воскресенье, 17 июня 2018 г.

              როგორ გააყალბეს ძველმა ბერძნებმა                 ქართველი ქალის ისტორია
                         
                                                            მედეა დე მორგანი
მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს დაჲ, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ. წ. XIV-XIII საუკუნე). დააკვირდით თარიღს ეხლა ის კაცი როდის დაიბადა ვისავ შეუკვეთეს შეექმნა ცნობილი პიესა მედეა რათა ის სირცხვილი ჩამოეშორებინათ როცა მედეა ბავშევებს ხოცავენ საკურთხეველზე და ევრიპიდე ყველაფერს ოსტატურად მიჰყვება და ზუსტად ამ მონაკვეთს ცვილს და მედეას (ანუ ქართველ დედას აკვლევინებს თავის შვილებს). ევრიპიდე (ძველ ბერძნულად. Εὐριπίδης, ლათ. Euripides, 480 — 406 ჩვ.წ.აღ-მდე ) — კლასიკური ათენის სამ უდიდეს ტრაგიკოსთაგან ბოლო (პირველი ორი იყვნენ ესქილე და სოფოკლე).სოფოკლესა და ესქილესთან ერთად ევრიპიდე იყო ერთ-ერთი ძველი საბერძნეთის 3 უდიდეს ტრაგიკოს პოეტთა შორის. ძალზედ ცოტაა ცნობილი მისი სიცოცხლის შესახებ. იგი დაიბადა მიახლოებით 484 წელს. მოგვიანებით იგი დაქორწინდა ქალწულ მელიტოზე, რომლისგანაც 3 შვილი შეეძინა. 408 წელს მან დატოვა ათენი და მაკედონიაში გადავიდა, შესაძლოა სპარტასთან დაუსრულებელი პელოპონესის ომის გამო. გარდაიცვალა 406 წელს.

მედეას სახე


იასონისა და შემდგომ ეგეოსის მეუღლე, ”მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი”, ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი. მედეას განსაკუთრებული სულიერი ძლიერება, მისი ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭი, მკვდრის გაცოცხლებისა და ცხვრის ბატკნად ქცევის უნარი, დრაკონების ეტლით გაფრენა და სხვა მოწმობს, რომ უწინ ქალღმერთი ყოფილა, მერე გამხდარა ჯადოქარი.
მედეას მარად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი, მშვენიერი და სადავო სახე არგონავტების მითის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ამ ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული ეპოპეის გმირთა მოქმედება. მედეას დახმარების წყალობით წაიღეს ოქროს საწმისი და წავიდნენ მშვიდობით ბერძენი გმირები, რომელთაც უდავო დაღუპვა ელოდათ.

