пятница, 17 марта 2023 г.

ნაძვი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ნაძვი

(ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.
იხ. ვიდეო - თუ იცით რამდენი სანტიმეტრი იზრდება კავკასიური ნაძვი წელიწადში...?



საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
იხ. ვიდეო - ვერცხლისფერი ნაძვი - vercxlicperi nadzvi

ნაძვი მკურნალი - ხალხურ მედიცინაში ძალიან ბევრი რეცეპტია სადაც გამოიყენება ნაძვი
ორგანიზმის გასაწმენდად რადიოქტიური ნივთიერებებიდან და სხვ ტოქსინებიდან C ვიტამინით გასამდიდრებლად 40 - 50გ ნაძვის დაკეპილ წიწვს ჩავყრით მომანქრინებულ ქვაბში და დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი გააჩერეთ 15 - 20 წთ და დადგით გრილ ადგილას და შემდეგ გაწურეთ  გემოს გასაუმჯობესლებლად დაამატეთ ლიმონმჟავა და შაქარი მიიღეთ 1 - 2 ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ

იმუნიტეტის გასაუმჯესებლად და ორგანიზმიდან წიდებისგან გასანთავისუფლებლად 40-50გ წვრილად დაჭრილ წიწვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში დაასხით 2ლ წყალი დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ხახვის ფურცლები და 1 ს/კ ურპანის ფესვები ან მისი ფხვნილი (იყიდება აფთქიაში) 20 წთ ადუღეთ  შემდეგ ამას დაამატეთ წინასწარ ორთქლზე მომზადებული და დაჭყეტილი ასკილი და კიდევ 1 წთ ადუღეთ )ცაახით თერმოსში ან ქვაბში თბილად შეფუთეთ და ისე გაწურეთ 10 - 12 სთ-ს შემდეგ) შეინახეთ მაცივარში ღამის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ 1 - 2ლ ნაყენი ძილერ სამკურანლო თვისებებით ხასიათდება
წიწვების აბაზანა ამაგრებს ნერვულ სისტემას, იმუნურ და გულსისძარღვთა სისტემას შველის ცისტიტს და ქალურ სასქესო სისტემების დაავადებებს. აბაზანიოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო წიწვები ტოტებიც აგირჩიც. 1,5 კგ წიწვს და (გირჩი ტოტი) დაასხით 5 ლ მდუღარე  წყალი ადყღეთ 30წთ დსბსლ ცეცხლზე ნაყენი გააჩერეთ 12სთ ჩაასხით აბაზანაში , ნაყენი უნდა იყოს ყავისფერი. პროცედურის ხანგრძლივობა 40წთ წყლის ტემ-რა უნდა იყო 38 გრადი ცელსიუსი მკურნალობის პროცედურა 10 სასურველია აბაზანა მიიღოთ ძილის წინ.
სანამ მკურნალობას დაწყებთ კონსულტაციბისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.




   

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...