среда, 8 апреля 2020 г.

ნერონი

                              ნერონი

                                      Нерон Клавдий Цезарь Август Германик
ნერონი შედის შეშლილ იმპერატორთა სიაში კალიგულა გვერდით
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (ლათ. Tib. Claudius Drusus Nero Germanicus Caesar) (დ. 15 დეკემბერი37ანციუმი — გ. 9 ივნისი ან 11 ივნისი68, რომის მახლობლად) — რომაელი იმპერატორი (54 წლის 13 ოქტომბერი – 9 ივნისი 68); სახელი კლავდიუსის მიერ მის შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი, (ლათ. Lucius Domitius Ahenobarbus). ბოლო წარმომდგენელი იულიუს-კლვდიუსების დინასტიიდან. თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. იგი 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზდელის ლუციუს სენეკას, პრტორიანთა პრეფექტის სექტუს აფრინუს ბურუსის და დედის გავლენის ქვეშ.
იხ. ვიდეო
მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა სადისტურად. მან ააგო გემი, შიგ ჩასვა დედამისი, რომელსაც ერქვა აგრაფინა. როდესაც გემი წყალში შევიდა, დაიშალა. აგრაფინამ თავს უშველა და ნაპირზე გამოცურა, მაგრამ იქ მას მისი შვილი დახვდა და ბოლო მოუღო. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.
                                                                  
                                                                                            აგრიპა უმცროსი
(ლათ. Iulia Agrippina, ხშირად მოიხსენიებენ როგორც აგრიპინა უმცროსს; დ. 6 ნოემბერი15 — გ. 20 მარტი59) — გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ასული, კალიგულას და, კლავდიუსის მეოთხე ცოლი და ნერონის დედა. მისი მამა იყო იმპერატორ ტიბერიუსის ძმა, ხოლო დედა — იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსი შვილიშვილი. ბავშვობიდანვე მძიმე ცხოვრება ჰქონდა — ოჯახის წევრთა უმრავლესობა პროსკრიფციებსა და სახელისუფლებო ანგარიშსწორებებს შეეწირა, შემდეგ საკუთარმა ძმამ, იმპერატორმა კალიგულამ საყვარლად დაისვა, ბოლოს კი, დიდი ბრძოლა მოუხდა კლავდიუსის ცოლის, მესალინას ჩამოსაშორებლად და მათი ვაჟის, ბრიტანიკუსის მოსაკლავად, რათა თავისი შვილისთვის გაეთავისუფლებინა იმპერატორის ტახტისკენ მიმავალი გზა
                                                         
         გამოსახულება ნერონის (კარიკაყურა) კედელზე ტიბერიის რომი I ს
64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა „მოძებნა“ დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.
                                                       
                                                      ნერონი უყურებს ცეცხლწაკიდებულ რომს
ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.
ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც „ოქროს სახლი“ უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.
იხ. ვიდეო ნერონის საშინელი ისტორია

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანასო“. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.
                                                  
                                                      ნერონის სიკვდილი (სმირნოვი 1888)
ქრისტიანობაში ნერონი წამროდგენილია პირველი სახელწიფო ორგანიზატორი რ-უც ქრისტიანებს დევნიდა მასიურად. ტაციტური წერდა, რომ 64 წ--ს შემდეგ ნერონმა ,ასოური დასჯა განახორციელა რომში
"ქრისტიანობის შუქები (ნერონის ჩირაღდნები)." ჰენრი სემირადსკის ნახატი, 1882
ყველაზე შეშლილი მართველები
იხ.  ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...