среда, 10 октября 2018 г.

                    აბრეშუმის დიდი გზა


აბრეშუმის დიდი გზა: ჩანანი-ტიან-შანისკორიდორი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Transasia trade routes 1stC CE gr2.png
აბრეშუმის დიდი გზა ძვ. წ. I საუკუნეში

ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტიპიკულტურული

 (ტრად. ჩინ.: 絲綢之路; გამარტ. ჩინ.: 丝绸之路; სპარს. راه ابریشم; თურქ.İpekyoluყირგ.Жибек жолу), ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
საბაჟო  პუნკტი  დიდი აბრეშუმის გზა  დუნხუანის შემოგერანი
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში 
იხ ვიდეობი თემაზე

სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
ნიმუში აბრეშუმის  ხანის დინასტიის

აბრეშუმის დიდი გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმიმანიქეველობაიუდაიზმიისლამინესტორიანელობა).

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ან ტრასეკა (ინგლ. Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) — საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა ევროპის კავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურსა და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნა 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოსაზერბაიჯანისსომხეთისყაზახეთისყირგიზეთისთურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს XX საუკუნის დასასრულის უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენებმა, პირველ რიგში, სსრკ-ის დაშლამ, საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამ, იაპონიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის დაჩქარებულმა ეკონომიკურმა აღმავლობამ, ცენტრაური აზიის, ყაზახეთის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ევროპისა და მსოფლიო ბაზართან ინტეგრირების აუცილებლობამ, ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი ეკონომიკის მშენებლობის დაჩქარებამ და სხვა გარემოებებმა დღის წესრიგში დააყენა ისტორიული აბრეშუმის გზის, დღეს კი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის აღორძინების აუცილებლობა. 1990 წელს ქალაქ ვლადივოსტოკში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე („აზია–წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა“) გამოითქვა ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე მრავალფუნქციურ სატრანსპორტო დერეფნად გარდაქმნის იდეა.
მისი ხორცშესხმა კი მხოლოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია დასავლეთის ქვეყნების დიდი დაინტერესება ამ პრობლემით. 1993 წელს ბრიუსელში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც დასაბამი მისცა ტასისის (TACIS – ტექნიკური დახმარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისათვის) ჩარჩოებში მეტად ფართო მასშტაბის რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩამოყალიბებას, რომელსაც ეწოდა ტრასეკა (TRACECA – სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზიისათვის). თავდაპირველად ტრასეკას პროექტში რვა სახელმწიფო მონაწილეობდა (საქართველოსომხეთიაზერბაიჯანითურქმენეთიუზბეკეთიტაჯიკეთიყირგიზეთი და ყაზახეთი), სხვადასხვა დროს შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც (მოლდოვაუკრაინამონღოლეთიბულგარეთირუმინეთითურქეთი).
1995–2008 წლებში ტასის-ტრასეკას ფარგლებში სამ ათეულამდე ტექიკური დახმარების პროექტი განხორციელდა. ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებამ შესაძლებელი გახადა რიგი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა: ტრასეკას პროექტის წევრი სახელმწიფოების სატრანსპორტო სისტემების ინსტიტუციონალური მშენებლობა და მართვის სისტემის რეფორმა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა და მისი ჰარმონიზაცია დასავლურ ანალოგებთან, სატრანსპორტო სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, მათი რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტებისა და განვითარების გეგმების შემუშავება და ა.შ. ტრასეკას განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისეთი საინვესტიციო პროექტები (საერთო რაოდენობა – 10, თანხა – 48 მლნ. ევრო), როგორიცაა: ამიერკავკასიის რკინიგზის რეაბილიტაცია (5 მლნ. ევრო); საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ე. წ. წითელი ხიდის რეაბილიტაცია და იქვე ახალი „ტრასეკას ხიდის“ მშენებლობა (2,5 მლნ. ევრო); საბორნე გადასასვლელი ხიდების მშენებლობა ფოთისა და ილიჩოვსკის (უკრაინა) პორტებში (6,4 მლნ. ევრო); ფოთისა და ილიჩოვსკის პორტების კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა (1,5 მლნ. ევრო); ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სამხრ. კავკასიის რკინიგზების სასიგნალო სისტემებისათვის (15,0 მლნ. ევრო); საკონტეინერო ტვირთების მომსახურების ხელშეწყობა ფოთისბაქოსთურქმენბაშისა და ილიჩოვსკის პორტებში (5,8 მლნ. ევრო); საბორნე გადასასვლელის ბაქო–აქთაუს მოწყობა და ა. შ.
აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სატრანსპორტო დერეფნის ე. წ. „ვიწრო ადგილების“, „სატრანსპორტო საცობების“ დარეგულირებასა და ახალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. ამასთან ერთად, საფუძველი ჩაეყარა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საერთაშორისო სახელშეკრულებო ბაზას. 1996 წელს თურქმენეთის ქ. სერახსში ოთხმა ქვეყანამ – აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა, უზბეკეთმა და საქართველომ – ხელი მოაწერა ცნობილ სერახსის ხელშეკრულებას(შეთანხმება საერთაშორისო ტრანზიტის შესახებ და სარკინიგზო უწყებებს შორის ხელშეკრულება სარკინიგზო ტრანსპორტის კოორდინაციის შესახებ). შემდგომ მათ შეუერთდნენ სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ტრასეკას პროექტის მონაწილე ქვეყნებისათვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობას. მოგვიანებით, 1998 წ. სექტემბერში, ქალაქ ბაქოში გამართული ტრასეკას პროექტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის დროს 12 სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა მრავალმხრივ ხელშეკრულებას „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტის განვითარების შესახებ“. ამ ხელშეკრულებას ახლავს 4 ტექნიკური დანართი: სარკინიგზო ტრანსპორტის, საავტომობილო ტრანსპორტის, საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო ნაოსნობის, სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტების შესახებ. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნების საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების, საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისა და სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სახელშეკრულებო საფუძველი შექმნა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რითაც საფუძველი ჩაეყარა სატრანსპორტო დერეფნისა და ტრასეკას პროექტის საერთაშორისო შთამბეჭდავია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის თანამედროვე განვითარების ტემპები და შედეგები. 2002–2008 წლებში საქართველოში დაახლოებით 40 %-ით გაიზარდა რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რაშიც სატრანზიტო ტვირთების ხვედრითი წილი 85 %-ს აღწევდა. ასევე აღმავალია შავიზღვისპირა პორტების მიერ (ბათუმი, ფოთი, სუფსა, ყულევი) გადამუშავებული ტვირთების დინამიკა. ბათუმსა და ფოთში 2004–2008 გადაზიდული ტვირთების რაოდენობა განუხრელად გაიზარდა, მაგ., 2008 გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 209,6 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 129,6 ათასი ერთეულით აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს. 2006 სუფსის ტერმინალზე გადატვირთული ნედლი ნავთობის რაოდენობამ 13,2 მლნ. ტ შეადგინა, რაც 2004 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2004–2008 დაახლოებით 1,6-ჯერ გაიზარდა აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტის ტვირთბრუნვა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. მზარდი დინამიკა ახასიათებს საქართველოს ტრანსპორტის განვითარების სხვა ძირითად მახასიათებლებსაც, მაგ., 2002–2008 დარგიდან შემოსული საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და ამ მაჩვენებლით იგი კვლავაც ინარჩუნებს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სახელს.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და თურქეთის შემაერთებელი რკინიგზის (ბაქო–თბილისი–ყარსის) ხაზის ექსპლუატაციაში შესვლა. ამ პროექტის განხორციელებას საფუძველი დაუდო 2007 წელს თებერვალში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერამ. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.. პირველი ეტაპის სარკინიგზო ხაზის წლიური ტვირთბრუნვა განისაზღვრება 5 მლნ. ტ, ხოლო სამომავლოდ იგი დამატებით 10 მლნ. ტ გაიზრდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შემაერთებელი მშენებარე ხაზის საერთო სიგრძე შეადგენს 93 კმ, საიდანაც 25 კმ (ახალქალაქი–კარწახი) საქართველოს ტერიტორიაზეა. პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია აგრეთვე მარაბდა–ახალქალაქის 160 კმ სიგრძის რკინიგზის არსებული მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოებიც. პროექტის პირველი ეტაპის სავარაუდო ინვესტიციების მოცულობა 340 მლნ. ლარია, ხოლო მთლიანად პროექტის განხორციელებას 1 მლრდ. 300 მლნ. ლარის ინვესტიცია დასჭირდება. პროექტის განხორციელება შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად გაიზარდოს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვა.ინსტიტუციონალიზაციას.ეუერთდნენ უკრაინამოლდოვა და მონღოლეთი2000წელს შეუერთდა თურქეთირუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო 2009 წელს - ირანი



                                  გულაგი

                                         ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу ГУЛАГ
 (რუს. ГУЛаг) – აკრონიმი Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний, შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო. გულაგის სახელით ცნობილია საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა (როგორც წესი ფიზიკურ) სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში.
1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1,6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისათვის საჭირო ტანისამოსით, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები.
იხ.ვიდეო


გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.
1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გულაგების სისტემა გაუქმდა 1960 წელს.
რაოდენობა მისჯილი  გულაგი ( 1 იანვარი ყოველ წელი)
წელიგამოსაწორებელი შრომითი ბანაკებში)იქიდან გასამარტლებუ კონრევულუციური დანაშაულისთვისიმავე პროცენტითგამოსასწორებელი შრომითი კოლონიაებშისულ
1934510 307135 19026,5510 307
1935725 483118 25616,3240 259965 742
1936839 406105 84912,6457 0881 296 494
1937820 881104 82612,8375 4881 196 369
1938996 367185 32418,6885 2031 881 570
19391 317 195454 43234,5355 2431 672 438
19401 344 408444 99933,1315 5841 659 992
19411 500 524420 29328,7429 2051 929 729
19421 415 596407 98829,6361 4471 777 043
1943983 974345 39735,6500 2081 484 182
1944663 594268 86140,7516 2251 179 819
1945715 505289 35141,2745 1711 460 677
1946746 871333 88359,2956 2241 703 095
1947808 839427 65354,3912 7041 721 543
19481 108 057416 15638,01 091 4782 199 535
19491 216 361420 69634,91 140 3242 356 685
19501 416 300578 912*22,71 145 0512 561 351
19511 533 767475 97631,0994 3792 528 146
19521 711 202480 76628,1793 3122 504 514
19531 727 970465 25626,9740 5542 468 524
კოლონიის ბანაკები
ცენტრალური  სახელმწიფო არქივი ოქტომბრის რევულუცია, უმარლესი  სახელწიფო ორგანო სახელწიფო  ხელისუფლება და ორგანოები  სახელწიფო მართვის  СССР (ЦГАОР СССР). კოლექცია დოკუმენტის

ეროვნებარაოდენობა
193919401941194219431944194519461947
რუსები830491820089884574833814600146403851441723303132412509
უკრაინელები1819051962831891461801481144677383285584107550180294
ბელორუსები447854974352064453202546115264154792424932242
თათრები24894282322854229116179151193314568904911045
უზბეკები24499268882315426978201298380842655704777
ებრეელები19758215103113223164202301531714433108399530
ყაზახები1712320166191851970314888114531232178228115
გერმანელები185721882219120192581848619773224781815518738
პოლონელები1686016133294571498211339876583061335616137
ქარტველები1172312099111091117169605517544645444609
აზერბაიჯანელებიн/д108009996817045842924433831631495
სომხები1106410755113021030793006835690354775728
თუქმენები935294119689854860783113268120072397
ლატვიელები47425400487072045008385634441230211266
ბაშკირები48745380556046692414140615799051093
ტაჯიკები434753774805489638412194187213351460
ჩინელები316140333025518238482792287926141888
კორეელები2371280021082403180612571397909959
ფინელები237127502614354727812220192917582245
ესტონელები237127202786581455629332880901710241
ბურიატები158127001937261018591344138212401247
ყიტგიზები25032688272635372706143711421034894
ლიტველები10501344124530743125204818051136115328
ავღანელები26328031025617089655948
რუმინელები39527032915501040857815840978
ირანელებიн/д134110718251176772678501558
იაპონელები508011913311911623578660
მონღოლები357058643722492049
თურქებიн/дн/дн/д488297226281264186
Прочие76055674511484601368987920853068505994124729725
ИТОГО:1317195134440815005241415596983974663594715505600897786441
მონაცემები  მოყვანილი  ამ ნაშრომში ,  1 იანვარი 1951 წელი  ბანაკებში და  კოლონიაბი რაოდენობა მისჯილი  შემადგენლობა:
ეროვნებასულაქედანპროცენტი
(სულ აქედან)
ბანაკები კოლონიები
რუსები 140551180599559951655.59 %
უკრაინელები50622136264314357820.02 %
ბელორუსები9647163863326083.82 %
თათრები5692828532283962.25 %
ლიტველები430163577372431.70 %
გერმანელები3226921096111731.28 %
უზბეკები3002914137158921.19 %
ლატვიელები285202168968311.13 %
სომხები2676412029147351.06 %
ყაზახები2590612554133521.02 %
ებრეელები2542514374110511.01 %
ესტონელები246181818564330.97 %
აზერბაიჯენელები237046703170010.94 %
უბეკები235836968166150.93 %
პოლონელები235271918443430.93 %
მოლდოველები227251600867170.90 %
ბაშკირები7847361942280.31 %
ყირგიზები6424362827960.25 %
ტაჯიკები5726288428420.23 %
უდმიტრები5465299324720.22 %
თურქმენები5343225730860.21 %
ფინელები და კარილიები4294236919250.17 %
კოროეელები251216928200.10 %
ბერძნები232615587680.09 %
ჩინელები203917812580.08 %
რუმინელები163913183210.06 %
იაპონელები11028522500.04 %
ირანელები6062623440.02 %
თურქები362300620.01 %
ავღანელები131100310.01 %
მონღოლები8370130.003 %
სხვა იქიდან:8703048351386793.44 %
ძირითადი ეროვნება სსრკ7883241688371443.12 %
რამდენიმე ეროვნება8198666315350.32 %
ჯამში25281461533767994379100.00 %

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...