понедельник, 18 июня 2018 г.

                                                                         

                                          გრიფი

                                                     გრიფონის                                                                                             ფრესკა, კნოსოსის სასახლე, კრეტა, ბრინჯაოს ხანა
გრიფი, გრიფონი (ბერძ. γρύφων, grýphōn, ან γρύπων, grýpōn, γρύψ, grýps; ლათ. gryphus) —ზღაპრული მტაცებელი ფრინველები, ლომისტანიანი და არწივისთავიანი მფრინავი ურჩხულები, აღმოსავლური წარმოშობისანი, ცხოვრობდნენ რიფეის მთაგრეხილებში, შორეულ ჩრდილოეთში, ჰიპერბორეელებსა და ცალთვალა არიმასპებს შორის, და ოქროს საგანძურს ფლობდნენ (შემდეგ ინდოეთში, ეთიოპიაში და სხვ.). ამ ოქროსათვის გაუთავებელი ომი ჰქონდათ არიმასპებთან, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ და გრიფების ბუდეებში ლაშქრობდნენ. ეს ძველი მითიური არსებები უკვე გვხვდება ჰესიოდეს და არისტეასის ლექსებში. ახსენებს ჰეროდოტეც. ხელოვნებაში უფრო გროტესკულ სამკაულთა შორის გვხვდებიან, ზოგჯერ ღმერთების ეტლში შებმულნიც. აპოლონისარტემიდესნემესიდას ატრიბუტია (ჭანგით ბორბალზე). ბრინჯაოს მდგომარე გვირგვინოსანი გრიფი — მეფური ძლიერების სიმბოლო — ურარტუს კულტურის შესანიშნავი ძეგლია (VIII – VII ს-ები ძვ. წ., ბერლინის მუზ.).
გრიფონი — გრიფის გამოსახულება ხუროთმოძღვრებაში: ლომის- ან არწივისთავიანი და ლომისტანიანიფრთოსანი სამკაული რელიეფზე, აკროტერიებზე, ფრიზებზე, ფრონტონის კუთხეში. უძველესი ნიმუშები გვხვდება ასირიაში (ნიმვროდის სასახლე). პირველად ახსენებს არისტეასი (ძვ. წ. 560). იხმარება ჰერალდიკაშიც. ქრისტიანულ ხელოვნებაში აღდგომის სიმბოლოა. ამ აზრით ხშირად გამოუყენებიათ ქართულ ხუროთმოღვრებაში
პირველი გამოსახულება გრიფები  დაფიქსირიბელია კერეტაზე სასახლის ფრესკებზე  მინოსის კულტურუა. ასევე გამოსახულია გირიფები ძველი ეგვიპტის ძველი სპარსეთის, ყველაზე მეტი გავრცელება ჰპოვეს ხელოვნებაში ანტიკურიო საბერძნეთში. 
ანტიკური ავტორები პირველად მოიხსენიებენ პოეტი VIს ჩვ. წ. აღ. ნ. ე. არისტო პროკონესიდან, ასევე ექსილე (პრომეთე 503) და ჰეროდე (ისტორია IV 13)
გრიდებს აკავშირებენ ასევე სკვითების  ,,ცხოველების სტილში'' პირველი წერილობით მოხსენიებს გრიფებს ძველი ბერძენი ავტოპრი არისტეა პროკონნესიდან, რ-იც ცხოვრობდა VII ს. ჩვ. წ. აღ. ის აწარმოებდა მოგზაურობას სიღრმეში აზიაში ეძებდა ჰიპერბარიერებს და მათ წმინადანს აპოლონს, რ-ის დამკვიდრებული იყო ამმხარეში როგორც ბატონი სინათლისა და სიბნელის. ბერძენი მოგზაური მოიხსენიაბს რომ ამ ტომის ჩრდილოეთით არის მთები და მან მიიჩნია, რომ ეს კავკასია,მაგრამ თანამედრვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს იყო ურალი ან იქამდე ალტაი.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...