суббота, 18 декабря 2021 г.

ბონი და კლაიდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ბონი და კლაიდი

ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, დიდი დეპრესიის პერიოდის ცნობილი ამერიკელი მძარცველები, შეყვარებულთა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმბოლოები. მათ შესახებ გადაღებულია ფილმი.ბონი ელიზაბეტ პარკერი (Bonnie Elizabeth Parker), - დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაშიტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში.
                                                                    
ბონი პარკერი
კლაიდ ჩესტნატ ბაროუ (Clyde Chestnut Barrow) - დაიბადა 1909 წლის 24 მარტს, ქალაქ ტელიკოშიტეხასი. ის იყო მე-5 შვილი ღარიბი ფერმერების ოჯახში. 16 წლისამ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხი ვერსად მოიკიდა. ის გატაცებულია ავტომობილებით და 1926 წელს პირველად ხვდება ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო. 1930 წელს ხვდება ბონი პარკერს. ამავე წელს ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის ასამართლებენ კლაიდსა და მის ძმას, ბაკს. კლაიდს მიუსჯიან ორ, ხოლო ბაკს - 4 წელს. ბაკს იმავე წელს ათავისუფლებენ ”კარგი ყოფა-ქცევის” გამო, ხოლო კლაიდი ახერხებს ორ პატიმართან ერთად გაპარვას. გაქცევა, სავარაუდოდ, ბაკის ორგანიზებული იყო, ხოლო ბონი ასრულებდა შუამავლის როლს, მან გადასცა იარაღი ციხეში მყოფ კლაიდს. ერთი კვირის შემდეგ მას კვლავ აპატიმრებენ მიდლთაუნში (ოჰაიო), მიუსჯიან 14 წელს და გადაჰყავთ ჰანსტვილის ციხეში (ტეხასი).
კლაიდ ბაროუ
1932 წელს კლაიდს ვადამდე ათავისუფლებენ ციხიდან და ის უკვე ბონი პარკერთან ერთად ხელახლა იწყებს კრიმინალურ კარიერას. ბონი და კლაიდი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი დეპრესიის დროს. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს და ქმნიდნენ ქაოსს. მათ 13 მკვლელობა და 12-მდე ბანკის ძარცვა მიეწერებათ, ასევე უამრავი ძარცვა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში. ისინი ცნობილნი იყვნენ ბაროუს ბანდის სახელით. ბაკ ბაროუ 1933 წელს გამოდის ციხიდან და მაშინვე უერთდება ბანდას ცოლთან, ბლანშთან ერთად. მათ გარდა ბანდას კიდევ ერთი წევრი ჰყავს - ჯოუნსი.
ბონი და კლადი

ფედერალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად დასდევდა ბანდას. ის ადრინდელივით შეზღუდული არ იყო შტატების საზღვრებით. ამიტომ ისინი თავს აფარებენ მისურის შტატს, სადაც 20-იანი წლების ტრადიციების თანახმად იმალებოდნენ განგსტერები. ისინი ბინავდებიან სამსართულიან სახლში, მთების ახლოს, სადაც ძალიან ცუდი გზებია და მოსახერხებელი ადგილებია დასამალად. ბანდის წევრები ბევრ ფოტოებს იღებენ, განსაკუთრებით ბონი, რომელიც ცდილობს, ყველა ფოტოში ელეგანტურად გამოიყურებოდეს და ბაძავს სარეკლამო პოსტერებს.

მეზობლების ყურადღებას იპყრობს არა მარტო მათი უცნაური ქცევა, არამედ ისიც, რომ მათი ავტომობილები რეგისტრირებულები არიან ტეხასში. ერთ-ერთი მეზობელი მათ შესახებ ატყობინებს პოლიციას, რომელისაც ეჭვი უჩნდება, რომ ისინი ბუტლეგერები არიან. 1933 წლის 13 აპრილს პოლიციის ორი მანქანა მიდის მძარცველების სახლთან, სადაც ატყდება სროლა. სროლისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ბაკმა, ხოლო მის მეუღლეს აპატიმრებს პოლიცია. დანარჩენები ახერხებენ გაქცევას. ბაროუს ბანდის სახლის დათვალიერების შემდგომ პოლიცია პოულობს უამრავ ფოტოს, რომლებზეც მძარცველები არიან გამოსახულნი. ეს ფოტოები ხდებიან დამნაშავეთა პირველი ტყუარი გამოსახულებები. ამ ფოტოების საფუძველზე მძარცველები ხვდებიან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სიებში, როგორც განსაკუთრებულა საშიში დამნაშავენი, რომლებიც ან უნდა დაიჭირონ, ან ადგილზევე გაანადგურონ.

                                              სიკვდილი

1934 წლის 1 აპრილს მძარცველებმა მოკლეს კიდევ ორი პოლიციელი. სულ 2 წლის განმავლობაში მათ 9 პოლიციალი მოკლეს.

ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ შერიფი ფრენკ ჰეიმერი აწყობს საფარს ლუიზიანას გზაზე, შავ ტბასთან, სადაც ბონი და კლაიდი დადიოდნენ პროდუქტებისთვის.

პოლიციის მიერ დაცხრილული მანქანა

1934 წლის 23 მაისს გზაზე მიმავალი მძარცველების ავტომობილი დაცხრილა ექვსმა პოლიციელმა, რომელთაგან 4 იყო ტეხასელი რეინჯერი, ხოლო ორი ლუიზიანელი. მანქანაში 167 ტყვიამ გაიარა, მათგან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ.

მიუხედავად ბონის ლექსში გამოხატვული სურვილისა, შეყვარებულები ცალ-ცალკე დაასაფლავეს, ხოლო მათი სიკვდილის ადგილას დადგეს ობელისკი. ბონის საფლავზე დღემდეა შემორჩენილი მისი დედის მიერ გაკეთებული წარწერა: ”როგორც ყველა ყვავილი ხდება ნაზი მზის სხივებისაგან, ისე ეს ძველი სამყარო ხდება უფრო კაშკაშა შენნაირების ცხოვრების შედეგად”

იხ. ვიდეო ბონი და კლაიდ რეალური ისტორია




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...