среда, 24 августа 2022 г.

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

         ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

 (ფრანგ. Jean-Marie Gustave Le Clézio; დ. 13 აპრილი. 1940, ნიცა) — ფრანგი მწერალი. 1963 წელს რომანისთვის „Le Procès-Verbal“ (დაკითხვა) რენოდოს პრემია მიენიჭა. 2008 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, როგორც „პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორი, მმართველი ცივილიზაციისა და ადამიანობის მკვლევარი“
ბიოგრაფია
ლე კლეზიოს მამა ეთნიკურად ბრეტონელი და მავრიკში დაბადებული იყო, სადაც მისი წინაპრები XVIII საუკუნეში გადასახლდნენ, დედა კი ფრანგი იყო და ნიცაში, ლაჟვარდოვან ნაპირზე დაიბადა. ორივენი წარმოშობით მორბიანიდან იყვნენ.

ლე კლეზიო 1940 წლის 13 აპრილს ნიცაში დაიბადა, რა დროსაც მისი მამა ბრიტანულ არმიაში, ნიგერიაში მსახურობდა. იგი სოფელ როკბიერში გაიზარდა. 1948 წელს ლე კლეზიო დედასთან და ძმასთან ერთად ნიგერიაში გადასახლდა. ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია მისი 1991 წლის რომანი „Onitsha“, ხოლო 2004 წლის ესეში იგი ნიგერიაში გატარებულ ბავშვობასა და მშობლებთან ურთიერთობას იხსენებს.

ლე კლეზიო 1958-1959 წლებში ბრისტოლის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1964 წელს მან ექს-ან-პროვანსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემა ანრი მიშოს შემოქმედება იყო.

ლონდონსა და ბრისტოლში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, ლე კლეზიო აშშ-ში გადავიდა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1967 წელს იგი ტაილანდში სამხედრო სამსახურს იხდიდა, თუმცა ბავშვთა პროსტიტუციის გაპროტესტების გამო იგი ქვეყნიდან გააძევეს და მექსიკაში გააგზავნეს. 1970-1974 წლებში ლე კლეზიო პანამაში ემბერა-ვოუნაანის ტომის წევრებთან ერთად ცხოვრობდა. 1975 წელს იგი მაროკოელ ჟემია ჟანზე დაქორწინდა. 1990 წლიდან წყვილი ალბუკერკში, ნიუ-მექსიკოში, მავრიკსა და ნიცაში ცხოვრობს.
იხ. ვიდეო - Блог Тираж | «Пустыня», Жан-Мари Гюстав Ле Клезио


1883 წელს ლე კლეზიომ პერპინიანის უნივერსიტეტში მექსიკის კოლონიურ ისტორიაზე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 2007 წელს იგი სამხერთ კორეაში, ქალთა უნივერსიტეტში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1913 წლის ნოემბრიდან მწერალი ნანკინის უნივერსიტეტის პროფესორია.

ლიტერატურული კარიერა
ლე კლეზიომ პირველი აღიარება 23 წლის ასაკში რომანით „Le Procès-Verbal“ (დაკითხვა) მოიპოვა, რომელმაც მას რენოდოს პრემია მოუტანა. რომანი ასევე გონკურის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა. მას შემდეგ მწერალმა 30-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება მოთხრობებს, რომანებს, ესეებს, ინდიელთა მითოლოგიის ორ თარგმანსა და რამდენიმე საბავშვო წიგნს მოიცავს.

1980 წელს ლე კლეზიო პოლ მორანდის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა, რომელიც მას საფრანგეთის აკადემიამ რომანისთვის „უდაბნო“ გადასცა. 1994 წლის ფრანგული ლიტერატურული ჟურნალის, Lire-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა 13 პროცენტს ლე კლეზიო საუკეთესო ცოცხალ ფრანგულენოვან მწერლად მიაჩნია.

2008 წელს ლე კლეზიოს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. შვედეთის აკადემიამ მისი შემოქმედება დაახასიათა, როგორც „პოეტური თავგადასავალი და გონებრივი ექსტაზი.“ მწერალმა ნობელის პრემიის მისაღებ სიტყვაში სიღარიბეზე ისაუბრა. მისი ლექციის სათაური იყო „პარადოქსების ტყეში“.

ბიბლიოგრაფია
რომანები
უდაბნო (1980)
რევოლუციები (2003)
ალმა (2017)
მოთხრობები და ნოველები
გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი (1989
იხ. ვიდეო - J.M.G Le Clézio : l'âge d'or de la poésie chinoise


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...