ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გოჭა (ფრინველი)
(ლათ. Gallinago media) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აქვს 35 სმ სიგრძის სხეული, 200 გრამამდე წონა, მურა ფერის ბულბული მუქი ხაზებით. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — დასავლეთ საზღვრიდან ენისეიმდე და სამხრეთ ტუნდრიდან ტყე-სტეპის ზონამდე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს. გაზაფხულზე გოჭა საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარეების მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით. იგი დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში, მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ჭაობებში. საქართველოში იგი აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. ბუდეს ჭაობიან ადგილებში მიწაზე იკეთებს. დებს 4 მსხვილ, დაწინწკლულ კვერცხს. ინკუბაცია 17-18 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვისა უკვე ზრდასრულნი არიან და დედას შორდებიან. იკვებება მწერების მატლებით, ჭიებით და ლოკოკინებით, რითაც სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. გოჭა სპორტული ნადირობის ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.
იხ. ვიდეო - Дупель. Ток. Great snipe.
შვედმა ორნიტოლოგებმა დაადგინეს, რომ გოჭას შეუძლია შეინარჩუნოს სიჩქარე 100 კმ/სთ-მდე 6500 კილომეტრზე მეტ მანძილზე, რითაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადამფრენი ფრინველი. გასაკვირია, რომ დიდი სნაიპები არ ჩერდებიან გზაზე, რადგან მათი ფრენა უმეტესწილად ხმელეთზეა . ჩვეულებრივ, მიწის ფრინველები სხედან დასასვენებლად და ენერგეტიკული მარაგის შესავსებად (დედამიწის ჭიები, მწერები და სხვა უხერხემლოები მრავლადაა ზედაპირზე).
Комментариев нет:
Отправить комментарий