среда, 13 апреля 2022 г.

სპარტა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               სპარტა

ძველი სპარტის ტერიტორია

 (ძვ. ბერძნ. Σπάρτηლათ. Sparta) ან ლაკედემონი (ძვ. ბერძნ. Λακεδαίμωνლათ. Lacedaemon) — ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო (პოლისისაბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის სამხრეთ აღმოსავლეთ ოლქში — ლაკონიკეში. გაშენებულია მდინარე ევროტასის ხეობაში. ენა - ძველი ბერძნული, დორიული დიალექსტი, მართველობის ფორმა - არისტროკატიული რესპუბლიკა, ოლიგარქიული რესპუბლიკა, დიანსტია - აგიადები, ევრიპონდები, სტარტის მეფეები - ძვ. წ. XI საუკუნე არისტოდემი

 - ძვ. წ. IX საუკუნე ლიკურგე (რეგენტი)

 - 491 — ძვ. წ. 480 ლეონიდასი

 - 262 — ძვ. წ. 241 აგისი

 - 235 — ძვ. წ. 222 კლეომენი

 - 207 — ძვ. წ. 192

ისტორია -  წარმოშობა ქალაქი-სახელმწიფოსი სპარტა ძვ. წ. XI საუკუნე

 - ლიკურგის კანონმდებლობის შემოღება ძვ. წ. IX საუკუნე

 - 300 სპარტელის გმირობა სპარსელებთან ომში ძვ. წ. 480

 - პელოპონესის ომი და საბერძნეთში სპარტის ჰეგემონიის დამტკიცება 431 – ძვ. წ. 404

 - ლაკონიალური ომი, სპარტის მარცხი და მისი შემოერთება აქაველურ კავშირთან ძვ. წ. 195

 - სპარტის დაპყრობა რომაული ჯარების მიერ

ლაკონიკეში კრეტა-მიკენის კულტურის კერები არსებობდა. ტერიტორია ასევე ყურადღებას იპყრობს თავის არქეოლოგიური ძეგლებით: ეკლესიით ფეხზე მდგარი არტემი და რომის იმპერიის პერიოდის თეატრით. ჰომეროსის „ილიადაში“ იხსენიება ლაკონიკეს 12 აქველ თემთა შორის, მითური მეფე მენელაეს სამფლობელოდ. დორიელთა შემოჭრის (ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისი) შედეგად ლაკონიკეს ძველი კერები დაინგრა, მოსული (დორიული) და დამხვდური (აქაველი) მოსახლეობა ერთმანეთს შეერია, ახალი სპარტის აღმოცენება უკვე მდინარე ევროტასის ნაპირებზე ძვ. წ. X-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ორი თემის გაერთიანებას მოწმობს ორმეფობა სპარტის სათავეში — ევრიპონტიდებისა (დორიელები) და აგიადების (აქაველები) დინასტიებით.

იხ. ვიდეო - სპარტა - უგალავნო პოლისი. ათენი - დემოკრატიის სამშობლო

ათენისგან განსხვავებული იყო სამხრეთ საბერძნეთის საზოგადოება. ძვ. წ. IX საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ლაკონიკე, რომლის დედაქალაქი იყო სპარტა. სპარტის რთული გეოგრაფიული მდებარეობა და ზღვის სანაპიროს ნაოსნობისთვის გამოუსადეგარობა გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმაოდგენდა, რამაც ლაკონიკეს საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების ნელი ტემპი გამოიწვია.

სპარტას საზოგადოება სამი ნაწილისგან შედგებოდა:

ამათგან სრულუფლებიანი მოქალაქეები მხოლოდ პირველნი იყვნენ. ყველა სპარტელი შედიოდა „თანასწორდა თემში“. ისინი სამხედრო საქმის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ცხოვრებისთვის ყველაზე საჭირო საქმეს (მიწის დამუშავება) აკეთებდნენ ჰილოტები, რომლებიც სრულებით უუფლებონი იყვნენ და სპარტელთა საკუთრებად ითვლებოდნენ.

მათზე ბევრად მრავალრიცხოვანი ჰილოტების დასამორჩილებლად სპარტელებმა შემოიღეს „სპარტანული ცხოვრების წესი“. ისინი მთელ დროს ატარებდნენ „ფიდიტუსში“ -სამხედრო ბანაკში, სადაც ვარჯიშობდნენ, იწვრთნებოდნენ და შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. მათი მთავარი ვალდებულება ჰილოტების დამორჩილება იყო. ჰილოტები ხშირად უჯანყდებოდნენ მოძალადეებს. სპარტელები კი ხოცავდნენ ყველაზე ძლიერ ჰილოტებს. ყველაზე დიდი აჯანყება (ე. წ. მესენიელთა ომები) მოხდა ძვ. წ. 464-458 წწ.

