среда, 1 августа 2018 г.

რა არის გეოპოლიტიკა

                       რა არის გეოპოლიტიკა

თუ გვინდა მეტ ნაკლებად ჩავწვდეთ მსოფლიო პოლიტიკას და გავარკვეთ რა ხდება და საქართველოს რა როლი აქვს ამ პოლიტიკაში უნდა გავიგოთ თუ რა არის გეოპოლიტიკა რა ფენომენია და რა ბუნება აქვს ზოგადად კი რაც კაცობრიობა არსებობს არის მსოფლიო პოლიტიკა.
გეოპოლიტიკა (გეოგრაფიული პოლიტიკა; ბერძ. γη — მიწა + πολιτική — სახელმწიფო ან საზოგადო საქმე (წარმ. πολις — ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოსსაგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოთა ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ ტერიტორიების გაყოფისა და გავლენის სფეროებად გადანაწილების კანონზომიერებებს.
იხ. ვიდეო
გეოპოლიტიკა მიეკუთვნება საზოგადოებრივ–გეოგრაფიულ მეცნიერებათა ჯგუფს და წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფიის ნაწილს. განასხვავებენ — ტრადიციულ, ახალ (გეოეკონომიკა) და უახლეს (გეოფილოსოფია) გეოპოლიტიკას. ტრადიციული გეოპოლიტიკა აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს სამხედრო–პოლიტიკურ სიმძლავრეზე და უცხო ტერიტორიების დაპყრობისას გეოგრაფიული ფაქტორების დომინანტურ როლზე. ახალი (გეოეკონომიკა) ტრადიციულისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს სახელმწიფოთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე. უახლესი გეოპოლიტიკა, რომელშიც სამხედრო და ეკონომიკურ სიმძლავრეზე დომინირებს სულიერი ძალა, ეხმარება სახელმწიფოებს ტრადიციული და ეკონომიკური დეტერმინიზმის დაძლევაში საბაზისო ფაქტორების გაფართოების ხარჯზე საერთაშორისო ურთიერთობებში ქცევის განსაზღვრაში.
იხ. ვიდეო
გეოპოლიტიკის, როგორც საგარეო პოლიტიკური პრაქტიკის, მთავარი მიზანია სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ე.ი. გეოპოლიტიკის მთავარი მიზანი - ეს არის ნებისმიერი ქვეყნისგეოსტრატეგიის შემუშავება. გეოპოლოტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალ-პოლიტიკურ, სამხედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის სხვა სიძლიერის განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლას და შეფასებას.
იხ. ვიდეო

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ქვეყნის წარსულს, მის მეზობელთან ამ ქვეყნის ნებისმიერ ურთიერთობას, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას.
დედამიწა მაკინდერის ჰართლანდის თეორიის მიხედვით
XX საუკუნის ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია არაერთი დიდი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის განვითარების თავისებურებაზე. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც რუსეთის სახელმწიფო გეოპოლიტიკური ”რეგალიების” ცვლა საუკუნის მანძილზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ასევე დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ფაქტორების განვითარების თავისებურებებში. ამ მხრის საინტერესოა საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობა. ბოლო ასწლედმა ნათლად ასახა ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკაში და რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის თანამედროვე პოზიციების ჩამოყალიბებაში.
ნებისმიერი ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებია:
იხ. ვიდეო რუსული გეოპლიტიკის პერიპეტიები 

  • ტერიტორიის ზედაპირი
  • საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი
  • მოსახლეობის რაოდენობა
  • ბუნებრივი რესურსები
  • ფინანსური სიძლიერე
  • ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე
  • ეთნიკური ერთგვაროვნება
  • სოციალური ინტეგრაციის დონე
  • პოლიტიკური სტაბილურობა
  • ეროვნული სული

გეოპოლიტიკური კონცეფცია ჩამოყალიბდა XIX/XX საუკუნეთა მიჯნაზე. ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა 1899 წელს შვედმა პოლიტოლოგმა და სახელმწიფოთმცოდნემ რუდოლფ ჩელენმა, თუმცა მან ფართო გამოყენება ჰპოვა 1916 წელს გამოსული წიგნის „სახელმწიფო, როგორც ორგანიზმი“ შემდეგ. ჩელენთან ერთად გეოპოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსებად ითვლებიან ბრიტანელი გეოგრაფი და პოლიტიკოსი ჰელფორდ ჯონ მაკინდერი, საზღვაო სტრატეგიების ამერიკელი ისტორიკოსი ალფრედ მეჰენი, გერმანელი გეოგრაფი, პოლიტიკური გეოგრაფიის ფუძემდებელი ფრიდრიჰ რატცელი, გერმანელი მკვლევარი კარლ ჰაუსჰოფერი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი მკვლევარი ნიკოლას სპიკმენი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოპოლიტიკის განხილვის საგნად იქცა ისეთი ცნენები და მოვლენები, როგორიცააː „ცივი ომი“, „სამხედრო–სტრატეგიული პარიტეტი“, აგრეთვე, ფართოდ შემოვიდა სახელმწიფოებთან მიმართებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა„ზესახელმწიფო“, „დიდი“, „რეგიონალური“, „ბირთვული“, „კოსმოსური“, „ეკონომიკური“ და სხვა კომპლექსური ან ცალკეული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე.

                                                                   შესწავლის ობიექტი

გეოპოლიტიკა ეყრდნობა გეოგრაფიას. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტია მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც მრავალი ტერიტორიული მოდელით არის წარმოდგენილი. მოდელირება ხდება საერთოპლანეტარულ დონეზე. გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ტერიტორიებზე კონტროლის ფორმების და მექანიზმების კვლევა. ასევე, რეგიონული და ლოკალური ზონები. მაგ: საზღვრების კვლევა, სადავო ტერიტორიების პრობლემა, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და ა.შ. რეგიონალური და ლოკალური პრობლემების კვლევა ხდება, როგორც საერთო მთლიანიდან ნაწილის გამოყოფა.
იხ. ვიდეო

გეოპოლიტიკის სამეცნიერო წრეები გვთავაზობენ კითხვათა გეოგრაფიულ, ისტორიულ, სოციოლოგიურ ანალიზს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასა და ტერიტორიულ სტრუქტურებთან სხვადასხვა დონეზე (სახელმწიფოებრივიდან საერთაშორისომდე). ამასთან, განიხილება გეოგრაფიის პოლიტიკური, ეკონომიკური (გეოეკონომიკა) და სტრატეგიული (სტრატეგიული გეოგრაფია) მნიშვნელობა ადგილმდებარეობის, ფართობის, ფუქციების, რესურსებისა და ადგილობრივი ურთიერთობების გათვალისწინებით.
ერთ–ერთი წამყვანი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, აცხადებს, რომ გეოპოლიტიკა არის "მსოფლიო ჭადრაკის დაფა" პოზიტიური თამაშის თეორია.
იხ. ვიდეო

                                         რეკლამა







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...