თქმულება

კოლხეთს ჩასული იასონი აიეტის სასახლეში მივიდა. ჰერას და ათენას თხოვნით, აფროდიტემ დაიყოლია საკუთარი შვილი ეროსი, რომ მედეა სიყვარულის ისრით დაეჭრა. ამის შემდეგ მედეა იასონს ჰეკატეს ტაძარში იბარებს და აძლევს ჯადოსნურ მალამოს, რომლის შემწეობითაც იასონი უძლეველი გმირი ხდება და ასრულებს აიეტის უმძიმეს დავალებებს. იასონი და მისი მხლებელნი ამის შემდეგაც დაიღუპებოდნენ, რომ მედეას არ გაეფრთხილებინა, არ მოენუსხა დრაკონი და არ დახმარებოდა საწმისის გატანაში, ვიდრე აიეტი ჯარებს შეყრიდა. მედეა მტკიცე პირობით თან მიჰყვება იასონს და არ იზიარებს მის სარეცელს, ვიდრე ფაეკთა მეფის ალკინოეს მოთხოვნით ეს აუცილებელი არ ხდება, რათა მდევრებს მისი მამასთან დაბრუნებისთვის იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონოდათ. გზაში მედეას დახმარებით იასონი კლავს აიეტის შვილს აფსირტეს, მდევართა წინამძღოლს. ამრიგად, ეს გრძნეული ქალი შეუპოვარია და რკინის ნებისყოფით მოქმედებს. მისი სამშობლოდან წასვლა და სხვა სამართლიანი თუ უსამართლო საქმეები ღრმად მოტივირებულია დაუძლეველი სიყვარულითა და ოჯახის ერთგულებით. გზაში მედეას ჯადო კლავს სპილენძის ბუმბერაზ ტალოსს (კრეტაზე): გემიდან შელოცვით აძინებს, გადაჩეხავს.
საბერძნეთში ჩასულ და დაბინავებულ იასონს და მედეას ეყოლათ ორი ვაჟი: მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). იოლკოსში ჩასულ იასონს გრძნეული ცოლი ჩამოაცილებს ბიძას _ პელიასს, რომელმაც პირობა დაარღვია და ძმისწულს ტახტი მაინც არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელნი მისსავე ასულებს დააკეპინა. ხალხმა იასონი და მისი მეუღლე განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იასონს მეფე კრეონტის ასული გლავკე ან კრეუსა შეუყვარდება. მედეა ერთხელ კიდევ იძულებულია მიმართოს ჯადოქრობას, მოწამლულ სამოსს უგზავნის კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, საშველად მისული მამამისიც მასთან ერთად იღუპება..
მედეას მაძაგებელი ევრიპიდე მითს სწორად გადმოგვცემს იქამდე, ვიდრე მედეა მეტოქეს — კრეუსას წამლავს, შემდეგ ”ახალი, მითოლოგიის საწინააღმდეგო გზით მიდის... მედეა, როგორც შვილების მკვლელი დედა მხოლოდ და მხოლოდ ევრიპიდეს გამოგონილია” (ლ. სანიკიძე). მხატვრული სიტყვის ძალამ ”დავიწყების ფერფლით დაფარა სინამდვილე კოლხი ქალის ტრაგედიისა”. უსაფუძვლოა ვარაუდი: იქნებ ევრიპიდეს რაღაც ცნობა ჰქონოდა მედეას ხელით შვილების დახოცვაზეო. ასეთი ცნობა სადმე შემოინახებოდა.
ევრიპიდეს მიხედვით, მედეა ხოცავს შვილებს, რათა საბოლოოდ მოუკლას გული მოღალატე ქმარს, პაპამის ჰელიოსის მიერ მოგზავნილი ეტლით გაფრინდება, ათენში ჩადის, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. თეზევსის ჩამოსვლით წყდება ეს ქორწინებაც. მისი მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ ისევ გარბის, თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი გმირი მედოსი, რომელმაც მცირე აზიაში ბარბაროსი ტომები სძლია, დაიპყრო დიდძალი მიწა-წყალი და დააარსა მიდია: ეს სახელი ეწოდა უწინდელ არეიას. (ჰესიოდეთეოგონია, 100, 1). მედეას შვილი ინდებთან ბრძოლაში დაიღუპა. თვით მედეა კოლხეთს დაბრუნდა, შეურიგდა მამას, დაუჩაგრა მტრები, ისევ აიყვანა ტახტზე, რაც მის ძმას, პერსეს მიეტაცებინა.
ერთი ვერსიით, აიეტი ებრძოდა სარმატთა ტომს, სკვითებს თუ მათს მონათესავე ხალხს, რაც საფუძველს აცლის მოგვიანებით შექმნილ ვერსიას მედეას სკვითურ ჩამომავლობაზე (ნ. დუმკა). მაგრამ, ეს ვერსიაც სკვითებთან ბრძოლისა სავარაუდოდ უნიადაგოა, რადგან ორივე ხსენებული ტომი ასპარეზზე გამოჩნდა ბევრად უფრო გვიან. (თუმცა, სკვითები პრომეთესმითშიც არიან ნახსენებნი)
ცნობილი ტრადიციით, მედეამ მედია დააარსა მას შემდეგ, რაც მამას ტახტი დაუბრუნა. ისტორიული წყაროებით, აქ იყო ძველად საგართია, საქართი, საქართველო, სადაც თაყვანს სცემდნენ არმაზს, გაცს და გაიმს, ეს ტრადიცია ძალზე ლოგიკური და გამართლებულია.
ევრიპიდემ მოახდინა ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია, ქმრის ერთგულ ქალად აქცია, პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, როგორც ტიპი ბერძენი მანდილოსნისა. ცხადია, ასეთივე წარმატებით შეეძლო გაეტეხა მას სახელი კოლხი მედეასთვის, ამიტომაც დაახოცვინა შვილები. აქ მეორე გარემოებაც ანგარიშგასაწევია: მედეა ქალწული იყო და მხოლოდ სამშობლო მიატოვა სიყვარულისთვის, ელენე კი გათხოვილი იყო და ქმარ-შვილიც მიატოვა. მრავალი მძიმე დანაშაული ჩაუდენიათ ბერძენ გმირ ქალებს, პროკნესფილომელასერიფილეს..
ვრიპიდეს მედეაშიც ქალი სასოწარკვეთილებამდე იტანჯება შვილების სკვდილის გამო, იმართება დაძაბული დიალოგი. იასონი ერინიებს შესთხოვს, სასტიკად დასაჯეთო შვილების მკვლელი. მედეა ზიზღით მიუგებს: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”. ”ო, საყვარელო შვილებო”- გოდებს იასონი, ”საყვარელი - მხოლოდ დედისთვის” - ამ რეპლიკაშიც ჩანს დედის ტანჯვა. შვილების დახოცვას აქ უპირისპირდება არანაკლები დანაშაული - ოჯახის ღალატი, რისთვისაც იასონი ისჯება.
ჰეროდოტეს ისტორიაშიც შეპირისპირებულია ოთხი სახელგანთქმული ქალის ბედი: იოსევროპეს, მედეასი და ელენესი. იო არგოსიდან მოიტაცეს ფინიკილებმა და ეგვიპტეში ჩაიყვანეს (ჰეროდოტე უარყოფს ზევსის როლს), სამაგიეროდ ბერძნები ფინიკიის ქალაქ ტიროსში ჩავიდნენ და ევროპე მოიტაცეს, მერე მეორე უსამართლობაც ჩაიდინეს: კოლხეთიდან საწმისთან ერთად მედეაც გაიტაცეს. კოლხთა მეფემ შუამავლები გაუგზავნა ბერძნებს, ქალის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ ბერძნებმა მიუგეს: არც იოს მომტაცებელნი დასჯილანო და ქალი დაიტოვეს. შემდეგ, როცა ტროელებმა ბერძნებს ელენე მოსტაცეს, მოციქულებს მათაც უკმეხად უპასუხეს: არც თქვენ დასჯილხართ მედეას მოტაცებისთვისო. მაშინ ბერძნებმა ტროას ომი აუტეხეს (ჰეროდოტე 1,2-3). ქალის მოტაცება უსამართლო კაცების საქმეა, ამიტომაც არც ფინიკიელებს და არც ბერძნებს ეს სასახელოდ არ ეთვლებოდათ. ფინიკიელები ამტკიცებდნენ: იოს მოტაცება ძალით არ მომხდარა, გემის უფროსი შეიყვარა, დაორსულდა და მშობლებს გაერიდაო. მედეაზე ასეთი რამ არ თქმულა. ის ქალწული წავიდა და კანონიერად შეეუღლა იასონს. ცოდვებისგან განსაწმენდად კირკეს კუნძულზე ჩასულ მედეას ჯადოქარმა მამიდამ მიმართა: შენი თვალების სხივი ღვთაებრივ ჩამომავლობაზე მეტყველებს, ნათესავი ხარ ჩემი და გიცანიო. ასეთი რამ უაღრესად დამახასიათებელია ქართული ეროვნული მოტივით, სხვაგან იშვიათად გვხვდება. იო ისე ჩავიდა ეგვიპტეში, ვერავითარი მორალური გამართლება ვერ გვიპოვია, ვერც ელენესთვის, რომელმაც ქმარ-შვილი მიატოვა. მედეას სახე კი უფრო სპეტაკია და ქართველი ქალის თავმოყვარეობას გამოხატავს. მედეას ოთხგზის მოუხდა გაქცევა: კოლხეთიდან, იოლკოსიდანკორინთოდან და ათენიდან. საბოლოოდ მაინც მამის სასახლეში ბრუნდება.

