среда, 8 декабря 2021 г.

რადიარდ კიპლინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        რადიარდ კიპლინგი


(ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი1865ბომბეიინდოეთი ― გ. 18 იანვარი1936ლონდონიდიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველსიტი.

კრიტიკოსებისა და მითხველების მიერ მის საუკეთესო ნაწარმოებებად მიჩნეულია: „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), „კიმი“ (Kim), ლექსი «უკანასკნელი სიმღერა» (Recessional). 1907 წელს კიპლინგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი ხდება. იმავე წელს ჯილდოვდება პარიზისსტრასბურისათენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებისგან. ასევე დაჯილდოებულია ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგისა და დარემის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხით.

კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში.

იხ. ვიდეო რადიარდ კიპლინგი - ,, თუ''

რადიარდ კიპლინგი დაიბადა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, ადგილობრივი სკოლის პედაგოგ ჯონ ლოკვუდ კიპლინგისა და ალისა კიპლინგის (მაკდონალდი) ოჯახში. სახელი რადიარდი ბავშვმა მიიღო ინგლისის ტბის პატივსაცემად, რომელთანაც მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. ცხოვრების საწყისი და ბედნიერი წლები რადიარდმა ინდოეთის ეგზოტიკურ ბუნების გაცნობაში გაატარა. მაგრამ 5 წლის ასაკში იგი დასთან ერთად სასწავლებლად ინგლისში გაამგზავრეს. შემდეგი 6 წელი რადიარდმა კერძო პანსიონში გაატარა, რომლის პატრონიც (მადამ როზა) ხშირად სჯიდა მას. ასეთმა დამოკიდებულებამ სიცოცხლის ბოლომდე დაღი დაუსვა მის ცხოვრებას – იგი უძილობით იტანჯებოდა.

12 წლის ასაკში მშობლები რადიარდს აწყობენ კერძ დევონის სასწავლებელში, რათა შემდგომში პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში ჩარიცხულიყო. სასწავლებლის დირექტორი მამამისის მეგობარი კორმელ პრაისი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ლიტერატურის შესწავლაში. ახლომხედველობამ ხელი შეუშალა რადიარდს სამხედრო კარიერის გაგრძელებაში, ხოლო აღნიშნული სასწავლებლის დიპლომი სხვა ტიპის უნივერსიტეტისთვის შეუთავსებადი აღმოჩნდა. შვილის მოთხრობებით აღფრთოვანებულმა, მამამ რადიარდი ლაჰორის „სამოქალაქო და სამხედრო გაზეთის“ რედაქციაში მოაწყო ჟურნალისტად.

1882 წლის ოქტომბერში კიპლინგი ბრუნდება ინდოეთში და იწყებს ჟურნალისტად მუშაობას. თავისუფალ დროს იგი წერდა პატარა მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებსაც შემდეგ გაზეთში სხვა სტატიებთან ერთად აქვეყნებდა. ნაწარმოებების პირველი გაყიდვები 1883 წელს დაიწყო

იხ. ვიდეო




80–ანი წლების შუაში რადიარდი, როგორც ალაჰაბადის გაზეთ „პიონერის“ კორესპონდენტი, იწყებს მოგზაურობას აზიასა და აშშ–ში. „პიონერთან“ მას საქმიანი კონტრაქტი აკავშირებდა – გაზეთს უნდა გამოეცა კიპლინგის საგზაო ჩანახატები. მოგზაურობასთან ერთად რადიარის შემოქმედების გაყიდვა გაიზარდა, 1888 და 1889 წლებში მისი 6 წიგნი გამოიცა, რამაც შემოქმედებითი აღიარება მოუტანა.

1889 წელს მან მოინახულა ბირმაჩინეთიიაპონიააშშ და დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ლონდონში დასახლდა. მას უკვე ჩარლზ დიკენსის მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ. 1890 წელს მისი პირველი რომანი „ჩამქრალი სინათლე“ გამოვიდა.

                                                    შემოქმედება

ლონდონში კიპლინგი ეცნობა ახლაგაზრდა ამერიკელ გამომცემელ უოლკოტ ბეილსტირს, რომელთანაც ერთად მუშაობს მოთხრობაზე „ნუალაკჰა“ (The Naulahka). 1892 წელს უოლკოტი გარდაიცვალა, და ცოტა ხანში რადიარდი მის დაზე – კაროლინაზე ქორწინდება. თაფლობის თვის დროს, ბანკი, რომელშიც კიპლინგს მთელი თავისი კაპიტალი ჰქონდა უეცრად გაბანკროტდა და ცოლ–ქმარს ფული მხოლოდ იმისთვის დარჩა, რომ ვერმონტამდე მიეღწიათ, სადაც კაროლინას ნათესავები ცხოვრობდნენ. შემდეგი 4 წელიწადი მათ ვერმონტში გაატარეს.

