воскресенье, 2 февраля 2020 г.

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

          ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

                                                       
Medical professionals treating a COVID-19 patient in critical condition in an intensive care unit in São Paulo in May 2020 - 
სამედიცინო პროფესიონალები, რომლებიც მკურნალობენ COVID-19 პაციენტს კრიტიკულ მდგომარეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სან პაულოში 2020 წლის მაისში

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) (ინგლ. 2019-Novel Coronavirus), ასევე უხანის კორონავირუსი — დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსი. კორონავირუსის არსებობა პირველად დადასტურდა 2019 წლის დეკემბერს, პნევმონიით დაავადებული პაციენტის დადებითი სინჯის ნუკლეინური მჟავის შემოწმებისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი შეტყობინება ამ ტიპის ვირუსის შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო, სადაც აღნიშნული იყო „უცნობი ვირუსის“ გავცელება, თუმცა სიმპტომები პირველად რამდენიმე კვირით ადრე, 8 დეკემბერს დაფიქსირდა.
                                                        კორონავირუსის აფეთქება
                              ეპიდემიური მდგომარეობა მსოფლიოში 2020 31 იანვარი
                           ადგილმდებარეობა -  გავრცელების უხანი, ხუბეი ჩინეთი
                                                                მიზეზი -  2019-ncov
                                                                  დაღუპული - 305
პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ქალაქ უხანში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგშიტაილანდშიიაპონიაშიტაივანშისამხრეთ კორეაშიავსტრალიაშისაფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ინფიცირებულები ასევე დაფიქსირდნენ სინგაპურსა და ნეპალში.იტალია ბრაილია.
იხ. ვიდეო - ახალი კორონავირუსის 2019-nCov დიაგნოსტიკა ლუგარის ლაბორატორიაში




ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს.
იხ. ვიდეო - COVID-19 - მსოფლიო სტატისტიკა




2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 11 374 შემთხვევა, რომელთაგან 11 221 იმყოფებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე. მონაცემებს ადასტურებს ჩინეთის მთავრობა; დანარჩენი დაინფიცირებულები არიან ტურისტები, რომლებიც ამ დროის შუალედში უხანში იმყოფებოდნენ და შემდეგ ქვეყანა დატოვეს; ასევე ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულებთან. 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსს 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გამოჯამრთელდა 252. 20 იანვარს, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა
იხ. ვიდეო


2019-nCoV კორონავირუსის საწყისი სიპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის და მწვავე რესპირატორულ სინდრომებთან. სიმპტომები მოიცავს:
  • ციებ-ცხელება
  • მოთენთილობა
  • სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა)
  • მაღალი ტემპერატურა (38°C მაღალი)
  • მშრალი ხველება
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • თავის ტკივილი
  • მიალგია
  • გონების დაკარგვა (ფილტვის ქსოვილების პროგრესიული დაშლის შედეგად)
  • პნევმონია
  • თირკმლის უკმარისობა
  • გარდაცვალება (ზოგიერთ შემთხვევაში)
იხ. ვიდეო

საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაწესებულებებში შეყვანისას იყო სტაბილური, მათ აღენიშნებოდათ ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა) და ლიმფოპენია (სისხლში ლიმფოციტების დაბალი შემცველობა. ამ პაციენტთა უმრავლესობას ასევე ჰქონდათ ჰიპერტონია, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
იხ. ვიდეო

ხაზი მინდა გავუსვა რომ კორონავირუსის ვირუსის  ადრეც იყო 2011წ-ს. ზოგადად გრიპის დაავადება არ არის უსაფრთხო და ფატალურადაც სრულდება ხოლმე სეზონური გრიპი ხოლო ამას  აქვს ისეთი სიმპტომები როგორც გრიპს ზოგადად.
საინტერესო კვლევები დადო სინგაპურის ტეხნოლოგიისა და დიაზიანის უნივერსისტეტმა კერძოდ პანდემია საქართველოს 2020წ-ის 6 ივნისს დასურლდება იხ. ბმულზე მონაცემები 

ბოლო მონაცემებით და კვლევებით  ინფორმაციით საგნებით თითქმის არ გადადის მე კი მაინც დავუმატებდი თითქმის არ გადადის  იხ.ბმულზე 
იხ. ვიდეო


რეკომენდაციები თუ გრიპის ნიშნები მაღალი სიცხე ხველა და განსაკუთრების იმ რეგიონში იყავით უნდა მიმართოთ საავანდყოფოს. ხოლო პრევენცისთვის ხელების ხშირი დაბანვა და პიარადი ჰიგიენა და მასიური თავშეყრის ადგილების გარიდება მეტრო და ავტობუსების და პირბადის ტარება იმ შემთხვევაში თუ ვართ თვით იზოლაციაში ან კონტაქტში ვართ.
                                                            
