воскресенье, 10 июня 2018 г.

უძველესი ერები

    უძველესი ერები - ancient nations

Tarḫunna, the storm god and the god of thunder in the Hittite religion (8th century BC)


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი  ამტკიცებდა, რომ ერები თანამედროვე ფენომენია და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი ეპოქიდან მომდინარეობს, სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ერების ფენომენი ძველია, ან უძველესიც კი და წარმოადგენს პოლიტიკური ფორმაციის ერთ-ერთ ტიპს. პოლიტოლოგი აზარ გატი ამტკიცებს, რომ „ძველი ეგვიპტე იყო მსოფლიოს პირველი ერ-სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა საკმაოდ ადრეულ ეტაპებზე, როგორც უნიფიცირებული სახელმწიფო და რომელიც შეესაბამებოდა საერთო ეთნიკური წარმოშობის გარკვეულ ხალხს“.
გატი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი ჯგუფი მდებარეობდა უძველეს ლევანტში, რის საბუთადაც მოჰყავს ციტატები სტივენ გროსბის წიგნიდან ბიბლიური იდეები და ეროვნება: უძველესი და თანამედროვე, როგორც ეფექტური მტკიცება ერების ჩამოყალიბებისა ისრაელშიამონშიმოაბსა და ედომში. ერების ჩამოყალიბების ეს პროცესი პროვოცირებული იყო ასურეთის იმპერიის მხრიდან დაპყრობის შიშით. გატს აგრეთვე მოჰყავს ციტატა ჰანს კონის წიგნიდან ნაციონალიზმის იდეა: მისი საწყისებისა და წინაპირობების შესწავლა, 1944, გვერდები 27–30, როგორც ადრეული მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უძველესი ისრაელი იყო მაგალითი წინარე-თანამედროვე ერისა“.
ზუსტად იგივე პერიოდში ჩაისახა ქართული ტომების სახელმწიფოებრიობაცქაშქებისა და მუშქების მეომარმა ტომებმა კოლხას და დიაოხის სახელმწიფოებად დაიწყეს გაერთიანება. ასურულ წყაროებში ნახსენებია სხვა დიდი გაერთიანებებიც, მაგალითად, ნაირი, რომელშიც სავარაუდოდ გაერთიანებული იყო კოლხებთან და მესხებთან ერთად აგრეთვე სხვა კავკასიური ტომებიც: ურარტუელები, ჩრდილო-კავკასიელები (ვაინახებიუდიები-ალბანელები და სხვანი).
თავის წიგნში ათენის ერ-სახელმწიფო ედვარდ ე. კოენი ამტკიცებს, რომ ძველი ათენის ქალაქი-სახელმწიფო აკმაყოფილებდა ერის თანამედროვე განმარტებების ყველა მოთხოვნას და ავიელ როშვალდიც მსგავს მსჯელობას ავითარებს წიგნში ნაციონალიზმის გამძლეობა: უძველესი ფესვები და თანამედროვე დილემები
იხ. ვიდეო

ქასქებიქაშქები — ძველი ხალხები; ცხოვრებდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე, ხეთების სამეფოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით. იხსენიებიან ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ და ძვ. წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში. ქასქების ენა ისევე როგორც მათი ეთნიკური კუთვნილების საკითხი, გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ქასქები ადგილობრივი მცირეაზიული (პროტოხეთების მონათესავე) ტომები იყვნენ ან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის ტომებს ენათესავებოდნენ. ეწეოდნენ ბინადარ და ნახევრად ბინადარ ცხოვრებას. ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებმა დაარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა. ქასქების მთავარი „ქალაქები“ იყო ხალილა და დუდუსქა. ქასქების საზოგადოება ე. წ. „სამხედრო დემოკრატიას“ წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ (ძვ. წ. XII საუკუნე), ასურული წყაროების მიხედვით, ქასქები მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, თაბალებისა და მუშქების მეზობლად ბინადრობდნენ. მკვლევარები ტერმინ „ქასქებს“ ჩერქეზების ტომთა სახელს უკავშირებენ, რამდენადაც ძველ ქართულ წყაროებში, მათ იხსენიებენ როგორც „ქაშაგებს“, არაბულ წყაროებში - „ქეშაქს“, ძვ. რუსულ ტექსტებში - „კასოგს“.
ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა მეომარ ხალხთან - ქასქებთან ბრძოლის აღწერით. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ ხეთები ხშირად თავდაცვის მიზნით ებრძოდნენ ქასქებს. ცნობილია, რომ უკვე მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქასქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II იხსენიებს ქასქების მეფე ფიხუნიას. ქასქებს მოიხსენიებენ ხეთების დაცემის შემდეგაც. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ. წ. 745-727 წწ.) ასახელებს ქასქების მეფე დადიილუს  მუშქები — ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში ასურულხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, ხათისხალიტუსთაბალისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როდესაც მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდინარე მურადის სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო ტიგლათფილესერ I-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა ქათმუხიც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როდესაც იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურ „მეშეხში“ (ქართულად „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — მიდასის სახელით.
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), ასურეთისა და ურარტუს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს მესხებს). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძველ აღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
მუშქური ენა დღეისათვის უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდო ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე ინდოევროპულ ენაზე. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან
                       
ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთბული რუკა, სადაც მუშქები კოლხეთიდან მარცხნივ არიან განთავსებული, ლონდონი, 1770 - A map based on ancient Greek sources, placing the Musketeers to the left of Colchis, London, 1770

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...