воскресенье, 5 августа 2018 г.

                              ბაგრატიონები

                                         საიდან არიან ბაგრატიონები წარმოშობით
                                                     
                     იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი ოძრხეა 

 საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელქართლის ანუ იბერიის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. განაგებდა მეფის მოხელე ერისთავი, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნის I ნახევრიდან ოძრხეში იჯდა. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით იგი, იბერიის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ დაწესებული 8 საერისთავოსა და 1 სასპასპეტოსაგან ერთ-ერთია. ტერიტორიულად მოიცავდა სამცხისა და აჭარის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებსთაღრიცხვით 575 (809) — 1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).ოძრხეოძრახე — ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას.
„ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ს („ქართლის ცხოვრება“) თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, ოძრხოსსმეფე ფარნავაზის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ — სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-მ გავლენიან ფეოდალს — სულა კალმახელს უბოძა. 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში — მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე ნამოსახლარი გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.

    ბაგრატიონები - ქართლის ერისმთავრები

    ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი 575-590 წლებში გუარამ I კურაპალატი. გვარი წარმოშობილი უნდა იყოს გუარამის მამის, ბივრიტიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენლის - ბაგრატისაგან. გუარამის პაპა (დედის მხრიდან) იყო მეფე ვახტანგ გორგასალი. ვინაიდან, გუარამი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი (რაც, რეალურად, ტოლფასი იყო ქართლის მეფობისა), ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიის საწყის თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 575 წელი (ნაცვლად 809 წლისა, როგორც მიუთითებს ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი). გუარამის გარდა ქართლის ერისმთავრებიდან ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ სტეფანოზ I (590-605) და აშოტ I კურაპალატი (786-809).

    კლარჯეთის ერისთავები


    სტეფანოზ I-იდან აშოტამდე ბაგრატიონები განაგებდნენ კლარჯეთის საერისთავოს. კერძოდ, კლარჯეთის ერისთავები იყვნენ: გუარამ II (619-678), ვარაზბაკური (678-705), ნერსე (705-742) და ადარნასე (742-780).

    ტაო-კლარჯეთის სამეფო

    809 წელს აშოტ I-მა (კლარჯეთის ერისთავის ადარნასეს ძემ და ქართლის ერისმთავარმა) სამხრეთ საქართველოში შექმნა ტაო-კლარჯეთის ძლიერი სამეფო, რომელსაც თავად განაგებდა 826 წლამდე. აღნიშნულ სამეფოს განაგებდნენ ბაგრატ I (826-876). 826-869 წლებში სამეფოს თანამმართველი იყო ადარნასე I), დავით I (876-881) და ადარნასე II (881-888).

    ქართველთა სამეფო

    888 წელს შეიქმნა ქართველთა სამეფო, რაც განაპირობა ტაო-კლარჯეთის სამეფოსთვის სხვა ქართული მიწების: სამცხე-ჯავახეთისკოლა-არტაანისშავშეთისსპერისთორთომის, აგრეთვე, ბასიანის შეერთებამ. ქართველთა სამეფოს განაგებდნენ: ადარნასე II (888-923), დავით II (923-937), ბაგრატ მაგისტროსი (937-945). იგი ოფიციალურად არ ატარებდა მეფის ტიტულს), აშოტ IV (945-954), სუმბატ I (954-958), ბაგრატ II (958-975). 961-966 წლებში თანამმართველი იყო ადარნასე III, ხოლო 966-975 წლებში დავით III), გურგენ II (975-1008). სამეფოს თანამმართველი იყო მისი ძე ბაგრატი, რომელმაც 978 წელს მიიღო აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) მეფობაც).

    ერთიანი საქართველო

    ერთიანი საქართველოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც ქართველთა სამეფოს ტახტის თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ (978-1014), რომლის დედა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის ასული იყო, მიიღო აფხაზეთის მეფობა. ბაგრატის შემდეგ გაერთიანებულ ქართულ სამეფოს განაგებდნენ: გიორგი I (1014-1027), ბაგრატ IV (1027-1072), გიორგი II (1072-1089), დავით IV აღმაშენებელი (1089-1125), დემეტრე I (1125-11551155-1156), დავით V (1155), გიორგი III (1156-1184), თამარი (1184-1213), გიორგი IV ლაშა (1213-1223), რუსუდანი (1223-1245), დავით VI ნარინი (1247-1293), დავით VII ულუ (1247-1270), დემეტრე IIთავდადებული (1270-1289), ვახტანგ II (1289-1293), დავით VIII (1293-12991300-1308), გიორგი VI (1308-1313), გიორგი V ბრწყინვალე (12991314-1346), დავით IX (1346-1360), ბაგრატ V (1360-1393), გიორგი VII(1393-1407), კონსტანტინე I (1407-1411), ალექსანდრე I დიდი (1411-1442), ვახტანგ IV (1442-1446) და გიორგი VIII (1446-1466).

    ერთიანი საქართველოს დაშლა

    1466 წელს ერთიანი საქართველო ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა ოფიციალური დადგენილება მიიღეს 1490 წელს, როდესაც კონსტანტინე მეორემ თბილისში დარბაზი მოიწვია და რჩევა ჰკითხა. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს: „ვინაითგან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განვიზრათავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგბცემს მეორე ნებასამ არამედ ვეცადოთ ჟამი, უკეთუ უალად აგოს ღმერთმან მეფობასალე შენსა“. ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი (ყვარყვარე ჯაყელი) დაზავდნენ და საკთარი სამფლობელოების საზღვრები დაადგინეს. საქართველოს დაშლა ოფიციალურად გამოფორმდა. იმ დროს, როცა საქართველოს უდიდესი საგარეო საფრთხე დაემუქრა, ქვეყანა დაქუცმაცებული აღმოჩნდა: ქართლისკახეთის და იმერეთის სამეფოებად ბაგრატიონებით სათავეში და სამცხის სამთავროდ ჯაყელების მეთაურობით.

    რუსეთის მიერ ქართული სამეფოების დაპყრობა და ანექსია

    უხეშად დაარღვია რა გეორგიევსკის 1783 წლის ხელშეკრულების პირობები, 1801 წელს ცარისტულმა რუსეთმა მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ოკუპაცია და ანექსია. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო ერეკლე II-ის ძე გიორგი XII (1798-1800). ცხრა წლის შემდეგ, 1810 წელს რუსეთმა დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II (1789-1810), რომელიც რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ თითქმის 10-წლიანი გმირული ბრძოლის შემდეგ გაიხიზნა ოსმალეთშიტრაპიზონში, სადაც გარდაიცვალა 1815 წელს. როგორც ქართლ-კახეთის, ისე იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახები რუსეთში გადაასახლეს. ასე დასრულდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მრავალსაუკუნოვანი და სახელოვანი ისტორია.

    ბაგრატიონთა ქორწინებრივი კავშირები

    სხვა სამეფო დინასტიებთან ბაგრატიონთა დინასტიის ნათესაურ ურთიერთობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატიონებს სხვადასხვა დროს ქორწინებრივი კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან(დღევანდელი აზერბაიჯანი), ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, ტრაპიზონის იმპერიის (ეს სახელმწიფო 1204 წელს შეიქმნა თამარ მეფის აქტიური მონაწილეობით) კომნენოსთა დინასტიასთან და ა.შ. ამჟამად ბაგრატიონთა სამეფო სახლს დევნილობაში ნათესაური კავშირები აქვს ესპანეთის ბურბონებთანჰოჰენცოლერნებთანრომანოვების რუსულ საიმპერატორო სახლთან დევნილობაში და ა.შ.

    ბაგრატიონთა სამეფო სახლი ევროპაში

    ბაგრატიონების მნიშვნელოვან ნაწილს მეორეჯერ მოუხდა აყრა და სამშობლოს დატოვება 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ. ერთ-ერთი, ვინც ოჯახით დატოვა საქართველო და ევროპაში გაიხიზნა, იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი. ამ უკანასკნელის ძე, - ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1909-1977) იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს გერმანიაში სწორედ მისი თაოსნობით დაფუძნდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, რომლის უმთავრეს მიზანს შეადგენდა საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები გრიგოლ რობაქიძესპირიდონ კედიაშალვა ამირეჯიბირევაზ გაბაშვილიმიხეილ (მიხაკო) წერეთელისვიმონ ციციშვილი და სხვანი. ირაკლი ბაგრატიონის პირველი მეუღლე იყო იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასული - მარია ანტუანეტა (გარდაიცვალა 1944 წელს), ხოლო მეორე, - ესპანელ ბურბონთა სამეფო სახლის წარმომადგენელი, ინფანტა მარია-მერსედესი (გარდაიცვალა 1961 წელს). ირაკლი ბაგრატიონის და - ლეონიდა (დაიბადა 1914 წელს) კი იყო რუსეთის ტახტის მემკვიდრის ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვის (გარდაიცვალა 1992 წელს) მეუღლე. 1940-იანი წლების შუა ხანებში ევროპის მონარქიული სახლების მიერ (მათ შორის ვლ. რომანოვის მიერ) ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი აღიარეს ევროპაში ქართველ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად და ტახტის მემკვიდრედ. ამჟამად ტახტის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება მისი უფროსი ვაჟი, - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი (დაბადებულია 1941 წელს, რომში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ესპანეთში). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არის ევროპაში საკმაოდ ცნობილი რაინდული ორდენების: „საქართველოს არწივის ორდენისა“ და „ქრისტეს კვართის ორდენის“ (დააფუძნა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა 1939 წელს) დიდოსტატი ("Grand Master").

    Комментариев нет:

    უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

    ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...