понедельник, 25 июня 2018 г.

                                 ინტელექტი

                                                 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Интеллект
(ლათ. Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება) — პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.
ინტელექტი- არსებობს ორი სახის ადამიანური და ხელოვნური. ადამიანური ინტელექტი ენის გაგების უნარი, უნარი გადაიტანოს ვერბალური აღწერა მოქმედებაში და იმოქმედოს საკუთარი კულტურის, წესების შესაბამისად. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანს მრავალმხრივი ინტელექტი აქვს.
ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცინერებების სპეციალური სფერო, რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გავლენა იქონია კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებაზე
იხ. ვიდეო
                                
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია — ამერიკელ ფსიქოლოგ ჰ. გარდნერის (H. Gardner, 1943-) თანახმად არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი.ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. თითოეულ ადამიანს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

ლინგვისტური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს გააჩნიათ მეტყველების კარგი უნარი. შეუძლიათ კითხვა, წერა, მეტყველება. არსებობს პროფესიები (მაგალითად, ადვოკატი, ჟურნალისტი და ა.შ.), რომლებიც მოითხოვს ამ უნარ-ჩვევებს. ენისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს საუბრის დროს უყვართ მეტაფორების, იუმორისტული გამონათქვამების ხმარება. მათ, აგრეთვე, უყვართ სიტყვებით თამაში, ენის გასატეხები, ანეკდოტები და ა.შ. ადამიანებს, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ამ ტიპის ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ასეთი ინტელექტის მქონე ადამიანებს მარტივად შეუძლიათ უცხო ენების შესწავლა.

მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის, მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების კარგი უნარი. მათ თავისუფლად შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა, ანალიტიკური აზროვნება. ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების დალაგებას, აბსტრაქტულ კვლევასა და წვდებიან აბსტრაქტულ მიმართებებს. ისინი “ძლიერები” არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ეს ინდივიდები კარგად სწავლობენ ცდას, კვლევის დაგეგმვას, თვითონაც აკეთებენ აღმოჩენებს. მათ მოსწონთ სტრატეგიული თამაშები.

ვიზუალურ- სივრცითი ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ვიზუალური (მხედველობით მოცემული) სამყაროს ზუსტი აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი. ისინი ყველაზე კარგად სწავლობენ ვიზუალური წარმოდგენების (ხატი, ფერები, სურათები, გრაფიკული ნახატები) საშუალებით და იყენებენ მათ ხელოვნების დარგში სხვადასხვა საქმიანობების დროს.

სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და შეცვლის კარგი უნარი. ამ ტიპის ადამიანებს კარგად ეხერხებათ ფიზიკური აქტივობები. ისინი ყველაზე კარგად “კეთების” პროცესში, ანუ აქტიური სწავლებით, მოძრაობებით და სამუშაოს ხელით შესრულების დროს სწავლობენ.

მუსიკალური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბგერის სიმაღლის, ტონის და რიტმის შეგრძნების კარგი უნარი. მათ უადვილდებათ მუსიკის საშუალებით სწავლა, აზრისა და გრძნობების გამოხატვა.

ინტერპერსონალური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ინტელექტის ტიპის ადამიანებს აქვთ საკუთარი სამუშაოს კარგად დაუფლებისა და სხვების მოტივირების უნარი. მათ შეუძლიათ სხვათა გრძნობების, ხასიათისა და სურვილების თანაგანცდა. თანაუგრძნობენ სხვებს, ესმით მათი “გასაჭირი,” ხშირად ასრულებენ მედიატორის ან ლიდერის როლს ამა თუ იმ კონფლიქტის მოგვარებაში. ისინი ყველაზე კარგად სხვებთან ურთიერთობისას სწავლობენ.

ინტრაპერსონალური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ინდივიდებს აქვთ საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარი ცხოვრებისა და სწავლის პროცესის მართვის უნარი. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს, კარგად ხვდებიან, რა სურთ და ცდილობენ საკუთარი მიზნების განხორციელებას. ეს ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული ცოდნის სწორად გამოყენებაში. ასეთი ტიპის ადამიანებს უყვართ მარტო და დამოუკიდებლად მუშაობა. ისინი ყველაზე კარგად “მარტო” სწავლობენ.

ნატურალისტური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის უნარი. მათ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან სამყაროს “ჰარმონიული” და “არაჰარმონიული” მოვლენებისადმი. ისინი სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში. ისინი კარგად იცნობენ გარემოს და “შეშფოთებას” გამოთქვამენ იმ “მავნე” ზემოქმედების გამო, რომელსაც ადამიანი ახდენს ბუნებაზე. მათ გააჩნიათ “სამართლიანობის” გრძნობა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...