воскресенье, 7 августа 2022 г.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        შულავერ-შომუთეფეს კულტურა


                              შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ღვინის ჭურჭელი
არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გვიან ნეოლითში და ენეოლითში გავრცელებული იყო ამიერკავკასიაში, თანამედროვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. 6000-4000 წლებით. სახელწოდება მიიღო შულავრის გორისა (საქართველო) და შომუთეფეს (აზერბაიჯანი) დასახლებების მიხედვით.

იმირის გორა და შულავრის გორა 1965-1971 წწ. შეისწავლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ო. ჯაფარიძე, ალ. ჯავახიშვილი), ხოლო შომუთეფე შეისწავლეს 1961-1964 წლებში.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა წინ უსწრებს მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე რეგიონებში დაახლოებით ძვ. წ. 4000-2200 წლის განმავლობაში და რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვნად ზეგავლენა მოახდინა თრიალეთის კულტურაზე (ძვ. წ. 2200-1500 წწ.). აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სიონის კულტურა უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი შულავერ-შომუთეფეს კულტურიდან მტკვარ-არაქსის კულტურაზე.

აზერბაიჯანში, ლეილათეფეს კულტურის ფენები ზოგიერთ შემთხვევაში გადაფარავს შულავერი-შომუთეფესს კულტურის ადრეულ ფენებს.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მეზობელი ნეოლითური კულტურები, იარაღების დასამზადებლად იყენებდა ადგილობრივ ობსიდიანს, დაკავებული იყო მესაქონლეობით (მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი), კულტივირებული მცენარეების, მათ შორის ყურძნის მოყვანით. სოფელ იმირის ახლოს მდებარე გადაჭრილი გორის მასალები რადიოლოგიური ანალიზის შედეგად თარიღდება ძვ. წ. 6000 წლით
იხ. ვიდეო - "გადაჭრილი გორა" - შულავერ - შომუთეფეს კულტურა - 
ადრესამიწათმოქმედო კულტურები საქართველში 
- შულავერ - შომუთეფეს კულტურა - "გადაჭრილი გორა"
რა აღმოჩენები გაკეთდა გადაჭრილ გორაზე და რის გამო მოუტანა ამ აღმოჩენებმა საქართველოს მსოფლიო სახელი.   
......
სამეცნიერო-პოპულარული  პროექტი - "ფესვები" 
ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისათვის და ასევე საქართველოში მცხოვრები ბავშვებისათვისაც, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, 
და რომელიც დაეხმარება ბავშვებს უკეთ გაიცნონ თავისი სამშობლო და მისი დიადი წარსული.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...