среда, 8 декабря 2021 г.

ლათინთა იმპერია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ლათინთა იმპერია

რომანია (ფრანგ. Empire latin de Constantinopleბერძ. Λατινική Αυτοκρατορία της Κωνσταντινούπολης; Ρωμανίαლათ. Imperium Romaniae) — შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ 1204 წელს.

1204 წლის 13 აპრილს ჯვარსონებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამავე წლის მაისში ჯვაროსნებსა და ვენეციელებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე შეექმნათ ახალი ფეოდალური სახელმწიფო.

ლათინთა იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა ფლანდრიისა და ჰენეგაუს გრაფი ბოდუენ IX ბოდუენ I-ის სახელით. ლათინთა იმპერიაში შედიოდა ბიზანტიის რამდენიმე პროვინცია, როგორებიც არიან თესალონიკისმაკედონიისთესალიისპელოპონესის ოლქები. იმპერია იყოფოდა ფეოდალურ სამფლობელოებად, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო თესალონიკის სამეფოაქაიიის პრინციპატი და ათენის საჰერცოგო.

იხ. ვიდეო ლათინთა იმპერია

ლათინთა იმპერია იყო ფრანგული ტიპის მონარქია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის სახელმწიფო წყობილების ზოგიერთი ნიშანი. ლათინთა იმპერატორებმა შეინარჩუნეს ბიზანტიის საიმპერატორო კარისათვის ჩვეული ფუფუნება, მაგრამ მათ ძალაუფლებას ზღუდავდა დიდი სენიორებისა და ვენეციელი პოდესტისაგან შემდგარი საბჭო. უმაღლეს თანამდებობათა დიდი ნაწილი შეესაბამებოდა დასავლეთევროპულს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ბერძნული სახელწოდება. ლათინთა იმპერიაში გაბატონებულ წოდებას წარმოადგენდნენ მცირერიცხოვანი დასავლური ტიტულების მქონე „ლათინი“ ფეოდალები, რომელთა რიგებს შეუერთდნენ ბიზანტიური ტიტულის მქონე დიდი მოხელენიც. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ მიწაზე მიმაგრებული ბერძენი გლეხები, რომელთაც ძველთან ერთად დაეკისრათ ახალი, დასავლური ტიპის ვალდებულებანი (ბანალიტეტი).

უმაღლეს საეკლესიო იერარქიას სათავეში ედგა რომის კათოლიკე პატრიარქი, ხოლო რიგითი სამღვდელოება მომეტებულად ბერძნულ-მართლმადიდებლური წესის მიმდევარი იყო.

ლათინთა იმპერიაში, რომელიც სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური წინააღმდეგობების მქონე სუსტი ფეოდალური გაერთიანება იყო, ვერ მოხდა ბერძნული და ლათინური კულტურის ორგანული შერწყმა.

                                                                       

კონსტანტინეპოლის აღება (1204)

ლათინთა იმპერიას განუწყვეტელი ბრძოლა უხდებოდა ბულგარეთის სამეფოსთან და ბიზანტიური მიწა-წყლის ნაწილზე აღმოცენებულ ახალ ბერძნულ სახელმწიფოებთან - ნიკეის იმპერიასა და ეპირის დესპოტატთან, ხოლო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე, ქართველი ტომებით დასახლებულ მიწა-წყალზე აღმოცენდა საქართველოს ყმადნაფიცი სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია. ლათინთა იმპერია თანდათან კარგავდა თავის ტერიტორიებს; 1222 წელს ეპირის დესპოტმა ხელთ იგდო თესალონიკის სამეფო. ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა, რომელსაც ფულითა და ფლოტით ეხმარებოდნენ ვენეციის მოქიშპე გენუელები1261 წლის 25 ივლისს მოულოდნელად აიღო კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღო ლათინთა იმპერიის არსებობას. ლათინთა იმპერიაში შემავალი რამდენიმე ფეოდალური სამფლობელო შუა და სამხრეთ საბერძნეთში ერთხანს შერჩათ ლათინებს, ხოლო ყოფილი იმპერატორის ბოდუენ II-ის (გ. 1273) მემკვიდრენი კიდევ დიდხანს აცხადებდნენ პრეტენზიას ლათინთა იმპერატორის ტიტულზე.

ლათინთა იმპერიამ სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ბიზანტიის იმპერიას, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა პირველობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში და მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზანტიის საბოლოოდ დაცემა.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...