понедельник, 25 апреля 2022 г.

რაშიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           რაშიზმი

განადგურებული რუსული MT-LB და მსაზე დახატული „Z“ სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრისას. „Z“ სიმბოლოს ფართოდ იყენებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები და ომის მხარდამჭერი რუსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 (ინგლ. Rashism, რუს. Рашизм), ასევე გამოიყენება ტერმინი რუსიზმი — ნეოლოგიზმი, რომელიც ძირითადად გამოიყენება უკრაინული მედიის მიერ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ვლადიმირ პუტინის მმართველობისას რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგიისა და პრაქტიკის აღსაწერად, რომელიც ეფუძნება იდეებს რუსეთის „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიაზე“, როგორიცაა „მოძმე ერების უფროსობა“ ან „მოსკოვი როგორც მესამე რომი“. ის ემყარება რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა მემკვიდრეობას, მათ შორის საბჭოთა კავშირის როლს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზნეობრივ დოქტრინასა და „რუსული სამყაროს“ კონცეფციას. ტერმინი აქტუალური გახდა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებში 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინის მიერ „სპეცილური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიზნებად უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ დასახელდა.
ტერმინმა არაოფიციალურ გავრცელება ფართო წრეებში 2008 წელს ჰპოვა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ ტერმინის გავრცელების განმეორებითი ტალღა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად Boeing 777 თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს დაიწყო.

ტერმინი პირველად აღნიშნული იყო გერცენის მიერ რომანში „წარსული და ფიქრები“ (1868), „რუსეთიზმის“ ფორმით. ტერმინ „რაშიზმის“ („რუსიზმის“ ფორმით) იდეოლოგიური აღორძინების ავტორია იჩკერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ქმედებებში მის გამოხატულებას ხედავდა. 1995 წელს დუდაევმა აღნიშნა, რომ „რუსიზმი – ეს კაცმოძულე იდეოლოგიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც დაფუძნებულია დიდმპყრობელურ შოვინიზმზე, სრულ უსულობასა და ამორალურობაზე... მოქმედების პრინციპია ყველაფერი ცოცხალის განადგურება, დამწვარი მიწის ტაკტიკა. გამოირჩევა მსოფლიო ბატონობის შიზოფრენიული ფორმით. ფლობს მონურ ფსიოლოგიას, პარაზიტირებს ტყუილ ისტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩაგრულ ხალხებზე. რუსიზმი პოლიტიკურად ხასიათდება მუდმივი იურიდიულ-სამართლბრივი და იდეოლოგიური ტერორიზმით“.

2022 წლის 23 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რასაც რუსეთი შვება არა ნაციზმი, არამედ რაშიზმია, ეს ახალი კონცეფცია ისტორიის წიგნებში იქნება“.

               ძირითადი ნიშნები და თვისებები

გარკვეული მტკიცებებით, რაშიზმის, რომელიც უკვე სრულად ჩამოყალიბდა ოფიციალურ იდეოლოგიად, საფუძვლად დევს სამართლის ძალის უარყოფა და ძალის უფლების მტკიცება, უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ და თვითდამკვიდრება განუკითხაობისა და ძალადობის ხარჯზე. იმის მიუხედავად, რომ ეს თვისებები დამახასიათებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის, იგი მემკვიდრეობით გადმოღებულია ოქროს ურდოსგან. რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია რუსების, როგორც „ღვთის რჩეულთა“ ერის შესახებ.

რუსი ისტორიკოსის ალექსანდრე სკობოვის აზრით, რაშიზმი წარმოადგენს დიდმპყრობელური რუსული შოვინიზმისსაბჭოურ წარსულზე ნოსტალგიისა და ცრუმორწმუნეობრივი მართლმადიდებლობის ეკლექტიკურ ნარევს. აგრეთვე, რაშიზმი ხასიათდება პიროვნებისადმი უპატივცემლობით, პიროვნების უმრავლესობაში „დაკარგვისა“ და უმცირესობების დათრგუნვისადმი სწრაფვით. რაშიზმს ახასიათებს ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესებისადმი, ვინაიდან „ყოველივე ეს მხოლოდ ნატიფი მანიპულაციების ინსტრუმენტია“ (თავად რაშიზმი უპირატესობას ანიჭებს უხეშ მანიპულაციებს). რაშიზმი გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „სახალხო სული“ და „უზენაესი საერთო ინტერესი“ ვლინდება არა ფორმალიზებული არჩევითი მექანიზმებით, არამედ ირაციონალურად, მისტიკურად - ბელადის მეშვეობით. ბელადმა შეძლო გამხდარიყო ასეთი იმიტომ, რომ მოახერხა ყველა დანარჩენის დამარცხება.

პოლიტოლოგი რუსლან კლუჩნიკი აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა ცდილობს ააგოს საკუთარი „სუვერენული დემოკრატია“ დასავლურ სტანდარტების გარეშე, სახელმწიფოს შექმნის რუსული ტრადიციების გათვალისწინებით.

იხ. ვიდეო - Rashism or Ruscism  is both an assertion that Russia has been transformed into a fascist country and a name of an ideology of Great Russia or Russian military expansionism. That transformation was described as based on the ideas of the "special civilizational mission" of the Russians, such as Moscow as the third Rome and expansionism. This is also a claim widely used to identify supporters of Russian military aggression.



                                        ემბლემა

რუსების მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სამხედრო ტექნიკაზე დატანილი განმასხვავებელი სიმბოლო

ომის სიმბოლოს სახით ასო „Z“ გამოიყენებოდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის ნიშნად. ჩეხეთის მთავრობამ ნიშანი „Z“, როგორც ნაცისტური სვასტიკის ექვივალენტი შეაფასა, მაშინ, როდესაც ყირგიზეთმა და ყაზახეთმა აკრძალეს „Z“ სიმბოლოების საჯარო გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.

ზოგადად სიმბოლო „Z“ პროპუტინისტურმა და პროსამხერდო სამოქალაქო პირებმა, როგორც პუტინისადმი სიყვარულისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოვლინება მიიღეს. მაგალითად, კუზბასის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა, შეცვალა ოლქის დასახელება და ჩაანაცვლა რუსული „з“ ლათინურ ასო „Z“-თი (კუZბასი). სხვა მაგალითია: როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა დაიწყო საკუთარი გვარის დაწერა როგორც „როგოZინი“.

ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა რუსეთში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი ფლეშმობები დაიწყეს, სადაც გამოსაჩენ ადგილზე გამოსახული იყო სიმბოლო Z. რუსული პროპაგანდისტული მასმედია აზიარებდა სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ვიდეორგოლებს, რომლებზეც აღბეჭდილია „Z“ სიმბოლოიანი შავ პერანგებში ჩაცმული ახალგაზრდების ფლეშმობი, რომლებიც გაიძახიან „რუსეთისათვის, პუტინისათვის!“. სახელმწიფო დუმის წევრმა, მარია ბუტინამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად დაიხატა ასო „Z“ თავის პიჯაკზე და მოუწოდა სხვებს ასევე მოიქცნენ

იხ. ვიდეო - Ukraine War - Rashism is Russian Fascism



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...