суббота, 4 апреля 2020 г.

ბაბილონეთი

                                ბაბილონეთი

                                        Hammurabi's Babylonia RU.svg
                                                               xx ს ჩვ. წ. აღ. - 539 წ ჩვ. წ. აღ
(აქად.. Karduniaš, ეგვ. Sangar), ან ბაბილონეთის სამეფო -  ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში (ახლანდელი ერაყის ტერიტორია). წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა ძვ. წ. 539 წელს. სახელი ეწოდა მთავარი ქ. ბაბილონის მიხედვით. ბაბილონეთის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა:
                                                
                                  ბაბილონეთი იშთარის სამეფო ( პერგამონის მუზეომი, ბერლინი)
სემიტური ხახლები ამორიტები, დამფუძნებლები არიან ბაბილონის, დაიმემკვიდრეს მესოპოტამია - შუმერებისა და აქადებისგან. სახელმწიფოა ენა და დამწერლობა  ბაბილონის იყო სემიტური აქადების, რ-იც წამოვიდნენ საჭიროების გამო შუმერულსგან ხანგრძლივად იყო შენახული როგორც კულტის.
                                            
                                                        ,,ბაბილონის გოდოლი'' 
ურის III დინასტიის და შუმერთა სახელმწიფოს დამხობის შემდეგ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში მესოპოტამიაში წარმოიქმნა რამდენიმე პატარა ქალაქ-სახელმწიფო. ყოველი მათგანი თავს შუმერების პოლიტიკურ მემკვიდრეებად თვლიდნენ და მეფეები შუმერი მეფეების ტიტულებს ატარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო ბაბილონი, რომელიც ცენტრალურ მესოპოტამიაში მდებარეობდა.
ბაბილონეთის პირველ პერიოდს ამორეული დინასტიის ხანასაც უწოდებენ. ძვ. წ. 1894 ამორეველების ტომების ბელადმა სუმუაბუმმა დაიპყრო სამხრეთ შუამდინარეთში მდინარე ისინის სამეფოს ტერიტორიის ნაწილი და ქ. ბაბილონში გამარგრდა. მისი მეფობით (ძვ. წ. 1894 - ძვ. წ. 1881) ჩაეყარა საფუძველი ბაბილონეთის ამორეულ დინასტიას, რომელიც პირველი წარმომადგენლები არცთუ აქტიურად გამოდიოდნენ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. მათი მოღვაწეობა ძირითადად სამშენებლო საქმიანობით იფარგლებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბაბილონეთი ამ დინასტიის მეექვსე მეფის ხამურაბის (ძვ. წ. 1792 - ძვ. წ. 1750) ზეობაში. ბაბილონეთის ტერიტორია ამ დროს მოიცავდა თითქმის მთელ შუამდინარეთს - სპარსეთის ყურიდან ჩრდილოეთით ვიდრე სირიის უდაბნომდე. იგი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ და ცენტრალიზებულ დესპოტიად იქცა. ხამურაბი ფართო სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მის დროს შეიქმნა ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლები, გაფართოვდა საირიგაციო სისტემა, გაიყვანეს გზები, უფრო ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს იარაღი და ხელსაწყოები. მან მოაწესრიგა ქვეყნის მმართველობა, შემოიღო ერთიანი კანონმდებლობა. მის დროს ბაბილონეთის საზოგადოება იყოფოდა ორ მთავარ ნაწილად - თავისუფალნი და არათავისუფალნი. მონების რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე თავისუფალთა. მონობა ამ პერიოდში ძირითადად საოჯახო მონობის სახით იყო წარმოდგენილი. სახელმწიფოს ნატურალური შემოსავლის უმთავრეს ნაწილს სამეფო მიწებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ძველბაბილონურ ხანაში არსებობდა სატაძრო და სათემო მიწებიც, იყო აგრეთვე კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ფონდი, ყიდვა-გაყიდვის უფლებით. სავაჭრო და სავახშო ოპერაციებს აწარმოებდნენ სავაჭრო აგენტები - თამქრები
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...