აღიარება

მიუხედავად საყოველთაო სიმპათიისა და აღიარებისა, მედეას სამ მთავარ დანაშაულში სდებენ ბრალს: სამშობლოს ღალატში, ძმის მკვლელობასა და შვილების დახოცვაში. საქმე გვაქვს საკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგიკულ სახესთან. ამიტომ, ასეთ ბრალდებებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სამშობლოს, მამულის, თავისიანების ღრმა სიყვარულში მედეა არც ოდეს შეყოყმანებულა, ეს ჩანს მის ყოველ მონოლოგში, ფიქრებში, ქცევაში - არგონავტიკაშიც და სხვა ძეგლებშიც. შემდეგ წასვლაც ინანა, დაბრუნდა და კვლავ დაუმტკიცა სამშობლოს ერთგულება. მედეას წასვლა ღალატი კი არა, სიყვარულია, რაც ყველაფერს ამართლებს. მისი ამ ნაბიჯის გასამართლებლად პოეტებმა უზენაესი ქალღმერთები მოიშველიეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თავისთავად მოხსნილია, რადგან მითი ამას არ ამბობს. ის ჩაუმატა ტრაგიკოსმა ევრიპიდემ, რომლის ბიოგრაფიაც ცნობილია.

გააზრებანი

ეს მოტივი ლიტერატურული თვალსაზრისით, კოლხ მედეას ბრალდებად ისედაც არ გამოდგება. მაგრამ თუნდაც ასე მომხდარიყო, განა ბერძენ ოიდიპოსის დანაშაული ნაკლებია, ერიფილეს, პროკლეს ან ათობით სხვათა. მხატვრულ ქმნილებებში მსგავი ეპიზოდი უთვალავია და ის გმირის მშობელი ხალხის გასამტყუნებლად ვერ გამოდგება. აფსირტეს მოკვლა კი დანაშაულია, მაგრამ ინტერესეთა უსაშველო კოლიზია გადამწყვეტ მოქმედებას თავისთავად ითხოვდა. პრინციპი იწირავს პიროვნებებს. შვილს კლავს ბერძენი ქალი პროკნეც (ნ. ფილომენა).
ერთი ვერსიით, მედეას მიზნად ჰქონდა შვილების უკვდაყოფა, მაგრამ იასონმა ხელი შეუშაალა. ეს მოტივი უფრო დასაჯერებელია (ასე ჩაუფუშა პელევსმაც თეტიდას აქილევსის უკვდაყოფის განზრახვა, აგრეთვე დედოფალმა დემეტრეს - პელევსინის მეფის წულისა).
ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის ჟამსაც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ რაცხდნენ საკურთხეველთან მსხვერპლის შეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების დახოცვა. ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვდინების ვერსიას, ეს სხვა სარწმუნო ცნობითად დასტურდება. ცხადია, კორინთელებს თავად უკეთ ემახსოვრებოდათ, ვინც დახოცა ბავშვები.

ძველი ცნობები

მედეას ამბავს იცნობენ ჰეროდოტექსენოფონტეპლატონიარისტოტელე... ვალერიუს ფლაკუსმა ლათინურ ენაზე დაწერა არგონავტიკა. მედეაზე უწერიათ ჰეკატე მილეტელს, აკუსილაე არგოსელს, სკილაქსე კარიანდელს...
როდოსელს ბაძავს გეორგიკებში და ენეიდაში ვერგილიუსი, რიანი - მესენიაკაში, ოვიდიუსი - მეტამორფოზების VII თავში და ჰეროიკების XII თავში, რაც მთლიანად წარმოადგენს მედეას წერილს იასონისადმი. ამ წერილიში მედეა დასცინის იასონს: არ შეგიძლია უცხო მხარეში ქმრისგან მიტოვებულ მედეას წერილი მისწერო? ან იქნებ მეფურ საზრუნავთა შორის ჩემთვის ვერ მოიცლი? ოდესღაც იასონი შველას ევედრებოდა კოლხი მეფის ასულს, ჯობდა კი იმდროს მომკვდარიყო შენი მედეა, მას მერე ჩემი ცხოვრება მხოლოდ წამებაა. ნანობს ქალი და ჩივის, რისთვის შევიყვარე ზომაზე მეტად უცხო კაცი, რისთვის მივეცი მალამო - მაშინ ხომ მასთან ერთად დაიღუპებოდა ამდენი ვერაგობა! რისთვის შემოიჭრა გადამთიელი მის ბედნიერ მხარეში... მთელი განცდების ნაკადი მთავრდება რისხვით და მუქარით:
რისხვას, ჩემს გულში რომ მწიფდება, გზა უნდა დიდი.
გამიძეხ, ბრაზო, სინანული მომიხდეს თუდაც,
ვნანობ, რომ ქმარი მოღალატე ვიხსენი მაშინ!
დაე, გადაწყვიტოს ღმერთმა, მე რომ მაწამებს გულში,
რა ვიცი, რაა, მაგრამ რისხვა იზრდება დიდი
მედეა საოცრად რეალისტური, დამაჯერებელი სახეა, თავისი სილამაზით, ხასიათით. შეუპოვრობით და გაუტეხელობით ის ნამდვილი ქართველი ქალია. აშკარად იგრძნობა ბერძენთა უტყუარი ალღო და ცოდნა, მეტადრე, როდოსელის არგონავტიკაში. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მითიურ მედეას პროტოტიპი რომელიმე ისტორიული პიროვნებაა. გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ფაქტებიც კოლხეთსა და კოლხურ ტომებს რომ შეეხება, ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული (აკ. ურუშაძე).
დანტე, ცხადია, იცნობს მედეას და კოლხეთის ამბავს, რასაც თუნდაც ვერგილიუსის ენეიდაში წაიკითხავდა. ჯოჯოხეთში დანტე და ვერგილიუსი ხედავენ იასონს, შებოჭილსა და შოლტით გვემულს მძიმე დანაშაულისათვის, რომ უმუხთლა კოლხ მედეას. ესაც ნიშნავს, რომ მედეას ”ამართლებენ, უბედურ ქალად მიიჩნევენ, ხოლო იასონი ჯოჯოხეთში ისჯება კოლხი ქალის წინაშე შეცოდებისათვის” (აკ. გაწერელია, „დანტე და პრეისტორიული საქართველო“.). დანტე იასონს ხვდება მალებოლჯედ წოდებულ კლდეებთან: ”აქვე სასჯელი დასტეხია მედეას გამო”. (ჯოჯოხეთი, 38, 96). ამ დანაშაულს ამძიმებს ჰიფსიპელეს შეცდენაც.
აკაკი წერეთელი მედეას სახელში ეძებს დიაცთან ნათესაობას, ხოლო ეა (აია) არისო ”ია”, აიეტი კი - იათა, იების მეფე (ხმელთა მეფე). XVIII საუკუნემდე დიაცს ერქვა დია, აქედან მედია. კოლხეთს ლაშქრობის ამბავში ბევრი რამ ქართული დარჩა. ასე, მედეა აგროვებს სამკურნალო ბალახს, მოლს, რაც ქართული სიტყვაა.
(დაწვრილებით იხილავთ პროფ. ლ. სანიკიძის სტატია ”პრომეთეაში” და ”არგონავტიკაში”, აკ. წერეთლის შემოქმედებაში, მნათ; 1960, 9). ”პრომეთეს სისხლზე ამოსული ყვავილებიდან ჩნდება მედეა და იტანჯება” (გიორგი კაპანაძე, მედეა).
ერთი ვერსიით, მედეა როგორც არტემიდეს (ან ჰეკატეს) ქურუმი, მამის სისასტიკის წინააღმდეგია, იფიგენია ტავრიდელის ორეულია, განწირულ უცხოელთა მხსნელია (დიოდ. 4, 46..., დიონისიოს სკიტობრახიონის ცნობა). იასონი უნდა დაეკლა ტაძართან, მაგრამ, იხსნა, მისთხოვდა, იოლკოსში გაიქცა მასთან ერთად.
მითოლოგიურმა ტრადიციამ დააკავშირა ანტიკის ორი უდიდესი გმირი ჰერაკლე და მედეა. (აპ. როდ. სქოლ.) ამ ვერსიით, ჰერაკლე კოლხეთში იასონსა და მედეას მფარველობს, შემდეგ კი მედეა კორინთოდან თებეში ჩადის, ჰერაკლეს სიგიჟისგან განკურნავს, საგმირო საქმეების ჩადენაში კი აღარ შველის, ათენს გარბის. ჰერაკლეს კი ფილასის ასულ მედასგან (მედეასაგან) ეყოლა გმირი ანტიოქოსი (სოფოკლე, სქოლ. ტრაქინ. ; პავს. 1, 5, 2). რაც შეეხება მედეას ხელით აფსირტეს სიკვდილს, მხოლოდ აპოლონიოსიდან ვიცით. ეს ვერსიები გვაინდელია, მაგრამ ტრადიცია მაინც ამტკიცებს ჰერაკლეს ჩამოსვლას კოლხეთში.
გრამატიკოსს პარმენისკოსის ცნობით (ევრ. მედ. სქოლ. ), მედეას შვილთა მოკვლისათვის კორინთელები ჰერაიებს იხდიდნენ (ჰერას გულის მოსაგებად მის ტაძარში ათევდა ღამეს შვიდი გოგო და შვიდი ბიჭი). მათ არ სურდათ ბარბაროსი ქალის მეუფება, მაგრამ მედეამ აქ ჰერას კულტი დააარსა და კორინთელები აიძიულა თაყვანი ეცათ მისთვისაც. პავსანიას კონინთოში მედეას შვილთა ძეგლებიც უნახავს (2,3,6,). დიდიმოსის ცნობითაც (ევრიპიდე, სქოლ; „მედეა“ 273), მას შემდეგ, რაც მედეამ კრეონტი და კრეუსა დაღუპა, კორინთოდან გაიქცა, შვილები კი შურისმაძიებელმა კორინთელებმა მოუკლეს და მერე ევრიპიდეც მოისყიდეს, რათა მკვლელობა დედისთვის გადაებრალებინა, რაც დრამატურგმა გააკეთა და დააკანონა კიდეც. არისტოტელე კი ვარაუდობს, ევრიპიდემ მედეას დანაშაული ნეოფრონ სიკიონელისაგან გაიგო; მაგრამ ეს საეჭვოა, უფრო ძლიერია ტრადიცია, რაც ევრიპიდეს მოსყიდვაზე მეტყველებდა. არის პოეტის გამართლების ცდაც: ლეგენდით ისარგებლაო, მაგრამ სადაა ეს ლეგენდა? უფრო სარწმუნოა კორინთოელთა ცოდვის გამოსასყიდი დღეობის ტრადიცია, რაც უდავოა. ეს ამართლებს მითის ცნობილ ვერსიასაც: მედეამ სცადა, ჯადოქრობით შვილების უკვდავყოფა და ამდროს შემოაკვდა ორივე.
ლესინგი ლაოკოონში აქებს მხატვარს, რომლის მედეაც შვილების მკვლელობის წინაშე დგას, ხელი მახვილზე აქვს და ყოყმანობს: დედის სიყვარული ებრძვის საშინელ ეჭვს. მედეა მშვენიერია განდცის შეკავებაშიც.
ქართულ მწერლობაში არგონავტიკის ელემენტები ბიზანტიური წყაროების მეშვეობით გადმოუღიათ. ეს ცოდნა ჩანს ექვთიმე მთაწმინდელისეფრემ მცირეს „ელინთა მეზღაპრეობა“. ვახუშტი ბატონიშვილისთეიმურაზ ბატონიშვილის და სხვათა შრომებში.

კვლევები

მედეა თავდაპირველად მთვარის ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, კოლხეთიდან საბერძნეთს ჩასული (პრელერი), ან საერთოდ, შუქის ქალღმერთ, ჰერას ხატებადაც მიაჩნიათ, უფრო კი ჯადოქარ კირკეს, დიდ ქალღმერთ ჰეკატეს და მისან აგამედეს უკავშირდება. მედეას და იასონის ცოლქმრული სიყვარუილის ამბავიც და შვილების მოკვდინებაც ევრიპიდეს მოგონილია. ქალღმერთის რანგში აყვანილი ჰეკატეს წრის ღვთაებაა (დერ კლაინე პაულ, 4, 1126), მაგრამ ბოლოს მაინც ჰეროსი ქალის დონეზე დარჩა, როგორც დიდი მკურნალი და ჯადოქარი, ერთგვარი შემაერთებელი ხიდი კოლხეთ-კორინთო-თესალიისა, კორინთელთა მზისა და მთვარის კულტის განსახიერება. მზის ღმერთის შვილიშვილი კორინთოში ნაწილობრივ თვითონვე გვევლინება მზის ღვთაებად. ეს შემთხვევითი არაა. ევმელოს კორინთელის ცნობით, კორინთო აიეტის სამფლობელოც იყო. მედეამ მოკვდავთან გაჩენილი შვილებიც კორინთოს ჰერას ტაძარს შეავედრა ან იმავე ტაძარში შეიყვანა წინასწარ, მათი უკვდავყოფის მიზნით, ჰერას საკურთხეველზე დასხა, მწყალობელი ჰერაც დაპირებული იყო, რომ უკვდავებას მიანიჭებდა, მაგრამ იქ იასონმა მოუსწრო. გაიმართა ცხარე შეტაკება, რის შემდეგ კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს (პავს. 2, 3, 11). აქ თვალსაზრისთა ორი რკალია. ერთის მიხედვით, მედეას და იასონს შვიდი ვაჟი და ამდენივე ასული ჰყავდათ და მათი დახოცვისათვის დატეხილი ცოდვის გამოსასყიდად კორინთელებს ჰერას ტაძრის მსახურად ყოველწლიურად შვიდ-შვიდი ბავშვის გამწესება დაეკისრათ. დიდიმოსის (კრეოფილოსის) ცნობას, მედეამ ბავშვები ჰერას ტაძრის საკურთხეველზე დასვა რათა მათთვის იასონს ეზრუნაო, პინდარეც ადასტურებს (ოდ. 13, 74). მეორე რკალის ეს ცნობა ყველაზე უფრო ლოგიკურია. კრეონტის მოწამვლის შემდეგ აღშფოთებული კორინთელები ბავშვებზე იყრიან ჯავრს, რადგან მედეა ჰელიოსის დრაკონებიანი ეტლით გარბის, ჯერ ჰერა აკრეას ტაძარს აფარებს თავს (აკროპოლისის ტაძარს) მერე ათენში გარბის და მოხუცი ეგეოსის ცოლი ხდება; სხვა ძველი ცნობით, არეიაში მიდის, მისი ძე მედეოსი (ან მედოსი) აარსებს მიდიას (თეოგ. 1001; სტრაბ. 11, 526). ევრიპიდეს ”ეგეოსიდან” მოდის ცნობაც, რომლის მიხედვითაც მედეამ ეგეოსის შვილის თეზევსის მოწამვლა სცადა და ათენიდან გაქცევა მოუხდა (ავს. ,აპოლოდ; ოვ, მეტ. 7, 404).

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...