пятница, 29 июня 2018 г.

ფენომენი

                                 ფენომენი

                                                       
                                    
                                                         დიდი ზომის სეტყვის მარცვალი
 (ბერძნ. ის, რაც მოევლინება ) — არაჩვეულებრივი, გამორჩეული მოვლენა, რომელიც იშვიათად გვხვდება.
1) მეტეოროლოგიური მოვლენები (ან ფენომენი) — ბუნებრივი მოვლენა ან პროცესი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილას ვლინდება და ხშირად აურაცხელ ზიანს აყენებს სახალხო-მეურნეობას, კომუნიკაციებს და სხვ. ზოგჯერ მოყვება მსხვერპლიც. მეტეოროლოგიური მოვლენები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, გამოიხატება იმ ფენომენში, რომელიც დროის რომელიღაც მონაკვეთში ფიქსირდება.
იხ. ვიდეო

მეტეოროლოგიურ გაგებაში ფენომენი შეიძლება იყოს ისეთი პროცესები, რომლებიც არაჩვეულებრივია, იშვიათია და აღსაღთქმელად რთულია. მას მიეკუთვნება: უძლიერესი სეტყვა, თევზების წვიმა, წითელი წვიმა, მოძრავი ელვა, ტორნადოელ-ნინიოკატრინა და ა.შ. ასეთი უჩვეულო ფენომენები წარსულის დროიდან დღემდე მოყოლებული არაერთგზის ფიქსირდებოდა პლანეტა დედამიწაზე.
მაგ.: არის შემთხვევები, როდესაც ციდან წვიმასთან ერთად თევზი ცვივა. ერთი შეხედვით ეს აფსურდული ფენომენია (ან გამოგონილი) თუმცა მას აქვს რაციონალური ახსნა. ძლიერი ქარი ახდენს თევზისატაცებას ცაში და გადააქვს სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ ხდება ელ-ჭექი, ცა ძლიერ იღრუბლება, იწყება (როგორც წესი) თავსხმა, ძლიერი წვიმა, რომელსაც თან სდევს თევზთა ცვენა. ასეთი მოვლენები მრავალჯერ მომხდარა ჰონდურასში.
იხ. ვიდეო საინტერესო კადრებია

აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგიურ ფენომენს ხშირად თან სდევს გამოგონილი ე.წ. ფსევდომოვლენები; მაგ.: ციდან ვარდნილი ჯვართა ცვენა.
2) ფილოსოფიური ცნება, რომელივ აღნიშნავს გრძნობად-აღქმად საგანს, ე.ი ცდისეულ მოვლენას. არისტოტელეს მიხედვით ფენომენი ილუზორულია. იმანუელ კანტის აზრით, ფენომენი არის ყველა შესაძლებელი ცდის საგანი, იგი უპირისპირდება ნოუმენს.

ედმუნდ ჰუსერლის შეხედულებით, ფენომენი ცნობიერებაში მოცემულია უშუალოდ, როგორც ინტერნაციონალური აქტის შინაარსი
ბუნებრივ მეცნიერებაში ფენომენი - დაკვირვებადი მოვლენა ან ღონისძიებაა. მაგალითი ფიზიკაში ფენომენი. იხ. ვიდეო
ანტიკურ ფილოსოფიაში ტერმინი (ბეძნ. φαινόμενα) გვხდება მთელი რიგი ავტორები (მაგ., ეპიკურე) რაც ნიშნავს  გამოცდილი ცოდნის საგანს. პლატონის ფილოსოფიაში ფენომენი ეწინააღმდეგება იდეების სამყაროს. ამრიგად, ფენომენი მხოლოდ იდეის ანარეკლს წარმოადგენს.
თანამედროვეობის ფილოსოფიაში ფენომენი წყვიტავს  იდეის მარტივ ანარეკლს. აღსანიშნავია ბერკლის, ჰიუმის, ლაიბნიზის მიერ ფენომენის ინტერპრეტაცია. კანტში, ფენომენი არის ტრანსცენდენტური სუბიექტისგან შემდგარი ობიექტი. ფენომენი მოქმედებს როგორც შესაძლო გამოცდილების საგანი სენსორული ჭვრეტის აგიორგის ფორმებში, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. კანტში, ფენომენი განსხვავებულია ნოუმენონთან - თავისთავად გაუგებარი რამ.
                                                  
                    წვა - ეს გახლავთ დაკვირვებადი მოვლენა ან ღომისძიება ეს არის -ფენომენი

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...