суббота, 9 июня 2018 г.

ედემი

                       ედემი

                                                         
                                                  ლუკას კრანახი. ადამი და ევა   ედემში. 1530. ვენა
ედენიედემის ბაღი (ებრ. גַּן עֵדֶן, Gan Eden; არაბ. جنة عدن‎‎, Jannat ‘Adn) — ბიბლიურ წარმოდგენებში ფიზიკური სამოთხე დედამიწაზე.
ბიბლიური გადმოცემით ედემი მდებარეობდა ოთხი მდინარის სათავეში:
10. მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
—დაბადება, თავი II, 10-14
მცხეთური ხელნაწერის მიხედვით ტექსტი გამოიყურება შემდეგნაირად:
10. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
11. სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.
12. ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.
13. და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.
14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი..

ბიბლიური ედემის მდინარეებთან და მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
პლატონ იოსელიანის სიტყვებით ფიშონი იგივე კოლხიდის მდინარე — ფაზისია რომელიც ძველებრაულში ოქროს აღმნიშვნელად გამოიყენებიდა. კავკასიაში კი სახელწოდება ფაზისით ცნობილია არაერთი მდინარე მათ შორის არაქსის სათავე, რომლის ხეობას ქართულ მატიანეში ბასიანად მოიხსენებენ.
მდინარე გიხონი მცხეთურ ხელნაწერში წარმოდგენილია, როგორც ეთიოპიის მდინარე: „და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა“. თუმცაღა არსებობდა ორი ეთიოპია: პირველი ეს იყო აფრიკის კონტინენტზე არსებული ქვეყანა, ხოლო მეორე ეთიოპიად მოიხსენებდნენ — პონტოს ქვეყანას.
                                               
                                                         გიხონი

                                        
ძველი შუამდინარეთი ქალაქი  შუმერებისა დაც აკადის  III ათასი . ჩვ წ. აღ . ნაცვენები  თანამედროვე ფორმა  კალაპოტი მდინარის. ტიგროსი და  ევფრატი
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...