понедельник, 21 августа 2023 г.

ჰენრი და ჯუნი (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              ჰენრი და ჯუნი (ფილმი)

ჰენრი და ჯუნი — ფილიპ კაუფმანის რეჟისორობით 1990 წელს გამოსული ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ცნობილი მწერლების, ჰენრი მილერისა და ანაის ნინის შესახებ. მთავარ როლებს ფრედ უარდიუმა თურმანი და მარია დე მედეიროსი ასრულებენ. დაფუძნებულია 1986 წელს გამოცემულ ანაის ნინის სრულ დღიურზე. ფილიპ კაუფმანმა „ჰენრის და ჯუნის“ სცენარი თავის ცოლთან, როუზთან ერთად დაწერა. ფილმი გვიყვება ნინის ურთიერთობაზე ჰენრი მილერთან და მის ცოლთან, ჯუნთან.

„ჰენრი და ჯუნი“ ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. იგი ერთ-ერთია იმ NC-17 შეფასების მქონე სამ ფილმთაგან („გულით ველურნი“, 1990, რეჟ. დევიდ ლინჩი; „ოცნების რექვიემი“, 2000, რეჟ. დარენ არანოვსკი), რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო.

იხ. ვიდეო - Henry & June (1990) Trailer



სიუჟეტი

1931 წელს პარიზშისაფრანგეთში ამერიკელ ავტორთან, ჰენრი მილერთან შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა მწერალი, სახელად ანაის ნინი თავისი შთაბეჭდილებებისა და ფიქრების დღიურში ჩაწერას იწყებს. ჰენრის (ფრედ უარდი), ანაისს (მარია დე მედეიროსი) და ჯუნს, ჰენრის ცოლს (უმა თურმანი) შორის იწყება ურთიერთობა, რომელიც მალევე რომანში გადაიზრდება და სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის, ხოლო ანაის ნინი მილერს „კირჩხიბის ტროპიკის“, თავისი პირველი რომანის გამოცემაში დაეხმარება.

ჰენრი თავის პირველ რომანს წერს და პარიზში ღარიბი ცხოვრებით ცხოვრობს. ჯუნი, მისი ცოლი, მოცეკვავე და მისი მუზაა; ხოლო ნინი კი ფრანკო-ესპანელი ბურჟუა, რომელსაც აინტერესებს ცოლ-ქმარი და მათი ცხოვრება. იგი განსაკუთრებით ინტერესდება მილერის სამწერლო კარიერით, მას თავის მასწავლებლად მიიჩნევს და სწორედ მისი გაცნობის შემდეგ იწყებს წერას.

„ჰენრი და ჯუნი“ პირველი ფილმია, რომელსაც MPAA-ს პრეზიდენტმა, ჟაკ ვალენტიმ NC-17 შეფასება მიანიჭა (1990 წელს). ფილმი გვიჩვენებს იმჟამინდელ პარიზში მცხოვრები ხელოვანების ცხოვრებას, მათი ბოჰემური ცხოვრების სტილს. ფილმში ჩნდებიან ცნობილ ხელოვანთა პროტოტიპებიც, როგორებიც არიან ბრასაი, ფრანჩისკო მირალეს არნაუ.

ფილმში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანაის ნინის განცდებს. ფილიპ კაუფმანი ხშირად სწორედ მისი თვალთახედვიდან გადმოგვცემს მოვლენებს. იხ. ბმულზე რუსულ ენაზე კინო 

როლებში

ფრედ უარდი ჰენრი მილერის როლში

უმა თურმანი ჯუნ მილერის როლში

მარია დე მედეიროსი ანაის ნინის როლში

რიჩარდ ი. გრანტი ჰიუგოს როლში

კევინ სპეისი რიჩარდ ოსბორნის როლში

ჟან-ფილიპ ეკოფი ედუარდო სანჩესის როლში

გარი ოლდმენი პოპის როლში

არტუს დე პენგუერნი ბრასაის როლში

ლიზ ჰასი ჟანის როლში

ბრიჯიტ ლაჰაი ჰენრის მეძავის როლში

ფეოდორ ატკინი ფრანჩისკო მირალეს არნაუს როლში

საუნდტრეკი

საუნდტრეკი მოამზადა მარკ ადლერმა. იგი შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციებს.


ჟან ლენუა - „Parlez-moi d'amour“

კლოდ დებიუსი - „Six épigraphes antiques“

ფრანსის პულანკი - „Les chemins de l'amour“

კლოდ დებიუსი - „Petite Suite: "Ballet“

ჰარი უორენი - I Found a Million Dollar Baby

ერიკ სატი - Gnossienne No. 3

ერიკ სატი - Je te veux

ფრიდერიკ შოპენი - „Nocturne No. 1 in C Major“

ჟორჟ აურიკი - „Sous les toits de Paris“

ჟაკ ლარმანჟა; ფრანსის კარკოს ტექსტი - „Le doux caboulot“

კლოდ დებიუსი - „La plus que lente“

მარკ ადლერი - „Je m'ennuie“

მარკ ადლერი - „Coralia“

ირვინგ მილსი - „St. James Infirmary Blues“

ფრანსისკო ტარეგა - „Gran Vals“

ჰოაკინ ნინ-კალმელი - „Basque Song“

ვინსენტ სკოტო; ჯორჯ კოგერისა და ჰ. ვამას ტექსტი - „J'ai deux amours“

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...