вторник, 3 января 2023 г.

შარლ ლუი დე მონტესკიე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  შარლ ლუი დე მონტესკიე

(ფრანგ. Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu; დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანებისა „სპარსული წერილები“ (1721), „განაზრებები რომაელთა აღზევებისა და დაცემის მიზეზების შესახებ“ (1734) და „კანონთა გონი“ (1748).

ბიოგრაფია
დაიბადა ლა ბრედეს ციხე-დარბაზში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჯილის კათოლიკური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, შარლ-ლუის დე სეკონდატი 26 წლის ასაკში, ჟანა დე ლარტიგეზე დაქორწინდა, რომელიც პროტესტანი იყო და რომლისგანაც მიიღო არსებითი რაოდენობის ქონება, მზითევის სახით. შემდეგ წელს, შარლი ბიძამისისგან სიმდიდრეს, ბარონი მონტესკიეს წოდებას და ბორდოს პარლამენტში Président à Mortier-ის სტატუსს იღებს. ამასობაში ინგლისი კონსტიტუციურ მონარქიას აცხადებს და შოტლანდიას უერთდება, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთის სამეფო. 1715 წელს კვდება ლუი XIV და მას 5 წლის ლუი XV ცვლის. ამ ნაციონალურმა ცვლილებებმა, დიდი გავლენა იქონია მონტესკიეზე, რასაც მოგვიანებით იგი თავის ნამუშევარში მოიხსენიებს.

მალე იგი აქვეყნებს თავის პირველ რომანს, „სპარსულ წერილებს“, რითაც აღწევს საკმაოდ დიდ ლიტერატურულ წარმატებას. ამის შემდეგ აქვეყნებს თავის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევარს „Considérations sur les causes de la grandeur des Romains et de leur décadence“ (რომის აღზევების და დაცემის მიზეზების გააზრება), რასაც სწავლულები, სპარსული წერილებიდან მთავარ ნაწარმოებზე გადასვლად თვლიან. De l'Esprit des Lois (კანონების სული), 1748 წელს ანონიმურად გამოქვეყნდა და მალევე გავლენიანი პოზიცია მოიპოვა. საფრანგეთში, ამ წიგნს რეჟიმის მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც ანტიპათიით შეხვდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალული წიგნების სიაში შეიყვანა მონტესკიეს ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად. თუმცა წიგნმა დიდი ქება დაიმსახურა დანარჩენი ევროპისგან, განსაკუთრებით ინგლისისგან.

დიდი ბრიტანეთის კოლონიებში, ამერიკაში, მონტესკიეს ინგლისის თავისუფლების დამცველად მოიხსენიებდნენ (და არა ამერიკული დამოუკიდებლობის). პოლიტიკურმა მეცნიერმა, დონალდ ლატზმა აღმოაჩინა, რომ მონტესკიე იყო ის ავტორიტეტი, რომლის ციტატები ყველაზე მეტად ჟღერდა წინარევოლუციურ ინგლისურ ამერიკაში. ამერიკის გამოყოფის შემდეგ, მონტესკიეს ნამუშევრებმა დატოვა უზარმაზარი გავლენა ამერიკის ბევრ დამფუძნებელზე. ყველაზე აღსანიშნავი, ვირჯინიელ დამფუძნებელ მამაზე, ჯეიმზ მედისონზე. მონტესკიეს ფილოსოფიამ, რომ „მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ერთ ადამიანს არ ეშინოდეს მეორესი“ შეახსენა მედისონსა და სხვებს, რომ მთავრობის თავისუფალი და მყარი საფუძველი ძალების მკაფიო და ბალანსირებულ განაწილებას ემყარება.