                                                კორონავირუსის სიცოცხლის ციკლის
იხ. ვიდეო ნაწილობრივ ვეთანხმები ქვემოთ მოყვანილი ვერსიაში ოღონდ კიდევ უფრო ღრმად წავალ და ვიტყვი, რომ ჩინეთში გაცილებით ადრე იყო გავცელებული

ეგ ვირუსი და დამალეს აქედან გამომდინარე ყველა მისი მოქედება დაგვიანდა გარდა ამისა რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგაანიზაციაა დამნაშავე რეკომენდაციების დაგვინებაში ასევე ორი ქვეყანაც არის დამნაშავე ირანი და იტალია უპასუხიმგებლოდ მოკიდებაში ამიტომ მოხდა ასეთი გავრცელება ევროკავშირმაც დააგვიანდა სხვათაშორის საქართველოს მთავრობაზე ამას ვერ ვიტყვით ნადვილად ყვლაფერი გააკეთეს ეს იმ პირობებში როცა ზემოთ ყველამ დააგვიანა აშკარად.
იხ. ვიდეო


ანალიზი ანალიტიკა
განვიხილოთ თუ საიდან და რა გზა გაირა ამ ვირუსმა სანამ ჩვენამდე მოაღწია და რატომ ჩამოიშალა ფაქტიუროად ევროპული ჯანდაცვა რა შეცდომა დაუშვა როგორც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზციამ ასევე გარკვეული მიდგომები.
1. როგორც ვიცით ეს ვირუსი ჩინეთიდან კერძოდ კი ქალაქ უხანის ბაზრობიდან გავცელდა როგორც ბ-ნმა თენგის ცერცვაძემ განაცხადა პრაქტიკულად დამტკიდა რომ ეს ვირუსი  ღამურებში ტრიალებდა  და შემდეგში განიცადა მუტაცია ადამიენზე როგორც მოგეხსენებათ აზიური ქვეყნების მენიუში ერთგავრი ეგზიტიკური შემაგდენლობა აქვთ კერძოდ მიირთმევენ ღამურების ხორცს ხოლო გავრცელება უნდა ვივარაუდოთ ბაზრობაა სადაც  იყო გასაყიდად გამზადებული შესაძლო დასნებოვნებული ცხოველი და მოხდა გავრცელება ადამინებზე და შემდეგ კი ადამიანებისა დ ადამინებს. ვირიუსს გააჩნია ერთგვარი სწრაფი გავცელების უნარი.
2. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაცია იყო, ის რომ 38 გრადუსი ტემპერატურა ვისაც ქონდა ის უნდა შემოწმებულიყო რაც შეცდომა იყომ ვინაიდა ორი მეასამედს ან უსიპტომოდ მიმდინარეობდა ან დაბალი ტემპერატურით და ბუნებრივია როცა ასეთი კონტიგენტს გავუშვებდით თუნდაც სახლში ალაბათობა გავცელების ძალიან მაღალი იყო.
3. იტალიამ და შემდგომ სხვა ქვეყნებმა ძალიან დაიგვიანეს რეაგირება ანუ ზომების მიღება იგულისხმება ავიშეზღვუდები და შემოწმებები ასევე სეროზული შეცდოპმა იყო პაციენტების ღია ჩვეულებრივი სავადყოფოებში გადაყვანა და არა იზოლირებული როგორც ჩვენთან 
4. ასევე შეცდომა არისის რომ  ითქვა ,  თქვად თუ  ხარ 70 ის და თუ დაგემართა ეს ვირუსი  განაჩენია.  გასაგებია  ის რომ სტატისტიკა იძლევა ასეთი სურათს მაგრამ არის მოტყუებითი, მოჩვენებითი  ვიანიდან წლოვანებაზე კი არ არის არის საქმე არამედ იმუნურ სისტემასა და თანმდები დაავადებების ქონაში ანუ ბუნებრივია პროცენტულად ადამიანს რაც უფრო წლები ემატება ქრონიკული დაავდებები ემართება თუმცა ას წლის გადაცილებული ადამიანმაც დამარცხა და 36 წლის ექიმი დაიღუპა რაც ცალ სახად არა წლოვანებაშია საქმე  არამედ სხვა პარამეტრებთან გვაქს საქმე და ასე ცალსახად მიდგომა შეცდომაა. რუსეთმა წლები დაწია 65 გახადა ასევე საწუხაროდ ის ინფორმაცია თითქოს ბავშევბში არ იყო დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა 5 წლის ბავშვი  რათქმა უნდა ზუსტი სტატისტიკა არ გვაქს მაგრამ მაღალი ალბათობით თანმდები დაავადებები უნდა ქონოდა პაციენტების უმრავლესობა 
ასთმის დროს სასუნთქი გზების სპაზმა წარმოიქმნება კორონა აღრმავებს ამ დაავადებას
ასევე ვირუს უყვარს დიაბეტი ვისაც შაქარი აქვს მომატებული ის ასუსტებს იმუნიტეტს
ასევე გულსისძრღვთა დაავადებები ძარღვები ვერ აწვდიან გულის კუნთს სისხლს.
იხ. ვიდეო ონლანი რუქა კორონავირუსის გავცელება მოსოფლიოში ლაივი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №1-1/162 – №01-38/ნ
2020 წლის 6 აპრილი
ქ. თბილის

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ 11​1 და მე-14 მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებთ:
მუხლი 1

1. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილებზე კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების ან/და აკრძალვების შესრულებაზე, კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსის გათვალისწინებით, ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში – შრომის ინსპექცია) ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – ზედამხედველობის სააგენტო).
2. ამ ბრძანებით დადგენილი წესით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ სამუშაო ადგილებზე სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლი ხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა.
მუხლი 2

1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტი), „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული იმ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების/შეზღუდვების/აკრძალვების აღსრულებაზე, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობის დროს სამუშაო ადგილებზე ან/და სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა/სხვა პირთა ყოფნას, კონტროლის განახორციელებს შრომის ინსპექცია ან/და ზედამხედველობის სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია ან/და ზედამხედველობის სააგენტო ადგენს სამართალდარღვევის შესახებ ოქმს და გამოიყენებენ ამ ბრძანებით განსაზღვრულ პროცედურებს, ხოლო სამართალდარღვევაზე რეაგირების განხორციელებისას:
ა) თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის მიმართ კონტროლი ხორციელდება შრომის ინსპექციის ან შრომის ინსპექციის და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, გამოიყენება – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანება, წინამდებარე ბრძანებით გაკეთებული დათქმების გათვალისწინებით;
ბ) თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის მიმართ კონტროლი ხორციელდება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ – გამოიყენება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანება, წინამდებარე ბრძანებით გაკეთებული დათქმების გათვალისწინებით.
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ან/და მეწარმე სუბიექტი (ფიზიკური/იურიდიული) საქმიანობისას არღვევს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრულ წესებს, რომელიც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობის დროს სამუშაო ადგილებზე ან/და სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა/სხვა პირთა ყოფნას/საქმიანობას.
მუხლი 3
1. შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გეგმური კონტროლი ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილების მოპოვების (მინიჭების) მიზნით, ობიექტების შეფასება ხორციელდება სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაკეთებული მიმართვის (მათ შორის ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე (info@moh.gov.ge) საფუძველზე, შემდეგი მიმართულებებით:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე  სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა), ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტებისთვის, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე სამუშაოების გაგრძელების უფლებამოსილების მოსაპოვებლად გაკეთებული განაცხადების განხილვის, სამინისტროს რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემოწმების, სათანადო შეფასების კითხვარის შევსებისა და რეკომენდაციების დაკმაყოფილების თაობაზე სათანადო აქტის (შემოწმების აქტი) გაცემის მიზნით;
ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზ, (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  ფარგლებში არსებული სამშენებლო ობიექტებისა), ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტების მიერ საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მოქმედების პერიოდში საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე ობიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მე-7 მუხლითა და ამავე დადგენილების დანართებით განსაზღვრულ საქმიანობებზე საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ამ ბრძანებით დადგენილი კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს. 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას ჯგუფების დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება ხდება კონტროლის ღონისძიებებში მონაწილე ყველა უწყების უშუალო ჩართულობით. 
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი ჯგუფების წევრების მიერ კონტროლის განხორციელებისას ობიექტის დათვალიერების დროს ადგილზე ივსება ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული სათანადო კითხვარი.
5. სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ან საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მიმართვის საფუძველზე,  საზედამხედველო ჯგუფები განახორციელებენ ობიექტის მიერ სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმებას, რაზედაც შეავსებენ ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებულ კითხვარს ან/და №2 დანართით გათვალისწინებულ შემოწმების აქტს.  
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შევსებული კითხვარი და შემოწმების აქტი იგზავნება იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის მომართვის საფუძველზეც განხორციელდა ობიექტის შემოწმება ან საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ შტაბში.
მუხლი 4

1. ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კონტროლს ახორციელებენ შრომის ინსპექციის ან ზედამხედველობის სააგენტოს ან შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან შემდგარი საზედამხედველო ჯგუფები (შემდგომში – ჯგუფი).
2. ზედამხედველობის განხორციელების დროს მოწმდება საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება ამ ბრძანების მე-3 მუხლით დადგენილი მიმართულებების მიხედვით.
3. კონტროლის განხორციელებამდე, ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს ან/და მეწარმე სუბიექტს წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა და გააცნოს ობიექტზე შესვლის საფუძველი.
4. ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, კონტროლის ფუნქციის განხორციელებისას ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება აქვს იქონიოს ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა (მათ შორის, ფოტო და ვიდეოკამერა) და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც ესაჭიროება მას საზედამხედველო ფუნქციის სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის.
5. თუ ობიექტის დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი და უშუალო საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჯგუფის თითოეული წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დეკრეტით და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით განსაზღვრული რეაგირების ზომები, მათ შორის აცნობოს შესაბამის სამსახურებს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ან/და შსს საპატრულო პოლიცია).
მუხლი 5

1. ზედამხედველობის განხორციელებისას ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება აქვს უშუალოდ ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) ობიექტზე მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტიდან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებიდან გამომდინარე, სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმება როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების და მესამე/სხვა პირების მიმართ;
ბ) შევიდეს და დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე;
გ) მოითხოვოს და მიიღოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
დ) შეისწავლოს სამინისტროს რეკომენდაციებით დადგენილი ნორმების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მოახდინოს მასზე რეაგირება;
ე) თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ოქმის შემდგენელს ან ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოახდინოს საჯარიმო ოქმის გადაგზავნა  სსიპ  აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაკისრებული ჯარიმის იძულებით აღსრულების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმართ გამოყენებულ იქნეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებით დადგენილი სააღსრულებო ფურცლის ფორმა და შევსების წესი.
მუხლი 6

1. კონტროლის  განხორციელებისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, ჯგუფი განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტით განსაზღვრული ოდენობით.
2. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე კონტროლის განხორციელებისას საზედამხედველო ჯგუფი დაკომპლექტებულია შრომის ინსპექციის ან შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება შრომის ინსპექციის თანამშრომლის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის  №01-1/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმითა და წესით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-3 გრაფაში „მოწმე(ები)/ დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)“ გადაიხაზება და ჩაიწერება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის თანამდებობა, სახელი და გვარი (თუ ოქმის შედგენას ესწრება სააგენტოს თანამშრომელი);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დარღვეულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის – გადაიხაზება სიტყვები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ხოლო გრაფაში ჩაიწერება იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი(ებ)ს სახელწოდება, მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლის დარღვევის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქმის შედგენის თაობაზე;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფა „დარღვევის გამოსასწორებლად მიცემული ვადა“ – დარჩება შეუვსებელი და ჩაიწერება სიმბოლო „Z“;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-12 გრაფაში „მოწმე“ – ჩაიწერება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერა.
3. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე კონტროლის განხორციელებისას საზედამხედველო ჯგუფი დაკომპლექტებულია მხოლოდ ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლის მიერ „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანებით დადგენილი ფორმითა და წესით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დაილუქა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“ – დარჩება შეუვსებელი და ჩაიწერება სიმბოლო „Z“;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გრაფა „ოქმის განმხილველი ორგანო“ და „დასახელება“ – გადაიხაზება, ხოლო მის ნაცვლად ჩაიწერება „სახდელის ოდენობა:___________ ლარში“, სადაც გამოტოვებულ ადგილას ჩაიწერება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ძალაშია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტიდან.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს ან/და მეწარმე სუბიექტს, რასაც იგი ან მისი უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე პირი რჩება ოქმის შემდგენელთან.
6. ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმზე, ხოლო ოქმი იგზავნება ფოსტის მეშვეობით არაუმეტეს ორჯერ. ოქმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ოქმი გამოქვეყნდება სამინისტროს/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge ან www.tacsa.gov.ge და გამოქვეყნების მომენტიდან იგი ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
მუხლი 7
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 6 აპრილიდან.
2. ეს ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
სოფლიოში მიმიდნარე პროცესები და სტატისტიკა ყოველდღიური განახლებით  ვირუსთან დაკავშირებით შეგძლიათ იხ. ბმულზე
კოვიდის შემთხვევაშო ყურადღება უნდა მივაქციოთ სისხლის მდგომარეობას კერძოდ თრობიზებას, ასევე იმუნურ სისტემას ვიტამინებიც გარკვეულდწილად შველის და ორგანიზმის გაკაჟებაც. 

1 комментарий:

drmercyhospital комментирует...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

სტრიები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                 სტრიები სტრია  — კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ...