среда, 8 марта 2023 г.

კარლ პოპერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             კარლ პოპერი


დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1902
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი, 1994 (92 წლის)
გარდ. ადგილი London Borough of Croydon
დასაფლავებულია mortuary Lainzer Friedhof
მოქალაქეობა Ensign of Austro-Hungarian civil fleet (1869-1918).svg ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ავსტრიის პირველი რესპუბლიკა
Federal State of Austria
Flag of the United Kingdom (3-5).svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფილოსოფია , ეპისტემოლოგია, rationality, მეცნიერების ფილოსოფია , ლოგიკა, პოლიტიკური ფილოსოფია , სოციალური ფილოსოფია, აბიოგენეზი და კვანტური მექანიკა
მუშაობის ადგილი კენტერბერის უნივერსიტეტი , ლონდონის ეკონომიკის სკოლა , ლონდონის სამეფო კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი , კემბრიჯის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები W. W. Bartley III, Imre Lakatos, Thomas Kuhn, Paul Feyerabend, Hubert Kiesewetter, David Miller, John W. N. Watkins, Joseph Agassi და Alan Musgrave
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Josefine Anna Henninger
მამა Simon Siegmund Carl Popper
დედა Jenny Popper
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის , ქალაქ ვენის საპატიო ბეჭედი, დიდი ოქროს მედალი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, Otto Hahn Peace Medal, კატალონიის საერთაშორისო პრემია , Dr. Leopold Lucas Prize , მონტიონის პრემია, გოეთეს მედალი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი , მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი , honorary doctorate of Salzburg University, Kyoto Prize in Arts and Philosophy , ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“, honorary doctor of the Catholic University of Eichstätt-Ingolstadt, რაინდი-ბაკალავრი, Companion of Honour, Prix Alexis de Tocqueville, სონინგის პრემია, ორდენი „დამსახურებისათვის“ და უცნობი.
იხ. ვიდეო - Карл Поппер. Философия науки. Принцип фальсифицируемости научного знания.
(ინგლ. Karl Raimund Popper, გერმ. Karl Raimund Popper) — ფილოსოფოსი, აკადემიკოსი და სოციალური კომენტატორი.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერების ფილოსოფოსი, პოპერი, ცნობილია იმით, რომ უარყოფს სამეცნიერო მეთოდის კლასიკურ ინდუქტივისტურ ხედვას ემპირიული ფალსიფიკაციის სასარგებლოდ. პოპერის თანახმად, ემპირიულ მეცნიერებებში თეორია ვერასოდეს დადასტურდება, თუმცა მისი ფალსიფიკაცია შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ მისი გადამწყვეტი ექსპერიმენტით შემოწმება შეიძლება (და ასეც უნდა მოხდეს). პოპერი ეწინააღმდეგებოდა შეხედულებას ცოდნის კლასიკური დასაბუთების შესახებ, რაც მან კრიტიკული რაციონალიზმით შეცვალა, კერძოდ, „კრიტიკის პირველი არადამასაბუთებელი ფილოსოფია ფილოსოფიის ისტორიაში“.

პოლიტიკურ დისკურსში ის ცნობილია ლიბერალური დემოკრატიის დაცვითა და სოციალური კრიტიციზმის პრინციპებით, რომლებიც, მისი აზრით, ღია საზოგადოებას ავითარდებდნენ. მისი პოლიტიკური ფილოსოფია მოიცავდა მთავარი დემოკრატიული პოლიტიკური იდეოლოგიების, მათ შორის, სოციალიზმის/სოციალ-დემოკრატიის, ლიბერტარიანიზმის/კლასიკური ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის იდეებს და მათ შეჯამებას ცდილობდა.
იხ. ვიდეო - Karl Popper, Science, & Pseudoscience: Crash Course Philosophy #8

ოჯახი და სწავლება

კარლ პოპერი დაიბადა ვენაში (შემდეგომში ავსტრია-უნგრეთი1902 წელს, საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენელთა ოჯახში. პოპერის ბებიები და ბაბუები ებრაელები იყვნენ, თუმცა ისინი ღვთისმოსავობით არ გამოირჩეოდნენ და როგორც კულტურული ასიმილაციის პროცესის მონაწილენი, ოჯახი ლუთერანობაზე მის დაბადებამდე გადავიდა, მანაც სწორედ ასე მიიღო ლუთერანული ბაფტიზმი. მისი მამა, საიმონ ზიგმუნდ კარლ პოპერი, ბოჰემიის იურისტი და ვენის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო დედა, ჯენი შიფი სილეზიური და უნგრული წარმოშობის იყო. პოპერის ბიძა იყო ავსტრიელი ფილოსოფოსი იოზეფ პოპერ-ლინკეუსი. ვენაში დამკვიდრების შემდეგ, პოპერები იქაურ საზოგადოებაში მალევე დაწინაურდნენ, რადგან კარლ პოპერის მამა ვენის ლიბერალური მერის რაიმუნდ გრიუბლის იურიდიულ ფირმის პარტნიორი გახდა, ხოლო გრუბლის გარდაცვალების შემდეგ, 1898 წელს ბიზნესი მან გადაიბარა. პოპერმა სახელი სწორედ რაიმუნდ გრიუბლის შემდეგ მიიღო. (თავად პოპერი თავის ბიოგრაფიაში შეცდომით იხსენებს, რომ გრიუბლის სახელი კარლი იყო). მისი მშობლები ზიგმუნდ ფროიდის დის, როზა გრაფის ახლო მეგობრები იყვნენ.  მისი მამა ბიბლიოფილი იყო, რომელსაც პირად ბიბლიოთეკაში 12,000–14,000 ტომი ჰქონდა და ფილოსოფიით, კლასიკით, სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით იყო დაინტერესებული. პოპერს მისგან მემკვიდრეობით ბიბლიოთეკაც და ხასიათიც ერგო. მოგვიანებით, როცა ის აღზრდის პერიოდის ატმოსფეროს აღწერს, მას „გადაწყვეტილებით წიგნიერს“ უწოდებს.

პოპერმა სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და მოწვეული სტუდენტის სტატუსით ვენის უნივერსიტეტში მათემატიკის, ფიზიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და მუსიკის ისტორიის ლექციების დაესწრო. 1919 წელს, პოპერის ყურადღება მარქსიზმმა მიიპყრო, რის შემდეგაც სოციალისტური სკოლის სტუდენტთა ასოციაციას შეუერთდა. იგი ასევე ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა, რომელიც იმ დროსთვის სრულიად მარქსისტული იდეოლოგიის იყო. 1919 წლის 15 ივნისს, ჰორლგასში მომხდარი ქუჩის დაპირისპირების შემდეგ, როცა პოლიციამ მისი 8 უარაღო თანაპარტიელი დახვრიტა, ის იმედგაცრუებული დარჩა იმით, რასაც ხედავდა როგორც ფილოსოფოს კარლ მარქსის „ფსევდომეცნიერული“ ისტრიული მატერიალიზმი, ამიტომ უარყო იდეოლოგია და მთელი ცხოვრების მანძილზე სოციალური ლიბერალიზმის მხარდამჭერად დარჩა.

მცირე ხნის განმავლობაში ის ქუჩის მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა მძიმე შრომას ვერ უმკლავდებოდა. უნივერსიტეტში მოწვეული სტუდენტის სტატუსით სიარული განაგრძო და ხეზე მუშაობის შეგირდობა დაიწყო, რაც საბოლოოდ დაასრულა როგორც ოსტატმა. ამ დროს ის ბავშვთა დღის მოვლის დაწესებულების შექმნაზე ოცნებობდა, რისთვისაც, მისი აზრით, ავეჯის დამზადების ცოდნა შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო. ამის შემდეგ ფსიქოანალიტიკოს ალფრედ ადლერის ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში მოხალისეობდა. 1922 წელს საშუალო სკოლაში დაბრუნებისა და მისი დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტს, საბოლოოდ, რიგითი სტუდენტის სტატუსით შეუერთდა. 1924 წელს მან დაწყებითი კლასების მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა და მუშაობა სოციალურ საფრთხეში მყოფი ბავშვების სკოლის შემდგომი მოვლის კლუბში დაიწყო. 1925 წელს იგი ახლად დაარსებულ Pädagogisches Institut-ში მივიდა და ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა განაგრძო. დაახლოებით ამ დროს მან მეგობრობა ჟოზეფინა ანა ჰენინგერთან დაიწყო, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა.

1928 წელს, პოპერმა, კარლ ბიულერისა და სადისერტაციო კომიტეტის მეორე თავმჯდომარის, მორიც შლიკის ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მის დისერტაციას Zur Methodenfrage der Denkpsychologie (მეთოდის კითხვების შესახებ აზროვნების ფსიქოლოგიაში) ერქვა. 1929 წელს, მან მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების ავტორიზაცია მიიღო და ეს საქმიანობა დაიწყო. 1930 წელს თავის კოლეგა ჟოზეფინა ანა ჰენინგერზე (1906–1985) დაქორწინდა. ნაციზმის აღმავლობისა და ანშლუსის საფრთხის შიშით, მან საღამოებისა და ღამეების გამოყენება პირველი წიგნის Die beiden Grundprobleme der Erkenntnistheorie (ცოდნის თეორიის ორი ფუნდამენტური პრობლემა) დასაწერად დაიწყო. მას წიგნის გამოცემა აკადემიური თანამდებობის მისაღებად სჭირდებოდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც ებრაული წარმოშობის ხალხისთვის უსაფრთხო იყო. საბოლოოდ, მან ორტომიანი ნაშრომი არ გამოაქვეყნა; თუმცა, მის ნაცვლად, შერეული ვერსია ახალი მასალებით, როგორიც იყო Logik der Forschung (სამეცნიერო აღმოჩენის ლოგიკა) 1934 წელს გამოაქვეყნა. აქ მან გააკრიტიკა ფსიქოლოგიზმინატურალიზმიინდუქტივიზმი და ლოგიკური პოზიტივიზმი, ასევე, წარმოადგინა პოტენციური ფალსიფიკაციის თეორია, როგორც კრიტერიუმი, რომელიც მეცნიერებას არამეცნიერებისგან გამოარჩევს. 1935 და 1936 წლებში მან ანაზღაურებადი შვებულება მიიღო, რომ გაერთიანებულ სამეფოში სასწავლო ვიზიტით წასულიყო. 

