вторник, 28 марта 2023 г.

ფრენკ ჰერბერტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ფრენკ ჰერბერტი


 (ინგლ. Franklin Patrick Herbert Jr.) (დ. 8 ოქტომბერი, 1920 — გ. 11 თებერვალი, 1986) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. ცნობილია რომანით „დიუნი“ (1965), რომელიც სერიის პირველი წიგნია და ხუთი მომდევნო ნაწილი აქვს. ჰერბერტმა ცნობადობა რომანისტობით მოიპოვა, თუმცა რომანების გარდა წერდა მოთხრობებს და მუშაობდა ჟურნალისტად, ფოტოგრაფად, რეცენზენტად, ეკოლოგიურ კონსულტანტად და ლექტორად.

დიუნის საგა, რომელშიც მოქმედება შორეულ მომავალში მიმდინარეობს, მრავალ კომპლექსურ საკითხს იკვლევს, მათ შორისაა ადამიანთა მოდგმის გადარჩენა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ადამიანის ევოლუცია, პლანეტოლოგია და ეკოლოგია, ავტორი ასევე განიხილავს რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ძალაუფლების გადაკვეთის საკითხს იმ დროში, როცა ადამიანთა მოდგმას უკვე დიდი ხნის განვითარებული აქვს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა და მრავალი სამყარო აქვს დაარსებული. დიუნი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანია, მთლიანი სერია კი ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.
იხ. ვიდეო - Фрэнк Герберт - история писателя и его книги "Дюна".



იდეები და თემები
ჰერბერტი სამეცნიერო ფანტასტიკას იმ კომპლექსური იდეების შესასწავლად იყენებდა, რომლებიც ფილოსოფიას, რელიგიას, ფსიქოლოგიას, პოლიტიკას და ეკოლოგიას მოიცავდა. მისი შემოქმედების მთავარი ბიძგი ადამიანის გადარჩენისა და ევოლუციის საკითხით დაინტერესება იყო.

წარმოგიდგენთ საკვანძო თემებს ავტორის შემოქმედებიდან:

ლიდერობის საკითხი. იგი იკვლევდა ქარიზმატული ლიდერისადმი ადამიანთა ბრმა მორჩილების მიდრეკილებას. დაინტერესებული იყო ბიუროკრატიული სისტემების ხარვეზებისა და პოტენციალის კვლევით.
ჰერბერტი ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი იყო, რომელმაც ეკოლოგიისა და სისტემური აზროვნების პოპულარიზება დაიწყო. იგი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა სისტემური და გრძელვადიანი აზროვნების აუცილებლობაზე.
ურთიერთობა რელიგიას, პოლიტიკასა და ძალაუფლებას შორის.
ადამიანთა გადარჩენა და ევოლუცია.
ადამიანთა შესაძლებლობები.
საღი აზროვნებისა და სიგიჟის ბუნება. ჰერბერტი დაინტერესებული იყო ტომას სასის ნაშრომებით და ანტიფსიქიატრიული მოძრაობით.
ცნობიერების შემცვლელი ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შესაძლო შედეგები.
ენის მიერ აზროვნების ფორმირება. კერძოდ, მასზე გავლენა მოახდინა ალფრედ კორზიბსკის „ძირითადმა სემანტიკამ“.
სწავლა, სწავლება და აზროვნება.
იხ. ვიდეო - Frank Herbert - NBC Interview



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...