четверг, 9 марта 2023 г.

გაციება და გრიპი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     გაციება და გრიპი

                       

ცემინება, ხველა, მომატებული ტემპერატურა ცივი სეზონის უხშირესი და ამასთან საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომებია, მაგრამ როგორ გავიგოთ ეს გაციებაა თუ გრიპი? ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისაგან განსხვავება მნიშვნელოვანია. ვინაიდან გაციება ნაკლებად სერიოზული პრობლემაა. გრიპი კი მნიშვნელოვან დისკომფორტთან და ზოგჯერ სერიოზულ გართულებებთანაც არის დაკავშირებული.

გაციება რამოდენიმე ასეული სახეობის ვირუსით შეიძლება იყოს გამოწვეული. ის როგორც წესი, 1 კვირაზე დიდხანს არ გრძელდება. ყელის ტკივილით იწყება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა ახასიათებს. ცხელება იშვიათია და ძირითადად ბავშვთა ასაკში ვლინდება. მოზრდილებში კი სხეულის ტემპერატურა მხოლოდ მცირედ შეიძლება იყოს მომატებული. გაციება იშვიათად შეიძლება გართულდეს შუა ყურის ინფექციით.

გრიპი გრიპის ვირუსით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც გაციების მსგავსად,  ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენითა და ხველით ხასიათდება. თუმცა სიმპტომები უფრო მძიმეა. ამასთან უფრო ხშირია საერთო სისუსტე,  ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი. გრიპმა ღებინება და ფაღარათიც შეიძლება გამოიწვიოს. სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეც შეიძლება გაგრძელდეს. გრიპის უხშირესი გართულებები ცხვირის დანამატი ღრუების (სინუსიტი), ბრონქების ან ფილტვის ანთებაა. ეს უკანასკნელი ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულ პირებში ვითარდება.

როგორ განვასხვავოთ გრიპისა და გაციების სიმპტომები

სიმპტომები

გაციება

გრიპი

ცხელება

იშვიათად, ჩვეულებრივ მხუბუქი

ჩვეულებრივ ახასიათებს >38-39◦C , გრძელდება 3-4 დღე

თავის ტკივილი

იშვიათი

ხშირი

კუნთების ტკივილი

მსუბუქი

ჩვეულია, ხშირად ძლიერ გამოხატული

დაღლილობა, სისუსტე

ხანდახან

ჩვეულია, გრძელდება 2-3 კვირა

ძლიერი გამოფიტვა

არ ახასიათებს

ჩვეულია, განსაკუთრებით დასაწყისში

ცხვირით სუნთქვის გაძნელება

ხშირი

ხანდახან

ცემინება

ჩვეულია

ხანდახან

ყელის ტკივილი

ხშირი

ხანდახან

დისკომფორტი გულმკერდის არეში, ხველა

მსუბუქი-საშუალო

ხშირია, შეიძლება დამძიმდეს

 

გრიპისა და გაციების მკურნალობა სიმპტომების შემცირებას გულისხმობს, რისთვისაც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები გამოიყენება.  გამონადენის შესამცირებლად და ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად ცხვირის წვეთებია ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნული პრეპარატები ექიმის მიერ იყოს დანიშნული. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიც დანიშნოს. ვინაიდან დაავადებული პირი პირველი 3 დღის განმავლობაში გადამდებია, უმჯობესია ამ პერიოდის განმავლობაში შინ დარჩეს და შეზღუდოს კონტაქტი სხვა პირებთან.

ექიმთან მიმართვა აუცილებლად უნდა მოხდეს თუკი:

  • ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტხანს
  • ყლაპვა გაძნელებული და მტკივნეულია
  • ხველა გრძელდება 2-3 კვირაზე მეტხანს
  • ცხვირით გაძნელებული სუნთქვა და თავის ტკივილი გახანგრძლივდა.

 

სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მოხმობა შემდეგ შემთხვევებშია საჭირო:

  • მწვავე ტკივილი მკერდის არეში
  • თავის ძლიერი ტკივილი
  • სუნთქვის გაძნელება
  • თავბრუსხვევა
  • დაბინდული აზროვნება
  • შეუპოვარი ღებინება.

 

ბავშვებში ზემოთ აღნიშნულს ემატება:

  • სუნთქვის გაძნელება ან სწრაფი სუნთქვა
  • კანის მოლურჯო ელფერი
  • სითხეების მიღებაზე უარის თქმა
  • ძილიანობა და კონტაქტში შენელებული შემოსვლა
  • გაღიზიანებადობა ან პირიქით დათრგუნვა
  • სიმპტომების გაუმჯობესება და შემდეგ უეცარი გაუარესება
  • ცხელება თანმხლები გამონაყრით.

 

გრიპისა და  გაციების გამომწვევი ვირუსები ორგანიზმში  ცხვირის, თვალის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან შედის. აღნიშნულ ზედაპირებზე კი დაავადებულ პირთან კონტაქტით ან საკუთარი ხელის შეხებით ხვდება. ამიტომაც დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია:

  • დაავადებულ პირთან კონტაქტის შეზღუდვა
  • ხელის ხშირი დაბანა საპნიანი წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, რაც კანს მიკროორგანიზმებისაგან ათავისუფლებს
  • გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება. აცრა გაკეთებიდან უკვე 2 კვირაში იწყებს ორგანიზმის დაცვას.
  • დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდეგ ვისუსსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (სურვილის შემთხვევაში). იხ. წყარო ბმულზე
იხ. ვიდეო - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება
არაექიმი გვურჩევს - 1.1 კალედნულას ყვავილი დაასხით 1 ჩ. კ. მდუღარე წყალი აადუღეთ წყალი, გააჩერეთ 1 საათი გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს. კ ნაყენი დღეში3-ჯერ ჭამამდე
ერთი საათის გამნავლობაში ღეჭეთ ლიმონის ნაჭერი რათქმა უნდა თუ კუჭისა და ნაღველის პრობლემებიარ გაქვსთ. ეს მეთოდი ეფექტურია გრიპის დასაწყისში.
ყელზე შემოიხვიეთ კომბოსტოს ახალი ნაჭერი და შეიხვიეთ შალით. 2 საათში ერთხელ ანთებით პ[როცესების ჩაქრობამდე.
იხ. ვიდეო - როგორ გავარჩიოთ გაციების და გრიპის სიმპტომები ერთმანეთისგან
ცხვირზე გაღიზიანებულ კანს მოგიშუშებთ - ქრონიკული სურდო, გარდა იმისა, რომ აღღვევს სუნთქვის პროცესს, ვნებს ცხვირის კანსაც, აქერცლილი გაწითლებული, შუშეპებული ცხვირით ადვილად ამოიცნობთ ქრონიკული სურდოს დატანჯულ ადამიანს. 
 თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-სარამოს (ოღნდარა ნიშინად გასვლის წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.
 კვირაში 2-3-ჯერ მონაცვლეობით დაიდეთ გვირილს ჯერ თბილი და მერე ცივი ნახარში ამოვლებული საფენები. ნახარში ასე მზადება 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წთ ადუღოთ გააციოთ და გადაწუროთ.
 აირეტ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები მოცულობის წყალი, დოლბანდი რამდენიმე ფენად გაკეცეთ, ამ სითხეში ამოავლეთ. 
მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურა (დღეგამოშვებით).
სასარგებლოა კომბოსტოს ცოცხალი წვენიც, მასში უნდა ამოვავლოთ ბამბის ფთიალა ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ სახეზე 15-20წთ.
პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეგამოშვებით.
 მკურნალობის კურსი 20-25 პროცედრუას მოიცავს. შეგიძლიათ სცადოთ პწიფე  პომიდვრის  ნიღაბიც, უნდა გახხეოთ და ყოვლდღე 15 წთ დაიდოთ სახეზე.
მკურნალობის კურსი 20 პროცედურა.
გრიპის ერთ დაავადებულს შეუძლია დაავადოს 5 ადამიანი, ამიტომ გვირჩევენ მოვერიდოთ თავშეყრილ ადგილებს და იმ ადამიანებს, რ-საც ახველებენ, აცემინებენ. არსებობს გრიპის ვირუსიგან დარწევის სხვა საშულებები
აიცერით აცრილი ადამიანი 3-4-ჯერ ნაკლები დაავადების რისკის ქვეშ არის ვიდრე აუცრელი. ორგანიზმის სრულფასოვანი იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება 1 თვე, ამიტომ სასურველია, აიცრათ ნოემბრის ბოლმდე სანამ გრიპი და სხვ ვირუსული დაავადებები გაჩნდება
გაიკეთეთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩვეულებრივი ნიღაბი მხოლოდ 2სთ უნდა გეკეთოთ, თუმცა ზოგიერთი ნიღაბი 4-6სთ-ი ძლებს.
ხშირად დაიბანეთ საპნიტ ხელები და თბილი წყლით. საშიში ბაქტერიებისა და ვირუსების 80%  გადადება ჭუჭყიანი ხელებით ხდება. თუ ხელთ არ გაქვთ ეს საშუალებები გამოიყენეთ სპირტიანი მადეზინფეცერებული საშულებანი სპრეი ან ხელსახოცი.
ხშირად მიიღეთ ცხელი აბაზანა - გრიპის ან სხვა ინფქციური ეპიდემიის დროს აბაზანის მოყვარულები ნაკლებად ივადყოფებენ.ცხელი ოპთქლი და კონტრაქტული პროცედურა 10-19% ზრდის სისხლში ლეიკოიტების რაოდენობას რ-იც სპობს  მიკრობებსა და გამოიმუშავებს ბაქტერიოციდულ ნივთიერებას - ლეიკინს.
ხშრად გაანაივეთ ოთახი და ნივთები გაწმინდეთ სველ მჩვრით. თუ ოჯახის რომელიმე წევრი გრიპით დაავადა, ოთახში ვირუსები სეიძლება ცოცხლდობდნენ 2-დან 9სთ-მდე, ქაღალდზე მუყაზე ან ქსოვლზე 12სთ, ხოლო მინაზე 10დღ.
სვით მეტი სითხე ებრძვის გრიპსა და გაცივებას, გამოდევნის ორგანიზმიდან ვირუსებსა და ბაქტერიებს.
რაციონში ჩასვით C ვიტამინი მდიდარი ციტრუსები აძლიერებს ორგანიზმს, უმკკლავდება ავადყოფობის გამომვწვევ მიკროორგანიზმებს
ვირუსების საწიანაამრდეგო  საშუელება არის ნიორი.