აკადემიური ცხოვრება

1937 წელს, პოპერმა, თანამდებობის მიღება საბოლოოდ მოახერხა, რაც მას საშუალებას აძლევდა, ემიგრაციაში ახალ ზელანდიაში წასულიყო, სადაც ის კრაისტჩერჩიშიახალი ზელანდიის უნივერსიტეტის კანტერბერის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფილოსოფიის ლექტორი გახდა. აქ მან თავისი გავლენიანი ნაშრომი „ღია საზოგადოება და მისი მტრები“დაწერადუნედინში იგი ფიზიოლოგიის პროფესორ ჯონ კარიუ ეკკლს შეხვდა და მასთან სამუდამოდ დამეგობრდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს, იგი გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ლოგიკისა და სამეცნიერო მეთოდის მკითხველი მთავარი ლექტორი გახდა. სამი წლის შემდეგ, 1949 წელს, იგი ლონდონის უნივერსიტეტის ლოგიკისა და სამეცნიერო მეთოდის პროფესორად დაინიშნა. 1958 - 1959 წლებში, პოპერი არისტოტელეს საზოგადოების პრეზიდენტი იყო. 1969 წელს, აკადემიური ცხოვრებიდან იგი პენსიაზე გადავიდა, თუმცა ინტელექტუალურად აქტიური მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა. 1985 წელს ის ავსტრიაში დაბრუნდა, რათა მის მეუღლეს სიცოცხლის ბოლო თვეების ნათესავების გარემოცვაში გატარება შეძლებოდა; იგი იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ლუდვიგ ბოლცმან გესელშაფტმა, მეცნიერების ფილოსოფიის საკვლევი ახლად დაარსებული ფილიალის დირექტორად ვერ დანიშნა, 1986 წელს იგი კვლავ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა და სურეიში, კერძოდ კენლიში დასახლდა.

გარდაცვალება

პოპერის საფლავი თარგი:Interlanguage link multi ვენაავსტრია

პოპერი „კიბოს, პნევმონიისა და თირკმლის უკმარისობის გართულებებით“ კენლეში, 92 წლის ასაკში, 1994 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა. ორი კვირით ადრე, სანამ მოულოდნელად დაავადდებოდა, იგი თავის ფილოსოფიაზე განუწყვეტლივ მუშაობდა. კრემაციის შემდეგ, მისი ფერფლი ვენაში წაიღეს და ლაინცერის სასაფლაოზე ORF-ის ცენტრის მიმდებარედ დაკრძალეს, სადაც მანამდე მისი მეუღლე ჯოზეფინე ანა პოპერი (მეტსახელად „ჰენი“) იყო დაკრძალული. პოპერის ქონებას მისი მდივანი და პირადი თანაშემწე მელიტა მევუ თავის მეუღლე რაიმონდთან ერთად მართავს. პოპერის ხელნაწერების ნაწილი სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში მის სიცოცხლეშივე, ხოლო დამატებითი მასალები მისი გარდაცვალების შემდეგ გადაიტანეს. კლაგენფურტის უნივერსიტეტს პოპერის ბიბლიოთეკა, მისი ძვირფასი ბიბლიოფილიის ჩათვლით აქვს, აქვეა თავმოყრილი ჰუვერის მასალის ორიგინალი და დამატებითი მიკროფილმების ბეჭდური ასლები. ქონების დარჩენილი ნაწილები ძირითადად საქველმოქმედო ფონდ „კარლ პოპერს“ გადაეცა.  2008 წლის ოქტომბერში კლაგენფურტის უნივერსიტეტმა მისი მამულიდან საავტორო უფლებები შეიძინა. საომარი პირობების გამო, პოპერმა და მისმა მეუღლემ შვილების ყოლა ქორწინების პირველ წლებში არ არჩიეს. პოპერმა კომენტარი გააკეთა, რომ ეს „ალბათ მშიშარა, მაგრამ გარკვეულწილად სწორი გადაწყვეტილება იყო“.

პრიზები და ჯილდოები

პოპერი პროფესორ კირილ ჰოშლთანერთად. საპატიო დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში მაისი, 1994 წელი

პოპერმა თავის სფეროში მრავალი ჯილდო და პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ლიპინკოტის პრემია, სონინგის პრემია, გერმანიის გაეროს ასოციაციის ოტო ჰანის მშვიდობის მედალი და სამეფო საზოგადოების სტიპენდიები[48] British AcademyLondon School of EconomicsKing's College LondonDarwin CollegeCambridgeAustrian Academy of Sciences ბრიტანული აკადემიაში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, ლონდონის მეფის კოლეჯში, დარვინის კოლეჯში, კემბრიჯში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიასა და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. ავსტრიამ 1986 წელს მას ავსტრიის რესპუბლიკისთვის გაწეული ღვაწლისთვის ჯილდო გადასცა, ხოლო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ოქროს ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ასევე, Pour le mérite - მშვიდობის ორდენი მიიღო. მანვე მიიღო ჰუმანისტის ლაურეატის პრემია ჰუმანიზმის საერთაშორისო აკადემიისგან.1965 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ის რაინდად მიღო და 1976 წელს სამეფო საზოგადოების მკვლევრად აირჩია. 1982 წელს მას ღირსების თანმხლებთა ორდენი გადასცეს.

პოპერისთვის სხვა ჯილდოები იყო: ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრემია (1965), კარლ რენერის პრემია (1978), ავსტრიის მეცნიერების და ხელოვნების ჯილდო (1980), ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ლეოპოლდ ლუკასის პრემია (1980) ვენის ქალაქის საპატიო ბეჭედი (1983) და ფრიდრიხ ნიცშეს საზოგადოების საერთაშორისო პრემია (1988). პოპერისთვის სხვა ჯილდოები იყო: ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრემია (1965), კარლ რენერის პრემია (1978), ავსტრიის მეცნიერების და ხელოვნების ჯილდო (1980), ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ლეოპოლდ ლუკასის პრემია (1980) ვენის ქალაქის საპატიო ბეჭედი (1983) და ფრიდრიხ ნიცშეს საზოგადოების საერთაშორისო პრემია (1988). 1989 წელს ის პირველად დაჯილდოვდა კატალონიის საერთაშორისო პრიზით „მისი წვლილისთვის მსოფლიო მასშტაბით კულტურული, სამეცნიერო და ადამიანური ღირებულებების განვითარებაში“. 1992 წელს მას ხელოვნებასა და ფილოსოფიაში კიოტოს პრემია მიენიჭა „მე -20 საუკუნის ღია სულის სიმბოლოობისთვის“ და „თანამედროვე ინტელექტუალური კლიმატის ფორმირებაზე უდიდესი გავლენისთვის“. 


ფილოსოფია

ფილოსოფია

პოპერის იდეების საფუძველი

პოპერის მიერ თინეიჯერულ ასაკში მარქსიზმზე უარის თქმამ, მის აზროვნებაზე ღრმა კვალი დატოვა. იგი ერთხანს სოციალისტურ ასოციაციაში გაწევრიანდა და 1919 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში თავს კომუნისტად თვლიდა. მიუხედავად იმისა, პოპერის კომუნისტური შტაბის ოფისში მუშაობის შესახებ ცნობილია, გახდა თუ არა იგი კომუნისტური პარტიის წევრი, გაუგებარია. ამ პერიოდში ის ეკონომიკის, კლასობრივი ბრძოლის და ისტორიის შესახებ მარქსისტულ შეხედულებებს გაეცნო. იმის გამო, რომ იგი მარქსისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით იმედგაცრუებული მალევე დარჩა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ისინი, ვისაც მიაჩნდა რომ რევოლუციის გამო სისხლის დაღვრა საჭირო იყო. შემდეგ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლის შეწირვას ეხებოდა, მთავარი იყო ფიქრი და უკიდურესი წინდახედულობით მოქმედება.

ფაშიზმთან ბრძოლაში დემოკრატიული პარტიების მარცხმა, 1920-იან და 1930-იან წლებში ავსტრიის პოლიტიკურმა წარუმატებლობამ, პოპერი ტრავმირებული დატოვა. მან ამ წარუმატებლობის შედეგები პირადად განიცადა, რადგან ანშლუსის (1938 წელს გერმანული რაიხის მიერ ავსტრიის ანექსია) შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა იგი აიძულა სამუდამოდ გადასახლებულიყო. სოციალურ მეცნიერებაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები - ისტორიციზმის სიღარიბე (1944) და ღია საზოგადოება და მისი მტრები (1945) ინსპირირებული იყო რეფლექსიით იმ გავრცელებულ ტოტალიტარულ იდეოლოგიებზე, რომლებიც ცენტრალური ევროპის პოლიტიკაში დომინირებდნენ. მისი წიგნები იცავდა დემოკრატიულ ლიბერალიზმს, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიას. ასევე, წარმოადგენდა ფილოსოფიური წინაპირობების ვრცელ კრიტიკას, რომელიც ტოტალიტარიზმის ფორმებს ემყარებოდა.

პოპერს სჯეროდა, რომ ზიგმუნდ ფროიდისა და ალფრედ ადლერის თეორიები, ასევე, ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რამაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკაში რევოლუცია დაიწყო, არასამეცნიერო იყო და თვლიდა, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. პოპერი ფიქრობდა, რომ აინშტაინის თეორია, როგორც მეცნიერული აზროვნებისა და მეთოდის საფუძველი, ძალიან "სარისკოა", იმ გაგებით, რომ მისგან შესაძლებელი იყო ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც იმდროინდელი დომინანტის, ნიუტონის კანონებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა; ერთ-ერთი ასეთი პროგნოზი, რომ გრავიტაციას შუქის გადახრა შეეძლო, არტურ ედინგტონის ექსპერიმენტებით 1919 წელს გადამოწმდა.  ამის საპირისპიროდ, იგი ფიქრობდა, რომ ვერაფერი, თუნდაც პრინციპი, ფსიქოანალიტიკურ თეორიებს ვერ გააყალბებს. ამრიგად, ის მივიდა დასკვნამდე, რომ მათ პრიმიტიულ მითებთან უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ნამდვილ მეცნიერებასთან.

პოპერმა დაასკვნა, რომ ის, რაც ფსიქოანალიტიკური თეორიების მნიშვნელოვან სიძლიერეებად მიიჩნეოდა, სინამდვილეში მათი სისუსტეები იყო. ფსიქოანალიტიკური თეორიები შეიქმნა ისე, რომ მათ ნებისმიერი კრიტიკის უარყოფის საშუალება მიეცათ და ადამიანის ქცევის ყველა შესაძლო ფორმის შესახებ ახსნა შეძლებოდათ. ამგვარი თეორიების ბუნებამ ნებისმიერი კრიტიკა, ან ექსპერიმენტი შეუძლებელი გახადა - თუნდაც პრინციპულად - ისეთები, რომლებიც მათ არასწორობას აჩვენებდა. მოგვიანებით, როდესაც პოპერმა მეცნიერების ფილოსოფიის დემარკაციის პრობლემა განიხილა, დასკვნამ მას უბიძგა დაედგინა, რომ სამეცნიერო თეორიის სიძლიერე ამაში მდგომარეობს - იგი ფალსიფიკაციის მიმართ მგრძნობიარეა და სინამდვილეში, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო არ ყალბდება. მან მიიჩნია, რომ თუ თეორია კრიტიკის მიერ ვერ ფალსიფიცირდება, ეს სამეცნიერო თეორია არ არის.


მეცნიერების ფილოსოფია

ფალსიფიცირებულობა და დემარკაციის პრობლემა

იმისთვის, რომ პოპერს თავისი ფილოსოფია აღეწერა კანტის ფილოსოფიის მსგავსად, ტერმინი „კრიტიკული რაციონალიზმი“ გამოიყენა. მან უარყო ემპირიზმის მოსაზრება (კანტის მიხედვით), რომ ძირითადი ცნებები უტყუარია, ვიდრე ისინი თეორიულ ჩარჩოსთან კავშირს აღწერენ.  რაც შეეხება მეცნიერების მეთოდს, ტერმინი „კრიტიკული რაციონალიზმი“ მიუთითებს მის უარყოფაზე კლასიკური ემპირიზმისა და მისგან ამოსული მეცნიერების კლასიკური დაკვირვებით-ინდუქტივისტური ხედვის შესახებ. პოპერი ამ უკანასკნელის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და მიიჩნევდა, რომ სამეცნიერო თეორიები აბსტრაქტული ხასიათისაა და მათი შემოწმება მხოლოდ ირიბად შეიძლება. შედეგებზე დაყრდნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო თეორია და, ზოგადად, ადამიანის ცოდნა, სავარაუდო ან ჰიპოთეტურია და სპეციფიკურ ისტორიულ-კულტურულ გარემოში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად შემოქმედებითი ფანტაზიის შედეგად გენერირდება.

ლოგიკურად, ექსპერიმენტული ტესტირების დონეზე, სამეცნიერო თეორიის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ერთი გარემოება გადამწყვეტია; ეს გვიჩვენებს, რომ თეორია, საიდანაც შედეგები გამომდინარეობს, ფალსიფიცირებულია. რომ ავიღოთ დებულება (მაგალითად, ზოგიერთი სამეცნიერო თეორიის კანონის დებულება) - ის, რომ "T" - "ფალსიფიცირებულია", არ ნიშნავს რომ "T" არის ყალბი. უფრო მეტიც, ეს ნიშნავს, რომ თუ "T" არის ყალბი, მაშინ (პრინციპში), "T" შეიძლება იყოს წარმოჩენილი როგორც ყალბი დაკვირვებით ან ექსპერიმენტით. ვერიფიკაციასა და ფალსიფიკაციას შორის ლოგიკური ასიმეტრიის შესახებ პოპერის შეხედულება მისი მეცნიერების ფილოსოფიის საფუძველია. ამან, ასევე შთააგონა მას, რომ ფალსიფიკაცია გამოიყენოს, როგორც დემარკაციის კრიტერიუმად იმის განსასაზღვრად, თუ რა არის და არ არის სინამდვილეში მეცნიერული: თეორია უნდა ჩაითვალოს მეცნიერულად, მხოლოდ მაშინ, თუ ფალსიფიკაციას ექვემდებარება. ამან მას აიძულა შეწინააღმდეგებოდა როგორც ფსიქოანალიზის, ისე სამეცნიერო სტატუსზე თანამედროვე მარქსიზმის პრეტენზიებს, იმის საფუძველზე, რომ მათი თეორიები არაფალსიფიკატორულია. პოპერმა კვანტური მექანიკის კოპენჰაგენის ცნობილი ინტერპრეტაციის წინააღმდეგაც დაწერა. იგი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ნილს ბორის ინსტრუმენტალიზმს და ალბერტ აინშტაინის სამყაროს შესახებ სამეცნიერო თეორიებისადმი რეალისტურ მიდგომას მხარს უჭერდა. პოპერის ფალსიფიკაციურობა ჰგავს ჩარლზ პირსის მეცხრამეტე საუკუნის ფალიბილიზმს. წიგნში „საათებში და ღრუბლებში“ (1966) პოპერმა აღნიშნა, რომ სურდა პირსის ნამუშევრების ადრეც სცოდნოდა. ნაშრომში მთელი ცხოვრება პრობლემების გადაჭრაა , პოპერი ცდილობდა მეცნიერული ცოდნის აშკარა პროგრესი აეხსნა, ანუ ის, თუ როგორ ხდება ჩვენი სამყაროს გაგება დროთა განმავლობაში. ეს პრობლემა წარმოიშობა მისი პოზიციიდან, რომ თეორიების შინაარსის ჭეშმარიტება შეიძლება გადამოწმდეს არა სამეცნიერო ტესტით, არამედ მხოლოდ ფალსიფიკაციით. ამ კონტექსტში, სიტყვა "ფალსიფიცირებული" რაღაც "ყალბის" არსებობას არ გულისხმობს; უფრო სწორია, თუ ვიტყვით, რომ რაღაც შეიძლება იყოს (ანუ, აქვს უნარი იყოს) მცდარი დაკვირვების, ან ექსპერიმენტის საფუძველზე. ზოგი რამ უბრალოდ არ იძლევა საშუალებას, რომ ყალბად გამოჩნდეს, ამიტომ ასეთები ფალსიფიცირებადი არ არის. თუ ეს ასეა, მაშინ როგორ ხდება, რომ მეცნიერების ზრდა იწვევს ცოდნის ზრდას? პოპერის აზრით, სამეცნიერო ცოდნის განვითარება ევოლუციური პროცესია, რომელიც თავისი ფორმულით ხასიათდება:

მოცემული პრობლემური სიტუაციის საპასუხოდ (), მრავალი კონკურენტული მოსაზრება, ან სავარაუდო თეორია () ფალსიფიკაციის ყველაზე მკაცრ მცდელობებს სისტემატურად ექვემდებარება. შეცდომის აღმოფხვრის () ეს პროცესი, მეცნიერებისთვის ისეთ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ბუნებრივი გადარჩევა ბიოლოგიური ევოლუციისთვის ითავსებს. თეორიები, რომლებიც უკეთესად გადაურჩებიან უარყოფის პროცესს, არ არიან უფრო მართალები, არამედ მეტად "მორგებულებია" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრობლემურ სიტუაციაში () უფრო მეტად ვრცელდება. შესაბამისად, ისევე, როგორც სახეობის ბიოლოგიური ფიზიკური მდგომარეობა არ უზრუნველყოფს გადარჩენის გაგრძელებას, არც მკაცრი ტესტირება იცავს სამეცნიერო თეორიას სამომავლო უარყოფისაგან. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბიოლოგიის ევოლუციის ძრავას მრავალი თაობის განმავლობაში მიღებული თვისებები აქვს, რომლებიც გადარჩენის უფროდაუფრო რთულ პრობლემებთან გამკლავების მიზნითაა აღჭურვილი (). პოპერისთვის სავარაუდო თეორიებს (ვარაუდებსა) და შეცდომების აღმოფხვრას (უარყოფას) შორის, სამეცნიერო ცოდნა უფროდაუფრო დიდი პრობლემებისკენ მიემართება. პროცესში ძალიან ჰგავს გენეტიკური ვარიაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის ურთიერთქმედებას.


ფალსიფიკაცია და ინდუქციის პრობლემა

მის მიერ ფილოსოფიაში შეტანილ წვლილს აქვს პრეტენზია, რომ ინდუქციის ფილოსოფიური პრობლემა გადაწყვიტა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მზის ამოსვლის არანაირი საშუალება არ არსებობს, შესაძლებელია, ჩამოაყალიბოთ თეორია, რომ ყოველდღე მზე ამოვა; თუ ის გარკვეულ დღეს არ მოიმატებს, თეორია ფალსიფიცირდება და განსხვავებული თეორიით შეიცვლება იმ დღემდე, სანამ საჭირო არ იქნება უარვყოთ ვარაუდი, რომ თეორია მართალია. პოპერის თანახმად, არარაციონალურია უფრო რთული დაშვება, რომ მზე ამოვა მოცემულ დღემდე, მაგრამ ამის გაკეთება შეჩერდება მეორე დღეს, ან მსგავსი განცხადებები დამატებითი პირობებით. ასეთი თეორია უფრო მაღალი ალბათობით იქნება მართებული, რადგან მას ასე ადვილად ვერ დაესხმიან თავს:

  • პირველის თეორიის ფალსიფიკაციისთვის საკმარისია იმის დადგენა, რომ მზემ ამოსვლა შეწყვიტა;
  • მეორის ფალსიფიკაციისთვის დამატებით საჭიროა ვარაუდი, რომ მოცემული დღე ჯერ არ დამდგარა;

პოპერი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო, ყველაზე ადვილად ფალსიფიცირებადი, ან უმარტივესი თეორიაა (ატრიბუტები, რომლებიც მან იგივენაირად გამოავლინა), რომელიც ისეთ ცნობილ ფაქტებს განმარტავენ, რომელთა არჩევაც რაციონალურია. პოზიტივიზმისადმი მისი წინააღმდეგობა, რომ სავარაუდოდ, ჭეშმარიტი თეორია უნდა აირჩიოს, აქ აშკარა ხდება. პოპერი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია თეორიის ჭეშმარიტება უზრუნველყოს; უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი ფალსიფიციურობის დადგენა მარტივად შესაძლებელია.

პოპერი დაეთანხმა დევიდ ჰიუმს, რომ ხშირად, არსებობს ფსიქოლოგიური რწმენა იმის შესახებ, რომ მზე ხვალ ამოვა და რომ არავითარი ლოგიკური დასაბუთება არ არსებობს იმის გარდა, რომ ის წარსულში სულ ამოდიოდა. პოპერი წერს,

ინდუქციის პრობლემას ჰიუმის საშუალებით მივუახლოვდი. ვფიქრობდი, რომ ჰიუმმა შესანიშნავად აღნიშნა, რომ ინდუქციის ლოგიკურად გამართლება შეუძლებელია.

რაციონალობა

პოპერი მიიჩნევს, რომ რაციონალობა ემპირიული ან სამეცნიერო თეორიებით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს არის კრიტიკის ზოგადი მეთოდის განსაკუთრებული შემთხვევა, ცოდნის წინააღმდეგობების მოძიება ედ-ჰოკ საზომების გარეშე. ამ მოსაზრების თანახმად, მეტაფიზიკური იდეების შესახებ, მორალურ ფასეულობებზე და მიზნებზეც კი რაციონალური დისკუსია შესაძლებელია. პოპერის სტუდენტი უილიამ ბარტლი III ამ იდეის რადიკალიზებას შეეცადა და გამოთქვა საპირისპირო მოსაზრება, რომ არა მხოლოდ კრიტიკა შეიძლება სცილდებოდეს ემპირიულ ცოდნას, არამედ ყველაფრის რაციონალური კრიტიკა შეიძლება.

პოპერისთვის, რომელიც გამართლების მოწინააღმდეგე იყო, ტრადიციული ფილოსოფია საკმარისი მიზეზის ცრუ პრინციპით შეცდომაში შეიყვანეს. იგი ფიქრობს, რომ არცერთი ვარაუდი ვერასოდეს იქნება გამართლებული და არც საჭიროებს გამართლებულად ყოფნას, ამიტომ გამართლების არარსებობა არ წარმოადგენს ეჭვის გამართლებას. ამის ნაცვლად, თეორიები უნდა გამოიცადოს და შემოწმდეს. მიზანი არა თეორიების გამართლება და მათი გამართლებულად გამოცხადება, არამედ არსებული შეცდომების აღმოფხვრაა. ის წერს:

[T] არ არსებობს ისეთი რამ, როგორც კარგი პოზიტიური მიზეზები; ასეთი რამ არც გვჭირდება [...] მაგრამ [ფილოსოფოსებს] აშკარად არ შეუძლიათ [თვითონ] მიიჩნიონ, რომ ეს ჩემი აზრია, მით უმეტეს, რომ ეს სწორია.(The Philosophy of Karl Popper, p. 1043)


არითმეტიკის ფილოსოფია

მათემატიკის ეპისტემოლოგიური სტატუსის განხილვისას, პოპერის ფალსიფიკაციის პრინციპი პრიმა ფასიე სირთულეებს განიცდის. ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება ოდესმე ფალსიფიცირდეს არითმეტიკის ისეთი მარტივი დებულება, როგორიცაა "2 + 2 = 4". თუ ის ღია არ არიან ფალსიფიკაციისთვის, არ შეიძლება იყოს სამეცნიერო. თუ არ არის სამეცნიერო, უნდა აიხსნას, თუ როგორ შეიძლება იყოს ინფორმაციული რეალურ სამყაროში არსებულ საგნებისა და მოვლენების შესახებ.

პოპერის გამოსავალმა მათემატიკის ფილოსოფიაში ორიგინალური წვლილი შეიტანა. მისი იდეა იყო, რომ რიცხვითი დებულება, როგორიცაა "2 ვაშლი + 2 ვაშლი = 4 ვაშლი" შეიძლება მივიღოთ ორი გაგებით. ერთი გაგებით, იგი უარყოფილია და ლოგიკურად ჭეშმარიტი, მეორე გაგებით ის ფაქტობრივად მართალია და ფალსიფიცირებულია. მოკლედ, სუფთა მათემატიკურად "2 + 2 = 4" ყოველთვის მართალია, მაგრამ, როდესაც ფორმულა გამოიყენება რეალურ სამყაროში ვაშლისთვის, იგი ღიაა ფალსიფიკაციისთვის.

პოლიტიკური ფილოსოფია

ნაშრომებში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ და „ისტორიციზმის სიღარიბე“ პოპერმა ისტორიზმი გააკრიტიკა, ხოლო „ღია საზოგადოება“ დაიცვა. მან ისტორიციზმი მიიჩნია თეორიად, რომლის მიხედვითაც ისტორია ამოუწურავად და განსაზღვრული მიზნის მისაღწევად აუცილებელი ზოგადი კანონების შესაბამისად ვითარდება. მისი მტკიცებით, ეს მოსაზრება არის ძირითადი თეორიული წინაპირობა, რომელიც ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ფორმების უმეტესობის საყრდენია. იგი ამტკიცებდა, რომ სამეცნიერო კანონის ბუნებასა და პროგნოზირებასთან დაკავშირებით არსებულ მცდარ დაშვებებს საფუძვლად ისტორიციზმი უდევს. მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიის ევოლუციის მიზეზობრივ ფაქტორს ადამიანის ცოდნის გამრავლება წარმოადგენს და რადგან "არცერთ საზოგადოებას არ შეუძლია მეცნიერულად განსაზღვროს საკუთარი ცოდნის მომავალი მდგომარეობა", შესაბამისად, პოპერი ამტკიცებს, რომ კაცობრიობის ისტორიის პროგნოზირება მეცნიერებაში შეუძლებელია. მისთვის მეტაფიზიკური და ისტორიული განუსაზღვრელობა ერთმანეთს ემთხვევა.

ადრეულ წლებში პოპერზე შთაბეჭდილება მოახდინეს მარქსიზმმა, კომუნისტებმა, თუ სოციალისტებმა. 1919 წელს მომხდარმა მოვლენამ მასზე დიდი გავლენა იქონია: კომუნისტების მიერ გამოწვეული არეულობის დროს, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი რამდენიმე შეუიარაღებელ ადამიანს ესროლა, მათ შორის პოპერის მეგობრებიც იყვნენ, ამ დროს ისინი პარტიული ამხანაგების ციხიდან გათავისუფლებას ცდილობდნენ. სინამდვილეში, ბუნტი იმ გეგმის ნაწილი იყო, რომლის თანახმადაც ბელა კუნთან დაკავშირებული კომუნისტური პარტიის ლიდერები ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობდნენ; ამ დროს, პოპერმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამასთან, მისთვის უცნობი იყო, რომ აჯანყების სტიმულირება მარქსისტულმა დოქტრინამ მოახდინა, რომლის თანახმად, კლასობრივი ბრძოლა უფრო მეტ დაღუპულს წარმოშობდა, ვიდრე ეს გარდაუვალმა რევოლუციამ ქნა - მათი ეგოისტური მიზანი იყო - გამხდარიყვნენ მუშათა კლასის მომავალი ლიდერები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს შეიძლებოდა. ეს იყო შემდგომში მისი ისტორიციზმის კრიტიკის დასაწყისი. პოპერმა მარქსისტული ისტორიციზმის უარყოფა დაიწყო, რომელიც მან საეჭვო საშუალებებთან დააკავშირა და მოგვიანებით სოციალიზმი, მისთვის ასოცირებული იყო თავისუფლების თანასწორობის წინაშე დაყენებასთა, თანასწორობის საზიანოდ. Popper began to reject Marxist historicism, which he associated with questionable means, and later socialism, which he associated with placing equality before freedom (to the possible disadvantage of equality).

1947 წელს, პოპერმა ფრიდრიხ ჰაიეკთანმილტონ ფრიდმანთანლუდვიგ ფონ მიზესთან და სხვებთან ერთად მონ პელერინის საზოგადოება დააფუძნა, თუმცა იგი კვლევითი ცენტრის წესდებასა და იდეოლოგიას სრულებით არ ეთანხმებოდა. კერძოდ, მან წარუმატებლად ურჩია, რომ მონაწილეობის მისაღებად სოციალისტები უნდა მოეწვიათ და აქცენტი ჰუმანიტარული ღირებულებების იერარქიაზე გაკეთებულიყო, ვიდრე თავისუფალი ბაზრის ადვოკატირებაზე, როგორც ეს კლასიკური ლიბერალიზმითაა გათვალისწინებულია.

ტოლერანტობის პარადოქსი

მიუხედავად იმისა, რომ პოპერი ტოლერანტობის მომხრე იყო, მან შეუზღუდავი ტოლერანტობის წინააღმდეგაც გაილაშქრა. ღია საზოგადოება და მისი მტრები , ის ამტკიცებს:

შეუზღუდავმა ტოლერანტობამ უნდა გამოიწვიოს ტოლერანტობის გაქრობა. თუ არ ვართ მზად ტოლერანტული საზოგადოების დასაცავად შეუწყნარებლობის შემოტევისგან და თუ შეუზღუდავი ტოლერანტობა გავუწიეთ მათ, ვინც შეუწყნარებელია, მაშინ ტოლერანტობა განადგურდება. ამ ფორმულირებაში, მე არ ვგულისხმობ, მაგალითად, რომ აუტანელი ფილოსოფიის წარმოთქმა ყოველთვის უნდა აღკვეთოთ; სანამ ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათ რაციონალური არგუმენტაციით და საზოგადოებრივი აზრის კონტროლი გავუწიოთ, ჩახშობა, რა თქმა უნდა, ყველაზე უგუნური იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვთქვათ „უფლება“, თუ საჭირო იქნება, ძალადობაც კი აღვკვეთ მათ ქმედებას; რადგან შეიძლება მარტივად აღმოჩნდეს, რომ ისინი არ არიან მზად დაგვხვდნენ რაციონალური არგუმენტის დონეზე, თუმცა დაიწყებენ ყველა არგუმენტის დენონსირებას; მათ შეიძლება აუკრძალონ თავიანთ მიმდევრებს რაციონალური არგუმენტის მოსმენა, რადგან ეს ტყუილია და ასწავლიან არგუმენტებზე პასუხის გაცემას მუშტების ან პისტოლეტების გამოყენებით. „ამიტომ ტოლერანტობის სახელით უნდა მოვითხოვოთ უფლება, რომ არ შევეგუოთ შეუწყნარებლობას.“ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც შეუწყნარებლობას ქადაგებს, თავს კანონის გარეთ აყენებს და შეუწყნარებლობისა და დევნის წაქეზება კრიმინალურად უნდა ჩავთვალოთ ისევე, როგორც მკვლელობა, გატაცება ან მონებით ვაჭრობი აღორძინება.

„საზოგადოების შეთქმულების თეორია“

პოპერმა გააკრიტიკა ის, რასაც მან "საზოგადოების შეთქმულების თეორია" უწოდა - მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძლიერი ადამიანები, ან ჯგუფები, თავიანთი ღვთაებრივი ეფექტურობით პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების ყველა სნეულება გამოააშკარაონ. პოპერის მტკიცებით, ეს აზრი არ შეიძლება იყოს სწორი, რადგან "არაფერი არასდროს მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც დანიშნულია". ფილოსოფოსი დევიდ კოდის აზრით, "პოპერს ხშირად ახსენებდნენ შეთქმულების თეორიის კრიტიკოსები და მისი მოსაზრებები ამ თემაზე ზოგიერთ წრეებში კვლავ მართლმადიდებლობასთანაა დაკავშიეებული". ამასთან, ფილოსოფოსმა ჩარლზ პიგდენმა აღნიშნა, რომ პოპერის არგუმენტი ეხება მხოლოდ შეთქმულების თეორიის უკიდურეს სახეობას და არა ზოგადად შეთქმულების თეორიებს.

