კალინინგრადი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კალინინგრადი Калининград | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | კალინინგრადის ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | Q1817770?, Q1949329? და Q190725? | ||||
კოორდინატები | 54°44′00″ ჩ. გ. 20°29′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Alexander Yaroshuk[1] | ||||
დაარსდა | 1255 | ||||
ადრეული სახელები | კენიგსბერგი 1946-მდე | ||||
ფართობი | 215,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 431 500 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 4012 | ||||
საფოსტო ინდექსი | 236010 | ||||
საავტომობილო კოდი | 39 | ||||
ოფიციალური საიტი | klgd.ru | ||||
კალინინგრადი (რუს. Калининград, 1946 წლამდე კენიგსბერგი) — საპორტო ქალაქი რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არის რუსული ნახევრადექსკლავი პოლონეთსადა ლიტვას შორის ბალტიის ზღვაზე. ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით არის 431 500. ეთნუკური შემადგენლობა არის შემდეგი - რუსი 77,9 %, ბელარუსი 8,0 %, უკრაინელი 7,3 %, ლიტველი1,9 %, გერმანელი 0,6 % და პოლონელი 0,5 %.
გერმანული ქალაქი კენიგსბერგი, რომელიც დაარსდა 1255 წელს ოკუპირებულ იქნა საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს და 1946 წელს დაარქვეს კალინინგრადი.
კენიგსბერგი (გერმ. Königsberg) 1255—1945 წლამდე იყო აღმოსავლეთ პრუსიის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილოეთი ნაწილი საბჭოთა კავშირს გადაეცა, კენიგსბერგის ნანგრევებზე აშენდა საბჭოთა ქალაქი კალინინგრადი.
იხ ვიდეო
აღმოსავლეთი პრუსია
აღმოსავლეთი პრუსია (გერმ. Ostpreußen, პოლ. Prusy Wschodnie, ლიტ. Rytų Prūsija) — პრუსიის პროვინცია. ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის ყოფილი წევრი, რომელიც გერმანიის იმპერიის ბეღლად (გერმ. Kornkammer) ითვლებოდა. აღმოსავლეთი პრუსიის დედაქალაქი და მთავარი ბირთვი კენიგსბერგი იყო. პრუსიის განაპირა ტერიტორიები პოსტდამის კონფერენციის გადაწყვეტილებით ლიტვისა და პოლონეთის სახელმწიფოების ფარგლებში მოექცა.
სექციების სია
ისტორია
I—IV საუკუნეები
- 51—63 წწ. — ბალტიის ზღვის ქარვის ნაპირზე რომაელი ლეგიონერების გამოჩენა, ანტიკურ ლიტერატურაში ესტების პირველი ხსენება (პლინიუს უფროსი);
- 180—440 წწ. — სამბიაზე ჩრდილოგერმანელთა ეთნიკური ჯგუფის, კიმბრიელების, გამოჩენა;
- 425—455 წწ. — ვისლის ყურეში ჰუნთა სახელმწიფოს წარმომადგენელთა გამოჩენა, ესტების ჰუნთა ლაშქრობებში მონაწილეობა, ატილას სახელმწიფოს დაშლა და ესტების ნაწილის სამშობლოში დაბრუნებ
- 450—475 წწ. — პრუსიული კულტურის ჩამოყალიბება;
V—XIII საუკუნეები
XIII საუკუნემდე აღმოსავლეთი პრუსიის ტერიტორიაზე პრუსები ცხოვრობდნენ. ამ ადგილებში მათ გამოჩენას V—VI საუკუნეებს აკუთვნებენ. პრუსთა პირველი სამოსახლოები ამჟამინდელი კალინინგრადის ყურის ირგვლივ გაჩნდა. ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში, IX საუკუნემდეც კი, პრუსებმა დასავლეთით, ვისლის ქვემო დინებისკენ, გადაინაცვლეს.
XIII საუკუნეში ეს ტერიტორია ტევტონთა ორდენმა დაიპყრო.
1232—1525 წლები: ტევტონთა ორდენი
1225 წელს პოლონეთის მთავარმა კონრად I მაზოვეცკიმ ტევტონ რაიდენბს დახმარება სთხოვა პრუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნება აღუთქვა.1232 წელს ტევტონი რაინდები პოლონეთში ჩავიდნენ. ჯვაროსნები აღმოსავლეთით ექსპანსიის კვალდაკვალ წარმატებას ციხესიმაგრეებისა და გალავნების აგებით აგვირგვინებდნენ. 1239 წელს აღმოსავლეთი პრუსიის ტერიტორიაზე პირველად დაარსდა სიმაგრე ბალგა.
1255 წლის 4 ივლისს ტევტონთა ორდენის მაგისტრმა პოპო ფონ ოსტერნამ დააარსა კენიგსბერგი.
XIV—XV საუკუნეები ორდენის აღზევების ხანად სახელდება, რადგან მისი ხაზინა მსოფლიოში უმდიდრესად მიიჩნეოდა. ამ დროს ორდენი პრუსიის ყველაზე დაუსახლებელ ტერიტორიებზე გერმანელების ჩასახლებით იყო დაკავებული და ქალაქებსა და სოფლებს ქმნიდა.
XV—XVI საუკუნეებში ორდენმა რამდენიმე ომში მიიღო მონაწილეობა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასთან ერთად, რომელიც 1386 წელს წარმოიქმნა. 1410 წელს, ე. წ. დიდი ომის (1409—1411) დროს ორდენის ჯარებმა მძიმე მარცხი იგემა გრიუნვალდთან ბრძოლაში. 1412 წლის თებერვალში ტორუნში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მხარეებმა ტერიტორიების გაყოფის თვალსაზრისით ომამდელ მდგომარეობაში დაბრუნება ამჯობინეს. თუმცა მეორე ტევტონური ზავის შემდეგ 1466 წელს ორდენმა დაკარგა ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით დასავლეთი პრუსია და ერმლანდია ეწოდა. მესამე ომი ბოლომდე არც დასრულებულა, მაგრამ ორდენი საკმაოდ დაასუსტა და წყალი შეუყენა მის სახელმწიფოებრივ გაერთიანებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий