среда, 1 августа 2018 г.

არაბთა სახალიფო

                 არაბთა სახალიფო

Jump to navigationJump to search
არაბთა სახალიფო
خلافة إسلامية ‎‎

 Derafsh Kaviani.png632 — 1258Flag of Ilkhanate.gif 
Califate 750.jpg
არაბთა სახალიფო 750 წელს
დედაქალაქი630—656 მედინა
656 — 661 მექა
661 — 754 დამასკი
754 — 762 ელ-კუფა
762 — 836 ბაღდადი
836 — 892 სამარა
892 — 1258 ბაღდადი
ენაარაბული
მოსახლეობაარაბებისპარსელებიკოპტებიბერბერებითურქმენებიქართველებისომხებიესპანელები,ტაჯიკებიპორტუგალიელებიავღანელები.
მართლმორწმუნე ხალიფა
 - 632-634აბუ ბაქრი
ომაიანების ხალიფა
 - 661-680მუავია I
აბასიანების ხალიფა
 - 750-754აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი
 - 1242-1258ალ-მუსთასიმი (ბოლო)
არაბთა სახალიფო — არაბულ-მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაც მართავდა ხალიფა (632-1258 წწ.) არაბთა სახალიფოს საფუძველი გახდა მუჰამედის მიერ VII საუკუნის 20-იან წლებში ქალაქ მედინაშიდაარსებული მუსლიმანური თემი (უმა), სადაც გაერთიანება ხდებოდა ერთი რელიგიისადმი - ისლამისადმი კუთვნილების მიხედვით. უმა იყო თეოკრატიული ორგანიზაცია, რომელშიც მუჰამედი სასულიერო და საერო მეთაური იყო.

მართლმორწმუნე ხალიფები (632-661)

632 წელს მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, მუსლიმანური თემის მეთაურად აირჩიეს აბუ ბაქრი (632-634 წწ.), რომელმაც მიიღო „ხალიფა რასულ ალ-ლაჰის“ („ალაჰის მოციქულის მოადგილე“) წოდება. საფუძველი ჩაეყარა არაბთა სამხედრო-თეოკრატიულ სახელმწიფოს (632-661 წწ.), რომლის მმართველ ხალიფებს „ალ-ხალიფა ალ-რაშიდუნას“ (მართლმორწმუნე ხალიფებს) უწოდებდნენ.
მეორე ხალიფამ უმარ I-მა (634-644 წწ.), მიიღო „ამირა ალ-მუმინინას“ („მართლმორწმუნე ამირას“) წოდება, რითაც ხაზი გაესვა ხალიფის საერო ფუნქციას. ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს მუჰამედის მიერ დაწყებული არაბული ტომების გაერთიანება და წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აბუ ბაქრისუმარ I-ისა და უსმანის (644-656 წწ.) ხანაზე მოდის. ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური და აფრიკის პროვინციები: სირიაპალესტინაეგვიპტე და ჩრდილოეთი აფრიკა, მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და ბოლო მოუღეს სასანიანთა ირანის იმპერიას, ამავე ხანებში დაიპყრეს აზერბაიჯანისომხეთი და საქართველო.
დაპყრობითი ომები დროებით შეაფერხა შინაპოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო ომმა ხალიფების უსმანისა და ალის (656-661 წწ.) დროს, რაც მარჯვედ გამოიყენეს ომაიანთა გვაროვნულმა არისტოკრატიამ და 661 წელს ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ომაიანების ხალიფები (661-750)

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ომაიანთა სახალიფო.

სახალიფოს დაპყრობები ომაიანების მმართველობის პერიოდში.
  მუჰამედის დაპყრობები, 622–632
  ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დაპყრობები, 632–661
  ომაიანების სახალიფოს დაპყრობები, 661–750
ომაიანთა ბატონობა 750 წლამდე გაგრძელდა. მათ სატახტო ქალაქი სირიაში დამასკში გადაიტანეს, რის მიხედვითაც ომაიანთა სახალიფოს დამასკის სახალიფოსაც უწოდებენ. დინასტიის ფუძემდებელია მუავია I (661-680 წწ.), რომელმაც ხალიფის ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. ომაიანთა ხალიფებმა მიიღეს მალიქის (არაბ. - მეფე) ტიტული. სახალიფო თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა.
ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი, მცირე აზიაშუა აზია და ჩრდილოეთი ინდოეთი. არაბთა სახალიფო ატლანტის ოკეანიდან კაშგარის მთებამდე გადაიჭიმა. ხალიფა აბდ ალ-მალიქმა (685-705 წწ.) ჩაატარა რეფორმები, რომლებბიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციას და არაბიზაციას. სახელმწიფო ენად გამოცხადდა არაბული. სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ადგილობრივი ენები (ბერძნულისპარსულიკოპტური).
ომაიანთა სახალიფოში უგულებელყფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო მავალების (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმანებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ ხარაჯას, ხოლო ე. წ. 700 წლის კანონით - ჯიზიასაც. რადგან არაარაბები გამუსლიმანების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა ისლამის გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ დასაყრდენად ვერ გადააქციეს.
VIII საუკუნეში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალური ძალა. გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა ამიერკავკასია, სადაც 736-738 წწ. ომაიანებმა მოაწყვეს დამსჯელი ექსპედიცია მურვან ყრუსმეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ ასევე ირანელი ფეოდალები, რომლებსაც დაუკავშირდნენ აბასიანები და ფართო მასების მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შემდეგ ომაიანთა დინასტია დაემხო. იგი შეცვალეს აბასიანებმა (750-1258 წწ.), რომლებიც თავს მუჰამედის ბიძის — ალ-აბასის შთამომავლად თვლიდნენ (აქედან მიიღეს დინასტიის სახელწოდებაც). აბასიანებმა რეზიდენცია 762 წელს დაარსებულ ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ.
750 წლის გადატრიალება აღნიშნავდა ღრმა ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალიფოს შემდგომი განვითარებისათვის, ფეოდალიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის, რაც პოლიტიკური წყობილების უფრო განვითარებულ სტადიაზე გადასვლასაც მოითხოვდა. აბასიანთა სახალიფოს სახელმწიფო წყობილება გახდა ახალი საფეხური არაბთა სახელმწიფოს განვითარებაში.