მეტაფიზიკა

სიმართლე

ჯერ კიდევ 1934 წელს პოპერმა „სამეცნიერო აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივი“ დაწერა. ობიექტურ ცოდნაში (1972) იგი ადრეულ შეშფოთებას ჭეშმარიტების კრიტიკულ ცნებასთან დაკავშირებით აღწერს. შემდეგ, 1933 წელს, სიმართლის სემანტიკური თეორია გამოვიდა, რომელიც ლოგიკოსმა ალფრედ ტარსკიმ ჩამოაყალიბა და გამოაქვეყნა. პოპერ 1935 წელს ტარსკის თეორიის შედეგების შესწავლის სიხარულზე წერდა. თეორია კორესპონდენციის სახით სიმართლის კრიტიკულ წინააღმდეგობებს შეხვდა და ამით რეაბილიტაცია განიცადა. პოპერის თვალსაზრისით, თეორია მხარს უჭერდა მეტაფიზიკურ რეალიზმს და ჭეშმარიტების ძიების მარეგულირებელ იდეას.

ამ თეორიის თანახმად, წინადადების ჭეშმარიტების პირობები, ისევე როგორც თავად წინადადებები, მეტა-ენის ნაწილია. ასე რომ, მაგალითად, წინადადება „თოვლი თეთრია“ მართალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თოვლი თეთრია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფილოსოფოსს აქვს ინტერპრეტირებული და აგრძელებს ინტერპრეტაციას, ტარსკის თეორია, როგორც დეფლაციური თეორია, პოპერის მიერ მოხსენიებულია როგორც თეორია, რომელშიც „სიმართლეა“ ჩანაცვლებულია „შეესაბამისი ფაქტებით“. იგი ამ ინტერპრეტაციას ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მაგალითად, მაგალითად ზემოთ აღწერილი, ორ რამეს გულისხმობს: მტკიცებებსა და ფაქტებს, რომლებსაც ისინი ეხებიან. იგი განსაზღვრავს ტარსკის წინადადებების ჭეშმარიტების პირობების ფორმულირებას როგორც „მეტალურგიული პრედიკატის“ შემოღებას და განასხვავებს შემდეგ შემთხვევებს:

  1. „ჯონმა დარეკა“ სიმართლეა.
  2. „ეს სიმართლეა, რომ ჯონმა დარეკა“.

"პირველი შემთხვევა ეკუთვნის მეტა-ენას, ხოლო მეორე სავარაუდოდ ობიექტის ენას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, „ეს სიმართლეა, რომ“ ზედმეტობის ლოგიკურ სტატუსს ფლობს. მეორე მხრივ, „სიმართლეა“ - წინაპირობაა ზოგადი ისეთი დაკვირვებისთვის, როგორიცაა „ჯონი ამბობდა ფილიპის შესახებ სიმართლეს".

უმარტივესი მათემატიკური ფორმულირება, რომლითაც პოპერი ამ კონცეფციას ხსნით, შეგიძლიათ იხილოთ მე-10 თავში „ვარაუდი და უარყოფები“. აქ იგი განსაზღვრავს მას, როგორც:

სადაც  არის ჭეშმარიტება a არის სიმართლის შინაარსის საზომიa, და  არის სიყალბის შინაარსის საზომიa.

პოპერის თავდაპირველი მცდელობა, განსაზღვროს არა მხოლოდ ჭეშმარიტება, არამედ მისი რეალური ზომა, არაადეკვატური აღმოჩნდა. ამასთან, ის უამრავი ახალი მცდელობის ინსპირაცია გახდა.

პოპერის სამი სამყარო

ცოდნა, პოპერისთვის, ობიექტური იყო, იმ თვალსაზრისით, რომ იგი ობიექტურად არის ჭეშმარიტი (ან სიმართლის მსგავსი), და იმიტომაც, რომ ცოდნას აქვს ონტოლოგიური სტატუსი (ანუ ცოდნა, როგორც ობიექტი), დამოუკიდებელია მცოდნე სუბიექტისგან (ობიექტური ცოდნა:ვოლუციური მიდგომა, 1972). მან შემოგვთავაზა სამი სამყარო:  პირველი სამყარო, როგორც ფიზიკური სამყარო, ან ფიზიკური მდგომარეობები; მეორე სამყარო, როგორც გონების, ან ფსიქიკური მდგომარეობების, იდეებისა და აღქმის სამყარო; და მესამე სამყარო, როგორც ადამიანის ცოდნის სხეული, გამოხატული მისი მრავალფეროვანი ფორმებით, ან მეორე სამყაროს პროდუქტები გამოკვეთილი პირველი სამყაროს მასალებში (წიგნები, ნაშრომები, ნახატები, სიმფონიები და ადამიანის ყველა პროდუქტი). იგი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო სამი ინდივიდუალური ადამიანის პროდუქტი იყო ზუსტად იმავე გაგებით, რომ ცხოველის გზა ინდივიდუალური ცხოველის პროდუქტია და, შესაბამისად, ის არსებობს დამოუკიდებელია ევოლუციისგან, ინდივიდუალურად ცნობილი სუბიექტებისგან. მისი აზრით, მესამე სამყაროს გავლენა ინდივიდუალური ადამის გონებაზე (მეორე სამყარო) ისეთივე ძლიერია, როგორც პირველი სამყაროს გავლენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალური გონების მიერ დაგროვილი ცოდნა სულ მცირე იმდენივეა, რაც კაცობრიობის მიერ აკუმულირებული ცოდნის სიმდიდრე. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცოდნის ზრდა ეს არის მსოფლიო სამეფოს დამოუკიდებელი ევოლუციის ფუნქცია. ბევრ თანამედროვე ფილოსოფოსს, მაგალითად დენიელ დენეტს, პოპერის სამი სამყაროს ვარაუდი უმეტესად მისი გონება-სხეულის დუალიზმის იდეის გამო არ მიუღია.


სიცოცხლის წარმოშობა და ევოლუცია

შექმნა–ევოლუციური დაპირისპირება შეერთებულ შტატებში ბადებს დილემას იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება კრეაციონისტულ იდეებს, ან თავად ევოლუციას ლეგიტიმურად მეცნიერება ეწოდოს. დებატების დროს, ორივე მხარე და მათ შორის სასამართლოებიც პროცესის დროს პოპერის სიყალბის კრიტერიუმს ხშირად იყენებდნენ (იხ. დუბერტის სტანდარტი). ამ კონტექსტში ხშირად მოჰყავთ პოპერის დაწერილი პასაჟები, სადაც ის თავად საუბრობს ასეთ საკითხებზე. მაგალითად, მან შესანიშნავად თქვა: „დარვინიზმი არ არის გამოსაცდელი სამეცნიერო თეორია, არამედ მეტაფიზიკური კვლევითი პროგრამა - ტესტირებადი სამეცნიერო თეორიების შესაძლო ჩარჩოა". მან განაგრძო:

და მაინც, თეორია ფასდაუდებელია. მე ვერ ვხედავ, მის გარეშე, ჩვენი ცოდნა როგორ შეიძლება გაიზარდოს, როგორც დარვინის შემდეგ. ბაქტერიებთან ექსპერიმენტების ახსნის მცდელობისას, რომლებიც ადაპტირებულები არიან, ვთქვათ, პენიცილინზე, ცხადია, რომ ჩვენ ძალიან გვეხმარება ბუნებრივი გადარჩევის თეორია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტაფიზიკურია, იგი მნიშვნელოვნად აშუქებს ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ გამოკვლევებს. ეს საშუალებას გვაძლევს რაციონალურად შევისწავლოთ ადაპტაცია ახალ გარემოში (მაგალითად, პენიცილინით სავსე გარემოში): ეს გვაფიქრებინებს ადაპტაციის მექანიზმის არსებობაზე და საშუალებას გვაძლევს, თუნდაც დეტალურად ვისწავლოთ მოქმედი მექანიზმი.

მან ასევე აღნიშნა, რომ თეიზმი, როგორც ადაპტაციის ახსნა, „მარცხის ღიად აღიარებაზე უარესი იყო, რადგან მან შექმნა შთაბეჭდილება, რომ საბოლოო განმარტებამდე მიღწეულია".

მოგვიანებით პოპერმა თქვა:

როდესაც აქ დარვინიზმს განვიხილავ, მე ყოველთვის ვისაუბრებ დღევანდელ თეორიაზე - ეს არის დარვინის ბუნებრივი შერჩევის თეორია, რომელსაც მხარს უჭერს მენდელიანის მემკვიდრეობის თეორია, გენთა ფონდში გენების მუტაციისა და რეკომბინაციის თეორიით, დეკოდირებული გენეტიკური კოდებით. ეს უზომოდ შთამბეჭდავი და ძლიერი თეორიაა. მტკიცება, რომ ის მთლიანად ხსნის ევოლუციას, რა თქმა უნდა, თამამი პრეტენზიაა და რეალობისგან ძალიან შორს დგას. ყველა სამეცნიერო თეორია არის ვარაუდი, თუნდაც ის, ვინც წარმატებით გაიარა მრავალი მძიმე და მრავალფეროვანი ტესტი. თანამედროვე დარვინიზმის საყრდენი და ევოლუციის თეორიაც კარგად გამოცდილია, ის ამბობს, რომ მთელი ხმელეთის სიცოცხლე განვითარდა რამდენიმე პრიმიტიული ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან, შესაძლოა, ერთი ორგანიზმიდანაც კი.

1974 წელს, დნმ-სა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, მან თქვა:

რაც სიცოცხლის წარმოშობისა და გენეტიკური კოდის შესახებ შეშფოთებას იწვევს, ეს არის: გენეტიკური კოდი ყოველგვარი ბიოლოგიური ფუნქციის გარეშეა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ითარგმნება; ანუ, თუ იგი არ მიგვიყვანს იმ ცილების სინთეზამდე, რომელთა სტრუქტურა მოცემულია კოდით. როგორც მონოდი აღნიშნავს, მანქანა, რომლის საშუალებითაც უჯრედი (ყოველ შემთხვევაში არაპრიმიტიული უჯრედი) თარგმნის კოდს, "შედგება სულ მცირე ორმოცდაათი მაკრომოლეკულური კომპონენტისგან", რომლებიც თვითონ არიან კოდირებულნი დნმ-ში. (Monod, 1970; 1971, 143)

ამრიგად, კოდის თარგმნა, გარდა მისი თარგმანის გარკვეული პროდუქტების გამოყენებისა, შეუძლებელია. ეს მართლაც ბუნდოვანი წრეა; როგორც ჩანს, მანკიერი წრე გენეტიკური კოდის გენეზისის მოდელის ან თეორიის ფორმირების ნებისმიერი მცდელობისთვის ჩნდება.

