среда, 6 июня 2018 г.

ნაციონალ-სოციალიზმი

                                             

                         ნაციონალ-სოციალიზმი

                                                        
ნაცისტური პარტიის დროშა,                                                      რომელიც ჰგავს, მაგრამ არ არის ნაცისტური გერმანიის ზუსტი ასლი.

 (გერმ. Nationalsozialismus) აღნიშნავს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის პოლიტიკას. ასევე გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკას 1933–1945 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში ეს პარტია იმყოფებოდა, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკა ფართო აღიარებით (და თვითგამოცხადებით) იყო გამოხატულად რასისტული და ანტისემიტური.
                                                      
ნაციონალ-სოციალიზმის                                                                                  "ფიურერი" ადოლფ ჰიტლერი
ნაციონალ-სოციალიზმა  განაცხადა თავისი მიზანი შექმნას და დაამტკიცოს საკმაოდ ფართო თეორია რასისიტული სუფთა სახელმწიფო ანუ ,,არიული რასა'' ჰქონდეს ყველაფერი რათა აყვავებულად იარსებობს მრავალი წლის განმავლობაში (ათასწლიანი რეიხი)
 ნაციოლ-სოციალისტები წარმოადგენენ ერთ-ერთი ტოტალიტარიზმს.
იდეოლოგია ნაციონალ-სოციალიზმი სხვადასხვა ელემენტებს სოციალიზმის, ნაციონალიზმი, რასიზმი, ფაშიზმი, ანტისემიტიზმი და ტოტალიტარიაზმი.

(გერმ. Deutsches Reichქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reichქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reichქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაცისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმაპაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკისხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა
იზ. ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა პარტიამ წარმატებებს მიაღწია 1932წლის ორ გენერალურ არჩევნებში, უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, ჰიტლერმა ჩამოაყალიბა ხანმოკლე კოალიცია გერმანიის ნაციონალური ხალხის პარტიასთან. პოლიტიკოსების, ინდუსტრიალისტებისა და ბიზნეს-წრეების დაჟინებული მოთხოვნით, 1933წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ. მომდევნო თვეებში, ნაცისტებმა ქვეყანაში გაშალეს გლაიხშალტუნგად (Gleichschaltung) ცნობილი პროცესი, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.[13] მთელი სამოქალაქო სექტორი, აგროკულტურული ჯგუფების, მოხალისეთა ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების ჩათვლით, დაექვემდებარა პარტიის კონტროლს. მათი ხელმძღვანელობა ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ან, სულაც, პარტიის წევრებით ჩანაცვლდა. 1933 წლის ივნისისათვის, ნაცისტები მხოლოდ არმიასა და ეკლესიას ვერ აკონტროლებდნენ.
1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა; დამნაშავედ დანიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლიუბე ცნეს. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ ეს კომუნისტური აჯანყების დაწყებას ნიშნავდა და ამას მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაშლა მოჰყვა: დააკავეს გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი. 1933 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით შეიზღუდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლებების ჩათვლით. ბრძანებულება უფლებას აძლევდა პოლიციელებს დაეკავებინათ მოქალაქეები უვადოდ და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ პერიოდში გაძლიერდა მუშაობა პროპაგანდის მხრივ, რამაც მათ მოსახლეობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა მოუტანა.
1933 წლის მარტში რაიხსტაგმა, 444 ხმით 94-ის წინააღმდეგ, შეიტანა შესწორება გერმანიის კონსტიტუციაში, რაც უფლებას აძლევდა ჰიტლერსა და მის კაბინეტს, დაემტკიცებინა კანონები პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით. ვინაიდან რაიხსტაგში ამ კანონის მიღებას 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მმართველმა პარტიამ 28 თებერვლის ბრძანებულება გამოიყენა, რათა ხმის მიცემის პროცესზე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები არ დაეშვა; კომუნისტები უკვე გარიცხულები იყვნენ. ივნისში სოციალ-დემოკრატების პარტიაც გააუქმეს; დაიშალნენ დარჩენილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც. 1933 წლის 14 ივლისს გერმანია ფაქტობრივად ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცა, როდესაც ახალი პარტიის დაარსებაც აიკრძალა. 1933 წლის ნოემბრის, 1936 წლის მარტისა და 1938წლის აპრილის არჩევნები მთლიანად ნაცისტების მიერ კონტროლდებოდა და მხოლოდ ნაცისტებსა და მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ კანდიდატებს ირჩევდნენ. 1934 წლის იანვარში გაუქმდა რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოები და რაიხსრატი.
ნაცისტურმა პარტიამ გააუქმა ვაიმარის დროინდელი სიმბოლიკაც, მათ შორის, სამფეროვანი დროშა (შავი, წითელი, ოქროსფერი). სანაცვლოდ, შემოიტანეს განახლებული იმპერიული სიმბოლიკა. 1935 წლიდან სახელმწიფოს დროშად დამტკიცდა პარტიის მიერ ადრე გამოყენებული დროშა: სვასტიკის სიმბოლოთი. ჰორსტ ვესელის სიმღერა, რომელიც ასევე ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა მანამდე, მეორე ოფიციალურ ჰიმნად იქცა
იხ. ვიდეო
შედარება, ანალიზი ბუნების ნაციონალურ-სოცილიზმისა და კომუნისტური მოდელის. კომუსნიტური და ნაიციტური იდეოლოგია წარმოადგენს ორივე ტოტალიტარიზმის ანუ კომუნისტურიც  და ნაციონალ-სოციზლიზმი იყო ნაციანალური გადანაწილება ,, სოციალიზმის'' როგორც ალტერნატივა საერთაშორისო სოციალიზმისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ხოლო კომუნისტური კი ინტერნაციანული მხოლოდ ერთი მოდელის სისტემაში.
 (გერმ. Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei), შემოკლებით „ნსდაპ“ (გერმ. NSDAP) — 1933-1945 წლებში ერთადერთი და მმართველი პარტია გერმანიაში, მსოფლიოში მეტად ცნობილი, როგორც უბრალოდ ნაცისტური პარტია.
NSDAP-Logo.svg
ლიდერი კარლ ხარერი
1919 - 1920
გერმანიის მუშათა პარტია
German Workers party.png
გერმ. Deutsche ArbeiterparteiDAP დამფუძნებელი კარლ ხარერი და ანტონ დრექსლერი
დაარსდა 1919წ-ის 5 იანვარი

                          Völkischer Beobachter




ფეკიშერ ბეობახტერ გრმ. სახალხო მიმოხილველი - გერ. გაზეთი. 1920წ-დან გამოდის საგამომცემლო ორგანო ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტია.

                       მოსვლა ნაციანლურ- სოპციალისტების კლასის გერმანიაში
                                           
1933წ-ის მსხვერპლთა  მემორიალი რეიხტაგზე ბერლინი. 96 პლასტინი ქანდაკება სიმბოლირდება რეაზდაგის დეპუტატების, დაწემული მსხვერპლის ნაცინალურ-სოციალისტების მიერ.
გადასვლა ძალაუფლების გერმანიაში ნაციანალურ-სოცილისტების ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით შედეგად დემოკრატიული წყობის შეცვლა დიქტატორით. ხელისუფლებაში მოსვლა ნაციანალურ-სოცილსტების  აღინიშნება ვაიმარის რესპუბლიკის დასასრული და 1933წ-დან ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა.
                

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...