среда, 1 августа 2018 г.

ამერიკის შეერთებული შტატები

Jump to navigationJump to search
ამერიკის შეერთებული შტატები
United States of America
აშშ
აშშ-ის
დროშაგერბი
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust
ჰიმნი: The Star-Spangled Banner
დედაქალაქივაშინგტონი
38°53′ ჩ. გ. 77°02′ დ. გ.
უდიდესი ქალაქინიუ-იორკი
ოფიციალური ენაინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობაფედერალურისაპრეზიდენტო რესპუბლიკა
 - პრეზიდენტიდონალდ ტრამპი
 - ვიცე-პრეზიდენტიმაიკ პენსი
ფართობი
 - სულ9 833 520 კმ2 (მე-3)
 - წყალი (%)6.97
მოსახლეობა
 - 2017 შეფასებით324 478 000 (მე-3)
 - 2010 აღწერა309 349 689 
 - სიმჭიდროვე35 კაცი/კმ2 (180-ე)
მშპ (მუპ)2016 შეფასებით
 - სულ$18.581 ტრილიონი (მეორე)
 - ერთ მოსახლეზე$57,294 (მე-14)
აგი (2014)0.915 (მაღალი) (მე-8)
ვალუტააშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელიდზკ UTC-5-დან UTC-10:00-მდე
 - ზაფხულის (DST)ზდ სხვადასხვა (UTC)
ქვეყნის კოდიUSA
Internet TLD.gov.edu.mil.us
სატელეფონო კოდი1
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებსაშშ-ს.შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთისაღმოსავლეთითრუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 318,9 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგანესპანეთისგანგაერთიანებული სამეფოსგანმექსიკისგანრუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
ეტიმოლოგია
  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ — ამერიკელებად.
  • ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით — აშშ.
  • ეროვნული სახელწოდება: United States of America, შემოკლებით — USA.

გეოგრაფია

სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამიპუერტო-რიკო და სხვა).

მთები და უდაბნოები

ალასკა და აშშ-ის დასავლეთის მესამედი ნაწილი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები რომელიც, ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედეგბა და მათ ზეგნები და აუზები ყოფს. სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მაგალითად, არიზონა, ცხელი უდაბნოა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა, მაგალითად, ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა. დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს. ალაგ-ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული და წყალს სარწყავად და ქალაქების ელექტრომომარაგებისთვისაც იყენებენ.

ფერმერები, მაღაროები და საწარმოები

აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო — სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდისოიაპომიდორიფორთოხალიატამიყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირსსპილენძსთაბაშირსმარილსფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.
ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“„ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.

სახელმწიფო

ადმინისტრაციული დაყოფა

აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:
მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი
  • შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკი – ნიუ-ჯერსი – პენსილვანია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი
  • ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი
  • სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკი – ტენესი – ალაბამა – მისისიპი
  • სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასი – ლუიზიანა – ოკლაჰომა – ტეხასი
  • მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანა – აიდაჰო – უაიომინგი – კოლორადო – ნიუ-მექსიკო – არიზონა – იუტა – ნევადა
  • წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი

დამოკიდებული (შემოუერთებელი) ტერიტორიები

აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 14 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:
  1. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
  2. ამერიკის სამოა
  3. კუნძული ბეიკერი
  4. გუამი
  5. რიფი კინგმენი
  6. მიდუეი
  7. ნავასა
  8. პალმირა
  9. პუერტო რიკო
  10. უეიკი
  11. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  12. ჯერვისი
  13. ჯონსტონი
  14. ჰოულენდი

დემოგრაფია


მთავარი სტატია : აშშ-ის მოსახლეობა.
  • მოსახლეობა: 309,349,689 ადამიანი 2010 წლის ცენზის მიხედვით. ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 73.1%% თეთრია, 12.7% აფროამერიკელი, 5.4% აზიელი, 1,5 % აბორიგენი ინდიელიესკიმოსი და ალეუტი.
  • სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 230 მლნ ადამიანი, ესპანურად — 12%, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 2,5, გერმანულად - 1,1.
  • რელიგია: პროტესტანტები (46.5 %), კათოლიკები (20.8 %),მართლმადიდებლობა 0.5 %, მუსლიმები (0.9 %), იუდაისტები (1.9 %), ბუდისტები(0.7 %) და სხვა.

ქალაქები

აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია
ქალაქიშტატიმოსახლეობაMetro area rankმეტროპოლიის მოსახლეობარეგიონი
New York City
ნიუ-იორკი
Los Angeles
ლოს-ანჯელესი
1ნიუ-იორკინიუ-იორკი8 175 133118 897 109ჩრდილო-აღმოსავლეთი
2ლოს-ანჯელესიკალიფორნია3 792 621215 250 000დასავლეთი
3ჩიკაგოილინოისი2 695 59839 461 105ცენტრალური
4ჰიუსტონიტეხასი2 099 45166 108 060სამხრეთი
5ფილადელფიაპენსილვანია1 526 00656 385 461ჩრდილო-დასავლეთი
6ფინიქსიარიზონა1 445 632134 192 887დასავლეთი
7სან-ანტონიოტეხასი1 327 407292 142 508სამხრეთი
8სან-დიეგოკალიფორნია1 307 402173 095 313დასავლეთი
9დალასიტეხასი1 197 81646 477 315სამხრეთი
10სან-ხოსეკალიფორნია945 942301 975 342დასავლეთი
2010 წლის მონაცემები

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ — უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით — ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.
  • ვალუტააშშ დოლარი (USD).
  • ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
  • ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 18.558 ტრილიონი $ (2016). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 57 220 $-ს.

ისტორია


აშშ-ის შტატები ქრონოლოგიურად.
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-19751969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

მემკვიდრეობა

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონიელექტრობატელევიზიაკომპიუტერიინტერნეტიატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინოჯაზიბლიუზიროკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

იხ. ვიდეო

იხ.ვიდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...