ამრიგად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლის წარმოშობა (ისევე, როგორც სამყაროს წარმოშობა) გახდეს მეცნიერების გაუვალი ბარიერი და ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის შემცირების მცდელობების ნარჩენი იყოს.

მან განმარტა, რომ ტესტირების სირთულემ ზოგი ადამიანი აიძულა აღწერონ ბუნებრივი გადარჩევა, როგორც ტავტოლოგია, და რომ წარსულში მასაც ჰქონდა აღწერილი ეს თეორია, როგორც „თითქმის ტავტოლოგიური” და ცდილობდა აეხსნა, როგორ შეიძლება თეორია იყოს გამოუცდელი (როგორც ტავტოლოგია) და მაინც დიდი სამეცნიერო ინტერესის საგნად დარჩეს:

ჩემი გამოსავალი იყო ის, რომ ბუნებრივი გადარჩევის დოქტრინა ყველაზე წარმატებული მეტაფიზიკური კვლევითი პროგრამაა. ის ბევრ სფეროში წარმოშობს დეტალურ პრობლემებს და გვეუბნება რას ველოდებით ამ პრობლემების გადასაჭრელად მისაღები გადაწყვეტისგან. მე მაინც მჯერა, რომ ბუნებრივი გადარჩევა, როგორც კვლევითი პროგრამა, ამ გზით მუშაობს. ამის მიუხედავად, მე აზრი შევიცვალე ბუნებრივი გადარჩევის თეორიის ტესტირებასა და ლოგიკურობის სტატუსზე; და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს უარი ვთქვა.

პოპერმა თავისი ახალი მოსაზრება შემდეგნაირად შეაჯამა:

ბუნებრივი გადარჩევის თეორია შეიძლება იმდენად ჩამოყალიბებული იყოს, რომ შორს იდგეს ტავტოლოგიისგან. ამ შემთხვევაში, ის არა მხოლოდ ტესტირებადია, არამედ აღმოჩნდა, რომ მკაცრად უნივერსალურიცაა. როგორც ჩანს, არსებობენ გამონაკლისები, ისევე როგორც ამდენი ბიოლოგიური თეორიის დროს; და იმ ვარიაციების შემთხვევითობის ხასიათის გათვალისწინებით, რომელზეც ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს, გამონაკლისები გასაკვირი არ არის. ამრიგად, ევოლუციის ყველა ფენომენი მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევით არ აიხსნება. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს რთული კვლევითი პროგრამაა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ბუნებრივია შერჩევა, პასუხისმგებელი ორგანოს ან ქცევითი პროგრამის განვითარებაზე.


ეს ხშირად ციტირებული პასაჟები, ევოლუციის საკითხზე პოპერის ნაწერის ძალიან მცირე ნაწილია და არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მან ძირითადად ფალსიფიკაციის საკითხები განიხილა. პოპერს ეს კრიტერიუმი არასდროს მოუგონია იმისთვის, რომ მეცნიერებაში ტერმინოლოგიის სახით გამოყენებულიყო. სინამდვილეში, პოპერი ხაზს უსვამს ლოგიკური სამეცნიერო აღმოჩენის დასაწყისს და ამბობს „ბოლო რამ, რისი გაკეთებაც მსურს, არის სხვა დოგმატის ადვოკატირება" და რომ "ის, რასაც მეცნიერება ეწოდება და ვის „მეცნიერი” ყოველთვის უნდა დარჩეს კონვენციის ან გადაწყვეტილების საგანად."[90] იგი ციტირებს მენგერის დებულებას, რომ „განმარტებები დოგმებია; მხოლოდ მათგან გაკეთებულ დასკვნებს შეუძლია რაიმე ახალი ხედვის შესაძლებლობა მოგვცეს"[91] და აღნიშნავს, რომ განსხვავებული მეცნიერების განმარტებების რაციონალურად განხილვა და შედარება შეიძლება:

მე არ ვცდილობ [მეცნიერების მიზნები, რომლებიც მხედველობაში მაქვს] გავამართლო, როგორც მეცნიერების ჭეშმარიტი ან არსებითი მიზნები. ეს მხოლოდ საკითხის დამახინჯებას გამოიწვევდა და ოზიტივისტურ დოგმატიზმში ჩარჩენას ნიშნავს. რამდენადაც ვხედავ, რაციონალური კამათი ჩემი წინადადებების დასადასტურებლად მხოლოდ ერთი გზაა. ეს მათი ლოგიკური შედეგების გაანალიზებაა: ნაყოფიერების აღნიშვნა - ძალა ცოდნის თეორიის პრობლემების გარკვევაში.

პოპერს, ევოლუციის შესახებ საკუთარი დახვეწილი შეხედულებები ჰქონდა  ეს ბევრად სცილდება იმას, რაც ხშირად ციტირებულ პასაჟებშია ნათქვამი. სინამდვილეში, პოპერი ეთანხმებოდა როგორც კრეაციონისტების, ასევე ნატურალისტების ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ ასევე არ ეთანხმებოდა ორივე მოსაზრებას გადამწყვეტი ასპექტების შესახებ. პოპერს ესმოდა სამყარო, როგორც შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც იგონებს ახალ ნივთებს, მათ შორის სიცოცხლეს, მაგრამ ღმერთის მსგავსი რამის აუცილებლობის გარეშე. მან თქვა, რომ გენოტიპის ევოლუციამ, როგორც კრეაციონისტები ამბობენ, მიზნისკენ მიმართული გზით უნდა იმუშაოს  მაგრამ არ ეთანხმება მათ მოსაზრებას, რომ ეს აუცილებლად ღვთის ხელი უნდა იყოს, ანუ მისი, ვინც ცხოვრების ეტაპზე მიზნებს განსაზღვრავს.

ამის ნაცვლად, მან ჩამოაყალიბა ევოლუციის მოდელი, რომელიც გენეტიკური პლურალიზმის ვერსიას წარმოადგენს. ამ მოდელის მიხედვით, მიზნები თავად ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ და ამ მიზნების შესაბამისად მოქმედებენ. ყველაზე დახვეწილი ფორმით, ეს არის ადამიანის ტვინი, მაგრამ არსებობს კონტროლი ნაკლებად დახვეწილი გზებით შედარებით დაბალი სირთულის სახეობებისთვის, მაგალითად, ამებისთვის. ეს საკონტროლო ორგანო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ევოლუციაში - ის "ევოლუციის სათავეა". მიზნები მოაქვს ახალი მიზნები. გენების მუტაციებმა, რომლებიც კონტროლის სტრუქტურას განსაზღვრავენ, შეიძლება ქცევაში მკვეთრი ცვლილება გამოიწვიონ, ფენოტიპზე გავლენის გარეშე იმოქმედონ მიზნებსა და ორგანიზმზე. პოპერი მიიჩნევს, რომ ფენოტიპის მკვეთრ ცვლილებებთან შედარებით, ასეთი წმინდა ქცევითი ცვლილებები ორგანიზმისთვის ნაკლებად სასიკვდილოა. 

პოპერი თავის შეხედულებებს "იმედისმომცემი ურჩხულის" ცნების ხსენებით უპირისპირდება, ამ უკანასკნელს დიდი ფენოტიპური მუტაციები აქვს, ამიტომაც მას "იმედისმომცემი ქცევითი ურჩხული" უწოდა. ქცევის რადიკალურად შეცვლის შემდეგ, მიზნის შესაცვლელად, ფენოტიპის ორგანიზმში მცირე, მაგრამ სწრაფი ცვლილებები მოჰყვება. ამ გზით ისე ჩანს, თითქოს ფენოტიპი იცვლება, პროცესში მას რაღაც უხილავი ხელი ხელმძღვანელობს და ეს მხოლოდ ბუნებრივი შერჩევაა, რომელიც ახლებური ქცევითაა წარმოდგენილი. მაგალითად, ამ ჰიპოთეზის თანახმად, ჟირაფის კვების ჩვევები უნდა შეიცვალოს, სანამ მისი მოგრძო კისერი განვითარდებოდა. პოპერმა ამ მოსაზრებას დაუპირისპირა "ევოლუცია შიგნიდან" ან "აქტიური დარვინიზმი" (ორგანიზმი აქტიურად ცდილობს ცხოვრების ახალი გზების აღმოჩენას და ახალი ეკოლოგიური ნიშების დაპყრობისკენ სწრაფვას),  ნატურალისტური "ევოლუციით გარედან" (აქვს მტრული გარემო, რომელიც მხოლოდ პასიური ორგანიზმის მოკვლას ან მისი ზოგიერთი ჯგუფის გამოყოფას ცდილობს).

პოპერი იყო მთავარი, ვინც ხელს უწყობდა იურისტ გიუნტერ ვახტერშაუზერს რომ რკინა-გოგირდის სამყაროს ჰიპოთეზა აბიოგენეზზე და "სუპის" თეორიის კრიტიკა გამოექვეყნებინა.

თავად შექმნისა და ევოლუციის დაპირისპირების შესახებ, პოპერმა თავდაპირველად დაწერა, რომ იგი მიიჩნევდა

დედამიწაზე ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობის ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ჰიპოთეზას და ძველ მეტაფიზიკურ თეორიას შორის სენსაციური შეტაკებად, რომელიც, სხვათა შორის, დამკვიდრებული რელიგიური რწმენის ნაწილი იყო

წყაროდ მიანიშნა რომ

ეთანხმება პროფესორ ჩ.ე.რევენს, როდესაც 1943 წელს, თავის მეცნიერებაში, რელიგიასა და მომავალში, იგი ამ კონფლიქტს "ქარიშხალი ვიქტორიანული ჩაის ჭიქაში" უწოდებს; თუმცა ამ შენიშვნის ძალა შეიძლება შემცირდეს იმ ყურადღებით, რომელიც მან ჯერ კიდევ ჭიქიდან გამოსულ ორთქლს მიაქცია - ეს იყო ევოლუციონისტური ფილოსოფიის დიდი სისტემები, წარმოებული ბერგსონის, უაითჰედის, სმაუტის და სხვების მიერ

მოგვიანებით ნაშრომში, რომლებითაც მან საკუთარი „შუბისპირის მოდელის” და „აქტიური დარვინიზმის” თეორიები შეიმუშავა, პოპერმა გადახედა ამ მოსაზრებას და უპირისპირდებოდა:

უნდა ვაღიარო, რომ ჩაის ეს ფინჯანი, ბოლოსდაბოლოს, ჩემი ჭიქა ჩაი გახდა; და მასთან ერთად უნდა ვჭამო მოკრძალებული ღვეზელი.

