среда, 10 октября 2018 г.

                       გიორგი ჭყონდიდელი

                                            ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу გიორგი ჭყონდიდელი
      ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (1118). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი (12 სექტემბერი).   ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.
დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

                                                                                                          

გუბაზ II


                                     გუბაზ II

                                                საქართველოს  ისტორია

            გუბაზ II (გ. 554) — ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში. მისი მეფობის დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ირანსა და ბიზანტიას შორის (დიდი ომიანობა ეგრისში). ირანელების მიერ ქართლის დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა დაიწყეს, მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ, ხალხის ყვლეფამ იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ 541 წელს გუბაზმა ელჩები გაუგზავნა ირანის შაჰს ხოსრო I ანუშირვანს, რათა იგი დახმარებოდა მას ბიზანტიელთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დახსნაში. ხოსრომ სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩები და მალე, 542 წელს, დიდი ჯარით შეიჭრა ეგრისში. გუბაზმა დახმარება გაუწია ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ, მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა, რომ გუბაზი მოეკლა, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა. შაჰმა გუბაზის მოკვლა თავის მოხელეს, ფაბრიზს დაავალა, ხოლო ფაბრიზმა ეს გეგმა გაანდო ერთ წარჩინებულ ეგრისელს, ფარსანსს, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან, მაგრამ ფარსანსმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს ყველაფერი აცნობა. ხოსროს ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა. ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის, მაგრამ არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი. მათი უგულობისა და ღალატის წყალობით ირანელებმა რამდენიმეჯერ გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ 554 წელს მდინარე ხობისწყალთან მიიწვიეს მეფე და ვერაგულად მოკლეს. ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები. მათ კრება მოიწვიეს და ბიზანტიის იმპერატორს მოსთხოვეს დაესაჯა მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა თუ რა მოჰყვებოდა მისთვის ეგრისელების ირანელთა მხარეს გადასვლას, ამიტომ 555 წელს გუბაზის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ამავე წელს გაამეფეს ბიზანტიაში მყოფი გუბაზის ძმა წათე.

მეგრული ენა

                          მეგრული ენა

                                                                   
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან.
1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშისზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40 000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100 000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ. 50 000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს. იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.
მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.
მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „ყაზახიში გაზეთი“, „კომუნა“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“ იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად.ლაშა გახარიასგური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული „ჟურნალი ირიათონი“, ხოლო 2006წელს გაზეთი „მაფშალია“, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.
ლაზური
ლაზური ნენა
გავრცელებულიასაქართველოთურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა130,000[1]
ლინგვისტური კლასიფიკაციაქართველური ენები
დამწერლობის სისტემაქართული დამწერლობალათინური დამწერლობა
ენის კოდებიISO/FDIS 639-3: lzz
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი
ვიკისივრცე
ლაზური ენა (ლაზ. ლაზური ნენა) — ერთ-ერთი ქართველური ენათაგანიშავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპროს გასწვრივ მცხოვრები (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ ამ ენაზე დაახლ. 130,000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც სალაპარაკო ენაზე „ლაზისტანს“ უწოდებენ, და დაახლ. 3.000 საქართველოში.კოლხთა უძველესი სამეფო მდებარეობდა იმ რეგიონში სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს, შესაბამისად მათი ენა კოლხთა შთამომავალი (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.
ამჟამად ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობს, შავი ზღვის სანაპიროზე: რიზესა და ართვინის პროვინციებში. ლაზების ნაწილი რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) შემდეგ გადასახლდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (კარამიურსელი, საქარია, ბარტინი და სხვ.) და ამჟამად ასევე სტამბულსა და ანკარაში. ლაზების მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოშიც, უმეტესწილად აჭარაში (დაახ. 3.000)
სვანური ენა
ლუშნუ ნინ
გავრცელებულიასაქართველოს დროშა საქართველო
მოლაპარაკეთა რაოდენობადაახ. 30 000
ლინგვისტური კლასიფიკაციაქართველური ენები
დამწერლობის სისტემაქართული დამწერლობა
ენის კოდებიsva
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) — ქართველური ენების ჯგუფის ენა. მშობლიური ენაა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხისთვის. სვანურად დაახ. 30 000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურისცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2 500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობსსვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ. წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა

понедельник, 8 октября 2018 г.

