суббота, 10 августа 2024 г.

ელექტრული მუხტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ელექტრული მუხტი
დადებითი ელექტრული მუხტით გამოწვეული ელექტრული ველი (მარცხნივ) და უარყოფითი ელექტრული მუხტით გამოწვეული ველი (მარჯვნივ).




ელექტრული მუხტი (აღნიშვნა: ) — სხეულთა და ნაწილაკთა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მათ ურთიერთქმედებას გარე ელექტრომაგნიტურ ველთან და აგრეთვე მათ ურთიერთკავშირს საკუთარ ელექტრომაგნიტურ ველთან. სხეული ელექტრული მუხტი მისი შემადგენელი ნაწილაკების დადებითი და უაროფითი მუხტების ალგებრული ჯამის ტოლია. ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონის თანახმად, ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივია სისტემის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის დროს. ელექტრული მუხტი დისრეტულია. ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება განისაზღვრება კულონის კანონით, ხოლო კავშირი ელექტრულ მუხტსა და მის მიერ შექმნილ ელექტრომაგნიტურ ველს შორის — მაქსველის განტოლებებით.

სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი კლასიკური ელექტროდინამიკა, რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ კვანტური ეფექტები უმნიშვნელოა.

მეოცე საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ მუხტი დაკვანტული სიდიდეა: ნებისმიერი სისტემის, ცალკეული სხეულისა თუ ნაწილაკის მუხტი (კვარკების გარდა) არის ელემენტარული მუხტის e-ს ჯერადი, რომელიც ტოლია e = 1,6 × 10 −19 კულონისპროტონს აქვს e მუხტი, ხოლო ელექტრონს კი −e.

იხ. ვიდეო - ელექტრული მუხტი და სხეულების დამუხტვა


რელატივისტური ინვარიანტობა
ელექტრომაგნიტიზმის შესახებ სტატიებში აღწერილი თვისებების გარდა, მუხტი არის რელატივისტური უცვლელი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ნაწილაკს, რომელსაც აქვს მუხტი q, აქვს იგივე მუხტი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს იგი. ეს თვისება ექსპერიმენტულად დადასტურდა იმის ჩვენებით, რომ ერთი ჰელიუმის ბირთვის მუხტი (ორი პროტონი და ორი ნეიტრონი ერთმანეთთან არის დაკავშირებული ბირთვში და მოძრაობს დიდი სიჩქარით) იგივეა, რაც ორი დეიტერიუმის ბირთვი (ერთი პროტონი და ერთი ნეიტრონი ერთმანეთთან შეკრული, მაგრამ გაცილებით ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე ჰელიუმის ბირთვში ყოფნის შემთხვევაში)

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...