თავისუფალი ნება

პოპერი და ჯონ ეკლსი თავისუფალი ნების პრობლემაზე მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა ინტერაქციონისტული დუალისტური გონების თეორიაზე თანხმდებოდნენ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოპერი სხეულით-გონების დუალისტი იყო, მას არ ეგონა, რომ გონება სხეულისგან განცალკევებულია: იგი ფიქრობდა, რომ ადამიანთა ფსიქიკური, ან ფსიქოლოგიური თვისებები და ასპექტები ფიზიკური თვისებებისგან განსხვავდება.

როდესაც მან 1965 წელს არტურ ჰოლი კომპტონის მემორიალური მეორე ლექცია წაიკითხა, პოპერმა კვანტური განუსაზღვრელობის იდეას, როგორც ადამიანის თავისუფლების წყაროს გადახედა. ეკლსი ვარაუდობდა, რომ „კრიტიკულად განწყობილ ნეირონებზე" შეიძლება გავლენა გონებამ გადაწყვეტილების მისაღებად მოახდინოს. პოპერმა კვანტური მოვლენების გამდიდრების შესახებ კომპტონის იდეა გააკრიტიკა. Მან დაწერა:

შლიკის მიხედვით, დეტერმინიზმის ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ შანსია, ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით მისმა ბევრმა მოსაზრებამ ჰიუმისგან გამოყო იდეა, რომელიც ამტკიცებს, რომ „ფიზიკური აუციებლობა“ შედეგად ყოველთვის შანსს გამოიღებს. ობიექები უნდა შეერწყან, ან არა... შეუძლებელია ვაღიაროთ რაიმეს აბსოლუტური აუცილებლობა.
მოგვიანებით მე ვედავები ამ მნიშვნელოვან დოქტრინას, რომლის მიხედვითაც, დეტერმინიზმის ალტერნატივა - დიდი შანსია. უნდა ვაღიარო, რომ მოძღვრება კარგია კვანტურ-თეორიული მოდელებისათვის, რომლებიც ადამიანის თავისუფლების შესაძლებლობის ასახსნელად, ან თუნდაც ილუსტრაციად შემუშავდა. როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი, რის გამოც, მოდელები ძალიან არადამაკმაყოფილებელნი არიან.
ჰიუმისა და შლიკის ონტოლოგიური თეზისი იმის შესახებ, რომ შანსსა და დეტერმინიზმს შორის რაიმე შუალედი არ შეიძლება არსებობდეს, არამარტო ძალიან დოგმატური (რომ არაფერი ვთქვათ დოქტრინაზე), არამედ აშკარად აბსურდულია; და გასაგებია მხოლოდ იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ მათ სრული დეტერმინიზმის სჯეროდათ, რომელშიც შანსს სტატუსი არ აქვს, გარდა ჩვენი უმეცრების სიმპტომისა.

პოპერი აქცენტს აკეთებდა არა შანსსა და აუცილებლობას შორის კავშირზე, არამედ შემთხვევითად კონტროლირებადი თავისუფლების ახსნაზე, რომელიც ორსაფეხურიანია. გადაწყვეტილების მიღებამდე მან თქვა: „თავისუფლება არ არის მხოლოდ შანსი, არამედ შედეგია - დახვეწილი ურთიერთქმედება შემთხვევის, ან შემთხვევითობასა და შეზღუდულ ან შერჩევით კონტროლს შორის"

შემდგომში, 1977 წელს, პოპერმა ეკკლთან ერთად თავის წიგნში „მე და მისი ტვინი“, ორი ეტაპიანი მოდელი დროებითი თანმიმდევრობით საბოლოოდ ჩამოაყალიბა. აქ იგი თავისუფალ ნებას დარვინის ევოლუციასა და ბუნებრივ შერჩევას ადარებს:

ახალ იდეებს გენეტიკურ მუტაციებთან საოცარი მსგავსება აქვთ. მოდით, ერთი წუთით გადავხედოთ გენეტიკურ მუტაციებს. მუტაციას, როგორც ჩანს, კვანტური თეორიული შეუსაბამობა (რადიაციული ეფექტების ჩათვლით) მოაქვს. შესაბამისად, ისინი სავარაუდოა და არა თავისთავად შერჩეული, ან ადეკვატური, მაგრამ მათზე შემდგომში ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს, რომელიც შეუსაბამო მუტაციებს გამორიცხავს. ახლა მსგავსი პროცესის წარმოდგენა ახალი იდეების, თავისუფალი ნების და მსგავსი საკითხების მიმართ შეგვიძლია.
შეიძლება ითქვას, რომ ალბათურად და კვანტური მექანიკით დახასიათებულ წინადადებებს შესაძლებლობების მთელი რიგი მოაქვს, ასეთი იყო - ტვინის მიერ გამომუშავებული შესაძლებლობები. ამის შემდეგ ერთგვარი შერჩევითი პროცედურა მოქმედებს, რომელიც იმ წინადადებებსა და იმ შესაძლებლობებს გამორიცხავს, რომლებიც გონებისთვის მისაღები არ არის 


რელიგია და ღმერთი

ინტერვიუში , რომელიც პოპერმა 1969 წელს მისცა იმ პირობით, რომ ეს მის გარდაცვალებამდე საიდუმლო იქნებოდა, მან ღმერთთან დაკავშირებით თავისი პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „მე არ ვიცი ღმერთი არსებობს თუ არა ... ათეიზმის ზოგიერთი ფორმა ამპარტავანი და უმეცარია და მათი უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ აგნოსტიციზმი - იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვიცით და ძიებაა საჭირო - მართალია. ... როდესაც ვუყურებ იმას, რასაც ცხოვრების საჩუქარს ვუწოდებ, მადლიერებას ვგრძნობ რაც ღმერთის ზოგიერთ რელიგიურ იდეასთანთან ხვედრაშია. ამასთან, იმ მომენტში, როდესაც მასზე ვლაპარაკობ, მრცხვენია, რომ ღმერთზე ლაპარაკის დროს შეიძლება რამე დავაშავო.” ის ეწინააღმდეგებოდა ორგანიზებულ რელიგიას და ამბობდა, რომ „ეს ღმერთის სახელის გამოყენების ამაო მცდელობა იყო", მან ფანატიზმის საშიშროების შესახებაც ისაუბრა:"ყველაფერი მითებს მიეკუთვნება, რომლებსაც სიმართლის ბირთვი აქვთ, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ჭეშმარიტი ებრაული მითი და არ იყოს ჭეშმარიტი ინდური და ეგვიპტური მითები?" წერილში, რომელიც არ უკავშირდება ინტერვიუს, მან ხაზი თავის ტოლერანტულ დამოკიდებულებას გაუსვა: „მართალია, მე არ ვარ რელიგიური, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატივისცემა უნდა გამოვაჩინოთ ყველას მიმართ, ვისაც სწამს. 

გავლენა

პოპერი 1990 წელს

თარგი:Liberalism sidebar პოპერმა, საკუთარი ნაყოფიერი და გავლენიანი ნაშრომების საშუალებით, მეცნიერების ფილოსოფიის ავტონომიურ დისციპლინად დამკვიდრებას შეუწყო ხელი, მან, ასევე გავლენა საკუთარ თანამედროვეებსა და სტუდენტებზეც იქონია. 1946 წელს პოპერმა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ფილოსოფიის, ლოგიკისა და სამეცნიერო მეთოდის დეპარტამენტები დააარსა. იქ ასწავლიდნენ, როგორც იმრე ლაკატოსი, ისე პოლ ფეიერაბენდი. (ლაკატოსმა პოპერის პოზიცია მნიშვნელოვნად შეცვალა, და ფეიერაბენდმა მთლიანად უარყო იგი, მაგრამ კარლმა ორივეზე დიდი გავლენა მოახდინა და მათი ნაშრომები პოპერის მიერ დასახელებულ არაერთ პრობლემას ეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გავლენის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულიი შეუთანხმებლობა არსებობს, პოპერს ეკონომისტ ფრიდრიხ ჰაიეკთან ხანგრძლივი და ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ისიც ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ვენიდან ჩამოიყვანეს. თითოეულ მათგანს მხარდაჭერა ჰქონდა და ერთმანეთს ხშირად, თუმცა კვალიფიკაციის გარეშე ახსენებდნენ. 1944 წელს ჰაიეკისთვის გაგზავნილ წერილში პოპერმა თქვა: „ვფიქრობ, მე შენგან უფრო მეტი რამ ვისწავლე, ვიდრე სხვა ცოცხალი მოაზროვნეებისგან, გარდა ალფრედ ტარსკისა.”  პოპერმა მისი ვარაუდი და უარყოფა ჰაიეკს მიუძღვნა. თავის მხრივ, ჰაიკმა პოპერს ნაშრომები ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ მიუძღვნა და 1982 წელს თქვა: „... მას შემდეგ, რაც 1934 წელს მისი კვლევის ლოგიკა პირველად გამოვიდა, მე მისი ზოგადი თეორიისა და მეთოდოლოგიის სრული მიმდევარი ვიყავი.

პოპერს ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა ხელოვნების ისტორიკოსთან ერნსტ გომბრიხთან, ბიოლოგ პიტერ მედავართან და ნეირომეცნიერთან ჯონ კერივ ეკკლთანაც აკავშირებდა. გერმანელი იურისტი რეინჰოლდ ზიპელიუსი თავის იურიდიულ ფილოსოფიაში პოპერის "ცდისა და შეცდომის" მეთოდს იყენებს. პიტერ მედვარმა მას უწოდა "შეუდარებლად უდიდესი მეცნიერების ფილოსოფოსი, რომელიც ოდესმე ყოფილა".

პოპერის გავლენა, როგორც მეცნიერების ფილოსოფიაში მოღვაწეობის, ასევე პოლიტიკური ფილოსოფიის საშუალებით, აკადემიის ფარგლებს სცილდება. პოპერის ერთ-ერთი სტუდენტი, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჯორჯ სოროსი იყო, რომელიც მოგვიანებით მილიარდერი ინვესტორი გახდა და რომლის ფილანტროპიულ ფონდებს შორის ღია საზოგადოების ინსტიტუტი - პოპერის ღია საზოგადოებისა და მისი მტრების პატივსაცემად არის.

კრიტიკა

პოპერის ფილოსოფიის კრიტიკის უმეტესობა ძირითადად ფალსიფიკაციისა და პრობლემის გადაჭრის ელემენტებისკენაა მიმართული. პოპერი წარმოაჩენს ფალსიფიკაციას როგორც იდეალს და როგორც მნიშვნელოვან პრინციპს ადამიანის პრობლემების ეფექტური გადაჭრის პრაქტიკულ მეთოდში; მეცნიერების ამჟამინდელი დასკვნები უფრო ძლიერია, ვიდრე ფსევდომეცნიერებები ან [არა-მეცნიერება|არამეცნიერებები]], რამდენადაც ისინი ენერგიული შერჩევის მეთოდით გადარჩნენ.