                            ქიმიური ელემენტი

                             
                                                           ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა
ატომური მოძღვრების თანახმად ქიმიური ელემენტიელემენტი ბირთვის ტოლი მუხტის მქონე ატომების ერთობლიობაა. ატომის ბირთვის მუხტი განპირობებულია მასში პროტონებისრაოდენობით. ამ რაოდენობას ატომურ ნომერს უწოდებენ.
ეს ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე სუფთა ნივთიერებას, რომელიც შედგება ბირთვში ერთი და იმავე რაოდენობის პროტონების მქონე ატომებისაგან. ქიმიური რეაქციების დროს არ ხდება ქიმიური ელემენტების გარდაქმნა. ქიმიური ელემენტების გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ბირთვული რეაქციების გზით. ქიმიური ელემენტის ეს თანამედროვე განსაზღვრება შემოიტანა რობერტ ბოილმა 1661 წელს და იგი უპირისპირდება პლატონისეულ ოთხი ელემენტის თეორიას.
ქიმიური რეაქციების დროს იცვლება ატომების გარეელექტრონთა შორის კავშირები, ხოლო ბირთვული რეაქციების დროს კი ხდება ატომის ბირთვის შემადგენელი ნუკლონებისგარდაქმნა.
დღეისათვის ცნობილია 117 ელემენტი (1–იდან 118–ის ჩათვლით გარდა 117–ესი), მათგან 94 გვხვდება ბუნებრივი სახით დედამიწაზე.
ჩვეულებრივ, ქიმიურ ელემენტებს განადასებენ მენდელეევის მიერ გამოგონებულ მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილშ
იხ ვიდეოები
სიტყვა ელემენტი (ლათ.  elementum) გამოიყენბდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (ციცერონი, ოვდიუსი,ჰორაციუსი), როგორც რაღაცის ნაწილი (ელემენტი სიტვის, ელემნტი განატლების და აშ) 
სიმბოლო ქიმიური ელემენტის ჯონ დალტონი : 1 — წყალბადი; 2 — მაგნიუმი; 3 — ჟანგბადი 4 —გოგირდი; 5 — ამიაკი ; 6 — ნახშიროჟანგი
ქიმიურ ელემენტთა სახელებს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა წარმოშობა აქვთ. ძველთაგანვე ცნობილი ელემენტების სახელები ქართულ ენაში (მაგ. ვერცხლი, რკინა, ტყვია...) , როგორც წესი ენის უძველეს ფენას მიეკუთვნება და მათი ეტიმოლოგიის დადგენა საკმაოდ შრომატევადია; ამ ელემენტების სახელებს მოპოვებათ კანონზომიერი შესატყვისები სხვა ქართველურ ენებშიც.
ზოგიერთი ელემენტის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი მათ უხსოვარი დროიდან იყენებს, ზოგიერთი ენათმეცნიერის მოსაზრებით უძველეს ნასესხობას წარმოადგენს, ასეთებია: კალასპილენძიოქრო...
ელემენტების ქართული სახელების შემუშავება–დამკვიდრებაში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვით მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველ მეცნიერთ, რომელთაც შეთხზეს ისეთი ელემენტების სახელები, როგორიცაა წყალბადინახშირბადიჟანგბადი...
დანარჩენი ელემენტების სახელები ნასესხებია ლათინურიდან. ლათინური სახელების წარმოშობა მარავალფეროვანია და იგი უკავშირდება:
იხ.  ვიდეო  10 ყველაზე უცაური ქიმიური ელემენტები




ანგელოზი

                                   ანგელოზი

                                                   
                                                            ანგელოზი ყვვავილით XIVსაუკუნე
(ბერძნ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება. აბრამისეული რელიგიაში სულიერსი, უსხეულო არსებები, შეტყობიმება ღმერთის ნებას და  მფლობელი ზებუნებრივი შესაძლებლობებით. ტრადიციულად ანგელოზების გამოსახული არიან არსება ფრთებით ზურგზე.
იხ. ვიდეოები

ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:
                                             
          მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე



მიქაელ მთავარანგელოზი
 - დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.მთავარანგელოზები:
გაბრიელ მთავარანგელოზი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
რაფაელ მთავარანგელოზი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.
იეგუდიელ მთავარანგელოზი - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.
სელაფიელ მთავარანგელოზი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.
ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)
ვარახიელ მთავარანგელოზი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.
იერომიელ მთავარანგელოზი - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.
ისლამში ანგელოზი წარმოადგენსგანუყოფელი რწმენის ნაცილი მუსულმანის ყურანში.
ანგელოზის მსგავსი არსებები სხვა რელიგიებში, ბუდუიზმში თავისი ანარეკლი აქვს კონცეპციას ბოდჰისავატა რაღაც გაბრყინებული ასრება, მსგავსი ანგელოზისა აბრამისეული რელიგიის და სხვა.


