суббота, 28 декабря 2024 г.

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ხიზილალა
ხიზილალის შვიდი სახეობა

ხიზილალა — თევზის ქვირითის დამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტი. ამზადებენ ზუთხისებრთა (სვიაზუთხიტარაღანაფორეჯი), ორაგულისებრთა (კეტაღურკანანერკაჩავიჩაკიჟუჩიგოჯი), წმინდა ბადის თევზებისა (კობრიფარგაქარიყლაპიანაფოტა) და ზღვის ზღარბის ქვირითისაგან. ხიზილალის დასამზადებლად ცოცხალ თევზს გაკვეთენ და ამოიღებენ ქვირითს, რომელსაც ამუშვებენ დამარილებით (ზოგჯერ პასტერიზაციასთან შეხამებით), აპოხტებითა და დაწნეხით.

ზუთხისებრთა თევზების ქვირითისაგან ამზადებენ შავ მარცვალა, პასტერიზებულ, დაწურულსა და ბუდიან ხიზილალას. მაღალხარისხიანი მარცვალა ხიზილალის მისაღებად ქვირითის მარცვლებს მარილს აყრიან. დაწურული ხიზილალის დასამზადებლად ქვირითს ამარილებენ 30-40°C-მდე გამთბარი მარილის ნაჯერ ხსნარში და შემდეგ წნეხენ, ბუდიანი ხიზილალის მისაღებად კი მოუმწიფებელ ან სუსტ ქვირითს მარილის ცივ ნაჯერ ხსნარში ამარილებენ.

ორაგულისებრთა ქვირითისაგან მარცვალა (წითელი) ხიზილალის დასამზადებლად ქვირითს მარილის ნაჯერ ხსნარში ამარილებენ, შემდეგ უმატებენ მცენარეულ ზეთს, გლიცერინს (მარცვლების ერთმანეთზე მიწებების თავიდან ასაცილებლად), ზოგჯერ ანტისეპტიკურ საშუალებებს.

წმინდა ბადის თევზების ქვირითს ამარილებენ ბუდიანად ან ცხავში გატარებულს (გახეხილი ხიზილალა). ამზადებენ აგრეთვე მარილსა და გვარჯილასთან არეულ ხიზილალას. კეფალის ქვირითისაგან მზადდება დამარილებულ-აპოხტებული ხიზილალა, ხოლო ზღვის ზღარბის ქვირითისგან — გამშრალად დამარილებული. ცნობილია ხიზილალის ხელოვნური, „ქიმიური“ შემცვლელები. ხიზილალა მალეფუჭებადი პროდუქტია (ინახავენ 0°C-თან მიახლოებულ ტემპერატურაზე). ხიზილალა დიდი რაოდენობით შეიცავს სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს.

იხ.ვიდეო - Полный Гид по Икре | Самая Вкусная Красная и Черная Икра

ხიზილალა და ჯამრთელობა - წითელილი ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელობან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს საციცოხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებას - პოლიუჯერ ხიმოვან მჟავებს, რიც შეუცვლელია სისხლძარვებისა და ზოგადად ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.
ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რ-იც მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის. D,E და A ვიტამინებს.
ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას ხელს უწყობს აქტიურ ზრდას და ავადყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯართელებას განსაკუთრებით სასარგებლოა არა მარტო ორგანიზმის ყველა უჯრედებისთვის, არამედ კანისა და ლორწოვანი გარსებისთვის.
ვიტამინი ხელს უწყობს პოლიუჯერული ცხომოვანი მჟავების ათვისებას, ხოლო D ვიტამინი კალციაუმს.
წიტელი ვიტამინი მდიდარია იოდით, ფოსფორით, რკინით კალიუმით მიკორ და მაკრო ელემენტებით, რ-იც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში მდიდარი მეტაბოლიზმის პროცესებს ძვლების გამაგრებას, ათეროსკლეროზის პროფლიატიკას აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმის უნარჩვევებს ახალგაზრდობას.
წითელი ხიზილალა შეიცავს 32% ადვილად ასათვისებელ ცილას, რ-იც მოზარდის ორგანიზმისთვის განსაკუთრებიტ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორცისა და რძის პროდუქტებში შემავალი ცილებს, ასე რომ, ხიზილალა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისქინებული ბავშვების რაციონში.




Комментариев нет:

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...