пятница, 14 октября 2022 г.

რომენ როლანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           რომენ როლანი

(ფრანგ. Romain Rolland; დ. 29 იანვარი 1866 — გ. 30 დეკემბერი 1944) — ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წერდა რომანებს, პიესებსა და ესეებს. 1915 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ლიტერატურული ნაშრომების ამაღლებული იდეალიზმისა და ჭეშმარიტების სიყვარულისთვის, რომლითაც მან სხვადასხვა ტიპის ადამიანები აღწერა.“

როლანი საფრანგეთში იოსებ სტალინის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო. ასევე ცნობილია მწერლის ურთიერთობა ზიგმუნდ ფროიდთან, რომელზეც მან დიდი გავლენა მოახდინა

 
ბიოგრაფია
ცნობილი ფრანგი მწერალი რომენ როლანი დაიბადა კლამსიში, 1866 წელს. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ისტორიული მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. რამდენიმე წლით მივლინებული იყო რომში, სადაც დაწერა პირველი ნაშრომი, ისტორიული ესე „ლუი დე ბერკენის უკანასკნელი პროცესი“. შემდგომი ორი ნაშრომი მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა: „თანამედროვე ლირიკული თეატრის საწყისები“ და „XVI საუკუნის იტალიური მხატვრობის დაცემის მიზეზები“.

პარიზში დაბრუნების შემდეგ როლანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა „ეკოლ ნორმალსა“ და სორბონში. ასწავლიდა ხელოვნების ისტორიასა და მუსიკათმცოდნეობას. როლანმა გამოაქვეყნა „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“: „ბეთჰოვენი“, „მიქელანჯელო“, „ტოლსტოი“ და „ჰენდელი“. 1898 წლიდან იგი თეატრმა გაიტაცა. პიესები „მგლები“, „დანტონი“, „14 ივლისი“ შეადგენენ „რევოლუციური თეატრს“. მოგვიანებით ამ ციკლს ემატება კიდევ რამდენიმე პიესა. პიესების მეორე ციკლს ავტორმა „რწმენის ტრაგედიები“ უწოდა სახელად.
იხ.ვიდეო - Ромен Роллан. Нобель с Дмитрием Быковым.



1903 წლიდან როლანმა დაიწყო გამოქვეყნება თავისი ცნობილი რომანისა – „ჟან-კრისტოფი“, რომელიც ათი ტომისაგან შედგება. ამ "მუსიკალური რომანით, გმირული სიმფონიით" როლანს სურდა თანამედროვეებში გაეღვიძებინა მორალური ენერგიის, კეთილშობილების, მეგობრობისა და მაღალი მისწრაფებების გრძნობები. 1913 წელს როლანმა ფრანგული აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1919 წელს გამოდის „კოლა ბრონიანი“. მწერლის შემდგომი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „კლერამბო“, „მოხიბლული სული“, ოთხტომიანი ნაშრომი ბეთჰოვენის შესახებ და სხვა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მწერალი შვეიცარიაში იმყოფებოდა და იქ წერდა თავის ცნობილ მოწოდებას, რომელშიც მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს მოუწოდებს შეწყვიტოს ურთიერთჟლეტა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში როლანი ჩაბმული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა პროგრესისა და სამართლიანობისათვის. ხელმძღვანელობდა ომის საწინააღმდეგო შეკრებებს, უარი თქვა გოეთეს მედლის მიღებაზე, რომელიც მას ჰიტლერის მთავრობამ მიანიჭა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები: „როგორ შევუშალოთ ხელი ომს“, „სალამი რუსეთის რევოლუციას“. იგი ჩამოვიდა სსრკ–ში, შეხვდა გორკის და საბჭოთა კავშირის მეგობარი გახდა.

რომენ როლანი დიდ თაყვანს სცემდა თაგორსა და განდის, ბოროტების წინააღუმდგომლობის თეორიას, რაც ნათლად ჩანს ნაწარმოებებში „მაჰათმა განდი“, „ცოცხალი ინდოეთის მისტიკისა და მოქმედების შესახებ“, „ინდოეთი“, „რამაკრიშნას ცხოვრება“ და სხვა.

სიცოცხლის ბოლო წლებში როლანი მშობლიურ ვეზლეში ცხოვრობდა და დღიურებზე მუშაობდა, წერდა ავტობიოგრაფიულ მემუარებს: „შინაგანი მოგზაურობა“; დაწერა მოგონებები შარლ პეგის შესახებ და სხვა.

როლანი გარდაიცვალა 1944 წელს, ვეზლეში.
იხ. ვიდეო - Déclaration de Romain Rolland à l'occasion de son 70e anniversaire


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...