                                               

воскресенье, 7 октября 2018 г.

მანჰეტენის პროექტი

                        მანჰეტენის პროექტი

                    ვინ და როდის შეიქმნა ბირთვული ბომბი
                                    
                                                                     ტრინიტის გამოცდის ფოტო
(ინგლ. Manhattan Project) — ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი და კანადელი მეცნიერების ჯგუფის სახელწოდება, რომელთა ხელმძღვანელობით 1942 წლის სექტემბერში ბირთვული იარაღი პროექტის ხელმძღვანელი იყო ამრიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი და გენერალი ლესლი გროვსი ..  პროექტის ჩარჩოებში შეიქმნა სამი ატომური ყუმბარა: პლუტონის„ტრინიტი“ (აფეთქდა პირველ გამოცდაზე), ურანის „ბიჭუნა“ (ჩამოაგდეს ჰიროსიმაზე 1945 წლის 6 აგვისტოს) და პლუტონის „სქელუა“ (ჩამოაგდეს ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს). პროექტს უძღვებოდა ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი და გენერალი ლესლი გროუვსი. იმასათვის რომ დაეფარათ სახელწოდება ხელმეორედ შექმნილი სტრუქტურები, შემადგენლობაში  სახედო-საინჟინრო ჯარების აშშ-ს იყო შექმნილი მანჰეტენის საინჟინრო რაიონში (Manhattan Engineering District), ხოლო გროვსი (რომელიც ადრე პოლკოვნიკი იყო)  იგი დააწინაურეს ამ რაიონის ბრიგადის გენერალის რანგში და დანიშნულმა მეთაურმა, რომლის სახელიც და მთელი პროექტიც მიიღო თავისი სახელი. იხ ვიდეო
1944წ-ის ივნისში მანჰენტენის პროქეტში იყი ჩართული დაახლ. 129 000 თანამშრომელი,საიდანაც 84 500 იყო იყვენენ მშნებლობაში, 40 500 წარმოაგდენდა ოპერატორს და 1800 სახედრო. მოგიანებიტ რაოდენობა სამხედრო მოსამსახურეების გაიზარდა 5600. მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ოროექტის ადამინი გამომტვლელბმა. 
პროქტში მონაწოლეობდნენ ფიზიკოსები და სხვა მსოფლიო მეცნიერები.
მანჰენტენის პროექტი გააერტიანა მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან, ევროპის, კანადის, აშშ-ს, საერთაშორისო კოლექტივად, გადაწყვიტა ამოცანა მოკლე დროში.
შეიქმნა ორი ბომბი ,,პატარა'' ინგლ.Little Boy
Little boy.jpg
მაკეტინბმბის «პატარა», сჩამოგდებული ხიროსიმში
ტიპი ტომური ბომბი
ქვეყანაFlag of the United States (1912-1959).svg შშ
ისტორია წარმოების
ონსტრუქტორილოსс--ალამოსის ეროვნული ლაბორატორია
მწარმოებელიცენტრი ეროვნული უსაფრტხობის Y-12Tennessee Eastman Company
მახასიათებელი
მასა4000 კგ
სიგრძე3000 მმ
დაიმეტრი, мм700 მმ
სიმძლავრე აფეთქების               13 დან 18 ილოტონი ТНТ    
სადუმლო პროექტმა სტარტი აიღო 1939წ, იყო ჩართული მრავალი მსხვილი მეცნიერი, ემიგრირებული 1933წ-ს გერმანიიდან (ოტტო რობერტ ფრიში, ჰანს ბეთე, ლეო ზილარდი, ემილ იულიუს ფუსკი, ედვარდ ტელერი, ფელიქს ბლოხი და სხვ) ასევე ნილს ბორი, გადმოყვანილი გერმანიის მიერ ოკუპირებული დანიიდან.

რათქმა უნდა სსრკ-მ მერე შექმნა და იყო პროტოტიპი ამერიკული ბომბებისა.
                                                            დანადგარი K-25 ოკ-რიჟე

                                         

ოპერაცია გლადიო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                        ოპერაცია გლადიო ოპერაცია გლადიო იყო კოდური სახელწოდება შეიარაღებ...