აბასიანების ხალიფები (750-1258)

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აბასიანთა სახალიფო და აბასიანები.

აბასიანების სახალიფო 850 წელს.
აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული სასანიანთა ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ ისლამს, რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი (ხარაჯა) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი ამიერკავკასიის ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.
VIII საუკუნიდან არაბთა სახალიფომ აშკარა ეკონომიკური აღმავლობა განიცადა. შეიქმნა ბრწყინვალე არაბული კულტურა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო კულტურის ისტორიაში. არაბთა სახალიფოს სამეურნეო-კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმა (სპარსელებმატაჯიკებმასირიელებმაქართველებმა...)
არაბთა სახალიფოს სავაჭრო კულტურული ურთიერთობა კარგად მოწყობილი სახმელეთო და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. საქარავნო გზებით დასერილი იყო ამიერკავკასიაც. საკვანძო პუნქტს აქ ბარდავი წარმოადგენდა, საიდანაც გზები მიდიოდა დარუბანდამდე, არდებილამდედვინამდე, ხოლო მტკვრის მარჯვენა ნაპირით, განჯისა და შამქორის გავლით - თბილისამდე. თბილისში, სეიდაბადშინაპოვნია VII საუკუნის მანძილის აღმნიშვნელი ე. წ. მილის ქვა არაბული წარწერით - „სამი მილი თბილისიდან“. ამ საქარავნო გზებით ამიერკავკასიის ქვეყნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნიდა გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. დიდ როლს თამაშობდნენ ამ გზაზე მდებარე ქალაქები სახალიფოს ცხოვრებაში.
არაბთა სახალიფოში გაძლიერდა დაპყრობილი ხალხების ექსპლუატაცია. გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობები, გახშირდა აჯანყებები, რომელთა შორის აღსანიშნავია მუკანას აჯანყება (776-783 წწ.) შუა აზიაშიბაბექის აჯანყება (816-837 წწ.) აზერბაიჯანში და დასავლეთ ირანში. სახალხო აჯანყებებმა და ფეოდალიზმის განვითარებამ განაპირობაერთიანი სახალიფოს დაშლა და დამოუკიდებელი სამიროების შექმნა.
სახალიფოს ფეოდალური დაშლის ნიშნებმა ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე იჩინეს თავი. ჰარუნ ალ-რაშიდის (786-809 წწ.) გარეგნულად ბრწყინვალე ხანა ფაქტობრივად არაბთა სახალიფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო. წარმოიქმნა დამოუკიებელი პოლიტიკური ერთეულები: იდრისიდებისა (789-926 წწ.) მაროკოშიბუიდებისა (932-1062 წწ.) ირანსა და ერაყში და სხვა. IX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა თბილისის ამირას მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც არაბთა სახალიფოშო მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო.
ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ხალიფებმა თურქული ელემენტები დაუპირისპირეს, მაგრამ ხალიფა ალ-მუთასიმის (833-842 წწ.) სამხედრო რეფორმამ (თურქული გვარდიის შექმნა, თურქი ღულამების დაწინაურება სამხედრო ასპარეზზე) საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. მართალია, მათ თავი გამოიჩინეს დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობაში, მაგრამ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარეს აბასიანი ხალიფები და ხელი შეუწყვეს სახალიფოს დაცემას. 945 წელს ბუიდებმა აიღეს ქალაქი ბაღდადი, რის შედეგადაც ხალიფებმა დაკარგეს საერო ხელისუფლება და მათი ადგილი სულთანმა დაიჭირა. აბასიანთა ხალიფას მხოლოდ სასულიერო ფუნქცია შერჩა. 1055 წელს თოღრულ-ბეგმა აიღო ბაღდადი და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად.
სელჩუკიანთა სახელმწიფოს დაშლის (1118 წ.) შემდეგ აბასიანთა სახელმწიფო კვლავ აღორძინდა ხალიფების ალ-მუკთაფისა (1136-1160 წწ.) და განსაკუთრებით ალ-ნასირის დროს (1180-1225 წწ.). ტიგრისა და ევფრატის აუზში 1258 წელს აბასიანთა სახალიფოს ბოლო მოუღეს მონღოლებმა. მათ აირეს ქალაქი ბაღდადი და მოკლეს უკანასკნელი ხალიფა ალ-მუსთასიმი (1242-1258 წწ.). 1261 წელს ეგვიპტის მამლუქთა სულთანმა ბაიბარსმა ხალიფად აღიარა აბასიანთა დინასტიის თითქოს გადარჩენილი წარმომადგენელი, რომლის შთამომავლები ხალიფობას ინარჩუნებდნენ ეგვიპტეში 1517 წლამდე. ვიდრე ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა ტყვედ არ წაიყვანა მათი უკანასკნელი ხალიფა მუთავაქილ III.

იხილეთ აგრეთვე

იხ ქვემოთ ვიდეო 


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...