ჰილოტების გარდა სპარტელთა ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ პერიეკები, თავისუფალნი, მაგრამ პოლიტიკურ უფლებას მოკლებულნი. ესენი იყვნენ ხელსონები და ვაჭრები. თვითონ სპარტელები სამეურნეო ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ. მათი ცხოვრება საომარი ყაიდისა იყო. სპარტის ცხოვრების ორგანიზაცია მიეწერებოდა ლეგენდარულ კანონმდებელსა და სპარტის სახელმწიფოს დამაარსებელს — ლიკურგეს.

                                                                   
სპარტული ფარი

სპარტის უმაღლესი ორგანო იყო აპელა — სახალხო კრება (ფაქტობრივად მოკლებული საკანონმდებლო უფლებას), კრებიდან კრებამდე კი უმაღლეს ხელისუფლებას ახორციელებდა გერუსია – უხუცესთა საბჭო. მეფეები (2 მეფე), აპელასა და გერუსიისაგან ფრიად შეზღუდულნი, სათავეში ედგნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, სარდლობდნენ ლაშქარს და განაგებდნენ კულტს. სახალხო კრება ცალკე ირჩევდა ეფორების კოლეგიას, რომელიც კონტროლს უწევდა მოქალაქეთა და მეფეთა საქმიანობას.

                                                                         
რომის იმპერიის პერიოდის თეატრის ნანგრევები

სპარტის სამეფო ჩამოყალიბდა ძვ. წ. XI საუკუნეშიძვ. წ. X საუკუნეში ხდება დორიელების მიერ ლაკონიის დაპყრობა, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა აქციეს პერიეკებად (პოლიტიკურად უუფლებონი, მოქალაქეობრივად თავისუფალნი) და ჰილოტებად (სახელმწიფო მონები), ხოლო მათ პრივილეგირებული სპარტიატების ფენა შეადგინეს. ძვ. წ. IX საუკუნეში კანონმდებელმა ლიკურგემ სპარტის საფუძველზე ჩამოაყალიბა ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, რომელმაც თავისი ჰეგემონია გაავრცელა მთელს პელოპონესზე და მთლიანად ძველ საბერძნეთზე.

ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში სპარტამ გაანადგურა თავისი მეტოქე არგოსი და თავისი მეთაურობით შექმნა პელოპონესის კავშირი, რომელიც ბერძენ-სპარსელთა ომებში (ძვ. წ. 500-449 წწ.) წამყვან როლს ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 478 წელს ათენის საზღვაო კავშირი შეიქმნა და ბრძოლებმა გადაინაცვლა ზღვაზე, ათენი დაწინაურდა. სპარტისა და ათენის მეტოქეობა ომში გადაიზარდა. ე. წ. პელოპონესის ომი (ძვ. წ. 431-404 წწ.) ათენის დამარცხებითა და საბერძნეთში სპარტის გაბატონებით დამთავრდა.

სპარტა უხეშად ერეოდა ბერძნული პოლისების საშინაო ცხოვრებაში, ძალით ამყარებდა ოლიგარქიულ რეჟიმებს. სპარტამ ვერც სპარსეთთან აგრესიის საფრთხე აღკვეთა. ბერძნული ქალაქები სპარტას აუჯანყდნენ, სპარსეთი აჯანყებულებს მიემხრო. ე. წ. კორინთის ომი (ძვ. წ. 395-387 წწ.) ძვირად დაუჯდა საბერძნეთს. სპარტა იძულებული იყო ხელი მოეწერა სამარცხვინო ანტალკიდას ზავისათვის. ამას დაერთო მძაფრი სოციალური ძვრები თვით სპარტის შინაურ ცხოვრებაში; ხშირმა ომებმა, ნაძარცვის შემოტანამ, ქონების დაგროვებამ, ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის განვითარებამ დაარღვია კონსერვატიული და კარჩაკეტილი „თანასწორთა თემი“. დაახლოებით ძვ. წ. 400 წელს ეფოროსმა ეპიტადეოსმა გაატარა რეფორმა, რომლის ძალით ყველა სპარტელს ნება ეძლეოდა გაესხვისებინა მიწა. მიწა ასი ოჯახის ხელში მოექცა; სრულუფლებიან მოქალაქეთა რიცხვი 700-მდე დავიდა. კერძო საკუთრება საბოლოოდ დამკვიდრდა. დაეცა სპარტის სამხედრო ძლიერებაც. ორჯერ მძიმედ დამარცხდა თებესთან ბრძოლაში (ლევქტრის ომი — 371 და მანტინეის ომი — ძვ. წ. 362 წ.). პელოპონესის კავშირი დაიშალა.

ძვ. წ. III-II საუკუნეებში სპარტაში ძლიერდება სოციალური ბრძოლა. მეფეები ჯერ აგის IV და შემდეგ კლეომენე III, შეეცადნენ ღარიბთა სასარგებლო რეფორმების გატარებას (ვალების გაუქმება, მიწების ხელახალი განაწილება, სრულუფლებიან მოქალაქეთა რიცხვის გაზრდა), მაგრამ იგი მონათმფლობელური ოლიგარქიის სასტიკი წინააღმდეგობის (მას აქაველთა კავშირი და მაკედონია უჭერდა მხარს) გამო სრული მარცხით დამთავრდა.

ძვ. წ. 207 წელს სპარტაში ხელისუფლება ხელთ იგდო ტირანმა ნაბისმა, რომელმაც სოციალური რეფორმა გაატარა: მდიდრებს მიწები ჩამოართვა და ღარიბებს დაურიგა, ჰილოტები გაააზატა. მაგრამ რომისა და ბერძნულ პოლისთა ხელახალი ჩარევის შედეგად სპარტაში ოლიგარქიის ბატონობა აღდგა.

სპარტა ძვ. წ. 146 წელს (შეზღუდული თავისუფლებით) დანარჩენ საბერძნეთთან ერთად რომის მორჩილებაში მექცა. ძვ. წ. 27 წლიდან სპარტა რომის პროვინციის აქაიის შემადგენლობაში შევიდა.

      იხ. ვიდეო - სპარტა - გამოგონილი ლეგენდები თუ ლეგენდარული რეალობა?

სპარტის ეკონომიკა ეყრდნობოდა ნაყოფიერი ლაკონიკეს აგრარულ მეურნეობას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში დაიმორჩილა სამხრეთ პელოპონესის ნაყოფიერი ოლქები - მესენია და კინურია. ძველი და ახალი დაპყრობილი მიწები სპარტის სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა და 9 თუ 10 ათას თანაბარ ნაწილად (კლერებად) ურიგდებოდა ამდენსავე სპარტულ ოჯახს. მიმაგრებული მიწა გადადიოდა თაობიდან თაობაზე. გასხვისების, გაყიდვისა თუ გაყოფის აკრძალვით. მიწის ასეთი თანაბარი განაწილება იყო ქვაკუთხედი სპარტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რაც, თავის მხრივ, აისახებოდა სახელწოდებაში - „თავისუფალ და თანასწორ სპარტიატთა თემი“. სპარტელებმა კლეროსებს მიამაგრეს დამორჩილებული მოსახლეობა - ჰილოტები. ჰილოტები არ იყვნენ მონები, ისინი დამოუკიდებლად ამუშავებდნენ მიწას და სახელმწიფო ვალდებულების სახით სპარტიატებისთვის უნდა გადაეხადათ მოსავლის განსაზღვრული ნაწილი. ჰილოტები არც სახელმწიფო მონები იყვნენ, რადგან მათი გაყიდვა შეუძლებელი იყო.

                                                                 

ახაგაზრდა სტარტელების ვარჯიში

როდესაც სპარტელ ქალს ბავშვი უჩნდებოდა, მას ექიმები საგულდაგულოდ სინჯავდნენ და თუ რამე ნაკლს აღმოუჩენდნენ მას, უფსკრულში აგდებდნენ, ჯანმრთელებს კი დედებს ატანდნენ და 7 წლამდე აღზრდის უფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი ართმევდნენ და მიჰყავდათ საწრთვნელ ბანაკებში. ყოველი სპარტელი მამაკაცი 7 წლიდან სიკვდილამდე სამხედრო სამსახურში იყო, უმკაცრეს სამხედრო აღზრდას 20 წლამდე იღებდა, სკოლა-ყაზარმიდანვე ირიცხებოდა სამხედრო განაყოფში, სადაც ის თავის თანამებრძოლებთან ერთად რჩებოდა, სიკვდილამდე მათთან ვარჯიშობდა, იბრძოდა, ტრაპეზს იყოფდა. სპარტანული აღზრდა გულისხმობდა გონებრივ წვრთნასაც, სხარტ, მოკლე და საზრიან სიტყვა-პასუხს („ლაკონიური საუბარი“). სპარტანული აღზრდის წყალობით, სპარტა საბერძნეთში პირველხარისხოვანი ქვეითი (ჰილოტები) ლაშქარი ჰყავდა.