გაციება და ყელის ტკივილის - პრობლემა თითქმის ყველას ენიშნება ანტიბიოტიკები, მე კი არ მიყვარს წამლები, ამიტომ ანგინას ვირისტერფფათი ვკურნალობ. ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, დავუმატოთიმავე დოენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო ეს ნაერთი შევდგათ მაცივარში  გავატაროთ ხოცსაკეპ მანქანაში. გამყენების წინ კარგად შევანღრიოთ 1 ჩ/კ ნარევი მღების წინ გაზავეთ 3ს/კ წყალი. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ
 წამლის ასეთი სახით მომზადების მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ. ზამტარში კი გამხცმარი ფოთლების ნაყენი მოაზადეთ.
5გ (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთლები ცადევით მომწრინებული ჭურჭელში დააასხით 200მლ  მდუღარე წყალი და თავდახურულ წყლის აბაზანში გააჩერეთ 15წთ განმავლობაში ხშირხშირად ურიეთ  შემდეგ გადმოდგით და 45 წთ განმავლობაშო ოთახის ტემ-ზე გაციეტ გაადწურეთ მდუღარე წყლიტ 200მლგრ შეავსეთ შეინახეთ ნაყენი რილ ადგილას არა უმეტეს 2 დღ-რ უნდა სვათ თბილთბილი 1/3-1/2 წიქა დრეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სათ ადრე.
ეს ნაყენი გარდა ყელის ტკივილისა შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ
ექიმის კომენტარი - ხალხურ მედიცინაში ვირისტერფა იყენებენამოსახველებელ საშულებად ფოთლების ნაყენს ხნარობენ ბრინხიტულ ასთმის მწვავე და ქრონუიკული ბრონქიტის დროს, გაჭიანურებულ ხველისას ფილტვების ანთებისას, კუჭნალავის ტრაქტატის პრობლემებისას, თირკლმის პრობლის, შარდის ბუშტის ანტებისას, გაცივებისას. ვირისტეფას როგორც ნახარშისა და ნაყენის სახით ცალკე, ასევე სხვადაასხვა სამკურნალოდ მცენარებთან ერთად ქერტლისა და თმის ცვენას უხდება. ვირისტერფსა და ჭინჭრის ნახარშის წვენი ნედლი მცენარის ჭრილობების მისაშუშებლად ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ცირქოვან წრილობაზე და წყლულებზე დაასფენად. ვირისტეფრას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი გზებიდან გაციების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით  ღამით. ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას ეძახიან ხევსურეთში ცხენისტერფას, თუშეთში - დათვისბურას, ხოლო აჭარაში - გულბამბას.



 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...