воскресенье, 17 июня 2018 г.

დრაკონი

                                         დრაკონი

                                                                  
                                                           
                                                   ფრდერიკ ლეიტონი  «პერსევსი და   ანდრომედა» (1891)
(„გველი“) — გველეშაპი, ურჩხული, საშინელი ცეცხლისმფრქვეველი და სისხლისმღვრელი უწმინდური, რომელიც ზღვაში ან ხმელეთზე ცხოვრობდა, ჩვეულებრივ ადამიანის მსხვერპლს ითხოვდა და იცავდა რაიმე განძს (მაგ., ოქროს საწმისს არესის ჭალაშიკოლხეთში). არესის დრაკონად ითვლებოდა კადმოსის მოკლული ურჩხულიც თებეში.
დრაკონის კბილები — თებეს ციკლის თქმულებებში კადმოსის მიერ მოკლული დრაკონის კბილები, რომლებიც გმირმა დათესა, მიწიდან ამოსულ ბუმბერაზებს შეება და დახოცა, გადარჩა მხოლოდ ხუთი, რომელთა დახმარებითაც სახელოვანი ქალაქი თებე ააშენა. ამბავი მეორდება არგონავტების თქმულებაში, სადაც კბილებს იასონი თესავს არესის ველზე, კოლხიდაში.
გიორგი კაპადოკიელი
წმინდა გიორგი
St.George rescuing the emperor's daughter.JPG
წმინდა გიორგი გმირავს გველეშაპს. ქართული ტიხრული მინანქარიXV საუკუნე
საბერძნეთის შემდეგ დრაკონი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩინურ მითოლოგიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქაც უზარმაზარი ცეცხლისმფრქვეველი ღია პირი აქვს, ბასრი კბილები, 2 რქა, ღამურისებური ფრთები ან მხოლოდ კლანჭებიანი ფეხები, ზრდა-დაკლებისა და გაუჩინარების უნარი. ცხოვრობს წყალში (საბერძნეთშიც უფრო წყალს, ჭაობს, ზღვას უკავშირდება). ამოდის ხშირად ხმელეთზე, მეტადრე გაზაფხულზე, ადის ცაში.
                                       
                           ჰერალდიკაში უელსური წითელი  დრაკონი დროშაზე გამოსახული
ჩინელთა დრაკონი იმით განსხვავდება, რომ ადამიანებს კეთილი თვალით უყურებს ხოლმე, უგზავნის წვიმას, თუმცა მეხსა და ქარიშხალსაც, რითაც ღვთაების რანგში ადის. გვიანდელ მითოლოგიაში გარჩეულია ცისა და მიწის, წყალთა ქვესკნელის, ღმერთთა სასახლის გუშაგის და სხვა სახეობის დრაკონები. საერთოდ იმპერატორთა ძალაუფლების სიმბოლოა, და როგორც ასეთი, ჩინელ მხატვართა მუდმივი თემა. წარმოშობა უცნობია, ვარაუდობენ, რომ შვა გველმა ან ნიანგმა.
დაკავშირება დრაკონის მითოლოგიური გველებთან იწვევს ბევრ კითხვებს შედეგად ეს ორი გაგება ლიტერატურაში ხან ერთ ხან მეორე გაგებით წერენ დამახასიეთებელ თვისებად. ზოგიერთი მეცნიერი ჰერალდიკის (ა.ბ.ლაკიერი, პ.პ. ნინკლერი) არ ყოფენ გველისა და დრაკონს ხოლო სხვა მეციერი (ი. ვ. არსენიევი) ყოფენ დრაკონს და გველს და მიუთითებენ სხვადასხვა რაოდენიბის თათებზე (გველებს ოთხი - ხოლო დრაკონს ორი), თუმცა ბევრი გამოსახული კინოში თუ აღწერილი ლიტერატურაში ასახულია ოთხი თათით.

                                                 
                           რა გამოსახული კატამ დასცა აპოპი გამუსახული გველის სახით
ფენტეზი (ინგლ. Fantasy — ფანტაზია) — ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც სიუჟეტის ძირითად ელემენტად გამოყენებულია მაგია და სხვა ზებუნებრივი მოვლენები. ამ ჟანრის ბევრ ნაწარმოებში მოქმედება ხდება გამოგონილ სამყაროში, სადაც ჯადოქრობაა გავრცელებული. ასევე, ხშირად გვხვდებიან მითური არსებები (დრაკონებიჯუჯებიტროლები და სხვა). სამეცნიერო ფანტასტიკისგანგანსხვავებით, ფენტეზი არ იძლევა შეუძლებელი მოვლენების ლოგიკურ (ან ფსევდო-ლოგიკურ) ახსნას. თუმცა, ამ ორ ჟანრს ბევრი რამ აქვს საერთო.
პოპულარულ კულტურაში უფრო გავრცელებულია ფენტეზის მედივალისტური ფორმა, განსაკუთრებით ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ. ფართო გაგებით, ფენტეზი მოიცავს ბევრი მწერლის, რეჟისორისა და მუსიკოსის ნამუშევრებს, უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდანთანამედროვე ნაწარმოებებამდე
იხ. ვიდეო
დრაკონი ფართოდ გავცელებული ევროპული კულტურაში. ის ნახსენებია ებრეულ ბილბიაში იუდეველების, ხოლო შემდეგ ქრისტიანული ტექსტიშიც. მათ შორის ახალი აღქმთქმაში.
ი.ი.  ბილიბინი  ,, კეთილი გველი'' 

                                          

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...