суббота, 4 декабря 2021 г.

ღრიალა მაიმუნები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ღრიალა მაიმუნები

 (ლათ. Alouatta) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ობობასებრი მაიმუნების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 56–91,5 სმ, კუდისა — 58,5–91,5 მმ. წონა 4–11 კგ. შიშველი სახე და დიდი ეშვები აქვთ, ბეწვი უხეშია და მოკლე. ჩვეულებრივ, მოყვითალო-მურა, მოწითალო-მურა ან შავი ფერისაა. აქვთ მოსაჭიდი კუდი. გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ ტყეებში მექსიკიდან პარაგვაიმდე.[1] აერთიანებს 15 სახეობას.[2] მეტად ცნობილი სახეობებია: წითური ღრიალა (ლათ. Alouatta seniculus) და ცენტრალურამერიკული ღრიალა (ლათ. Alouatta pigra). პირველი გავრცელებულია ვენესუელასა და გვიანაში, ხოლო მეორე მექსიკასა და სამხრეთი ამერიკის ჩრდილო რაიონებში. ღრიალა მაიმუნები ბინადრობენ მაღალი ხეების ვარჯზე. იკვებებიან ნაყოფითფოთლებითკაკლით, თესლით, წვრილი ხერხემლიანებითა და მწერებით. ჯგუფურად (4–17 ინდივიდი) ცხოვრობენ. მამრები ხმამაღლა ყვირიან და ლომების ღრიალს მოგვაგონებენ. მრავლდებიან მთელი წლის განმავლობაში. მაკეობა 140 დღემდე გრძელდება. ნაშიერი 10 თვემდე რძით იკვებება. სქესობრივ სიმწიფეს მდედრები 3–4, ხოლო მამრები 5 წლისა აღწევენ. ტყვეობაში ცოცხლობენ 23 წლამდე.
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...