ის არ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ასეთი დასკვნა სიმართლეს შეესაბამება, ან რომ ეს რომელიმე კონკრეტული მეცნიერის რეალურ მეთოდებს აღწერს. უფრო მეტიც, ის რეკომენდებულია, როგორც მეთოდოლოგიის არსებითი პრინციპი, რომელიც სისტემის ან საზოგადოების მიერ ამოქმედების შემთხვევაში ნელ, მაგრამ სტაბილურ წინსვლას გამოიწვევს (იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად მოქმედებს ეს სისტემა ან საზოგადოება). გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოპერის იდეები ხშირად სიმართლის მძიმე ლოგიკურ აღქმას ცდება, ისინი ლოგიკურ პოზიტივიზმთან ერთად თავს ისტორიულად იჩენენ..

[[კვინ-დუჰემი|კვინ – დუჰემის ნაშრომი ამტკიცებს, რომ ცალკეული ჰიპოთეზის დამოუკიდებლად შემოწმება შეუძლებელია, რადგან თითოეული თეორიის გარემოს ნაწილია. ამრიგად, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თეორიების მთელი პაკეტი კოლექტიურად ფალსიფიცირდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ ვიტყვით, თუ რომელი ელემენტის ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ამის მაგალითი პლანეტის ნეპტუნის აღმოჩენაა:როდესაც აღმოჩნდა, რომ ურანის შუამდგომლობა ნიუტონის კანონების პროგნოზებს არ ემთხვევა, უარყო თეორია „მზის სისტემაში შვიდი პლანეტაა" და არა თავად ნიუტონის კანონები. პოპერმა სამეცნიერო აღმოჩენის ლოგიკის მე-3 და მე-4 თავებში გულუბრყვილო ფალსიფიკაციის ამ კრიტიკაზე ისაუბრა.

ფილოსოფოსი თომას კუნი სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურაში (1962), ხაზს უსვამს, რომ ანომალურ გამოცდილება, პოპერის ფალსიფიკაციის მსგავსია. ამასთან, იგი დასძენს, რომ ანომალიური გამოცდილების იდენტიფიცირება ფალსიფიკაციასთან შეუძლებელია და თეორიების პოპერის მიერ შემოთავაზებული წესით ფალსიფიკაცია ეჭვქვეშ დგება.  არსებითი დაძაბულობაში (1977), კუნი ამტკიცებს რომ პოპერი მართალი იყო, ფსიქოანალიზი არ შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებად, მაგრამ დასკვნის გაკეთების იმაზე უკეთესი მიზეზები არსებობს, ვიდრე პოპერმა თქვა. პოპერის სტუდენტმა იმრე ლაკატოსმა სცადა კუნის საქმიანობა ფალსიფიკაციზმთან შეეთავსებინა და ამტკიცებდა, რომ მეცნიერება კვლევითი პროგრამების უფრო ფალსიფიკაციით პროგრესირებს, ვიდრე გულუბრყვილო ფალსიფიკაციის სპეციფიკური განცხადებებით.

პოპერმა განაცხადა, რომ მან 1934 წელს გამოქვეყნებულ აღმოჩენის ლოგიკაში უკვე აღიარა ფაქტი, რომელიც შემდეგ კუნმა ხაზგასმით აღნიშნა, „რომ მეცნიერები თავიანთ იდეებს განსაზღვრულ თეორიულ ჩარჩოებში ავითარებენ” და, ამრიგად, წინასწარმეტყველებდნენ კუნის მთავარ პუნქტს „ნორმალური მეცნიერების შესახებ”. ამასთან, პოპერმა გააკრიტიკა ის, რაც კუნის რელატივიზმად მიაჩნდა.  პოპერი თავის კრებულში ვარაუდი და უარყოფა: სამეცნიერო ცოდნის ზრდა (Harper & Row, 1963) წერს,

მეცნიერება უნდა დაიწყოს მითებიდან და მითების კრიტიკით; არც დაკვირვების კრებით, არც ექსპერიმენტების გამოგონებით, არამედ მითების კრიტიკული განხილვით და მაგიური ტექნიკითა და პრაქტიკით. სამეცნიერო ტრადიცია გამოირჩევა წინა-სამეცნიერო ტრადიციისგან ორი ფენის არსებობით. ამ უკანასკნელის მსგავსად, ის თავის თეორიებს გადასცემს; მაგრამ ეს ასევე გადასცემს მათ მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას. თეორიები გადაეცემა არა როგორც დოგმებს, არამედ მათი განხილვისა და გაუმჯობესების გამოწვევას..

კიდევ ერთი წინააღმდეგობაა, რომ ფალსიფიკაციის საბოლოოდ დემონსტრირება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, განსაკუთრებით თუ ის ნულოვანი ჰიპოთეზის შესაფასებლად სტატისტიკურ კრიტერიუმებს იყენებს. ზოგადად, ყოველთვის არ არის ნათელი, თუ მტკიცებულებები ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება, რომ ეს ჰიპოთეზის ნაკლოვანებების ნიშანია, ვიდრე მტკიცებულებების ხარვეზების. ამასთან, ეს არის გაუგებრობა იმის, თუ პოპერის მეცნიერების ფილოსოფია რა მიზანს ისახავს. იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოთ მითითებები, რომლებიც მეცნიერების მისაღწევად მხოლოდ გულმოდგინედ უნდა იყოს დაცული, სამეცნიერო აღმოჩენის ლოგიკაში პოპერმა გამოაქვეყნა, რომ მისი აზრით, ჰიპოთეზებსა და დაკვირვებებს შორის კონფლიქტების მოგვარება ცალკეულ შემთხვევაში მხოლოდ მეცნიერთა კოლექტიური განსჯის საკითხია.

Science Versus Crime-ში ჰოუკი წერს, რომ პოპერის ფალსიფიკაციონიზმი შეიძლება ლოგიკურად ეჭვქვეშ დადგეს: გაუგებარია, როგორ მოიქცევა პოპერი გამონათქვამის მსგავსად: „ყველა ლითონისთვის არის ტემპერატურა, სადაც ის დნება". ჰიპოთეზის ფალსიფიცირება რაიმე დაკვირვებით შეუძლებელია, რადგან ყოველთვის იქნება უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე ტესტირებაზე, რომლის დროსაც შეიძლება ლითონი დნებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სწორი მეცნიერული ჰიპოთეზაა. ეს მაგალითები კარლ გუსტავ ჰემპელის მიერაა აღნიშნული. ჰემპელმა დაადასტურა, რომ ლოგიკური პოზიტივიზმის შემოწმება შეუძლებელი იყო, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ლოგიკურ საფუძველზე ფალსიფიკაცია შეუძლებელი იყო. ამის უმარტივესი პასუხია ის, რომ რადგან პოპერი აღწერს თუ როგორ მოიპოვებენ, ინარჩუნებენ და კარგავენ თეორიები სამეცნიერო სტატუსს, ამჟამად მიღებული სამეცნიერო თეორიების ინდივიდუალური შედეგები სამეცნიეროა, როგორც საცდელი ცოდნის ნაწილი, და ჰემპელის ორივე მაგალითი ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ატომური თეორია გულისხმობს, რომ ყველა ლითონი გარკვეულ ტემპერატურაზე დნება. პოპერის კრიტიკული რაციონალიზმის ადრეული მოწინააღმდეგე, კარლ-ოტო აპელი პოპერის ფილოსოფიის უარყოფას ცდილობდა. ნაშრომში,ფილოსოფიის გარდაქმნისას(1973), აპელმა პოპერს ბრალი პრაგმატულ წინააღმდეგობაში დასდო.

ფილოსოფოსი ადოლფ გრუნბაუმი ფსიქოანალიზის საფუძვლებში(1984) ამტკიცებს, რომ პოპერის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფსიქოანალიტიკური თეორიები არ შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული - არასწორია.  ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი თავის ნაშრომში სექსუალურ სურვილი (1986), ამტკიცებს, რომ პოპერი შეცდა, როდესაც თქვა, რომ ფროიდისეული თეორია არ ნიშნავს ტესტირებად დაკვირვებას და, შესაბამისად, მას ნამდვილი პროგნოზირების ძალა არ აქვს. სკრუტონი ამტკიცებს, რომ ფროიდის თეორიას აქვს როგორც "თეორიული პირობები", ასევე "ემპირიული შინაარსი". იგი ფროიდის რეპრესიების თეორიის მაგალითზე მიუთითებს, რომელსაც, მისი აზრით, "ძლიერი ემპირიული შინაარსი" აქვს და შესამოწმებელ შედეგებს გულისხმობს. ამის მიუხედავად, სკრუტონმა ასევე დაასკვნა, რომ ფროიდისეული თეორია ჭეშმარიტად სამეცნიერო არ არის. ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი პოპერს მე-20 საუკუნის კონტინენტური ტრადიციის ფილოსოფოსების მნიშვნელობის შესამცირებლად მისი , როგორც ეპისტემოლოგის, მსოფლიო დიდების გამოყენებაში ადანაშაულებს. ტეილორის თანახმად, პოპერის კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ მათ იმ ყურადღებით და პატივისცემით მიიღებენ, რასაც პოპერი იმსახურებს, რადგან "შინაგანი ღირსეული ძნელად ღირებულია". ფილოსოფოსი ჯონ გრეი ამტკიცებს, რომ პოპერის მიერ სამეცნიერო მეთოდის შესახებ მოხსენება ჩარლზ დარვინისა და ალბერტ აინშტაინის თეორიების მიღებას ხელს უშლიდა..

ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი მიშელ ტერ ჰარკი პოპერი, ოტო სელცი და ევოლუციური ეპისტემოლოგიის აღმავლობაში (2004) წერს, რომ პოპერმა იდეები თავის რეპეტიტორთან, გერმანელ ფსიქოლოგ ოტო სელცთან მიიღო. ნაწილობრივ ნაციზმის აღმავლობის გამო, სელცს თავისი იდეები არასოდეს გამოუქვეყნებია, რამაც აიძულა იგი 1933 წელს სამუშაო დაეტოვებინა და მისი იდეების მითითება აკრძალა. პოპერს, მისი იდეების ისტორიკოსსა და მის სტიპენდიატს, ზოგიერთ აკადემიურ წრეში პლატონისა და ჰეგელის უარყოფის გამო აკრიტიკებ



 
                                                               

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...