вторник, 5 апреля 2022 г.

ფილიპ ლენარდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ფილიპ ლენარდი

(გერმ. Philipp Lenard; დ. 7 ივნისი1862ბრატისლავაუნგრეთის სამეფოავსტრიის იმპერია — გ. 20 მაისი1947მოსელჰაუსენიგერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი რომელიც გახდა 1905 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „მისი შრომისათვის კათოდურ სხივებზე“.

ფილიპ ედუარდ ანტონ ვონ ლენარდი დაიბადა 1862 წლის 7 ივნისს, პრესბურგში (დღევანდელი ბრატისლავა), უნგრეთის სამეფოში. ლენარდის ოჯახი წარმოშობით ტიროლიდან მოდის (XVII საუკუნე). მისი მშობლები იყვნენ გერმანულ ენაზე მოლაპარაკენი. მისი მამა ფილიპ ვოლ ლენარდი (1812-1896ღვინით-მოვაჭრე პრესბურგში. მისი დედა იყო ანტონიე ბაუმანი (1832-1865). ახალგაზრდა ლენარდი სწავლობდა Pozsonyi Királyi Katolikus Főgymnasium-ში და როგორც იგი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერს, ამ სასწავლებელმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (განსაკუთრებით მისმა მასწავლებელმა ვირგილ კლატმა). 1880 წელს ფილიპმა ვენასა და ბუდაპეშტში შეისწავლა ფიზიკა და ქიმია1882 წელს მან დატოვა ბუდაპეშტი და დაბრუნდა პრესბურგში, მაგრამ 1883 წელს გაემგზავრა ჰაიდელბერგში (ჰაიდელბერგში წასვალმდე მან უარი თქვა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის თანაშემწის თანამდებობაზე). ჰაიდელბერგში იგი სწავლობდა ცნობილი პიროვნების, რობერტ ბუნსენის ზედამხედველობის ქვეშ. მან დოქტორის ხარისხი მიიღო 1886 წელს. 1887 წელს მან მუშაობდა დაიწყო კვლავ ბუდაპეშტში, ლორანდ ეტვეშის ასისტენტად (დემონსტრანტად). აახენშიბონშივროცლავშიჰაიდელბერგში (1896–1898) და კიელში (1898–1907) მუშაობის შემდეგ იდი დაბრუნდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1907 წელს როგორც ფილიპ ლენარდის ინსტიტუტის წინამძღოლი. 1905 წელს ლენარდი გახდა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 1907 წელს უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მისი ადრეული მუშაობა მოიცავს ფოსფორესენციისლუმინესენციის და „ცეცხლგამტარობის“ კვლევას.

იხ. ვიდეო - История фотоэлектрического эффекта: битва Эйнштейна против Ленарда - Эйнштейн получил Нобелевскую премию за фотоэффект, но почему? Он был более известен своей теорией относительности. Все это связано с человеком по имени Филипп Ленард. Эксперименты Ленарда вдохновили Эйнштейна, и Ленард сначала подружился с Эйнштейном, но затем повернулся и превратил его жизнь в несчастье. Это увлекательная история о том, как гениальный ученый может сойти с ума.




გვიანი წლები

ფილიპ ლენარდი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის თეორეტიკოსი ფიზიკოსის თანამდებობიდან გადადგა 1931 წელს. ჰაიდელბერგის ჰელმჰოლცის გიმნაზია 1927-1945 წლებში ატარებდა ფილიპ ლენარდის სკოლის სახელს. ლენარდი გარდაიცვალა 1947 წლის 20 მაისს 84 წლის ასაკში, მოსელჰაუსენშიგერმანიაში.

მას იხსენებენ როგორც ძლიერ გერმანელ ნაციონალისტს, რომელსაც არ უყვარდა „ინგლისური ფიზიკა“ და მისი იდეებს გერმანიისაგან მოპარულად აღიქვავდა.

დაფასება და ჯილდოები

ლენარდის ჯილდოებში შედიოდა: სამეფო საზოგადოების რუმფორდის მედალი (1896), იტალიის მენციერებათა აკადემიის მატეუჩის მედალი (1896), ფრანკლინის ინსტიტუტის ფრანკლინის მედალი (1932) და ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1905). აგრეთვე იგი იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

2008 წელს მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე კრატერს ეწოდა ფილიპ ლენარდის სახელი მის პატივსაცემად.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...