суббота, 3 августа 2024 г.

ლორე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ლორე
კოორდინატები: 41°00′05″ ჩ. გ. 44°25′52″ ა. გ.
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება XI საუკუნე
ლორელორი (სომხ. Լոռի) — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნის 20–იან წლებში ტაშირ ძორაგეტის მეფე დავით I უმიწაწყლოს მიერ, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. 1918 წელს სომხეთი თავს დაესხა საქართველოს სადავო ტერიტორიების მითვისების მიზნით. სომხეთ-საქართველოს ომი დასრულდა ლორეს ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებით. 1920 წელს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რეგიონი საქართველოს ჩამოეჭრა და სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
იხ. ვიდეო - გიორგი კალანდია - ჩვენებურები - ლორე-ტაშირი N 1

                      ტაშირი


ტაშირი (სომხ. Տաշիր) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოშიქვემო ქართლის განაპირა ოლქი (ახლანდელი სომხეთის ლორეს პროვინცია).

მხარის აღწერა

მოიცავდა მდინარე ძორაგეტის მარცხენა შენაკადის — ტაშირიწყლის (ახლანდელი სახელწოდება ტაშირი) ხეობას. შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით. ცენტრი ოძუნი (შემორჩენილია VIII საუკუნის ცენტრალურგუმბათიანი ტაძარი, აგებული იოანე ოძუნელის მიერ). წყაროებში პირველად მოხსენიებულია I საუკუნეში (პლინიუს უფროსი). ამ დროს ტაშირი თრიალეთთან ერთად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მომდევნო საუკუნეებშიც სომხეთის სახელმწიფოს მოსაზღვრე ტაშირი სამთავრო ქართლის შემადგენლობაში იყო. პერიოდულად იგი საცილობელი ტერიტორია ხდებოდა. ტაშირზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები ჯავახეთის ახალქალაქისა და აბოცისაკენ (ყარაღაჯის მთის გადაკვეთით), აგრეთვე სომხეთის ქალაქებისაკენ (ბეზობდალის მთებით). X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში ტაშირი ახალწარმოქმნილი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს იურისდიქციაში მოექცა. 1118 წლიდან კვლავ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი — ამირსპასალარის კუთვნილი მიწა გახდა. 1122 წელს შემოუერთდა საქართველოს და სამართავად გადაეცა ჯერ ორბელებს, შემდეგ — მხარგრძელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, 1918 წელს ეს მხარე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. X-XIII საუკუნეებში ტაშირი ეწოდებოდა აგრეთვე მის მეზობელ ოლქებსაც; XI საუკუნეში კი, ლორის ციხის აგების შემდეგ, ტაშირის ცენტრი ლორეში გადავიდა და მხარეც ხშირად ლორედ იწოდებოდა. გვიანდელი გეოდალური ხანის წყაროებში სახელწოდება „ტაშირი“ მხოლოდ პირვანდელი — ლოკალური შინაარსით იხმარება. ტაშირი ამჟამად სომხეთის ფარგლებშია მოქცეულია და ლორის ოლქში შედის.

იხ. ვიდეო - ლორე-ტაშირი, სევანი.. ანჩისხატის მრევლთან ერთათ.. ნაწილი 1

ლორეს ნეიტრალური ზონა

ლორეს ნეიტრალური ზონა — სადავო ბუფერული ტერიტორია სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შეიქმნა 1919 წლის იანვარს სომხეთ-საქართველოს ომის შედეგებისა და ბრიტანეთის შუამავლობით. ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორს.

1920 წლის ნოემბერში თურქეთის სომხეთის შეჭრის შემდეგ, სომხეთის მთავრობასთან შეთანხმებითა და თურქული ოკუპაციის მოლოდინით, ნეიტრალური ზონა ქართულმა მხარემ დაიკავა. თუმცა ქართული ჯარები აქ არ გაჩერებულან და განაგრძეს სვლა სამხრეთით და აიღეს ტერიტორიები, რომლზედაც თბილისს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჰქონდა პრეტენზიები. ადგილზე ნაჩქარევად გამართული პლებისციტის შედეგად საქართველომ მათი ანექსია მოახდინა.

1921 წლის 12 თებერვალს ლორეში პრო-კომუნისტურმა ძალებმა მოაწყვეს ამბოხი, რაც წითელარმიელებისთვის საბაბი გახდა რათა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ლორეს ზონა, ჯერ საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა (რაც გარკვეულწილად განპირობებული იყო „1921 წლის თებერვლალში შიდა ქართული აჯანყების“ მითის შესანარჩუნებლად), მოგვიანებით კი „ეთნიკური ნიშნით“ სომხეთის სსრ-ს გადაეცა.

იხ. ვიდეო - საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაკარგული ტერიტორიები...




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...