ტრანსპორტის ყველაზე სახეობა აღჭურვილია თანამდეროვე მიღწევებით. საავტომბილიო და სარკინიგზო გზების სიგრძით კანადა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. საზღვაო ფლოტი სიდიდით არ ხასიათდება. უდიდესი ნავსადგურებია: ვანკუვერიკვებეკიჰალიფიქსი. უდიდესი საჰაერო ადგილია მონრეალი.

კანადაში განვითარებულია მოპოვებით მრეწველობა. აქ მოიპოვებენ პრაქტიკულად ყველა სახის წიაღისეულს. განსაკუთერბით მდიდარია წიაღისეულით ქვეყნის „ახალი რაიონები“ ქვეყნის ჩრდილოეთით. მოიპოვებენ რკინის მადანს, სპილენძსნიკელს და ა.შ. ცნობილია სპილეძ-ნიკელის საბადო - სადბერი და ურანის საბადო ელიეთ-ლეიკი, ეს საბადოები მდებარეობს ონტარიოს პროვინციაში. ასევე მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. ელექტოენერგიის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს ჰესები. აღსანიშნავია ჩერჩილ-ფორსი მდინარე ჩერჩილზე და ბოარნუა მდინარე წმ. ლავრენტიზე.

გადამამუშავებელ მრეწველობის დარგებში აღსანიშნავია: ელექტრონიკა, ქიმიური კომპლექსი, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. გადამამუშავებლ ინდუსტრიის ცენტრებია: მონრეალი, უინძორიედმონტონიტორონტო და ა.შ.

აგრობიზნესის უმსხვილეს დარგებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. უპირატესობა ენიჭება მემცენარეობა. გამოირჩევა ხორბლისა და სიმინდის წარმოება. მეცხოველეობაში წამყვენია სარძევე მინართულების მესაქონლეობა. სასოფლო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია სასკაჩევანიმონიტობა და ონტარიო.

                                     მემკვიდრეობა

კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...