понедельник, 18 июня 2018 г.

       მეწამორის ატომური ელექტროსადგური

                                       
                                                  მეწამორის ელექტროსადგური
                              ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ ატომური სადგური რამდენად საშიშია სასომხეთის ატომური ელექტრო სადგური ვერავინ იტყვის ვიანიდან საქართველოსთან ახლოსაა და ამიერ კავკასია და ზუსტად სომხეთი სესმურ ზონაშია. იხ ლინკი 
ვერავინ ვე მოგვცემს გარანტიას ღმერთმა დაგვიფაროს და რომ მოხდეს მიწისძვრა ასეთი სადგურებს კატასროფა არ გამოიწვიოს ჩერნობილის და ფუკუსიმას კატატროფების გამოცდილებით
 (სომხ. Մեծամոր ատոմակայան) — მდებარეობს ქალაქ მეწამორთანსომხეთიერევნიდან დაახ. 30 კმ-ში. ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახ. 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია 2016 წლამდე იმუშაოს.
სადგურს მართავს რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო 2003 წლიდან, ხუთწლიანი შეთანხმებით, სომხეთის დავალიანების დაფარვაში დახმარების მიზნით.
სომხეთში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1000 ან 1200 მვ სიმძლავრით, რომლის მშენებლობა $5,2 - 7,2 მილიარდი უნდა დაჯდეს. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლოა დაიწყოს 2011 წელს და მწყობრში ჩადგება 2017 წლისთვის.
ხუთი პოტენციური ბირთვული საფრთხე იხ. ლინკზე
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...