ამ დროს იწყებს კიპლინგი ბავშვებისთვის წერას. 1894–1895 წლებში გამოდის მისი ცნობილი „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book) და „ჯუნგლების მეორე წიგნი“ (The Second Jungle Book). გამოიცა ასევე ლექსთა კრებული „შვიდი ზღვა“ (The Seven Seas). გაუჩნდა ორი შვილი: ჯოზეფინა და ელსი. ცოლისძმასთან ჩხუბის შემდეგ 1896 წელს ოჯახთან ერთად ინგლისში ბრუნდება. 1897 წელს გამოსცემს მოთხრობას „მამაცი ზღვაოსნები“ (Captains Courageous). 1899 კიპლინგმა დიდი დარტყმა მიიღო - აშშ–ში მოგზაურობისას ფილტვების ანთებისგან უფროსი ქალიშვილი – ჯოზეფინა გარდაეცვალა.

1899 წელს სამხრეთ აფრიკაში ატარებს რამდენიმე თვეს, სადაც ცნობილ მაგნატ სისილ როდს გაიცნობს. 1901 წელს გამოდის მისი რომანი „კიმი“ (Kim), მისი ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოები. აფრიკაშივე იგი აგროვებს მასალას ახალ საბავშვო წიგნისთვის, რომელიც 1902 წელს გამოდის სახელწოდებით „უბრალო ზღაპრები“ (Just So Stories).

იმავე წელს კიპლინგი ყიდულობს აგარაკს სასექსის საგრაფოში, ინგლისში, სადაც ცხოვრების ბოლომდე სახლდება. იქვე წერს თავის ცნობილ წიგნებს (Puck of Pook’s Hill) და (Rewards and Fairies). ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად პოლიტიკურს იწყებს. იგი წერს გერმანიასთან სამომავლო ომზე, გამოდის კონსერვატორთა მხარდაჭერით და ფემინიზმის წინააღმდეგ. 1907 წელს მან ნობელის პრემია მიიღო.

მოთხრობები:

1.ათასი მწუხარების ჭიშკარი

2.პატარა ტობრა

3.ლისპეტი

4.ღმერთების ხაზინა

5.მოხეტიალე ებრაელი

6.ამირას მოწყალება

7.ნაბოთე

8.მეამბოხე მოტი-გოჯი

9.წყალდიდობის ჟამს

10.ნამგეი დულა

11.რიქშა-აჩრდილი

12.ოლქის თავკაცი

13.იმრეის დაბრუნება

14.ტყუპი

                                       პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კიპლინგი ლიტერატურულ შემოქმედებას სულ უფრო მცირე დროს უთმობს. 1915 წელს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო – ომში დაიღუპა უფროსი ვაჟი, ჯონი. რადიარდი ამ დროს მეუღლესთან ერთად წითელ ჯვარში მუშაობდა. ომის შემდეგ იგი სამხედრო დაკრძალვების კომისიაში მუშაობდა. სწორედ მის მიერ იქნა არჩეული ბიბლიური ფრაზა „მათი სახელები მუდამ იცოცხლებენ“ ხსოვნის ობელისკებზე.

იხ. ვიდეო



                                            ბოლო დღეები

კიპლინგი აგრძელებდა ლიტერატურულ შემოქმედებას 1930–იანი წლების დასაწყისამდე, თუმცა ნაკლები წარმატებით. ბოლო წლებში ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1936 წლის 18 იანვარს თავის ქალაში სისხლის ჩაქცევით. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეცდომით ნაადრევად დაიბეჭდა ერთ–ერთ ჟურნალში და კიპლინგმა მისთვის ჩვეული ენამახვილობით რედაქციას ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „ახლა წავიკითხე, რომ გარდავცვლილვარ. არ დაგავიწყდეთ, ჟურნალის ხელმომწერთა სიიდან ამომშალეთ!“

რადიარდ კიპლინგი დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში, პოეტთა კუთხეში

                                                          

1930 წლამდე, კიპლინგის მიერ გამოცემულ წიგნებზე ხშირად იყო გამოსახული სვასტიკა. რადიარდი მას იყენებდა როგორც ძველინდურ სიმბოლოს, რომელიც წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო. მას შემდეგ რაც ნაცისტებმა სვასტიკა საკუთარი მოძრაობის სიმბოლოდ აირჩიეს, კიპლინგმა დაიქირავა გრავიურებზე მომუშავე სპეციალისტი და სცადა მაქსიმალურად გაენადგურებინა იგი თავისი ძველი გამოცემებიდან, რათა ამით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ იგი არ თანაუგრძნობდა გერმანელებს. 1936 წელს კი მოუწია საჯარო გამოსვლა ნაციზმის გმობითა და მისი საშიშროების შესახებ.

იხ. ვიდეო 








Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...