გარდა სოციალურ და პოლიტიკურ ნაწარმოებებზე მუშაობისა, მონტესკიემ რამდენიმე წელი ევროპაში იმოგზაურა. საფრანგეთში დაბრუნებამდე, ჩავიდა ავსტრიასა და უნგრეთში, ერთი წელი გაატარა იტალიაში და 18 თვე დაჰყო ინგლისში. მას ცუდი მხედველობა ჰქონდა და 1755 წელს, როდესაც მაღალი სიცხისგან გარდ
იხ. ვიდეო - Шарль Луи де Монтескьё | Очень сильные цитаты гениального писателя - Шарль-Луи де Монтескьё (1689 — 1755) — выдающийся французский писатель и правовед, один из крупнейших политических философов эпохи Просвещения.
Наряду с Джоном Локком и Жан-Жаком Руссо он считается основоположником теории представительной демократии. Именно ему принадлежит доктрина разделения властей, которая лежит в основе всех современных демократических государств. 
Самыми известными его произведениями стали сатирический роман
 «Персидские письма» и фундаментальный политический трактат «О духе законов».
მნიშვნელობა
მონტესკიემ ჩამოაყალიბა პოლიტიკური ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოებისგან გამიჯვნა, ძალაუფლების გამიჯვნა და ინდივიდუალური თავისუფლების პრიორიტეტი ბუნებრივი სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით.

ჯერ კიდევ სიცოცხლის განმავლობაში მონტესკიემ მოიპოვა პან-ევროპული პოპულარობა, როგორც განმანათლებლობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მონტესკიესა და ჯონ ლოკის შეხედულებები განიხილება, როგორც ლიბერალიზმის, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის სათავე. მონტესკიეს ლიბერალური სწავლების უშუალო მემკვიდრეებს შორის არიან იტალიელი იურისტი ჩეზარე ბეკარია და შოტლანდიელი ეკონომისტი ადამ სმიტი.

მონტესკიე, ჯონ ლოკი და ჟან-ჟაკ რუსო ითვლებიან წარმომადგენლობითი დემოკრატიის თანამედროვე თეორიების ფუძემდებლად. მონტესკიემ ჩამოაყალიბა ხელისუფლებათა დანაწილების იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს.

მონტესკიეს პოლიტიკურმა და იურიდიულმა იდეებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა აშშ-ს კონსტიტუციის შემქმნელებზე, დიდი საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის კონსტიტუციურ კანონმდებლობაზე და 1804 წლის საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსზე.

ჰენრი ბოკლთან, გერმანელ გეოგრაფ ფრიდრიხ რატცელთან და რუსული წარმოშობის შვეიცარიელ სოციოლოგთან, ლევ მეჩნიკოვთან ერთად, მონტესკიე იყო გეოგრაფიული სკოლის მიმდევარი, რომლის მომხრეები ცივილიზაციის განვითარებაში უპირატესობას ანიჭებდნენ გეოგრაფიულ და ბიოლოგიურ გარემოს.

როგორც ეკონომისტი, მონტესკიე ითვლება ფულის რაოდენობრივი თეორიის წინამორბედად, რომელიც შეიმუშავეს დევიდ ჰიუმმა, ჯონ კეინსმა, ირვინგ ფიშერმა, მილტონ ფრიდმანმა, არტურ პიგუმ და სხვებმა.
იხ. ვიდეო - Essential Enlightenment: Montesquieu - Charles-Louis de Secondat, Baron de La Brede et de Montesquieu—better known simply as Montesquieu—was a French nobleman, judge, novelist, and also a decisive figure in the early years of the Enlightenment, whose impact can still be seen in Western democracies around the world. One of Montesquieu’s most lasting legacies is the idea of separating powers within government among different branches: legislative, executive and judiciary. He was also a firm believer in the power of commerce and markets, and was one of the first to realize the moral benefits of trade, ideas that influenced Adam Smith and David Hume, considered the founders of economics. Watch this video to learn more, and visit www.EssentialEnlightenment.org.
 (ფრანგ. Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu) (დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანისა „სპარსული წერილები“.. იხ. ბმულზე წყარო

ციტატები

Lettres familieres a divers amis d'Italie, 1767
 
თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით – ეს თაღლითობაა, ხოლო, თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით – ეს პოლიტიკაა.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.


 
სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია.


 
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.


 
შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის – ზრდის ან ამცირებს – ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს – შეძენილ გემოვნებას.


 
როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ.


 
გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.


 
თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს.


 
კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს.


 
უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.


 
ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს.


 
არასოდეს არ უნდა ამოიწუროს საგანი იმდენად, რომ მკითხველს წილად აღარაფერი დარჩეს. საქმე კი არ არის, აიძულო იგი წაიკითხოს, საქმე ისე არის, ფიქრი აიძულო.


 
ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.


 
თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.


 
ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...