понедельник, 6 апреля 2020 г.

ნეიროფიზიოლოგია

                             ნეიროფიზიოლოგია


                                     მე-1000-სე სტატია 
 ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნევრული სისტემის ფუნქციებს. იგი ნეირომორფოლოგიურ დისციპლინებთან ერთად ნევროლოგიის თეორიული საფუძველია. ნეიროფიზიოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, განვითარება დაიწყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც დაიწყეს ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება. ნეიროფიზიოლოგიის განვითარებას დიდად დაეხმარა კერძოდ ნეიროფიზიოლოგიის სტრუქტურული ერთეულის - ნევრული უჯრედის, ანუ ნეირონის აღმოჩენა და აგრეთვე ნერვული გზების შესასწავლად სპეციალური მეთოდის შემოღება - ნერვული გზების შესწავლა ნერვული ბოჭკოების გადაგვარებაზე დაკვირვებით მათი ნეირონების სხეულიდან მოცილების შემდეგ. ბელმა (1811) და მაჟანდიმ (1822) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადგინეს, რომ ზურგის ტვინის უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ ისპობა მგრძნობელობა, ხოლო  წინა ფესვების გადაჭრისას - მოძრაობა, ე.ი. უკანა ფესვებით ნერვული იმპულსები გადაეცემა ტვინს, ხოლო წინა ფესვებით - ტვინიდან პერიფერიან. 1863 წელს სეჩენოვმა აღმოაჩინა ცენტრალური შეკავება, როდესაც ტვინის რომელიმე ცენტრის გაღიზიანება აღგზნებას კი არ იწვევს, არამედ შეკავებას. შემდგომში აღგზნებისა და შეკავების ურთიერთმოქმედება საფუძვლად დაედო ყოველგვარ ნერვულ მოქმედებას.
იხ. ვიდეო

XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში დაადგინეს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების ფუნქციური მნიშვნელობა და მათი რეფლექსური მოქმედების ძირითადი კანონზომიერებები. განსაკუთრებით დიდია ნერვული სისტემის ფუნქციების შესწავლაში ვედენსკის, ბეხტერევის, შერინგტონის როლი. ოვსიანიკოვმა და მისლავსკიმ შეისწავლეს ტვინის ღეროსგულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მარეგულირებელი ფუნქციები. შესწავლილია ნათხემის, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქციები; დიდი ნახევარსფეროების (ჰემისფეროების) ქერქის მოქმედებაზე რეფლექსური პრინციპის გავრცელების შესაძლებლობა დაასაბუთა 1863 სეჩენოვმა „თავის ტვინის რეფლექსებში“. დიდი ჰემისფეროების ქერქი თანმიმდევრულად ექსპერიმენტულად შეისწავლა პავლოვმა, რომელმაც აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები. უფრო მოგვიანებით, ივანე ბერიტაშვილმა ჩამოაყალიბა კონცეფცია დიდი ჰემისფეროების ქერქის ურთულესი ფუნქციის - ცხოველთა ფსიქონერვული მოქმედების შესახებ, რომელიც ქცევის ყველაზე მაღალი რეგულატორია. უხტომსკიმ ნეიროფიზიოლოგიაში შემოიტანა დომინანტის პრინციპის ცნება. განვითარდა, აგრეთვე, მიმართულება, რომელიც შეისწავლიდა ნერვული უჯრედის მოქმედების მექანიზმებს, მათი აღგზნების და შეკავების ბუნებას. ამას ხელი შეუწყო ბიოელექტრულ მოვლენათა აღმოჩენამ და მათი რეგისტრაციის მეთოდების დამუშავებამ. შესაძლებელი გახდა არამარტო ნერვული ქსოვილის, არამედ ცალკეული ნეირონების აქტივობის, მისი აღმოცენების გავრცელების მიმართულების მისი სიჩქარის ობიექტური შესწავლა. ნერვული სისტემის მექანიზმების შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჰემჰოლცს, დიუბუა-რეიმონს, ჰერმანს, პფლიუგერ, ვედენსკის და სხვა მეცნიერებს. მათ მიღწევებს დიდად შეუწყო ხელი სათანადო ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენებამ. ელექტრულ გამაძლიერებლებსა და ოსცილოგრაფებს იყენებდნენ ნეირომოტორულ ერთეულთა (ელექტრომიოგრაფია), დიდი ჰემისფეროების ქერქის სუმარული აქტივობის (ელექტროენცეფალოგრაფია), გულის მოქმედების ელექტრული პოტენციალების (ელექტროკარდიოგრაფია) რეგისტრაციისათვის და ა.შ. მიკროელექტროდული ტექნიკის საშუალების საშუალებით ახდენდნენ ცალკეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაციას და ნერვული სისტემის მოქმედების უჯრედული მექანიზმების შესწავლას.
იხ. ვიდეო

თანამედროვე ნეიროფიზიოლოგია ინტენსიურად სწავლობს ნერვული სისტემის მაინტეგრირებელ მოქმედებას და ამ მიზნით მიმართვს სხვადასხვა მეთოდს: გადაჭრისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილის მოცილების, ტვინის ზედაპირზეთუ სიღრმეში ჩანერგილი ელექტროდებით ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაციის, ტვინის სხვადასხვა ნაწილის ელექტრული გაღიზიანების, ტვინის ქსოვილში ქიმიური ნივთიერებების შეყვანის (ქემოტროდული ტექნიკა) მეთოდებს. ნეიროფიზიოლოგიის მნიშვნელოვან მიღწევათა შორის უნდა აღინიშნოს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის აღმავალი და დაღმავალი გამაღიზიანებელი და შემაკავებელი გავლენების აღმოჩენა და დაწვრილებით შესწავლა. აღსანიშნავია, აგრეთვე, წინა ტვინის ლიმბური სისტემის, როგორც სომატურ და ვისცერალურფუნქციათა გამაერთიანებელი უმაღლესი ცენტრების დადგენა, ჰიპოთალამუსში უმაღლესი მაინტეგრირებელი ნერვული და ენდოკრინული სარეგულაციო მექანიზმების აღმოჩენა და სხვ. ნეიროფიზიოლოგებმა დაიწყეს ნერვული სისტემის კოდირების წესებისა და ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემის საშუალებათა უშუალო შესწავლა, დაამუშავეს ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური საშუალებებით აქტიურად ჩავერიოთ ნერვული უჯრედების მოქმედებაში. ასეთი ზემოქმედება (გაღიზიანება, დაზიანება) გამოიყენება ზოგიერთი ნერვული დაავადების სამკურნალოდაც კი . თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიას კავშირი აქვს სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან, როგორებიცაა: ბიოკიბერნეტიკანეიროქიმიანეირობიონიკა.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...