სპარტანელთა ცხოვრება
ლიკურგოსი, რომელმაც ასევე დაადგინა ცხოვრების ძირითადი წესები, ცდილობდა, უპირველეს ყოვლისა, დაეძლია მოქალაქეებში ფუფუნების სურვილი. უპირველეს ყოვლისა, მან განახორციელა ქონების გადანაწილება: იგი წაართვეს ყველა სპარტეელს და გაიყო ხელახლა, უკვე თანაბრად. მეორეც, ის ებრძოდა ექსცესებს საბინაო მშენებლობაში და დააწესა მკაცრი წესები სახლების მშენებლობისთვის, თვლიდა, რომ უბრალო, მაგრამ კომფორტულ საცხოვრებელს არ სურდა ფუფუნების ნივთებით გადატვირთვა. იმავე მიზანს, როგორც ჩანს, ემსახურებოდა მის მიერ დაარსებულ სახალხო ტრაპეზებს. ვინაიდან მათ დროს ყველა ერთმანეთის წინ იყო და ერთსა და იმავე საჭმელს ჭამდა, გამორჩევა შეუძლებელი გახდა.

ძალიან ორიგინალურად, ლიკურგუსმა მოაწყო ქორწინების დადების პროცედურა და ოჯახური ცხოვრების შემდგომი წესრიგი, რაც ასევე დისციპლინისა და თავშეკავების აღზრდას უნდა მოასწავებდეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდნენ და მხოლოდ ღამით ხვდებოდნენ და იმ პირობით, რომ არავინ შეემჩნია მათ. უმეტესად ისინი ცალ-ცალკე აგრძელებდნენ ცხოვრებას - კაცი ამხანაგებთან ერთად, ისევე როგორც ქალი. კანონმდებლის თქმით, ეს საშუალებას აძლევდა, ერთი მხრივ, ესწავლა ზომიერება, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარა გრძნობების შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, ვინაიდან ლაკედემონიის სახელმწიფოს პრიორიტეტი იყო სამხედრო საქმეებისთვის ყველაზე შესაფერისი ახალგაზრდების მოყვანა, აბსოლუტურად ნორმალურია ქმარმა, რომელიც არ იყო კარგად ჯანმრთელი ან უკვე ხანდაზმული იყო, ცოლი სხვას, ახალგაზრდას და ფიზიკურად ძლიერს მისცეს. სპარტიატი, რათა მას შეეძლო დაეტოვებინა ძლიერი და გამძლე შთამომავლობა. ამრიგად, სპარტაში ქორწინებისადმი დამოკიდებულება უტილიტარული იყო.

სპარტის სრულფასოვანი მოქალაქეების ცხოვრება და ჰელოტების კლასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. სწორედ ეს უკანასკნელნი ეწეოდნენ ხელოსნობასა და ვაჭრობას, პირველებს კი ეს ეკრძალებოდათ. სპარტელები, ომისგან თავისუფალ დროს, უნდა დახმარებოდნენ უფროსებს ახალგაზრდების აღზრდაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონახულებაში, ვაჟკაცობასა და სათნოებაზე საუბრისას, რათა არ დატვირთულიყვნენ მოგების გატაცებით. როგორც პლუტარქე წერს, 30 წლამდე მათ საერთოდ არ უშვებდნენ ბაზრის მოედანზე გამოჩენის უფლებას. გარდა ამისა, 30 წლამდე განაგრძეს რაზმებში ცხოვრება, თანამებრძოლებთან ერთად.

სპარტელებისთვის, რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებს, პატივი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. გამარჯვებულებს და მათ, ვინც გამოირჩეოდა საომარი მოქმედებების დროს, უნდა მიეცათ სხვადასხვა პატივისცემის ნიშნები და ამან შეცვალა ისინი მატერიალური ჯილდოებით, რადგან ომიდან მიღებული ნადავლი მთლიანად სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და მათ დარიგდა. ვინც სიმხდალეს იჩენდა, სხვადასხვა სახის გაჭირვებასა და შეზღუდვას აწყდებოდა.

სპარტაში დაკრძალვებს ასევე არ ახლდა ბრწყინვალე ცერემონიები, ისინი შეესაბამებოდა თავშეკავების იდეალს. სურდა სპარტელებში სიკვდილის შიშის დაძლევა, ლიკურგუსმა დააწესა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ადამიანები დაკრძალეს პირდაპირ ქალაქში, ტაძრების მახლობლად, რათა სასაფლაოები არ გახდნენ დაცული საშინელი ტერიტორია, რომელთანაც დაკავშირებული იქნებოდა ზოგიერთი ცრურწმენა. მიცვალებული მოკრძალებულად დაკრძალეს, საფლავში არაფერი ჩასვეს, გარდა ზეთისხილის რტოსა, რომელიც იასამნისფერ მოსასხამს შემოახვიეს, რომელშიც ცხედარი იყო გახვეული. გლოვა მხოლოდ 11 დღე გაგრძელდა.
იხ. ვიდეო - Что, если бы вы стали спартанцем на один день? - Две тысячи лет назад по планете ходила одна из самых подготовленных и суровых армий в истории. Сегодня вы погрузитесь в быт Древней Спарты и узнаете о ней больше.



          


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...