понедельник, 13 августа 2018 г.

ნაპოლეონ ბონაპარტი

                   ნაპოლეონ ბონაპარტი

                                       Jacques-Louis David 017.jpg

 (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო1769აიაჩოკორსიკა − გ. 5 მაისი1821წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.
დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.
                                                         
         ნაპოლეონი 16 წლის მელანში შესრულებული უცნობი მხატვრის მიერ
1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერშილაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანისსამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.
ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.
იხ. ვიდეო
1796 წლის 12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის 10 მაისს ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები, განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა პაპის მცირე ტერიტორიებიც.
1797 წლის მარტში მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და დაატყვევა. ტყვეობაში პაპი პიუს VI ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. 1797 წლის პირველ თვეებში ნაპოლეონმა თავისი ჯარები გადაიყვანა ავსტრიაში და დადო მასთან სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც ავსტრიის იმპერია იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.
გენერალი ნაპოლეონი იძლევა განკარგულებას (ლოდის ბრძოლა)
ნაპოლეონის სამხედრო ტრიუმფების სერია რა თქმა უნდა იყო მისი სამხედრო საქმისადმი დიდი განსწავლულობისა და ცოდნის შედეგი. იტალიის კამპანიის პერიოდში ძალზედ გაიზარდა ნაპოლეონ ბონაპარტის - მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის - ავტორიტეტი და პოპულარობა. 1797 წლის მაისშიპარიზში მან გამოსცა თავისი რიგით უკვე მესამე გაზეთი (Le Journal de Bonaparte et des hორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო მზად ინგლისის სამეფო ფლოტთან დაპირისპირებისთვის. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში. ბონაპარტს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე ტიპუ სულთანთან ინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას, რომ "როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას." 1798 წელს ტალეირანმა განაცხადა: "ეგვიპტის დაპყრობით, ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს სუეციდანინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს."
1798 წლის მაისში ნაპოლეონი მეცნიერების ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები. მათ თავიანთი აღმოჩენები როზეტის ქვის ჩათვლით, აღწერეს ნაშრომში Description de l'Égypte 1809 წელს.
1798 წლის 9 ივნისს ნაპოლეონმა მალტას მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა ფრანგული წარმოშობის რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით, ძალით მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგოდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა.
                                                 
                                                         ბონაპარდი სფინქსთან ჟერომი 1868
ბონაპარტი თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და 1 ივლისს ალექსანდრიაში გადაჯდა. ჩობრაკიტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქებიშუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს პირამიდების ბრძოლაში, რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.
                                                                
1 აგვისტოს ბრიტანეთის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით გაანადგურა თითქმის ყველა ფრანგული გემი, ნაპოლეონის მიზანი, გაემყარებინა ფრანგული პოზიციები ხმელთაშუა ზღვაში, ჩავარდა. ადრეულ 1799 წელს ბონაპარტმა თავისი ჯარები დამასკოს ოტომანთა პროვინციისაკენ გაიძღოლა და 13 000 ჯარისკაცით აიღო სანაპირო ქალაქები: ელ-არიშიღაზაიაფა. განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა იაფას ალყა, მამაკაცები, ქალები, ბავშვები სამი დღის განმავლობაში სასტიკად იხოცებოდნენ.
სხვადასხვა ავადმყოფობით, ძირითადად ბუბონის ჭირით დასუსტებული არმიით ნაპოლეონისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა აკოს აღება და მაისში ეგვიპტისაკენ გაბრუნდა. უკანდახევისას, 25 ივლისს, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ოტომანთა ჯარები აბუკირთან.ommes vertueux).
დირექტორიას არ სიამოვნებდა რა ნაპოლეონის პოპულარობა ხალხის თვალში, დაიწყო მისი გაპროტესტება. ისინი ადანაშაულებდნენ ნაპოლეონს იტალიის ძარცვა-გლეჯაში და უფლებამოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მარტომ დადო ხელშეკრულება ავსტრიასთან
ძალაუფლების კრიზისი პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა, რომელთაც ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობდა გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ.საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.
ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდ
                                                      
                                   ღირსების ლეგიონის პირველი პრეზენტაცია. დებრე 1812
დირექტორიის პერიოდში საფრანგეთი გამუდმებით ეომებოდა ანტიფრანგულ კოალიაციას,რომელშიც ამჯერად ავსტრია გამოირჩეოდა.განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც სასტიკი მარცხი აგემა რამდენიმე ავსტრიულ არმიას იტალიაში და აიძულა ის, საფრანგეთთან ზავი გაეფორმებინა. დირექტორია გენერალ ბონაპარტის საფრანგეთში პოპულარობის ზრდით შეშინდა. ეს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა.სწორედ ნაპოლეონ ბონაპარტმა მოუღო ბოლო დირექტორიას 1799 წლის ნოემბერში და კონსულატი დააწესა. ეს უკვე რევოლუციის დასასრული იყო. საფრანგეთში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. ნაპოლეონი თავად გახდა ჯერ პირველი კონსული, შემდეგ–მუდმივი კონსული, 1804 წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადა.
იხ. ვიდეო


ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ 27 აგვისტოს ავსტრიის ჯარები ბავარიაში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა ბულონის ბანაკიდან რაინზეფელდმარშალ კარლ მაკის ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად კუტუზოვის არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა მაკის არმიას ულმთან და 8 ოქტომბერს აიძულა იგი დანებებოდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც ბრაუნაუში 29 სექტემბერს მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან დუნაის მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი დუნაიზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო 30 ოქტომბერს დაამარცხეს ედუარდ მორტიეს კორპუსი. 1 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. 1805 წლის 4 ნოემბერს პეტრე ბაგრატიონის საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) შენგრაბენის ბრძოლაში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ ოლმიუცისაკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს (1805). რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.
ზღვაზე საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი განადგურებულ იქნა ტრაფალგარის ბრძოლაში (1805). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო ნიჭი.
როდესაც 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავიდან ფრანგებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ სანამ ზამთარი არ დადგებობა. კუტუზოვმა გადაწყვიტა დაეთმო ფრანგებისთვის მოსკოვი, რადგან ფრანგებს ძალიან გაუჭირდებოდათ ზამთარში საკვების გარეშე ყოფნა. კუტუზოვის აზრით მოსკოვის დათმობით არ დაიკარგება ქვეყანა, ჯარის დაკარგვა კი დამარცხებას ნიშნავდა. მოსკოვში შესვლის შემდეგ, ნაპოლეონმა ნახა დაცარიელებული ქალაქი და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ზამთარში ეს ძალიან რთული იყო. უკან დახევისას მან დაკარგა არმიის ნახევარი.
რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.
საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. 1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა.
დატყვევებული იმპერატორი ინგლისელებმა წმინდა ელენას კუნძულზე (ატლანტის ოკეანე) გადაასახლეს და მიუვლინეს ზედამხედველი. შვიდი წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და პატარა ბაღი. 1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი, მამამისის მსგავსად, კუჭის კიბომ შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს ვერცხლისწყლით. ამ ვერსიის მიხედვით ნაპოლეონის საჭმელს ურევდნენ ვერცხლისწყალს, შედეგად ის მალევე გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა კრუჩხვებში ჩავარდა, სწორედ მაშინ მიხვდა ნაპოლეონი, რომ მისი სიკვდილის დღე ახლოვდებოდა. მან თავისთან დაიბარა მღვდელი და ექიმი, რომელსაც დაუბარა თავის ოჯახისთვის გადაეცა თუ რა იყო მიზეზი მისი სიკვდილისა
ნაპოლეონი 1840 წლამდე დასაფლავებული იყო კუნძულ ელენაზე. მის საფლავზე დაბადების და გარდაცვალების თარიღის ნაცვლად ეწერა მხოლოდ „ნაპოლენ ბონაპარდი“. 1828 წლის მერე ფრანგებმა მიიღეს ნებართვა ინგლისისგან, რომ მათი იმპერატორის ფერფლი გადმოესვენათ საფრანგეთში. ლუი-ფილიპმა გაგზავნა თავისი შვილი- პრინცი ჟუანვილი წმ. ელენეს კუნძელზე, რომ განეხორციელებინა სხეულის ამოღება და გადმოტანა საფრანგეთში. ეს იყო დაბრუნება იმ ადამიანის, რომელიც უყვარდა ფრანგ ხალხს და რომელიც შიშის ზარს სცემდა მტრებს. 1840 წელის სექტემბერს ფრანგულმა გემმა ნაპოლეონის ძვლები გავრში ჩამოასვენა და შემდეგ ნელ-ნელა მდინარე სენით დაიძრა პარიზისკენ. 15 დეკემბერს მიუხედავად ქარბუქისა, თითქმის მთელი ქალაქი იმყოფებოდა იმპერატორის დაკრძალვაზე. სამგლოვიარო კორტეჟმა დაიწყო თავისი მსვლელობა ბულვარების გასწვრივ, გაიარა ტრიუმფალური თაღის ქვეშ, ჩამოვიდა ელისეის მინდვრებზე და ბოლოს ინვალიდების სახლში დასრულდა ნაპოლეონის განდევნის წლები, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა. იმპერატორის ძვლები როგორც ეგვიპტის ფარაონის ძვლები დამარხული იყო ექვს კუბოში. პირველი-თუნუქისგან, მეორე-წითელი ხისგან, მესამე და მეოთხე-ტყვიისგან. მეხუთე-ებენის ხისგან, მეექვსე-მუხისგან. კუბო დასვენებული იყო დიდ აკლდამაზე, რომელიც გაკეთებული იყო წითელი გრანიტისგან, სპეციალურად შექმნილი ცნობილი არქიტექტორის ვისკონტის მიერ. იქ არის თორმეტფრთიანი გამარჯვება, პრადიეს ნამუშევარი, რომელიც იმპერატორის სამუდამო სამარხს დარაჯობს და განასახიერებს ფრანგ ხალხს. ნაპოლეონის გვერდით ასვენია მისი შვილის ნაპოლეონ II-ის ფერფლი

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...