пятница, 3 апреля 2020 г.

ფრანც შუბერტი

                              ფრანც შუბერტი

                                                    Franz Schubert by Wilhelm August Rieder 1875.jpg
(გერ. Franz Peter Schubert; დ. 31 იანვარი1797ლიხტენტალივენის მახლობლად — გ. 19 ნოემბერი1828ვენა) — ავსტრიელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დაახლოებით 600 ვოკალური კომპოზიციის ავტორი (შილერისგოეთესჰაინესა და სხვების ლექსებზე), ცხრა სიმფონიის ავტორი(VIII - ყველაზე ცნობილი - ჰქვია "დაუსრულებელი"), ასევე დიდი რაოდენობის კამერული და სოლო საფორტეპიანო ნაწარმოები.
იხ.  ვიდეო
ფრანც პიტერ შუბერტი დაიბადა ვენის გარეუბანში, ლიხტენტალის სამრევლო სკოლის მასწავლებლისა და მოყვარული მუსიკოსის ოჯახში. მისი მამა - ფრანც თეოდორ შუბერტი, მეზღვაური გლეხების ოჯახიდან იყო; დედა, ელიზაბეტ შუბერტი (ქალიშვილობაში ფიცი), იყო სილეზიელი მჭედლის ქალიშვილი. მათი 14 შვილიდან 9 გარდაიცვალა ადრეულ ასაკში.
იხ. ვიდეო

ფრანცის ძმებიდან ერთ-ერთმა - ფერდინანდმა ასევე თავი მიუძღვნა მუსიკას. ფრანცმა ძალიან ადრე გამოავლინა მუსიკალური შესაძლებლობები. მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო). ექვსი წლიდან ის სწავლობდა ლიხტენტალის სამრევლო სკოლაში. შვიდი წლიდან ის სწავლობდა ორღანზე დაკვრას ლიხტენტალის ეკლესიის კაპელმეისტერთან. სამრევლო სკოლის რეგენტი მ. ჰოლცერი ასწავლიდა სიმღერას. კარგი ხმის წყალობით 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. იქ მისი მეგობრები გახდნენ იოზეფ ფონ შპაუნიალბერტ შტადლერი და ანტონ ხოლცაპფელი. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა ა.სალიერი1818–1824 შუბერტი მოღვაწეობდა უნგრეთში. პირველად მისი ნაწარმოები 1821 გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1823 წელს შუბერტი აირჩიეს შტირიისა და ლინცის მუსიკალურ კავშირთა საპატიო წევრად. 1828 წელს ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის შემოდგომაზე შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.
იხ. ვიდეო

მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე.
იხ. ვიდეო


 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოეთეს (70-მდე სიმღერა, მ. შ. „ტყის მეფე“ და „გრეთხენი ჯარასთან“), შილერის (40-ზე მეტი, მ. შ. „ქალიშვილის ჩივილი“), ჰაინეს (6, მ. შ. „ორეული“), მიულერის (განთქმული ვოკალური ციკლები „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“, 1822 და „ზამთრის გზა“, 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.
იხ. ვიდეო

ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას. მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-7, „დაუმთავრებელი“ (1822) და მე-9, ე. წ. „დიდი“ (1828), რომელთა სახით შექმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა ― ლირიკულ-დრამატული და გმირულ-ეპიკური. სიმღერებისაგან განსახვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-7 კი ― 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX საუკუნეში იპოვა.
სახლი, სადაც დაიბადა შუბერტი
მაღალი მხატვრული ღირებულებისაა შუბერტის კამერულ-საკრავიერი შემოქმედება, გამოირჩევა სიმებიანი კვინტეტი (1828) და 3 უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824–1826). შუბერტის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი დარგია საფორტეპიანო მუსიკა (22 საფორტეპიანო სონატა, ფანტაზია „მოხეტიალე“, რომელიც ამზადებს ფ.ლისტის სიმფონიური პოემების სტრუქტურას; 11 „ექსპრომტი“, 1827–1828; „მუსიკალური მომენტი“, 1823–1828; ვალსები; ლენდლერები ― რომანტიკული საფორტეპიანო მინიატურები, რომლებიც ამზადებენ შოპენისა და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს; საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მ. შ. ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. „როზამუნდი“), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალური კვარტეტები, გუნდები, კანტატის და ორატორიის ტიპის ნაწარმოებები.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...