воскресенье, 17 июня 2018 г.

                   სამურაი

                                   
                                            სამურაი საომარი აღჭურვილობით,   1860-იანები
 (იაპ. 侍 ან 武士) იყო იაპონიისინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი (აზნაური) იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი).
ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ (武士道 ბუში-მეომარი დო-გზა ) ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“ (切腹), რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს. (იაპ. 切腹, „მუცლის-ჭრა“) — იაპონური თვითმკვლელობის რიტუალია მუცლის გამოფატვრით. ასევე ცნობილია ტერმინით ჰარაკირი (腹切り) და იწერება სეპუკუს შებრუნებული კანჯით. ჰარაკირი იაპონურში უფრო კოლოქვიალურია და ვულგარულ ფორმად ითვლება. სეპუკუს მეშვეობით თვითმკვლელობის პრაქტიკა ბატონის (იერარქიით მაღლა მდგომის) თანდასწრებით ცნობილია, როგორც ოიბარა (追腹 ან 追い腹); რიტუალი იგივეა
                                                                                                                                                                                                     ტანკო , კოფუნის პერიოდი  V საუკუნე  
                                                         ატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობა და ამავე დროს სიტკიცეს. კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ჰქონდათ (სიოგუნები, სამურაები) სწორედ ამის გამო რომ უბრლო მოკვდავთ არ შეეძლოთ თავი დაეცვათ შეიარაღებული სამურაისგან (რაც ხშირი იყო — არსებობდა წესი ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა ან მათხოვრებზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე) შედგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები.
                                                         სხვადასხვა ზომის კატანა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...