воскресенье, 1 декабря 2024 г.

ორკბილა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                                           ორკბილა

ორკბილა (ლათ. Bidens) — ერთ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, სახეობათა მეტი წილი კი — ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 3; მათგან Bidens bipinnata გზადმოყოლილია ჩრდილოეთ ამერიკიდან და გვხვდება რუდერალურ ადგილებზე ზღვისპირა ზოლში. Bidens tripartira-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მისი ღეროსა და ფოთლებისაგან იღებენ ყვითელ საღებავს შალეულის შესაღებად. იზრდება ზღვისპირა ზოლში და მთისწინებზე ჭაობიან და ტენიან ადგილებში, ზოგჯერ ბაღ-ბოსტნის სარეველაა.

სიმაღლით 15-60 სმ, იშვიათად 100 სმ-მდე. მას ძლიერ დატოტვილი მთავარძარღვა ფესვთა სისტემა აქვს, ღერო სწორმდგომია. შიშველი ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული, მუქი მწვანეა, მოკლე ყუნწებით. ყუნწის ძირები ერთმანეთთანაა შეზრდილი, ფოთლის კიდეებდაკბილულია, ყვავილების კალათები ტოტების ბოლოებზეა მოთავსებული, კალათის საბურველი ორრიგაა. მისი გარეთა ფოთლები მწვანეა, მოგრძო, შიდა რიგის – მორუხო-ყვითელი, ოვალურია. ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი, ყვითელი ფერის თესლი სოლისებრია ორი ხორკლიანი კბილით, ამ ხორკლებით იგი ადვილად ემაგრება ცხოველების ბეწვს, ადამიანის ტანსაცმელს და ადვილად ვრცელდება.

ქიმიური შემადგენლობა

შეიცავს ეთერზეთს, ვიტამინ C-ს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

გამოყენება

ორკბილა ფართოდ გამოიყენება სურავანდის, ტუბერკულოზის დროს, ოფლ, შარდ და ნაღველმდენ საშუალების სახით. ორკბილის ნაყენი კარგი გარეგანი საშუალებაა ეგზემის, ჭრილობების, წყლულების, ციებ-ცხელების დროს.

მშობლიური ჰავაიელები სვამენ სპეციალურ ჩაის ფოთლებიდან (ერთობლიურად ცნობილია როგორც koʻokoʻolau), როდესაც ისინი უხვად იყვნენ ჰავაიში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...