пятница, 29 апреля 2022 г.

ტროპიკები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ტროპიკები

ტროპიკი პლანეტის რუქაზე
სიტყვა „ტროპიკი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან τροπή (tropē), რაც მობრუნებას ან მიმართულების ცვლილებას ნიშნავს, რადგან ტროპიკების მიღმა მზე ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს.

ტროპიკები არის დედამიწის ზონა, რომელიც ეკვატორის გასწვრივაა განლაგებული. ტროპიკული ზონის საზღვარს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩრდილოეთის, ანუ კირჩხიბის ტროპიკი ეწოდება და ის 23°26′11.9″ ჩ.გ.-ზე მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში კი ტროპიკულ ზონას სამხრეთის, ანუ თხის რქის ტროპიკი შემოფარგლავს, რომელიც 23°26′11.9″ ს.გ-ზე მდებარეობს.[2] ტროპიკულ ზონად ითვლება ის ადგილები, სადაც წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც აღმოჩნდება მზე ზენიტში. მაგალითად, კირჩხიბის ტროპიკი ყველაზე ჩრდილოეთი განედია დედამიწაზე, რომლის გასწვრივაც მზე ივნისის ბუნიობის დროს ზენიტშია. ამ დროს ჩრდილოეთი ნახევარსფერო ყველაზე მეტადაა მზისკენ დახრილი. თხის რქის ტროპიკის გასწვრივ კი მზე დეკემბრის ბუნიობისას ხვდება ზენიტში. ამრიგად, კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკების განედები ემთხვევა დედამიწის ღერძის მზის მიმართ დახრის კუთხეს.

ტროპიკებს დედამიწის მთელი ზედაპირის 40 % უკავიათ, ხოლო ხმელეთის - 36 %. 2014 წლის მონაცემების თანახმად, ამჟამად ტროპიკულ ზონებში დედამიწის მოსახლეობის 40 % ცხოვრობს, თუმცა 2050 წლამდე ამ ციფრის 50 % გაზრდაა მოსალოდნელი.
იხ. ვიდეო - დედამიწის კლიმატური სარტყელები
სიტყვა „ტროპიკული“ ხშირად გარკვეული ტიპის კლიმატის აღსაწერად გამოიყენება. როგორც წესი, ტროპიკული კლიმატი ნიშნავს - თბილ (ან ცხელს) კლიმატს და მთელი წლის განმავლობაში ნალექით მდიდარს.

ბევრ ტროპიკულ რეგიონს მშრალი და ნალექიანი სეზონები ახასიათებს. წვიმების სეზონი წლის ის დროა, როდესაც რეგიონში ყველაზე მეტი წვიმა მოდის. ეს პერიოდი შეიძლება ერთ ან რამდენიმე თვეს გრძელდებოდეს. კოპენის კლიმტის კლასიფიკაციის მიხედვით, წვიმიანი სეზონის თვე განისაზღვრება 60 მმ ან მეტი ნალექით თვის განმავლობაში. ტროპიკულ წვიმიან ტყეებში არ გვხვდება მშრალი და წვიმიანი სეზონები - აქ ნალექები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული წლის განმავლობაში. ზოგი რეგიონი, რომელშიც გამოხატულია ნალექიანობის სეზონურობა, სეზონის შუაში ნალექის ნაკლებობას განიცდის, რადგან ამ დროს ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა პოლუსისკენ გადაიწევს. ამ რეგიონების ტიპური მცენარეულობა სეზონური წვიმიანი ტყეებიდან სავანებამდე ვრცელდება.

ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა ეწოდება წარმოსახვით სარტყელს ეკვატორის გარშემო, რომელიც ყველაზე უხვად იღებს მზის პირდაპირ სინათლეს. ამ სარტყელის გასწვრივ ძალიან მაღალია აორთქლების დონე და, შესაბამისად, ნალექიანობა. წლის განმავლობაში ეს სარტყელი მოძრაობს - ივლისში ის ეკვატორის ჩრდილოეთითაა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მეტი მზე ეცემა, ხოლო იანვარში - ეკვატორის სამხრეთით გადაინაცვლებს. ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა დედამიწის კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია - ის უზრუნველყოფს სითბოს გავრცელებას ეკვატორიდან პოლუსებისაკენ. ამ პროცესში ჰედლის, ფერელისა და პოლარული უჯრედებია ჩართული.

ტროპიკული ზონის უდიდეს ნაწილში, კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ეგრეთ წოდებული ტროპიკული კლიმატია, თუმცა ის მშრლ - არიდულ და ნახევრად-არიდულ კლიმატსაც მოიცავს, მაგალითად საჰარას უდაბნო, ატაკამას უდაბნო და სხვა. მსგავსი არიდული რეგიონებიც სწორედ ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონისა და ატმოსფერული ცირკულაციის მიერაა გამოწვეული - ეკვატორის გასწვრივ წარმოიქმნება ცხელი, ნოტიო ჰაერის აღმავალი ნაკადი. მუდმივი აღმავალი ნაკადის გამო ჰაერის მასები პოლუსების მიმართულებით გადაიტუმბება. დაახლოებით 30° განედამდე მიღწევისას, ჰაერის ეს მასები გრილდება და დედამიწის ზედაპირისაკენ ეშვება. ამ მომენტისთვის მათ უკვე დაკარგული აქვთ წყლის ორთქლის დიდი ნაწილი. შესაბამისად იმ ადგილებში, სადაც ეკვატორიდან გამოდევნილი გამომშრალი ჰაერი ცივდება და ზედაპირისკენ ეშვება - მშრალი კლიმატი გვხვდება. ცნობისთვის, დედამიწის უდიდესი უდაბნოები სწორედ ამ განედის გასწვრივაა განლაგებული.

ტროპიკულ ზონაში ასევე გვხვდება ალპური ტუნდრა და ნივალური მწვერვალები - მაუნა-კეა, კილიმანჯარო და ჩილესა და პერუს ანდები.

კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ტროპიკული ზონა ძირითადად ორი ჯგუფის კლიმატს მოიცავს: ჯგუფი A - ტროპიკული კლიმატები და ჯგუფი B - მშრალი კლიმატები. ჯგუფი A იყოფა სამ კატეგორიად: Af - ტროპიკული წვიმიანი ტყე, Am - ტროპიკული მონსუნის კლიმატი და Aw/As - ტროპიკული სველი და მშრალი და სავანას კლიმატი.
იხ. ვიდეო - Тропики и полярные круги - Что такое тропики и полярные круги? 
Каков вид Земли со стороны Солнца в разное время года?
Какова широта тропиков и полярных кругов?
Солнце в зените бывает только между тропиками.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...