ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
თალგამი
(ლათ. Brassica rapa) — კომბოსტოს გვარის ორწლოვანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახისა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ყლორტებს და იძლევა თესლს. ყვავილედი ფარისებრია, ყვითელხორციანი ჯიშების გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-ოქროსფერია, თეთრხორციანისა და მოყვითალო-ლიმონისფერი. ნაყოფი თვითხსნადი გრძელი ჭოტია. თესლი წვრილი და მრგვალია, ფერად ღია ან მუქი. თალგამი ყინვაგამძლეა (უძლებს 4-5°C ყინვას), ტენის მოყვარულია, ამასთან საკმაოდ სიცხეგამძლეცაა. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 12-20°C, სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა — 60-85 დღე.
თალგამი იჭმება ნედლი, მოხარშული და შემწვარი. არსებობს თალგმი სუფრისა და პირუტყვის საკვები ჯიშები. სუფრის ჯიშებიდან ცნობილია პეტროვსკაია 1, მაისის ყვითელი მწვანეთავიანი 172, მილანის თეთრი წითელთავიანი 283. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში „მესხური“, რომელსაც მოიისფრო ძირხვენა და გემრიელი, ნაზი, წვნიანი რბილობი აქვს. საკვები ჯიშებიდან, რომლებსაც „ტურნეფსს“ ეძახიან, ცნობილია ოსტერზუნდოვსკი და ბორტფელდსკი. საქართველოში ითესება „სკოროსპელი ვიკი“ და მოსკოვური.
იხ. ვიდეო - Brassica rapa
თალგამის წვენი ძლიერი და ეფექტიანი ორგანიზმის გასწმენდად. იგი ხელს უწყობს წიდის გამოტანას, თირკმრლრბიდან ქვიშის გამოძევებას.
თალგამი გავრეცხოთ კარგად და გავწმინდოთ. ახალი კარტოფილივით გავფხიკოთ და წვენსაწურშიგავწუროთ. თუ წვენსაწური არგაქვთ შეგიძლიათ თალგამი წვრილად გავხეხოთ.
კარაბადინი
კარაბადინი
ნებისმიერი ხველისგან გაგანთავისუფლებთ თალგამი. ის უნდა გახეხოთ და ფენა-ფენა ჩადოთ ნახევარ ლიტრიან მინის წურჭელში. თოთოეული ფენას უნდა მოაყაროთ თითო საჩორაროზე კოვზი შაქარი. ქილა 24 სთ-თ დაადგათ სითბოში. (დაახლ. 20გრადუსზე ცელსიური). მიღების წესი კი ასეთია: პატარებისთვის - 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, მოზრდილებისთვის კი 1ს/კ დღეში 3-ჯერ.
ექიმის კომენტრაი - თალგამში C ვიტამინის შემცვლელობა თითქმის 2 -ჯერ აღემატება ლიმონსა და კომბოსტოში A, B1, B2, B3, PP ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, ნატრიუმს, გოგირდს, მცირე რაოდენობით - მანგანუმისა და იოდს. ფოსფორის შემცვლელობიტ თალგამი ბოლოკსაც უსწრებს. თალგამში მრავლადაა სამკურნალო მარილები, მაგ., გოგრდის მარილები წმენდს სისხლს, შლის კენჭებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. ამ მარილებს დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია ინფექციების, კანის დაავადებისა და ბრონქიტების დროს თალგამში არის მაგნიუმი, ამიტომ იგი ონკოლოგიური დაავადებისას პროფლიაქტიურ საშუალებად ითვლება. მაგნიუმი ძვლებში კალციუმის აკუმულირებას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდების ორგანიზმსი ძლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში.აგრეთვე ზრდასრულებში ოსტეოპოროზის სხვადსხვა დაავადებისას. თალგამი რეკომენდირებულიადიაბეტისა და სიმსუქნის დროს. თარგამის ახალამოწურული წვენი ამოსახველებელი სასუალებსა და ას სანთქი გზების დაავდებისას დროს იყენებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий