суббота, 27 августа 2022 г.

მექანიკური ფორთოხალი (რომანი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

    მექანიკური ფორთოხალი (რომანი)

ავტორი ენტონი ბერჯესი
ილუსტრატორი ქრისტოფერ დომბრესი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ნადსატი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
სატირა
დისტოპიური ფანტასტიკა
გამომცემელი უილიამ ჰეინემანი
გამოცემის თარიღი 1962 წელი
მთარგმნელი გია ჭუმბურიძე
მედია ბეჟდური (მაგარყდიანი & თხელყდიანი) & აუდიო წიგნი (კასეტა, CD)
გვერდი
192 გვერდი (მაგარყდიანი გამოცემა) &

176 გვერდი (თხელყდიანიის გამოცემა)
oclc 4205836
ISBN 0-434-09800-0
 ენტონი ბერჯესის 1962 წელს გამოცემული დისტოპიური რომანი. მოქმედება ხდება ახლო მომავლის ინგლისურ საზოგადოებაში, რომელიც ქმნის ახალგაზრდების ექსტრემისტული ძალადობის სუბკულტურას. თინეიჯერი პროტაგონისტრი, ალექსი მოგვითხრობს საკუთარი ძალადობრივი საქციელებისა და მისი გამოცდილების შესახებ სახელმწიფოს წარმომადგენლების მისი გამოსწორების მცდელობის შესახებ. წიგნი ნახევრად დაწერილია რუსულის გავლენის მქონე არგოზე, რომელსაც ჰქვია „ნადსატი“. ბერჯესის მიხედვით ის დაიწერა სამ კვირაში.

2005 წელს „მექანიკური ფორთოხალი“ შევიდა ჟურნალი „The Times“-ის 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში, და ის დასახელდა „Modern Library“-ისა და მისი მკითხველების მიერ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო XX საუკუნის 100 რჩეული ინგლისურენოვანი რომანიდან. წიგნის ორიგინალი ხელნაწერი განთავსდა მაკმასტერის უნივერსიტეტის უილიამ რიდის სამმართველოს არქივისა და კვლევების კოლექციაში, ჰამილტონში (კანადა), მას შემდეგ რაც ინსტიტუტმა დოკუმენტები მოიპოვა 1971 წელს
ანალიზი
გარემოებები
მექანიკური ფორთოხალი დაიწერა ქალაქ ჰოვში, მაშინ ერთ-ერთ ძველ საზღვაო ქალაქში. ბერჯესი ბრიტანეთში დაბრუნდა საზღვარგარეთ მოღვაწეობის შემდეგ და აღმოაჩინა, რომ ბევრი რამე შეიცვალა. ინგლისი ამ პერიოდში მოიცვა არასრულწლოვანთა დანაშაულის შიშმა. ბერჯესი ამბობდა, რომ რომანის ინსპირაცია იყო მისი პირველი ცოლი ლინის ცემა  ამერიკელი მთვრალი მოსამსახურეების ბანდის მიერ, რომლებიც ინგლისში იყვნენ განლაგებულნი მეორე მსოფლიო ომის დროს. მოგვიანებით ქალმა ბავშვი მოიშორა. თავისუფალი ნების მის გამოძიებაში, წიგნის სამიზნე, როგორც ჩანს, არის ბიჰევიორიზმი, რომლის პიონერებიც იყვნენ ისეთი ფიგურები, როგორიცაა ფრედერიკ სკინერი.

სათაური
ბერჯესმა სათაურის წარმოშობის სამ გზას გვთავაზობს:

მან ბევრჯერ მოისმინა ფრაზა „ისეთი უცნაური, როგორც მექნიკური ფორთოხალი“ ("as queer as a clockwork orange") ლონდონის პაბში 1945 წელს და გადაწყვიტა, რომ ეს იყო კონკური საკუთარი თავის გამოხატვა. მექანიკურ მარმელადში, ესეიში, რომელიც 1972 წელს გამოქვეყნდა „Listener-ში“, ის ამბობს, რომ ეს ფრაზა გაიგონა, რამდენიმეჯერ ამ შემთხვევის შემდეგ. ის ასევე განმარტავდა სათაურს უილიამ ევერსონის კითხვაზე პასუხში სატელევიზიო პროგრამის, "Camera Three- ის" დროს 1972 წელს: "მოკლედ, სათაურს აქვს ძალიან განსხვავებული მნიშვნელობა, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული თაორბისთვის ლონდონელი კოკნეიებისა.ეს არის ფრაზა, რომელიც მე გავიგონე რამდენიმე წლის წინ და ძალიან შემიყვარდა, მინდოდა მისი გამოყენება წიგნის სათაურად. მაგრამ თვითონ ფრაზა მე არ შემიქმნია. ფრაზა „ისეთი უცნაური, როგორც მექანიკური ფორთოხალი“ არის კარგი ძველი აღმოსავლეთ ლონდონის ჟარგონი და ჩემი აზრით, მისი ახსნა არ არის საჭირო.ახლა, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვიყავი მემეცა მისთვის დამატებითი მნიშვნელობა. მე მივუსადაგე დამატებითი განზომილება. მე განვიზრახე გაერთიანება ორგანულის, ცოცხალისა და ტკბილისა - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სიცოცხლე, ფორთოხალი - და მექანიკურის, ცივის, დისციპლინირებულისა. მე ისინი ერთად დავალაგე ამ სახის ოქსიმორონში, ამ მომჟავო-მოტკბილო სიტყვაში“. მიუხედავად ამისა, არანაირი სხვა ჩანაწერი ამ გამონათქვამისა იქნა გამოყენებული 1962 წლამდე.
მისი მეორე განმარტების მიხედვით, ეს იყო სიტყვებით თამაში მალაიზიური სიტყვა „ORANG“-დან, რაც კაცნს ნიშნავს. რომანი არ შეიცავს არცერთ მალაიზიურ სიტყვასა ან კანშირს.
მექანიკური ფორთოხალის შემოქმოდების დასაყის ჩანაწერებში: პიესა მუსიკით, მან დაწერა, რომ სათაური იყო მეტაფორა „... ორგანული ერთუელისთვის,რომელიც სავსეა წვენით, სიტკბოებითა და სასიამოვნო სურნელით და გადაიქცა მექანიზმად
იხ. ვიდეო - ,,მექანიკური ფორთოხალი" სხვადასხვა ჭრილში - 
 სწორედ იმ დროს როდესაც სამყარო ახალი იდეების გარშემო ერთიანდებოდა წიგნის მაღაზიებში ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” გამოჩნდა. წიგნი იმ ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების მიღმა აღმოჩნდნენ. ეს არის ამბავი მელომან სადისტზე, რომელს გამოსწორებაც სახელმწიფომ ასევე სადისტური ექპერიმენტით განიზრახა.

სტენლი კუბრიკის 1971 წელს გადაღებულმა ეკრანიზაციამ კიდევ უფრო გაამწვავა და ხელშესახები გახადა ის პრობლემა, რაც ნაწარმოებშია ნაჩვენები. აქ სახელმწიფოსთან ერთად ადამიანზე ძალადობს საზოგადოებაც. რა უფრო საშიშ ფორმას იღებს, თავის ნებაზე მიშვებული მოძალადე თუ კონტროლის მექანიზმად ქცეული სახელმწიფო. ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს. 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...