четверг, 17 августа 2023 г.

შიდსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              შიდსი
წითელი ლენტი არის შიდსით დაავადებულთა სოლიდარობის სიმბოლო

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Human Immunodeficiency Virus) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.
ვირიონის სტილიზებული გამოსახულება


შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

პერინატალური გადაცემა

პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ-ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს. ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%. 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინით მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რიცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაშისუბსაჰარულ აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.

ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.

სიმპტომები

ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად შემდეგნაირად:

  • ტემპერატურის უმიზეზო მომატება 30 დღეზე მეტი ხნის მანძილზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
  • თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
  • პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ინფიცირების დადგენა

დღეს ადამიანის ინფიცირების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. თავდაპირველად შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უტარდება პირველადი ანუ სკრინინგული დიაგნოსტიკა. სკრინინგულ მეთოდებს შორის ფართოდაა გავრცელებული ე. წ. „სწრაფი/მარტივი“ მეთოდები და ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის მეშვეობით. სკრინინგული მეთოდით ინფიცირების დადასტურებულ სუბიექტს უნდა ჩაუტარდეს დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული დიაგნოსტიკა. დღესდღეობით კონფირმაციულ მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (PCR). საკუთრივ PCR ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი. თვისობრივი მეთოდი გამოიყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაში ყოფნის, სკრინინგული დიაგნოსტიკის გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის ინფიცირების გამოსავლენად. რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.

იხ. ვიდეო - შიდსი



წარმოქმნა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში, გამოიყოფა ორი ტიპი, რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივ ინფექციების ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რომ სწორედ აივ-1 არის მსგავსი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისა, რომელიც აღმოაჩინეს შიმპანზეებში. მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა ახლო წარსულში.

მეცნიერების მტკიცებით ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში

იხ. ვიდეო - აივ ინფექციის და შიდსის სტატისტიკა საქართველოში - რაზე მიგვანიშნებენ მაჩვენებლები



კვლევა 

მთავარი სტატია: აივ/შიდსის კვლევა

აივ/შიდსის კვლევა მოიცავს ყველა სამედიცინო კვლევას, რომელიც ცდილობს აივ/შიდსის პრევენციას, მკურნალობას ან განკურნებას, ასევე ფუნდამენტურ კვლევას აივ-ის, როგორც ინფექციური აგენტის ბუნების შესახებ და შიდსის, როგორც აივ-ით გამოწვეული დაავადების შესახებ.


ბევრი მთავრობა და კვლევითი ინსტიტუტი მონაწილეობს აივ/შიდსის კვლევაში. ეს კვლევა მოიცავს ქცევითი ჯანმრთელობის ინტერვენციებს, როგორიცაა სქესობრივი განათლება და წამლების შემუშავება, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიკრობიციდების კვლევა, აივ ვაქცინები და ანტირეტროვირუსული პრეპარატები. სამედიცინო კვლევის სხვა სფეროები მოიცავს პრე-ექსპოზიციის პროფილაქტიკის, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის და წინადაცვეთა და აივ-ის თემებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, მკვლევარებს და პროგრამებს შეუძლიათ მიიღონ უფრო ყოვლისმომცველი სურათი იმ ბარიერების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან და აივ-ის მკურნალობისა და პრევენციის მიმდინარე მიდგომების ეფექტურობას, სტანდარტული აივ ინდიკატორების თვალყურის დევნით .საერთო ინდიკატორების გამოყენება განვითარების ორგანიზაციებისა და მკვლევარების მზარდი ყურადღებაა

იხ. ვიდეო 

ადამიოანის იმენოდეფიციტის ვირუსი - მსოფლიოში მილიონობიტ ადამიანი ატარებს წიტელ ლენტს, რ-ც აიც იფექციის შიდსის პრობლემების გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991წ-ს სექმნა, მხატვარვმა ფრანკ მურმა. წიტელ ლენტი გამოხატავს 
სოლიდარობას მათ მიმართ ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსიდსის ეპიდემია - ვინც ცხოვრობს აივ იფექციით, ასევე მათი ახლობლებისა და მეგობრების მიმართ.
 პროტესტს აივინფიცირებულებატა და შიდსით დაავადებათა დისკრიმინაციმრდეგ და სტიგმების ინაამღდეგ:
ომედს, რომ ედიცინ სძლევს ვირუს და კაცობრიობასურებისგან იხსნს.
 ჯანდაცვის მსოფლიო ორგაზნიზაციიის ინიციატივით 1988წ-ს 1 დეკელბერს  შიდსთან ბრძოლის დრდ გამოცხადდა.ყოველ წლიურად ეს დღე განსაზღრულ თემებს ეძღვნება, რ-შიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტი. 
 1983წ წ-ს მსოლფიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიოდსიტ გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირას აღენიშნება ამ მოწოდებას 90% მეტი ქვეყანა შეუერთდა. სიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ შიდსით წინაამღდეგ, რ-შიც გაერთინაბული იქნება საზოგადოების ყველა ნაწილი.
 ამჟამად მსოლფიოში აქტუიურად მიმდინარეობს მუშაობა შიდსის საწინაამღდეგო თერაპიული და პროფლიუატიკური ვაქცინის შესაქმნელად, ასევე ამ მიდგომების შესაქმნელად, რ-იც ინფექციისგან განკურნებას უზრუნველყოფს. გარკვეული წინსვლის მიუხდავად საბოლოო წარმატების შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
 ამჟამად შიდსის დამარცხების ყველაზე რეალისტური და იმედის მომცემია რისკის ჯგუფების აივ ინფექციის მკურნალობა ფართოდ გამოკვლელვა  და გამოვლენა, ჩართვა სამკურნალო ღონისძიებებში, რაც   განეიტრალებას აივ ინფექციის რეზეუარის ნიშვნელონ ნაწილს და მოკლე დროში მ,კვეთრად სეამცურებს ინფიცირებულთა ახალ შემთხვევათა რიცხვს, როგორც ითქვა ამ მიდგომას ეფექტურობა უკვე დაადასტურა მასტაბურმა რანდომიზებულა კვევამ. 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...